"საქართველო უცხოელებისთვის საკმაოდ კომფორტული ქვეყანაა"
font-large font-small
"საქართველო უცხოელებისთვის საკმაოდ კომფორტული ქვეყანაა"
ქართველი მამაკაცის სიმღერით მოხიბლული უკრაინელი

გიხარია, როდესაც შენს ენაზე მოსაუბრე უცხოელს შეხვდები. დიახ, ასეთი ადამიანების მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვიმსჭვალები. მოკლედ, ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე შემთხვევით შევხვდი უკრაინელ კატერინა პობერეჟნას, რომელმაც მართლა გამაოცა ჯერ ქართულის ცოდნით, შემდეგ კი უკვე საკუთარი ამბით, რომელიც მთლიანად ჩვენს ქვეყანას დაუკავშირა...


როდესაც მისი ახლოს გაცნობით დავინტერესდი, გაირკვა, რომ ის ქართველების რძალია, საქართველოში 2007 წლიდან ცხოვრობს და შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე...
კატერინა კვალიფიციური სპეციალისტია "ევრობანკში", აგრობიზნესმრჩეველია და საქართველოში ტექნიკური პროექტების კოორდინაციას ახდენს, ასევე მუშაობს "ფაოში" კონსულტანტად და სხვადასხვა პროექტის კოორდინატორად.

GzaPress- დავიბადე უკრაინის ცენტრში, კიროვოგრადში, დღეს მას უკვე კროპივნიცკი ჰქვია. კროპივნიცკი იყო ადამიანი, რომელმაც უკრაინაში თეატრი დააარსა. მოკლედ, ბავშვობა ამ ქალაქში გავატარე, მერე 15 წლისამ კიევში, აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე... ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. ბავშვები ეზოში ვერც კი მხედავდნენ, რადგან სულ მეცადინეობაში ვიყავი და სასეირნოდ, სათამაშოდ არ მეცალა. გიმნაზიამ სამომავლოდ კარგი სტარტი ამაღებინა სწავლისა და შრომის მიმართულებით...
კიევში აგრარული მენეჯმენტის განხრა შევარჩიე, რადგანაც აგრობიზნესში საერთაშორისო ურთიერთობებმა დამაინტერესა და კიევში ბაკალავრიატის კურსი დავასრულე, მერე გერმანიაში მომიხდა მაგისტრატურის გავლა... მანამდე ცოტა გერმანული ვიცოდი, მერე მისი აქტიური შესწავლა დავიწყე. დაახლოებით ნახევარი წელი იქაურ ოჯახში ცხოვრებისას ენასაც ვეუფლებოდი. ძალიან კარგი ხალხის გარემოცვაში მოვხვდი. ისინი ხასიათით ძალიან ჰგავდნენ უკრაინელებს. მოკლედ, მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში გავიცანი მომავალი მეუღლე.
გერმანიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა პროგრამა, სადაც ახალგაზრდები ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან სწავლობდნენ, ასევე ჩილედან, პარაგვაიდან. ჩემი მეუღლეც ქართველების ჯგუფში იყო... დღეს ამ ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, რაც საქმეშიც გვეხმარება.
სწავლა რომ დავამთავრეთ, 2007 წელს საქართველოში ჩამოვედით, თან მომავალი მეუღლის ოჯახი უნდა გამეცნო. ჩემები მას უკვე იცნობდნენ...
- ე.ი. შეგიყვარდათ ერთმანეთი.
- ჯერ დავმეგობრდით, მერე შეგვიყვარდა და ბოლოს დაქორწინებაც გადავწყვიტეთ... საქართველოში რომ ჩამოვედით, აქ ბევრი რამ ორივესთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა (ის 2 წლის განმავლობაში გერმანიაში იყო, სწავლის გამო სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა) - ვნახეთ, რომ ქვეყანა ვითარდებოდა, მუშაობის შესაძლებლობაც იყო, რაც ძალიან მოგვეწონა. მოკლედ, ჩამოვედით და დავრჩით.
მარტში ჩამოვედით და სექტემბერში ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა. მაშინ პატარძლები ქართულ ეროვნულ სამოსს არ იცვამდნენ და ქორწილში მე ჩავიცვი, სპეციალურად შევაკერვინე. ეს იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ჩოხა უნდა ჩაეცვა. უკრაინულ სამოსზე ვფიქრობდი, მაგრამ ჩოხის სტილს არ მოუხდა... სტუმრები უკრაინიდანაც გვყავდა, აღფრთოვანებულები იყვნენ ყველაფრით. ქუჩაშიც ხალხი ფოტოებს გვიღებდა. ვიყავით მცხეთაშიც...
- სანამ საქართველოში დასახლდებოდით, არ გიფიქრიათ, რომ აქ ცხოვრება გაგიჭირდებოდათ?
- საქართველოზე საერთოდ არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ კავკასიაშია... დღეს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის. მათ მოსწონთ აქაური კულტურა, მუსიკა, სამზარეულო. მაშინ ასე არ იყო. მოკლედ, იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ აქ ცხოვრება მინდოდა. ადამიანი შემიყვარდა და მასთან ერთად გადავწყვიტე საქართველოში დასახლება. საქართველო უცხოელებისთვის საკმაოდ კომფორტული ქვეყანაა. ქართველთა ტოლერანტობის დონე გასაოცარია. ასევე, საქართველოში იყო სტუმარი, ეს ბედნიერებაა. თბილისში რომ ჩამოვედი, ვეძებდი ძველ ქუჩებს, ძველ შენობებს, ფეხით ბევრს დავდიოდით... ყველაფერს ვეცნობოდი და ვსწავლობდი...
ქართულმა კერძებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ისევე, როგორც ამინდმა. როგორც გითხარით, მარტში ჩამოვედი... სასიამოვნო გაზაფხული იყო და მას მერე ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო თბილისში. მოკლედ, მალევე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანაში მოვხვდი. ოჯახმაც თბილად და კარგად მიმიღო. ახლაც ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ, ანუ 4 თაობა ერთად (მეუღლის ბებია-ბაბუა, მშობლები, ჩვენ და ჩვენი შვილები). ჩემთვის მათთან თანაცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, სასიამოვნოა.
GzaPress
- ენას კარგად ფლობთ, საუბრისას არანაირი დაბრკოლება არა გაქვთ, რაც ყურადღებას უდავოდ იქცევს... უშეცდომოდ ლაპარაკობთ.
- ქართული ენა არ არის იოლი სასწავლი, მაგრამ არ გამიჭირდა, რადგანაც ამაში ოჯახი, გარემო, ხალხი, სატელევიზიო გადაცემები დამეხმარა. თუმცა, თავიდან ყრუ-მუნჯივით ვიყავი. მასწავლებელთანაც (თეა აქიაშვილი) ვიარე, ძალიან კარგი პედაგოგი შემხვდა.
- ქართულ ტრადიციებზე რას იტყვით?
- გამონაკლისების გარდა, ტრადიციებს თავს არავინ გახვევს. ყველა თავისუფალია. მთელი ჩემი ოჯახი - გოგალაძეები თანამედროვე და საღად მოაზროვნე ხალხია... ამასთან, ამ ქვეყანაში ყველა ერის წარმომადგენელი ცხოვრობს ისე, როგორი ტრადიციებიც აქვს. აქ სხვადასხვა ერის თანაცხოვრებისთვის საუკეთესო პირობებია.
მომწონს ისიც, რომ აქ თავისუფალი ხალხია და ძალიან აქტიური საზოგადოება - თუ რაიმე არ მოსწონთ, მაშინვე აპროტესტებენ...
- ქართული სამზარეულო ახსენეთ. თავად თუ ამზადებთ?
- რა თქმა უნდა, როცა საჭიროა და როცა ამის მუზა მაქვს, ქართულ კერძებს ვამზადებ. ცხადია, უკრაინულაც... აქ ბორშჩს ცოტა სხვანაირად აკეთებენ, ჩვენთან ის ხორცის გარეშე წარმოუდგენელია.
- როგორც გავიგე, ქართულმა სიმღერამ თქვენზე დიდად იმოქმედა. პრაქტიკულად, თქვენს ოჯახს ჩაუყარა საფუძველი...
- განსაკუთრებულად მიყვარს და ისიც სიმართლეა, რომ მომავალი მეუღლე ქართული სიმღერით გავიცანი. სტუდენტები ერთმანეთის ახლოს გასაცნობად ვიკრიბებოდით. ერთ დღესაც, ჩემს ოთახში მცხოვრებლებთან ქართველი სტუდენტი ბიჭების ჯგუფი მოვიდა. როდესაც საუბარი ჩამოვარდა სიმღერაზე, ამის საილუსტრაციოდ მოუწიათ სიმღერის შესრულებამ... ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი სმენა აქვს, კაპელაში ციცი ფალავანდიშვილთან მღეროდა. ჰოდა, მისმა ნამღერმა მომხიბლა. ბიჭებთან ერთად აკაპელა, "თბილისო" შეასრულა. თვითონ მიიჩნევს, რომ არცთუ ისე კარგად მღერის, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ - ქართული მუსიკა, სიმღერები მომწონს.
GzaPress
- რამდენი შვილი გყავთ?
- 2 ბიჭი გვყავს - 9 და 7 წლის. ძალიან კარგები არიან. ქართულად ლაპარაკობენ, უკრაინულადაც. დამყავს უკრაინაში, ჩემს მშობლებთან...
- უკრაინასა და ჩვენს ქვეყანას მჭიდრო კონტაქტი აქვს. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს ამას?
- საერთო ღირებულებები გვაქვს, გეოპოლიტიკურად ერთი მიმართულება აქვს ორივე ქვეყანას. საერთო კიდევ ის არის, რომ კეთილშობილი ხალხია. საქართველო ძალზე პოპულარულია უკრაინაში და აქ დასვენება პრესტიჟულად ითვლება... ბევრი უკრაინელი სპეციალისტი ვიცი, რომელიც აქ მუშაობს, ბევრიც საცხოვრებლად ოჯახებით გადმოდის.
საქართველოს წინსვლას და განვითარებას ვუსურვებ! ქართველები თუ მოინდომებენ, ყველაფერი გამოუვათ. არ უნდა მოდუნდნენ და უნდა იმუშაონ. აქ წინსვლისა და წარმატებისთვის დიდი რესურსი არსებობს... ქვეყანას შესანიშნავი ბუნება, მთა, ზღვა, კლიმატი აქვს. ფაქტობრივად, კურორტზე ვცხოვრობ. ამიტომ, დასასვენებლად არც არსად დავდივარ... მოკლედ, აქ ცხოვრებაც და დასვენებაც ძალიან მაგარია, ვიტყოდი - ფანტასტიკური.
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს
ვაჟა ტუღუში ფიროსმანისეული ბედის მქონე კომპოზიტორსა და საკუთარ "მეორე სუნთქვაზე"
"ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს"
როცა შეგიძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო...
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი"
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოს გამო ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
"ბევრმა არც იცის, რომ 15-მდე ულამაზესი ჩანჩქერია სოფელში"
მორაგბე, რომელმაც საფრანგეთში ცხოვრებას საქართველოში დაბრუნება არჩია
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი