როგორ ვიყოთ სულ კარგ ხასიათზე - რჩევები მარგო ლუჩკოსგან
font-large font-small
როგორ ვიყოთ სულ კარგ ხასიათზე - რჩევები მარგო ლუჩკოსგან
"ძალიან მიჭირს შევეგუო ჩემს ასაკს"

"ქალბატონებო, დააკვირდით თქვენი თვალის ფერს და იქ აღმოაჩენთ ზუსტად იმ ფერებს, რომლებიც გიხდებათ!" - ამ და სხვა რჩევებს განსაკუთრებულად პოზიტიური მარგო ლუჩკო ჟურნალ "გზის" მკითხველებს აძლევს...


- ადამიანი გემოვნებიანი უნდა დაიბადოს, რაღაც სისხლში, გენეტიკაში უნდა ჰქონდეს... თუმცა ზოგჯერ ვიღაც ისეთ გარემოში იზრდება, რომ კარგი გემოვნება, სტილი უყალიბდება. ჩემი დაკვირვებით, წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამ იცვლება... ბავშვი სხვანაირად ჩაცმული ხარ, ბევრი ბრჭყვიალა მოგწონს... მერე თანდათან "წყნარდები" და 30 წლის შემდეგ სულ სხვა სტილი გაქვს. ვფიქრობ, ქალი თუ ყოველ ათ წელიწადში არ იცვლება, ის უკვე საინტერესოც აღარ არის... ჩაცმის სტილი, მანერა, აქსესუარები - ასაკის შესაბამისი უნდა იყოს! ყველა ვიზრდებით, ვჭკვიანდებით და ჩვენი შინაგანი სამყაროს შესაფერისად უნდა გამოვიყურებოდეთ.
- მოგზაურობა გიყვართ?
- საერთოდ, მოგზაურობა ძალიან ცვლის ადამიანს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად წავალ! ვნანობ, რომ საქართველოში ყველაფერი არ მაქვს ნანახი... ყველას საზღვარგარეთ წასვლა უნდა, ამ დროს არ გვინახავს: სამეგრელო, რაჭა, თუშეთი, ხევსურეთი... კარგია ამერიკა, მაგრამ ჯერ საკუთარი სიმდიდრე უნდა ვნახოთ! უპირატესობას მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნებს ვანიჭებ. ბოლო დროს აღფრთოვანებული ვარ ბერლინით და ჩინეთით! ჩინეთი სასწაულია. შეიძლება გაგიჟდე, იმდენად საინტერესოა...
- როდის იყავით ჩინეთში?
- ჩინეთში ორ წლის წინ გახლდით და არ დამავიწყდება ეს საოცარი მოგზაურობა... სოფლებიც ვნახე. ოთხი მილიონი ადამიანი რომ სოფელში ცხოვრობს, ეს შოკის მომგვრელია...
GzaPress
- ბერლინმა რით მოგხიბლათ?
- შემიძლია ვთქვა, რომ ბერლინი ჩემი ქალაქია... იქ ჩემი საუკეთესო დაქალი ცხოვრობს და მან მაჩვენა ქალაქის საუკეთესო არქიტექტურა, ღირსშესანიშნაობები... იქ ხალხი არ ჩერდება, სულ მოძრაობაა! აუცილებლად მონახავ ვინმე შენიანს... საუკეთესოს თქმა შემიძლია იტალიაზეც: ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა გაპრანჭული, კარგად ჩაცმული იყო. ქალებს იმდენად არ დავკვირვებივარ, მაგრამ მამაკაცები სულ შლაპებით, შარფებით იყვნენ, გლამურულად გამოიყურებოდნენ. თან ყველას პატარა ძაღლი ახლდა.
- ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში იგრძნობა, რომ შენს ჩაცმულობას ყურადღებას აქცევენ?
- საქართველოს გარდა, ეს არსად შემინიშნავს... არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია. ჩვენთან ბევრი გემოვნებიანი, მოდური ადამიანი ცხოვრობს და ასე ამიტომაც ხდება... ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი ჩამოდის ჩემთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ამბობენ, თბილისს თავისი მოდა, სტილი აქვს!
თბილისში თუ ხარ, აუცილებლად კარგი მზის სათვალე უნდა გქონდეს! აბსოლუტურად ყველა სათვალით დადის! არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრენდის ან ფერის იქნება, მაგრამ აქსესუარებიდან უმთავრესი სათვალეა!
ძალიან ბევრი გააკეთეს ქართველმა დიზაინერებმა იმისთვის, რომ უცხოელებს ჩვენ შესახებ გაეგოთ. მაგალითად დავასახელებ დემნა გვასალიას, ირაკლი ნასიძეს, დევიდ კომას, ავთანდილ ცქვიტინიძეს და ა.შ. ვამაყობ, საქართველოდან რომ ვარ და თბილისში რომ ვცხოვრობ - აქ მამაკაცები თუ ქალბატონები, ბავშვებიც კი ძალიან გემრიელად ჩაცმულები დადიან!
- ცნობილი ქალბატონებიდან ვინ არის თქვენთვის მისაბაძად გემოვნებიანი?
- მაკა ასათიანი! სამწუხაროდ, მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მომწონს! რაც ასაკში შედის, უფრო საინტერესო ხდება... გემოვნებიანია ნანი ბრეგვაძე! თეონა თავართქილაძეზე ხომ საერთოდ ვგიჟდები. გამორჩეული და არაჩვეულებრივი პიროვნებაა!.. უცხოელებიდან ჩემთვის მისაბაძია სარა ჯესიკა პარკერი. რა თქმა უნდა, მომწონს ვიქტორია ბექჰემი, რომელიც ძალიან დაბალია, მაგრამ ყოველთვის მაგრად გამოიყურება. ბოლო დროს ასევე მომწონს ჯენიფერ ლოპესი.
- ვიქტორია ბექჰემის სიმაღლე ახსენეთ. თქვენთვის პარამეტრები უმნიშვნელოა?
- რა თქმა უნდა, სიმაღლე სავალდებულო არ არის. მე უბრალოდ, გენეტიკურად ვარ მაღალი, მეტრი და ოთხმოცი სანტიმეტრი გახლავართ... მიუხედავად ამისა, მიყვარს და ხშირად დავდივარ მაღალქუსლიანებით. მეგობრები მეხუმრებიან, შენ გვერდით ვკომპლექსდებითო... მე კი ვპასუხობ: სუფთა ჰაერი მიყვარს და უფრო ზევით მინდა ვიყო-მეთქი (იცინის). სიმაღლეს ხშირად დავუკომპლექსებივარ. განსაკუთრებით სკოლაში მიჭირდა, რადგან 12 წლისა უკვე ძალიან მაღალი ვიყავი და კომპლექსის გამო, ბეჭებში მოვიხარე. მერე მივხვდი, რომ ფეხებს ვერ მოვიჭრიდი და ამას უნდა შევგუებოდი. ახლაც მინდა, თუნდაც მხოლოდ ხუთი სანტიმეტრით დაბალი ვიყო. ყველა მსურველს გჩუქნით ჩემს ზედმეტ ათ სანტიმეტრს!
- საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი...
- ძალიან კარგია! იმის გამო, რომ ქალბატონია, ქალთა სოლიდარობის ნიშნად ხმა მივეცი. ვფიქრობ, კარგად იცვამს! ერთადერთი, მისი კაბა არ მომეწონა, როდესაც ამერიკაში იმყოფებოდა... ალბათ რაც მისცეს, ის ჩაიცვა - ეს მისი სტილისტის პრობლემა იყო და არა პრეზიდენტის. მას არ უნდა უწევდეს ფიქრი იმაზე, თუ სად რა ჩაიცვას... მე მომწონს მისი კოსტიუმები, პერანგები, არაჩვეულებრივი ვარცხნილობა, მინიმალური მაკიაჟი. სამკაულებიც უხდება... პრეზიდენტს აშკარად ეტყობა ფრანგული სტილი.
- თქვენი მაქსიმალური წონა რამდენი იყო?
- 78 კილო ვიყავი ორსულობის შემდეგ... მაშინ ბებია ცოცხალი იყო, ნათელში მიმყოფოს მისი სული ღმერთმა და მან მითხრა, როგორი "გემრიელი" ქალი გახდიო... ბებიას ამ კომპლიმენტის მერე დიეტის დაცვა დავიწყე. რადგან ბებიას მოვეწონე, ალბათ ძალიან გავსუქდი-მეთქი... ახლა 60 კილო ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. დარბაზში ვვარჯიშობ კვირაში ოთხი დღე, პირადი ტრენერი მყავს და შესაბამისად, დიეტა აღარ მჭირდება... არადა, "დიეტების დედოფალს" მეძახიან, რადგან ყველა დიეტა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მერე დავრწმუნდი, რომ ყველაზე კარგი სწორად კვებაა... რაციონიდან უნდა ამოიღო: ცომეული, ტკბილეული, ღორის ხორცი, მაიონეზი, სოუსები, გაზიანი სასმელები...
GzaPress
- როგორ იწყება თქვენი დილა?
- აუცილებლად ვსვამ ჭიქა წყალს, მერე დედა მიმზადებს ფაფას ან მე ვიხარშავ ორ კვერცხს. მიყვარს ერთი ნაჭერი კარაქიანი პური ან პური ყველთან ერთად... დილით აუცილებლად უნდა ვისაუზმოთ... ბოლოს საკვებს ვიღებ საღამოს რვა საათზე, მაქსიმუმი - ცხრის ნახევარია. დღის განმავლობაში ვაშლი, წყალი სულ მაქვს ჩანთაში...
- ოდესმე ასაკი დაგიმალავთ?
- ჯერჯერობით ვერაფრით შევეგუე და ვერც ვხვდები, რომ უკვე 30 წლის ვარ. ხანდახან მავიწყდება და 27-ს ვამბობ, მერე ვამატებ: 27 წლის და 40 თვის... ალბათ მოვა დრო, როცა რეალურ ასაკსაც შევეგუები (იცინის)...
პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ეს აღარ მომწონს, რადგან საქართველოში თუ პოლიტიკური ჟურნალისტი არ ხარ, წინსვლა არ გექნება! მე კი პოლიტიკასთან არ ვმეგობრობ, ამისგან ძალიან შორს ვარ. გულახდილად რომ გითხრათ, მათ უმეტესობას ვერც ვცნობ. მხოლოდ ძალიან ცნობილები ვიცი. მაგალითად, კახი კალაძე.
- კახა კალაძეს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?
- ხანდახან ძალიან კარგად იცვამს... ზოგჯერ კი მეც მემართება, სიჩქარის დროს არც ვუკვირდები, რას ვიცვამ, მერე გამოვალ, მზე ამოვა და ვამბობ, ღმერთო ჩემო, ეს რა ჩამიცვამს?..
არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები განსაკუთრებულად გემოვნებიანად იცვამენ. ძირითადად, სულ კოსტიუმით ჩნდებიან, მაგრამ ესეც ხომ ათასნაირი არსებობს და შეუძლიათ გარდერობი გაამრავალფეროვნონ. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, სჯობს, ტანისამოსზე ფიქრით თავი არც დაიღალონ; სხვა, ხალხისთვის უფრო პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებაზე იფიქრონ...
- ულამაზესი მწვანე თვალები გაქვთ...
- ხშირად მეცვლება თვალის ფერი: ხან მწვანეა, ხან ლურჯი, ხანაც ნაცრისფერი... თმა ქერა მაქვს, მხოლოდ ძირებს ვიღებავ. ყოველდღიურ ჩაცმულობაში მიყვარს აქსესუარები, მაგრამ მინიმალისტად ვრჩები... გამორჩეულად მიყვარს ფეხსაცმელები და ჩანთები...
- რას ურჩევთ ქალბატონებს, მუდამ გემოვნებიანად რომ გამოიყურებოდნენ?
- ტყუილად არ გაუსვით ხაზი ჩემი თვალის ფერს: ქალბატონებო, კარგად დააკვირდით საკუთარ თვალებს და იქ აღმოაჩენთ იმ ფერებს, რომელიც მოგიხდებათ. მაგალითად, თუ ყავისფერია, თბილი, პასტელის ფერები მოგიხდებათ! თუ ფერადი თვალი გაქვთ, ცივი ფერები აირჩიეთ! მოდა ის არის, რაც გიხდებათ! კლასიკა არ ბერდება და მას ვერაფერი შეცვლის! კლასიკაა შავი კაბა, შარვალი, თეთრი პერანგი, ჯინსი (თუნდაც ძალიან დახეული), ლამაზი ფეხსაცმელები... მნიშვნელოვანია გემოვნებით შერჩეული და არა ძვირად ღირებული სამოსი.
- დედობამ შეგცვალათ?
- დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს! შაბათ-კვირის გარდა, ყოველ დილით 7 საათზე ვდგები, რომ შვილი სკოლაში წავიყვანო. ნიკოლოზი ათი წლის, გერმანული სკოლის წარმატებული მოწაფეა... სხვათა შორის, გვარიანად პრანჭია ბავშვი მყავს, ქერაა, ლურჯი თვალებით. მიყურებს, როგორ ვიცვამ და ჩემსავით, მასაც ნათელი ფერები უყვარს. ბოლო დროს რატომღაც, ყვითელი ამოვიჩემეთ... იმდენად მოიმატა სიმაღლეში, ბევრს უკვე ჩემი ძმა ჰგონია... სხვათა შორის, კარგი მეგობრები ვართ.
ძალიან მინდა კიდევ ორი შვილი მყავდეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, გოგონები იქნებიან თუ ბიჭები. ყველაფერი ღმერთის ნებაა...
- როგორ ახერხებთ მუდამ პოზიტიური იყოთ?
- რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ხალხთან ერთად, მით უფრო კარგად ვარ! ეს ჩემთვის პოზიტივის, ენერგიის ცვლაა...
- როგორც ვიცი, კარგი მძღოლი ხართ...
- ორი წელია მანქანას ვატარებ. სხვათა შორის, საჭე ქალის ჩაცმულობას ცვლის. ჩემს მანქანაში ნახავთ მაღალქუსლიანებს, სპორტულებს, გამოსასვლელ კაბას, შარვლებს, ჯინსებს, კოსმეტიკის უდიდეს ჩემოდანს - ეს იმისთვის, რომ თუ სადმე დამპატიჟებენ, სახლში წასვლა არ დამჭირდეს (იღიმის). ქალი სულ ბედნიერად რომ გამოიყურებოდეს, აუცილებლად, შინაგანად უნდა გრძნობდეს თავს კარგად. ყველა ქალი უნიკალურია და უდიდესი ძალა აქვს. თუ გვინდა, ვიქნებით კიდეც ბედნიერები და მნიშვნელობა არა აქვს, გარეთ წვიმა იქნებ, თოვლი თუ თაკარა მზე... თუ სხვა ადამიანს გავუღიმებთ, ისიც გაგვიღიმებს. თუმცა, ბოლო დროს იმდენად ნეგატივში ჩაიძირა ჩვენი ქვეყანა, კარგს ცხვირწინაც ვეღარ ვამჩნევთ... ბანკის ვალი მეც მაქვს, შეყვარებულთან დაშორების პრობლემაც, მაგრამ მაინც ვცდილობ, დადებითი რაღაცები ვეძებო...
- რა ხდება ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში?
- არაფერი! მე დღემდე მიყვარს წარსული. ძალიან ერთგული ვარ და არ შემიძლია, ერთიდან მეორეზე იოლად გადავერთო. სიყვარულია ჩემში და ეს არის მთავარი!
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გოჩა შათირიშვილი ბოლო 25 წელია, არგენტინაში ცხოვრობს.
საქართველოს ისტორიაში იყვნენ ქალები, ვინც ამა თუ იმ ეპოქის დოგმებს არ ეპუებოდნენ და წინაპრების წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მიდიოდნენ.
ექვსი წელია, ნიკას სკოლაში, ყოველ გაზაფხულს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება
ძლიერი ქალი, რომელსაც უბრალოდ, ადამიანები უყვარს
"საღამოს კარს რომ შემოაღებს, ისე იქცევა, თითქოს იმ დღეს პრობლემა საერთოდ არ ჰქონია"
საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გერმანელი საზოგადოებები დაარსდა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1329 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი