ახალგაზრდა ქიმიკოსი, რომელმაც საქართველო ასახელა
font-large font-small
ახალგაზრდა ქიმიკოსი, რომელმაც საქართველო ასახელა
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"

ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ე.წ. სტემის საგნების (ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფი) სწავლება გამორჩეულ პრობლემად იქნა აღიარებული, თუმცა გვაქვს წარმატებები, რომელიც დადასტურდა ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ლაშა ხუციშვილმა, რომელიც 18 სექტემბერს ხდება 18 წლის, თავისი მიღწევებით პარიზიდან საქართველო მსოფლიოს გააცნო.


- მახსოვს, ბავშვობაში სხვადასხვა ნივთიერებას, ხსნარებს (საყოფაცხოვრებოსა და სამედიცინოს) ერთმანეთში ვურევდი, მსურდა ცდები ჩამეტარებინა. ერთხელ ავიღე იისფერი ხსნარი, რომელიც დედაჩემს გამზადებული ჰქონდა ბოთლში და შევურიე ძმარს... დავინახე, რომ ხსნარი იისფერიდან ჯერ მწვანეში, შემდეგ - ყვითელში გადავიდა. ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. შემდეგში აღმოჩნდა, რომ ეს იისფერი ხსნარი კალიუმის პერმანგანატი, ე.წ. მარგანცოვკა ყოფილა... ერთხელ იოდის ხსნარი დამექცა სამზარეულოში. სახლში არავინ იყო. დაღვრილ იოდს რით არ ვასუფთავებდი, ჭურჭლის ჟელედან დაწყებული, სოდით დამთავრებული, მაგრამ ამაოდ. იქვე მოხარშული კარტოფილი იდო, სპონტანურად ავიღე, გავუსვი და რას ვხედავ - იოდის ლაქა შორდება. შემდეგში ქიმიის კურსიდან კი ვისწავლე, რომ იოდის აღმომჩენი სახამებელია... ასე გადავდგი პირველი ნაბიჯები ქიმიისკენ!
- რა იყო მაპროვოცირებელი, რის გამოც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები შენი ინტერესის სფეროში მოექცა?
- ადრეული ასაკიდანვე დაინტერესებული ვიყავი მეცნიერებით. ალბათ, ეს გამოწვეული იყო ტელევიზორში სხვადასხვა ფილმის ან მულტფილმის ნახვით. ფილმის პერსონაჟები ლაბორატორიაში ცდებს, ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ სხვადასხვა ფერის ხსნარს, ურევდნენ ერთმანეთში. სკოლაში შესვლამდე ვათვალიერებდი ენციკლოპედიებს, რომელთა ილუსტრაციები მხიბლავდა. მე-8 კლასში დავიწყე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა. მე-8 კლასამდე მათემატიკა მიჭირდა. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაეუფლო, საჭიროა იცოდე მათემატიკა. სულ სხვა თვალით ვუყურებდი ამ საგანს იმ დრომდე, სანამ არ ამიხსნეს არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები. ამის შემდეგ ჩემი ხედვა მათემატიკისადმი სრულიად შეიცვალა. ყველაფერი ლოგიკას მიჰყვებოდა, ხალისიანად ვხსნიდი თითოეულ ამოცანას და ის ფაქტი მახარებდა, რომ პასუხები სწორი იყო... შემდეგ გამოჩნდა ფიზიკა. მე და ფიზიკა ძალიან ვმეგობრობდით, მომწონდა სხვადასხვა მოვლენის ახსნა, ამოცანების ამოხსნა. მოგეხსენებათ, ფიზიკის ამოცანები მოითხოვს მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნას და ვთქვი ცნობილი სიტყვა - "ევრიკა!" ამ მეცნიერებების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ქიმიის სწავლა მიადვილდებოდა და რა თქმა უნდა, მასაც საგულდაგულოდ ვსწავლობდი. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი, მით მეტად მესმოდა ქიმიის და ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინდუსტრიაში... საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წყალობით დღეს ჩვენ ტექნოლოგიურად განვითარებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რაც არაერთი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება.
- ახლა კი ქიმიის 51-ე ოლიმპიადასთან დაკავშირებით გვიამბე.
- ეს ოლიმპიადა, რომელიც წელს პარიზში ჩატარდა, წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ქართველ ახალგაზრდებს არაერთი ეროვნების წარმომადგენელთან და მათ კულტურასთან გვქონდა შეხება. ჩვენი მხრიდან, რაც შეგვეძლო, ვაცნობდით საქართველოს. სიხარულით ვივსებოდით, როდესაც რომელიმე უცხოელი ამბობდა, რომ საქართველოს შესახებ იცოდა. როდესაც IChO 51-ის (International Chemistry Olympiad) გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დაგვინახა, რომ ქართველები ვიყავით, გვითხრა, რომ მისი ცოლი ქართულ სიმღერებს უსმენდა და მღეროდა კიდეც!
GzaPress
- ოლიმპიურ გუნდში სხვა წევრებიც იყვნენ?
- დიახ, საბა გოგიჩაიშვილი, ნინი აბესაძე, გვანცა მარგველაშვილი. საბას ქიმიის მიმართულებით სწავლა აქვს დაგეგმილი, გვანცას სურს, ქირურგი გამოვიდეს, ნინი (ყველაზე უმცროსი წევრი) კი 2 წლით ინგლისში მიდის სასწავლებლად...
- ამხელა წარმატების მიღწევა მენტორების ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია...
- ჩვენი მენტორები ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, ნათია ოჩხიკიძე - შესანიშნავი ადამიანები არიან. მათ არ დაზოგეს დრო, ენერგია, მთელი ენთუზიაზმით გვამუშავებდნენ საქართველოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. შეუძლებელია არ აღინიშნოს გასული წლის IChO 50-ის მონაწილეების: გიორგი პეტრიაშვილის, დავით რიჟინაშვილის, ლევან გოჯიაშვილის დამსახურება. მათაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ნაკრების მომზადებაში. გარდა ამისა, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვგულშემატკივრობდა და ყოველთვის უხაროდა ჩვენი გუნდის ამბები... მადლობა ასევე 186-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მადონა ჯავახიშვილს, თამაზ გელიტაშვილს და ქიმიის მასწავლებელს, ლირა შარმიაშვილს.
- როგორი იყო ოლიმპიადის ფინალი?
- პარიზის ერთ-ერთ ამფითეატრში ვსხედვართ საქართველოს გუნდის წევრები და მოუთმენლად ველით შედეგებს. ვაკვირდებით სტატისტიკას, ვმსჯელობთ. ცხადდება ბრინჯაოს მედლების მფლობელები და დიდ ეკრანზე ეწერება: GEO Lasha Khutsishvil! გახარებული ავრბივარ სცენაზე, ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას, იმდენად დიდს, რომ გადამღები ჯგუფიდან ერთ-ერთი მეუბნება: საკმაოდ დიდიაო! რის შემდეგაც უკვე ჩნდება მეორე წარწერა: GEO Saba Gogichaishvili და საქართველოს მეორე დროშაც ფრიალებს სცენაზე...
- შეიძლება გადაწყვეტილად ვთქვათ, რომ შენი პროფესიული არჩევანი ქიმია იქნება?
- ჩემი მომავალი პროფესია ქიმიკოსობაა, თუმცა რა განხრით, ჯერ მაინც ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი. ძალიან მინდა, საქართველოში გვქონდეს ინდუსტრიები, რომლებსაც შეეძლება ქიმიური პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს, რითაც საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება. ვფიქრობ ამისთვის ინდუსტრიულ ქიმიას უნდა მივყოთ ხელი, რა თქმა უნდა, ინჟინერიასაც.
- როგორ მოხვდი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიელთა შორის?
- მე-11 კლასში პირველად გადავწყვიტე, გავსულიყავი გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქიმიის პირველი და მეორე ტურები დავძლიე, ხოლო მე-3 ტურში რამდენიმე ქულა დამაკლდა. მიუხედავად ამისა, 4 მაისს სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა მითხრა, ნაკრების შესარჩევ ტურზე ხარ მიწვეულიო. წარმოდგენა არ მქონდა, რა ნაკრებზე იყო საუბარი. მოკლედ, 2018 წლის ქიმიის ეროვნული ნაკრების რეზერვში, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მუშაობა გავაგრძელე და მოვხვდი 2019 წლის ძირითად ნაკრებში და დღეს IChO 50-ის მედალიც მაქვს...
- ავუხსნათ მკითხველს, როგორ უნდა გახდეს მოსწავლე ოლიმპიური გუნდის წევრი?
- ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში 2016 წელს, 48-ე ოლიმპიადა ჩატარდა, რომელიც ექსტრაორდინარული ოლიმპიადის სახელით შევიდა IChO-ს ისტორიაში. ოლიმპიადა შედგება პრაქტიკული და თეორიული ტურისგან. ორივე ტურზე მონაწილეებს ეძლევათ 5-5 საათი. ამოცანები საკმაოდ რთულებია და სასკოლო პროგრამას სცდება, თუმცა ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ენთუზიაზმისა და თავდაუზოგავი მუშაობის გარდა საჭიროა, სკოლის 9-12 კლასის მოსწავლემ გაიაროს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სამი ტური და 15-ეულში მოხვდეს. შემდეგ ამ 15 ადამიანს მიიწვევენ შესარჩევ ტურზე, სადაც უკვე შეირჩევა 4 ძირითადი და 4 რეზერვისტი. IChO-ზე მონაწილობს 80-ზე მეტი ქვეყანა, თითოეულიდან მხოლოდ 4 მოსწავლე... საქართველოს მიერ მსგავს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება უდიდეს წარმატებაზე მიუთითებს...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
905 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი