"ჩემმა ქმარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლად მონათლულიყო"
font-large font-small
"ჩემმა ქმარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლად მონათლულიყო"
როგორ მოიწყო საფრანგეთში წარმატებულმა ქართველმა გოგონამ თბილი ბუდე

ანა მაისურაძე 10 წელზე მეტია საფრანგეთში ცხოვრობს. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის ნაშრომი "მწეველებში და არამწეველებში პირის ღრუს უჯრედების ციტოლოგია" საფრანგეთის საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში დაიბეჭდა. 19 წლის გოგონა ამ ქვეყანაში 10 დღით მიიწვიეს, სადაც კონგრესში მონაწილეობდა. მეხუთე კურსზე სწავლობდა, როცა ორთვიანი გაცვლითი პროგრამა ქალაქ მარსელში გაიარა. საქართველოში სწავლის პირველი ეტაპი დაამთავრა და გადაწყვიტა საფრანგეთში აეღო დიპლომი. რა გზა გაიარა საფრანგეთში და როგორი გეგმები აქვს ანას, ამის შესახებ თავად გვიამბობს.


- მაგისტრატურაში მარსელში ჩავაბარე, მაგრამ სტიპენდია არ მომცეს. სადაც კი მივდიოდი - საელჩოში, სამინისტროში და ა.შ. ყველგან მეუბნებოდნენ, რომ მედიცინას არ აფინანსებდნენ, რადგან ხანგრძლივია სწავლის პროცესი. მშობლები მეხმარებოდნენ. თან ვსწავლობდი და პარალელურად ვმუშაობდი, რადგან ხარჯი დიდი იყო. დილით ლექციებზე ვიყავი, მერე ლაბორატორიაში კვლევებზე და საღამოს ბავშვს ვუვლიდი. პატარა ლეონს 2-3 საათით ვიტოვებდი.
- ფრანგული რატომ აირჩიე, ენა გიყვარდა?
- სკოლა რუსთავში დავამთავრე, სადაც ფრანგულს ვსწავლობდი. შემდეგ ენის ცოდნა გავიღრმავე და "ალიანს ფრანსეზის" სხვადასხვა დონის დიპლომი ავიღე.
- ფრანგებმა როგორ მიგიღეს?
- მათგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. ლაბორატორიის ხალხი საოცრად კომპეტენტური და პასუხისმგებლობიანი იყო, ელემენტარულ დეტალსაც უდიდესი სერიოზულობით ეპყრობოდნენ. ფრანგულ ენაზე პრობლემა თუ ჰქონდა ვინმეს, საშუალებას აძლევდნენ პრეზენტაცია ინგლისურად მოეყოლა. ჩემი შეფი უბრალოებით გამორჩეული არაჩვეულებრივი კაცი იყო, მაგრამ ყველაფერს აზანზარებდა. ერთხელ სვანური ქუდი ვაჩუქე და კარგა ხანს იმით დადიოდა. ის უფლებას მაძლევდა ლაბორატორიიდან ერთი საათით ადრე წავსულიყავი, რადგან იცოდა, სტიპენდია არ მქონდა და ბავშვთან ვმუშაობდი. ზოგადად, ფრანგები ძალიან გულისხმიერი ხალხია.
მაგისტრატურა დავამთავრე, მაგრამ ვაი, ამ სწავლას... თავიდან ორი გამოცდა ვერ ჩავაბარე და ზაფხულის სესიაზე, ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ უნდა გადამებარებინა (იცინის). ძალიან რთული იყო სწავლა, ჯერ ენის კუთხით და საგნებიც უზომოდ დიდი იყო მოცულობის მხრივ. მაგისტრატურის შემდეგ გადავწყვიტე, კონკურსი გამევლო იმ პროფესიის მისაღებად, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. კონკურსზე უცხოელები და ფრანგები - ერთად 3 000 ვიყავით, შეზღუდულ რაოდენობას, 11%-ს იღებდნენ. 20 ქულიდან 13,44 ავიღე და სამი წელი ვსწავლობდი რადიოლოგიის ინსტიტუტში. ამასთან, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე. აღარ ვმუშაობდი, რადგან სტიპენდია მქონდა. სტაჟირებებს გავდიოდი მარსელის კერძო და სახელმწიფო ჰოსპიტლებში. ძირითადად, სულ პრაქტიკაზე ვიყავით. 2013 წელს სამედიცინო რადიოტექნოლოგიისა და სხივური უსაფრთხოების სპეციალისტის დიპლომი ავიღე. მომდევნო წელს ისევ სტომატოლოგიას მივუბრუნდი, პაროდონტოლოგიაში გავაკეთე დიპლომი. მაშინ გავიცანი ფლავიენ ფეტაკი, რომელიც მერე ჩემი მეუღლე გახდა. ჩვენ ერთსა და იმავე კურსზე ვიყავით. მერე დავინტერესდი ესთეტიკური სტომატოლოგიით. ერთი წელი დავდიოდი ლექციებზე, გავიარე მასტერკლასები კბილების მხატვრულ რესტავრაციაში. შემდეგი ეტაპი იყო მონპელიეში სახის ესთეტიკის (ჰიალურონის მჟავის ინიექციები) შესწავლა, რასაც ერთი წელი მოვანდომე და დიპლომი იქაც ავიღე. სულ ეს არის, რაც სწავლას ეხება...
GzaPress
- ცოტა არაა... ახლა სამუშაოზე გვითხარი.
- სხივური უსაფრთხოება ძალიან მოთხოვნადი სპეციალობაა, კადრი კი ცოტაა. პრიორიტეტი ამ დარგს მივანიჭე. საფრანგეთის მასშტაბით უამრავი კარგი შემოთავაზება მქონდა და ახლაც ამ მიმართულებით ქალაქ რუბეში ვმუშაობ "Espace radiologie Roubaix"-ში. ჩემს მეუღლეს კარგა ხანია საკუთარი სტომატოლოგიური კაბინეტი აქვს ლა მადლენში. ეს არის ე.წ. ბურჟუა ხალხის ქალაქი, რომელიც მდებარეობს ლილთან ახლოს.
- მომავალმა მეუღლემ, ფრანგმა ფლავიენმა რით მოგხიბლა?
- მას ჰქონდა ის თვისებები და ღირებულებები, რასაც ვაფასებდი. ისეთი სრულყოფილია, ვერ წარმოიდგენთ. დიდი ადამიანია შინაგანად, შეუძლებელია არ გიყვარდეს. მაგალითად, არის ძალიან ერთგული, არასოდეს ითვლის ვის რამდენით დაეხმარა, რასაც ფიქრობს, ყოველთვის იმას ამბობს. ძვირფას რაღაცებს არ დაეძებს, მოსწონს ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალური, მათ შორის კვებაც. უკვე ერთი წელია ფლავიენი პურს ხაშით თვითონ აცხობს. ინტერნეტში მოძიებული უძველესი რეცეპტით ველური ხორბლის ჯიშების ფერმენტიზაცია მოახდინა და მიიღო ხაში, რომელსაც მაცივარში ინახავს, თვალისჩინივით უფრთხილდება და შვილივით უვლის. სხვათა შორის, ხაშს "მარსელი" დავარქვით და ველაპარაკებით კიდეც, ის ხომ ცოცხალი ბაქტერიაა (იცინის). ფაქტობრივად, სამნი ვცხოვრობთ, მე, ფლავიენი და "მარსელი". კარგი პური გამოდის, ნამდვილ პურსა და ყველზე გემრიელი არაფერია.
ფლავიენი არის ფლორისტი, ეს არის მისი ბავშვობის დროინდელი გატაცება. კურკიდან გაახარა ზეთისხილის, ფორთოხლის, ბროწეულის ხეები. სადაც უნდა იყოს, რასაც შეჭამს, თუ გემრიელია, იმის კურკას ინახავს და მერე ჩათესავს. ასე აქვს უამრავი მცენარე გახარებული. ჩვენ ვცხოვრობდით კორპუსის ბინაში, სადაც პატარა ტერასა გვქონდა, მაგრამ ის იყო ბაღ-ბოსტანი. ვერ გავდიოდით, სავსე გახლდათ ქოთნებით, ქინძსა და როზმარინზე აღარაფერს ვამბობ. ახლა მცენარეები გადავიტანეთ ახალ კერძო სახლში, რომელიც ვიყიდეთ ნევილ-ან-ფეღენში. საფრანგეთ-ბელგიის საზღვარზე მდებარე ამ ქალაქში ფლავიენი დაიბადა, მისი მშობლების სახლი ჩვენი სახლიდან, ფეხით 12 წუთის სავალზეა. ფლავიენის დებიც ახლოს ცხოვრობენ.
- ქორწილი გადაიხადეთ?
- ევროპული წესით მოვაწერეთ ხელი სამი წლის წინ და ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაგრამ ცოლად გამომყევიო, არ უთქვამს. შარშან სექტემბერში, ჩემი დაბადების დღეს, საერთოდ რომ არ ველოდი, სიურპრიზი მომიწყო. საღამოს დავსხედით, არავინ დაგვიპატიჟია. გემრიელი ნამცხვრები ვიყიდეთ, შამპანური გავხსენით, ჭიქები მივუჭახუნეთ და ასე ლამაზად ჩაიარა დღემ. საჩუქრად ჩემი თხოვნით, დეკორატიული ჯუჯა ფორთოხლის ხე მიყიდა, პატარა ფორთოხლები ესხა. დასაძინებლად მოვემზადე და ფლავიენი მეუბნება, შენს ხეზე დიდი ჭია შევნიშნე და მოაცილეო. უხალისოდ მივედი ხესთან, რაღაც იდო, გავხსენი და ვხედავ ბეჭედს. თურმე, ბრილიანტის ბეჭედი პარიზში ხელოსანს დაამზადებინა და ზუსტად ორი დღით ადრე ჩამოსულა ჩვენთან. მერე მუხლებზე დადგა და მკითხა: გამომყვები ცოლადო? - აბა, რა-მეთქი (იცინის). ამის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და მამაჩემს სთხოვა ჩემი ხელი. ფლავიენმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მართლმადიდებლად მონათლულიყო. ასე მოხდა საქართველოში ჯერ მონათვლა, მერე ჩვენი ჯვრისწერა მცხეთაში და ქორწილი. ეს ყველაფერი წელს ივლისში გაიმართა. საფრანგეთიდან 65 ადამიანი სპეციალურად ჩვენი ქორწილისთვის ჩამოვიდა.
- რა გეგმები გაქვთ შენ და ფლავიენს საქართველოსთან დაკავშირებით?
- ფლავიენს უყვარს ქართული სუფრა, ტრადიციები, ბუნება... რადგან ზეთისხილის ხეებზე გიჟდება, მოვიძიეთ, საქართველოში თუ იყო ასეთი ბაღები. ინტერნეტში ვნახეთ, საქობოში როგორ გააშენა ქართველმა და-ძმამ ზეთისხილის ბაღი. სიღნაღის რაიონში სახლის შეძენა გადავწყვიტეთ და დავიწყეთ ძებნა. ანაგაში ვიყიდეთ სახლი, სადაც ვაპირებთ ზეთისხილის ხეების დარგვას, გვინდა ფისტის ძირებიც გავახაროთ. ფლავიენს ნუში უყვარს და ჩვენ ნაკვეთში დგას ნუშის ხეც, თუმცა ძველია და გვინდა გავაცოცხლოთ.
ჩემი პირადი პროგრამა მინიმუმი ითვალისწინებს დისერტაციის დაცვას. რადიაციულ უსაფრთხოებაზე მინდა საქართველოში ლექციები წავიკითხო. ამ საკითხზე წიგნი რომ გამოვიდა, მისი რეცენზია მთლიანად მე გავაკეთე. რამდენჯერმე ლექციაც წავიკითხე. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, პერიოდულად ჩამოვდივარ და უფრო ხშირად ჩამოვალ ხოლმე.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
სპექტაკლი-აქცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ
როგორ ცხოვრობდა ვასილ მჟავანაძის ოჯახი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი