"სამშობლოს მსახურება უპირველესია!"
font-large font-small
"სამშობლოს მსახურება უპირველესია!"
მორაგბე, რომელმაც საფრანგეთში ცხოვრებას საქართველოში დაბრუნება არჩია

თუ თბილისში, სპორტულ მოედანზე თვალს მოჰკრავთ ორი წლის ბიჭუნას, რომელიც თავგამოდებით ვარჯიშობს და მაისურზეც ხშირად იყურება იმისათვის, რომ გადაამოწმოს, გაუდიდდა თუ არა კუნთები, იცოდეთ, ეს ჟინიანი ბავშვი საქართველოს მორაგბეთა ასოციაციის პრეზიდენტ ლექსო იორდანიშვილის ვაჟია.


ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოს სასკოლო ასაკის ბავშვების 20%-ზე ნაკლებია ჩართული სპორტში, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მოზარდებში სპორტული ცხოვრების წესის დანერგვა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სტრატეგიულია ორი მიმართულებით: ჯანმრთელი თაობის ჩამოსაყალიბებლად და მაღალი სპორტული მიღწევებისათვის. სასკოლო დონეზე სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პრობლემურობა თვალსაჩინოა, რადგან ხშირად სპორტის გაკვეთილებს ან არ ატარებენ, ან კიდევ, ისეთი დარღვევებით, რომ ჩაუტარებლობა სჯობს. საქართველოს ქალაქებში, სადაც სპორტულ კლუბებში ვარჯიში ხელმისაწვდომია, ხშირად ირჩევენ რაგბის, როგორც პერსპექტიულ სპორტულ სახეობას. სამწუხაროდ, საქართველოში სპორტსმენებს აქტიური კარიერის შემდეგ არ აქვთ რესოციალური პერსპექტივა. ზოგჯერ წარმატებული სპორტსმენი თავის კარიერას 25 წლის ასაკში ამთავრებს და ბუნდოვანია მისი მომავალი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა საქართველოს მორაგბეთა ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანი მორაგბეთა შესაძლებლობებისთვის ახალი ასპარეზის გახსნაა.
ლექსო იორდანიშვილმა ჩვენთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა:
- რაგბის თამაში მამის რჩევით დავიწყე. მე იმ თაობის ქართველებს ვეკუთვნი, რომლებმაც გამოიარეს უშუქობისა და ნავთის ლამპის პერიოდი. მამაც მორაგბეა და მირჩია, ამ პერსპექტიული და კეთილშობილური სპორტის სახეობას გავყოლოდი. ის მუდამ ცდილობდა, არჩევანი თავად გამეკეთებინა და არასდროს მახვევდა თავს საკუთარ მისწრაფებებს. ბუნებრივია, მეც ვირჩევდი იმას, რაც ჩემთვის უკეთესად მიმაჩნდა. თამაში "ლელოში" დავიწყე და 15 წლის ასაკში უკვე დამჭირდა პირველი ოპერაცია. ამის მერე კიდევ დამჭირდა 6 ოპერაციის გაკეთება, რამაც ჩემი ცხოვრების სამი წელი შეიწირა. 21 წლისა საფრანგეთში წავედი სათამაშოდ. მომხიბვლელი იყო ის პირობები, რასაც ფრანგული კლუბი მთავაზობდა: ბინით უზრუნველყოფა, მანქანა და 1.200 ევრო ხელფასი - ეს ჩემს იმდროინდელ 300-ლარიან ხელფასთან შედარებით ზღაპრული წინადადება იყო. საფრანგეთში ვისწავლე დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობამაც მოიმატა. საზღვარგარეთ ყოველ წუთს უნდა ამტკიცო, რაც შეგიძლია, სხვანაირად იქ არავინ დაგაფასებს! ფრანგულმა კარიერამ ძალიან გამზარდა პიროვნულადაც და ჩამომაყალიბა სრულფასოვან ადამიანად.

დედა, და და მეუღლე...
- დედა ის ადამიანია, რომელიც მუდამ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, არაფერი იყო ჩემთვის მიუღწეველი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგია ჩემთვის. და კიდევ, ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ მისი ძმა საუკეთესოა. ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება ისე მოქმედებს, როგორც მე ვთვლი საჭიროდ. უსაშველოდ მენდობა. როცა ახალი შეუღლებული ვიყავით და საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტე, უყოყმანოდ მიატოვა თავისი ქორეოგრაფიული კარიერა და გამომყვა საზღვარგარეთ. იმ დროს ჩემი მეუღლე ანანიაშვილის დასში იყო და პერსპექტიულ ბალერინად ითვლებოდა, თუმცა ჩემ გამო ცეკვას თავი დაანება... როცა საფრანგეთიდან დაბრუნება გადავწყვიტე, მაშინაც დამეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბევრად იოლი იყო შვილების გაზრდაც და მათთვის ასპარეზის მოძებნაც!

შვილები...
GzaPress
- არასდროს ვეტყვი შვილებს, რომ მაინცდამაინც ის გზა უნდა აირჩიოს, რომელიც მე მინდა. ჩემი ორი შვილიდან უმცროსი ისეთია, რომ სპორტის გარეშე ვერ გაძლებს. ის ჯერ მხოლოდ ორი წლისაა და საწვრთნელ ბაზაზე დამყვება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მეხმარება, რამდენადაც შეუძლია და ვარჯიშობს. სახლში ისეთ მაისურებს იცვამს, რომელიც მკაფიოდ გამოსახავს მის კუნთებს! თუ ჩემი ვაჟები სპორტს და მით უფრო, რაგბის აირჩევენ, ეს ჩემთვის საამაყო იქნება, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან ახლოსაა ქართველების მეობასთან. ვფიქრობ, რაგბი აყალიბებს იმ ღირებულებებს, რომლის შესანარჩუნებლად ქართველები საუკუნეობით იბრძოდნენ, თუმცა ახლავს რისკებიც და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე...

მაღალი მიღწევების სპორტი და რისკები
- ახალი არაფერი იქნება იმაში, თუ ვიტყვი, რომ მაღალი მიღწევების სპორტში რისკები დიდია. ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, სპორტულ კარიერას სრულიად ახალგაზრდა დაემშვიდობო. დაასრულებ კარიერას და უკვე ყველა დაგივიწყებს... როცა ჩემი აქტიური სპორტული კარიერა დასრულდა, ვიფიქრე, რომ ჩემი სპეციალობა (იურისტი ვარ) გამომეყენებინა, მაგრამ არ მეთმობოდა რაგბი და დავიწყე მწვრთნელობა. გადავხედოთ რეალობას! ყველა ყოფილი სპორტსმენი ვერ გახდება მწვრთნელი და ვერც მსაჯი. უბრალოდ, ამის რესურსი არ არსებობს. ჩემი პრობლემის მოგვარება არ ნიშნავს, რომ მორაგბეებს პრობლემა არ აქვთ. ყველამ იცის, რამდენად ზრუნავს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ყველა მორაგბეზე, თუმცა შესაძლებლობები ყოველთვის არ ემთხვევა სურვილს და ამიტომ დავიწყე ფიქრი იმ მოდელზე, რომელიც ზოგიერთმა წარმატებულმა ქვეყანამ დანერგა თავისი სპორტსმენების საკეთილდღეოდ.

საქართველოს მორაგბეთა ასოციაცია
- ისეთ სარაგბო ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, რუსეთი და კიდევ ათეულობით ქვეყანა, არ აქვთ მორაგბეთა საგარანტიო მექანიზმები, საქართველოში კი ამ თემაზე დავფიქრდით. ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება 2018 წელს დავიწყე. საქართველოს რაგბის ფედერაციის მესვეურებს დიდი ხანია აქვს ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა, რომელიც აქტიური სასპორტო კარიერის შემდეგ მორაგბეებზე იზრუნებს. იდეას პროექტის სახე მისცა სიმონ მაისურაძემ და გოჩა სვანიძის მხარდაჭერით ორგანიზაცია ჩამოყალიბდა კიდეც. ეს არ არის პროფკავშირული ტიპის ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ მორაგბეთა უფლებათა დაცვაზე იზრუნებს. საქართველოს მორაგბეთა ასოციაცია დგას სარაგბო კლუბსა და მორაგბეს შორის, ვუწყობთ ხელს, რომ ორივე მხარე დარჩეს მოგებული, გარდა ამისა, ვცდილობთ, მორაგბეს აქტიური სპორტული კარიერის დასრულებისთანავე შევთავაზოთ რესოციალიზაციისთვის ახალი შესაძლებლობები. უწყვეტი პროფესიული განვითარება ან ახალ პროფესიაზე გადამზადება თითოეულს შეუძლია. რატომ არ შეიძლება 30-ოდე წლის მორაგბე გახდეს ბუღალტერი, მენეჯერი ან სულაც, ფსიქოლოგი? უკვე გვაქვს მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რომლებიც გვეხმარებიან მორაგბეთა გადამზადებაში. 2-3-წლიან სასწავლო პროგრამებში ჩართვის მერე მორაგბე ახერხებს იყოს წარმატებული ნებისმიერ სხვა სფეროშიც. მორაგბეებს თამაშის დროს უვითარდებათ ისეთი უნარები, რომლებიც საოცრად ღირებულია და სხვა საქმიანობაშიც წარმატების საფუძველია. ასევე, ვიცავთ ქართველი მორაგბის უფლებებს საზღვარგარეთ. ვიდრე საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ. იმას კი ვიტყვი, რომ აუცილებლად ვიქნებით ქართველი მორაგბეების უფლებათა დაცვის გარანტი, რომ მათ აქტიური სპორტული კარიერის შემდეგაც ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება! როგორც ვიცი, ამგვარი დაცვის მექანიზმი საქართველოში სხვა სპორტის სახეობისთვის არ არსებობს.

საფრანგეთიდან საქართველოში
- საფრანგეთში სპორტული კარიერის განვითარება ჩემი ძალისხმევით შევძელი. მქონდა მზარდი რეიტინგი და ხელფასი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ სამშობლოში ჯობდა შვილების გაზრდა. რაც უნდა ეცადო, უცხოეთში ბავშვი კარგავს ეროვნულ საფუძველს. ოჯახში ქართული გარემოს შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ შვილი არ დაკარგავს იდენტობას. მეგობრები, სასკოლო გარემო და მენტალური სხვაობა აუცილებლად დააკარგვინებდა მათ ქართველობას. რომ გითხრათ, საქართველოს მონატრების გამო გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, ეს არ იქნება სწორი. ნოსტალგია არაფერ შუაშია. ვფიქრობ, ქართველი შეიძლება წავიდეს სამშობლოდან განვითარებისთვის, მაგრამ თავისი მაქსიმუმი მაინც სამშობლოში უნდა გააკეთოს! ბევრი ფული და უზრუნველი ცხოვრება ან თუნდაც, ფრანგული სოციალური გარანტიები არ არის ყველაფერი. ჩემი სამშობლო მიყვარს და ეს საქმით უნდა დავამტკიცო.
ახლა ჩვენს ქვეყანაში ვართ. მე მწვრთნელი და მორაგბეთა უფლებათა დამცველი ვარ, მეუღლე - საბალეტო სტუდიაში მასწავლებელია. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ორივე შვილი საქართველოში იზრდება... სამშობლოს მსახურება უპირველესია!

რაგბი, როგორც ღირსება...
- მორაგბეები ძლიერი ადამიანები ვართ. ეს სიძლიერე მხოლოდ კუნთების სიდიდით არ გამოიხატება. გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება არა მარტო მოედანზე, მოედნის მიღმაც. არ მახსენდება შემთხვევა, რომ ქართველი მორაგბე სკანდალში გახვეულიყოს. გვაქვს ზნეობრივი ნორმები, რომელიც ბილწსიტყვაობასაც გამორიცხავს, თვით გულშემატკივრის დონეზეც. ერთხელ თამაშს ვესწრებოდი რიგითი მაყურებლის პოზიციით და ერთმა ხანში შესულმა მაყურებელმა შეიგინა. საშინლად გავბრაზდი, მაგრამ თავს მოვერიე და მაქსიმალური სიმშვიდით მივუთითე, რომ ეს უკულტურობა იყო, სხვა მაყურებლები ასეთ საქციელს არ აპატიებდნენ. თავი იმართლა, სპორტული ჟინით მომივიდაო, მაგრამ ავუხსენი, რომ სპორტული ჟინი არ ამართლებს ბილწსიტყვაობას. ვიცი, მას მეტად აღარ წამოსცდება გინება.
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
905 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი