როგორ შეუყვარდა წიგნები ცნობილ "ოროსანს"
font-large font-small
როგორ შეუყვარდა წიგნები ცნობილ "ოროსანს"
კახა გოგიძის აღიარება

მსახიობი და რეჟისორი - კახა გოგიძე გამოგვიტყდა - ზარმაცი და ყალთაბანდი ბავშვი, ცნობილი "ოროსანი" ვიყავიო, რაც ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რადგან ბატონი კახა უნივერსიტეტს უკვე მესამედ ამთავრებს. რამ, როდის და როგორ გამოიწვია წიგნებისადმი მისი ინტერესი? - ამის შესახებ მსახიობი თავად გვესაუბრა.


- ჩემი ოჯახის წევრებიდან წიგნებს ყველა აქტიურად კითხულობდა. სახლში ჰოგვარდის ბიბლიოთეკის მსგავსი გვაქვს... კითხვაც არის და კითხვაც: ნორმალური ადამიანები აბზაც-აბზაც ვკითხულობთ, ტექსტს სიტყვასიტყვით "მივდევთ", ჩემი ძმა კი კითხვაში ისეთი გაწაფული იყო, რომ აბზაცებს ერთდროულად კითხულობდა... მოკლედ, კითხვის მოყვარულ ოჯახში ერთადერთი "მახინჯი" მე გამოვედი. ისე მოხდა, რომ ჰიპერაქტიური დავიბადე - წიგნთან დაჯდომას ჩემი ტემპი ვერ უძლებდა. გაუნათლებლად მივიჩნეოდი. ჩემ შესახებ ოჯახში ამბობდნენ, - შტერი გვყავს, მენაგვე გამოვაო (მაშინ ასეთი სალანძღავი სიტყვები იყო). წიგნის კითხვას ვერ დავუდე გული. დაახლოებით 14 წლისა მივხვდი, რომ მართლა ის გამოვიდოდი, რასაც "მემუქრებოდნენ". ძალიან შემრცხვა... მოვინდომე - თვალებიდან ლამის სისხლი ვიდინე. თან, კითხვას ვერ ვუძლებდი, ვერ ვჯდებოდი... ახლაც, ამ სიბერეშიც ჰიპერაქტიურად მივიჩნევი: თუ როლს არ ვთამაშობ ან სპექტაკლს არ ვდგამ, არ შემიძლია. სულ დავრბივარ. ახლაც, სპორტდარბაზიდან მოვედი... მოკლედ, ისე მოხდა, რომ თავს ძალა დავატანე და ჟიულ ვერნის წიგნი ავიღე წასაკითხად, რომელმაც უცებ "წამიღო", სხვა სამყაროში "გადამაგდო". მივხვდი, რომ თურმე, წიგნი რაღაც სხვა სამყაროა. როგორც ალისამ, ჯადოსნურ ქვეყანაში შევაბიჯე. ამასთან დაკავშირებული ჩემი პირველი ასოციაციები და ემოციები ახლაც მახსოვს. იმ დროს მართლა ვერ ვხედავდი გარემოს, ვერ ვგრძნობდი, მშიოდა თუ მწყუროდა, მციოდა თუ მცხელოდა. აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი... მას შემდეგ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა დავიწყე... შემდეგ უკვე კითხვის სტილიც შემიმუშავდა: თუ წიგნის პირველი 3 გვერდი ვერ "წამიღებს" და აუცილებლად წასაკითხი მასალა არაა, მის წაკითხვას სხვა დროისთვის გადავდებ ხოლმე. ეს ჩვევა დამჩემდა და ახლაც ასე ვიქცევი.
ჟიულ ვერნის შემდეგ ჯეკ ლონდონის შემოქმედებას გავეცანი. ის დღემდე ჩემი საყვარელი ავტორია. 14 წლის ან შეიძლება, უფრო პატარაც ვიყავი, როცა მისი "მძვინვარე მხეცი" წავიკითხე. საერთოდ, ჯეკ ლონდონს "ძუნწი ემოციის" მქონე, თავშეკავებული გმირები ჰყავს და მინდოდა, ასეთი ვყოფილიყავი. ჩემთვის ემოციურობა სისუსტის ნიშანია, თუმცა არასოდეს მომნდომებია, 4 მუშკეტერიდან ერთ-ერთი ვყოფილიყავი. არ ვიცი, რატომ. არადა, "სამი მუშკეტერი" ძალიან მიყვარს. ბავშვობაში არც ტომ სოიერად ყოფნის სურვილი გამჩენია. უფრო მინდოდა, ჰეკლბერი ფინი ვყოფილიყავი (იღიმის)... მოკლედ, ჯეკ ლონდონის ნაწარმოებების წაკითხვის მერე, ჩემმა მეზობელმა გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" მაჩუქა. მაშინ ეს ნაწარმოები ისეთი პოპულარული არ იყო, როგორიც დღესაა. კი მითხრეს, - ცოტა არ იყოს, ძნელი წასაკითხიაო, მაგრამ პირველივე ფურცლიდან გამიტაცა. ავტორის მიერ აღწერილ გარემოს, სუნს, ამინდსაც კი ვგრძნობდი! ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩემი სამაგიდო წიგნია. ერთხელ წავიკითხე, წარმოგიდგენიათ? მინდა, დამავიწყდეს, რომ კითხვა თავიდან დავიწყო და ის სიამოვნება ხელახლა მივიღო, რაც "სამოსელი პირველის" კითხვისას" მივიღე - რაღაც სხვა სამყარო აღმოვაჩინე, მაგრამ სამწუხაროდ, არ დამვიწყებია (იღიმის).
GzaPress
- თქვენს მსოფლმხედველობაზე რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა ძლიერი ზეგავლენა?
- ჩემი პიროვნება აბსოლუტურად შეცვალა "ბიბლიურმა ისტორიებმა" ("ბიბლიის" საბავშვო გამოცემა). იცი, რა დამმართა? თავიდან ტვინი რომ ამოიღო, გადააგდო და სხვა ტვინი ჩადო! მაგრამ თითქოს სულიც გამომიცვალა, რა... რაღაცნაირად "გავიხსენი": ჩემში მენტალიტეტიც გამოიცვალა, ტვინიც, აზროვნებაც... მსოფლმხედველობა საერთოდ შემიცვალა... ჩემი პედაგოგებიდან დღეს ბევრი ცოცხალი აღარ არის - მოგეხსენებათ, ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ რომ გაიგონ, უნივერსიტეტს მესამედ ვამთავრებ, შეიძლება, აღდგნენ, მოვიდნენ და ხელმეორედ დაიხოცონ, რადგან სკოლაში ცნობილი "ოროსანი" ვიყავი (იცინის). იცი, მთელი უბედურება რაშია? წიგნების კითხვა გვიან დავიწყე. ამიტომ, ჩემს მშობლებს და ძმას ვერ დავეწიე. ჰოდა, ოჯახში დღესაც გაუნათლებლად ვითვლები და დამცინიან. 1 პლუსი მაქვს: რაც წავიკითხე, თითქმის ყველაფერი მახსოვს - ძალიან მაგარი მეხსიერება მაქვს. "დათა თუთაშხია" მამაჩემის სამაგიდო წიგნია - ზეპირად იცის! მე ერთხელ მაქვს წაკითხული, მაგრამ ყველაფერი მახსოვს და მამას, ჩემს ძმასაც ნაძლევს სულ ვუგებ ხოლმე (იცინის). ჩემი და ჩემი ძმის საყვარელი შეჯიბრებაა, ერთსა და იმავე კროსვორდს ვინ უფრო სწრაფად შეავსებს. სულ მიგებს ეგ "საზიზღარი". ლამის აბელივით გავწირო, რადგან კროსვორდების შევსებას მასწრებს, მაგრამ ძმაა და ხომ ვერ მოვკლავ (იცინის)?!.
10-15 წელია, რაც სერიოზულ ასაკში "შევედი". ვერ ვიცლი, რომ წიგნი გასართობად წავიკითხო. ძირითადად, სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი. ფსიქოლოგია ძალიან მჭირდება, რადგან ჩემი პროფესიები - მსახიობობა, რეჟისორობა, კინორეჟისორობა - ფსიქოლოგიის ცოდნას მოითხოვს. მეც ყველაფერი უნდა ვიცოდე: არა მარტო პიროვნების ფსიქოტიპის გაგება, არამედ - სიტუაციების, მასების ფსიქოლოგიაც. ამიტომ ვსწავლობ... ბოლო დროს რელიგიების გაცნობამ გამიტაცა. ახლა "ყურანს" ვკითხულობ, უპანიშადები მაინტერესებს... ეს უბრალო ინტერესია. თავიდან, ისე "წავიდა", რომ "ბიბლია", "სახარება" და "ყურანი" ერთმანეთს ჰგავს. კითხვა დავიწყე, მაგრამ მათ შორის დიდ მსგავსებას ვერ ვხედავ, პირიქით - მსგავსებაზე მეტად, განსხვავება უფრო შესამჩნევია... ასევე, ბევრ პიესას ვეცნობი, რადგან რეჟისორი ვარ... ისეთი ავტორებიც არიან, რომელთა ნაწარმოებებიც "ჩემი" არ არის - არ შემიძლია, რომ წავიკითხო.
- მაგალითად?
- არ მინდა, ხალხმა გამკიცხოს, მაგრამ მაგალითად, ჰემინგუეის ნაწარმოებების კითხვა მიჭირს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. არა, ძალიან კარგია! უბრალოდ, ჩემთვის მძიმეა. ჰემინგუეის ყველა ნაწარმოების დასაწყისი მაქვს წაკითხული. კითხვას დავიწყებ ხოლმე და - კარგი ერენსტ, რა გინდა-მეთქი (იცინის)?.. მე ჩემი არასწორი ხედვები მაქვს.
- კიდევ რომელი პოპულარული ავტორი შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც თქვენი "არ არის"?
- მაგალითად - მურაკამი. საერთოდ, იაპონელ ავტორებს ვერ ვწყალობ. არ მინდა, ჩემი ნათქვამი ცუდად გამოჩნდეს: იაპონური კულტურა მიყვარს, რაც კატანასთან, სამურაისთანაა დაკავშირებული, მაგრამ იაპონური პოეზია, ტანკები, ცოტა არ იყოს, ჩემთვის "მძიმეა". ჩემი ძმა სულ მეჩხუბება და დამცინის: შე გოიმო, შტერო, ტანკები არ გიყვარსო. "ერთხელ ხუმრობით დედაჩემი მხარზე შევისვი. იგი ისეთი მსუბუქი იყო, რომ უცბად ცრემლი მომერია და ვეღარ ვზიდე" - ეს არის იაპონური ტანკა. კარგი, გაუნათლებელი, დეგენერატი ვარ, მაგრამ ეს "ჩემი" არ არის, რა ვქნა? არ ვამბობ, რომ ტანკა ცუდია, მაგრამ მისი მიღება ჩემთვის ძნელია, როცა გალაკტიონი მყავს: "როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში"... პოეზია ძალიან მიყვარს. მიმაჩნია, რომ "ვეფხისტყაოსანი" სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს - ის ახალგაზრდებმა უნივერსიტეტში უნდა შეისწავლონ, რადგან იმ ასაკში ადამიანს უკვე სხვანაირი გონება აქვს. ვეფხისტყაოსანი" მართლა გენიაა, საოცრება!.. სპარსული პოეზია ძალიან მიყვარს, მაგალითად - ომარ ხაიამის შემოქმედება. არ მომწონს, როცა ლექსებს სუფრაზე წასაკითხად სწავლობენ, რათა შემდეგ სუფრის წევრებმა თქვან, - დედა, რა კარგად თქვა, რა ერუდირებულიაო! შემიძლია, ლექსი წიგნიდან წავიკითხო მარტომ, ხმადაბლა... აინშტაინისა არ იყოს, რატომ უნდა ვისწავლო რაღაც, რაც წიგნში წერია? ლექსებს არ ვიზეპირებ, არ შემიძლია. საერთოდ, ლექსის კითხვა ჩემთვის ძალიან ინტიმურია და საჯაროდ გამომზეურება მიუღებელია.
- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზიციებზე რას გვეტყვით?
- ბევრ მათგანს იმედი გაუცრუებია. მოდი, ქართულ ეკრანიზაციებზე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო... "სამოსელი პირველის" გადაღების დიდი სურვილი მაქვს. საქართველოში, ჩვენი ტექნიკური ბაზით ამის გაკეთება, ცოტათი რთულია. ჩემი აზრით, ეს ჰოლივუდის სტანდარტია.
- რომელიმე ეკრანიზაცია დაგვისახელეთ, რომელიც ლიტერატურულ ნაწარმოებს თუ არ სჯობს, ისეთივე კარგი მაინც არის.
- რაც მოვასწარი და წამიკითხავს, მათი ეკრანიზაციები არ მომწონებია, რადგან როცა კითხულობ, ხომ თავად შლი ფანტაზიას, ხედავ პერსონაჟებს?.. თუნდაც "დონ კიხოტის" ეკრანიზაცია არავის გამოსვლია. ეს მხოლოდ ჩემი აღმოჩენა არ არის - ამას ყველა აღიარებს... 15 წელი იქნება, რაც სულ ვმუშაობ, საჭირო ლიტერატურას ვკითხულობ. ბოლო დროს გამიტაცა ფიზიკამ, ქიმიამ, მათემატიკამ. ეტყობა, საკუთარ თავს ბავშვობაში რაც დავაკელი, ახლა ვინაზღაურებ. დედამიწაზე ყველაზე ზარმაცი, ყალთაბანდი ადამიანი ვიყავი და მეც კი მივხვდი, რომ წიგნი შეუცვლელია. კომპიუტერი, სოციალური ქსელები, "გუგლი" ძალიან კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე, წიგნს ვერაფერი შეცვლის. ახლა მინდა, კინდლი შევიძინო, რომელსაც დიდი მეხსიერება ექნება. "შევყრი" ნაწარმოებებს და თავისუფალ დროს, თუ ოდესმე მექნება, წავიკითხავ ხოლმე. კარგი იქნება, თუ აუდიოწიგნები ადვილად ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ბევრი ადამიანი წიგნის კითხვისთვის ვერ იცლის. მაგალითად, ოზურგეთში, სენაკში სპექტაკლის დასადგმელად რომ მივდივარ, საშუალება უნდა მქონდეს, რომ ამხელა გზაზე თუნდაც, დისკი ჩავრთო, რომ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვუსმინო. აუდიოწიგნების მოძიება ბევრჯერ ვცადე, მაგრამ იმ ენაზეა, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, სანამ რუსი ოკუპანტები ჩვენს ტერიტორიაზე დგანან. სამწუხაროდ, ინგლისური არ ვიცი, მაგრამ გამოვასწორებ - სწავლა უკვე დავიწყე...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს
ვაჟა ტუღუში ფიროსმანისეული ბედის მქონე კომპოზიტორსა და საკუთარ "მეორე სუნთქვაზე"
"ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს"
როცა შეგიძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო...
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი"
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოს გამო ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
ქართველი მამაკაცის სიმღერით მოხიბლული უკრაინელი
"ბევრმა არც იცის, რომ 15-მდე ულამაზესი ჩანჩქერია სოფელში"
მორაგბე, რომელმაც საფრანგეთში ცხოვრებას საქართველოში დაბრუნება არჩია
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი