"ასეთი ძლიერი გოგო გვყავს, ძალიან თბილი და მოსიყვარულე"
font-large font-small
"ასეთი ძლიერი გოგო გვყავს, ძალიან თბილი და მოსიყვარულე"
ამბავი საოცრად მებრძოლ გოგონაზე...

ნუცა ჩიტაძე, 15 წლის ხაშურელი გოგო წელს, როგორც საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლე, სხვა თანატოლებთან ერთად, პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა. ნუცას არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე, ის ეტლით მოსარგებლეა. მისი დიაგნოზი სპინალური ამიოტროფიაა, რომელიც ჯერჯერობით არ იკურნება. ნუცამ იცის ამის შესახებ, მაგრამ მდგომარეობას არ ეგუება. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მებრძოლია, როგორ უყვარს სიცოცხლე, ოჯახის წევრები, მეგობრები. ხატავს და ლექსებსაც წერს. გაგიკვირდებათ, რამხელა ძალა და იმედი იკითხება მის ლექსებში: "უფლის იმედით ნათელ სხივად, იმედის ზღვად,/ გზას გინათებს უფალი,/ მისი რწმენა გაგრძნობინებს,/ რომ ხარ თავისუფალი./ თავს დაცემულ გოდებას/ ვერ უძებნი ხსნას,/ იესოც ხომ შეუდგა,/ ჯვრით, გოლგოთის გზას!/ ღმერთი მუდამ გვერდით გიდგას/ განსაცდელის ჟამს,/ მის განგებას ყური უგდე,/ მის საკვირველ მადლს..."

- თავდაპირველად გილოცავ ასე წარმატებით რომ დაამთავრე სკოლის საბაზო საფეხური. უფრო ახლოს გაგვეცანი.
- ხაშურში, მე-2 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მშობლებთან, პატარა ძმასა და ბებიასთან ერთად ვცხოვრობ. ძმა ჩემზე 3 წლით უმცროსია, ისიც კარგი მოსწავლეა. უფრო მეტად უცხო ენები მომწონს. ჩვენს სკოლაში ინგლისური, რუსული და იტალიური ენები ისწავლება. იტალიური წელს დაგვემატა. ქართული ენა და ლიტერატურაც მიყვარს. ყველაზე მეტად, მგონი, ქართულის მასწავლებელი მაქებს.
GzaPress
- როგორ ფიქრობ, რისი წყალობით ხარ წარმატებული - პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარე თუ უბრალოდ, იოლად იმახსოვრებ მასალას?
- ეს წარმატება ალბათ, უფრო შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. იოლი არ იყო აქამდე მოსვლა. ძალიან გამახარა ამ საჩუქარმა, მოუთმენლად ველოდი ამ დღეს. კლასში 15 მოსწავლე ვართ და აქედან ოთხი დაგვასაჩუქრეს, პარალელური კლასიდან კი ხუთი. საერთოდ, კითხვა ძალიან მიყვარს, პოეტებიდან განსაკუთრებით გალაკტიონი მომწონს, ასევე ტიციან ტაბიძეც; პროზას რაც შეეხება - ილია ჭავჭავაძე მომწონს. თავისუფალ დროს მუსიკას ვუსმენ.
- ლექსებს ვწერო, მითხარი...
- ლექსებს 5 წლიდან ვწერ. ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვწერ, 2 კრებული უკვე გამოვეცი. მინდა, კარგი პოეტი ვიყო. ჟურნალ "ათინათის" წევრიც ვარ და იქაც ვბეჭდავ ჩემს ლექსებს. ვხატავ კიდეც. ხატვის წრეზე არასდროს მივლია, თვითონ ვისწავლე. გამოფენა მქონდა თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში.
ელენე კასრაძე (ნუცას დედა):
- ნუცას დიაგნოზი, როგორც თვითონ გითხრათ, სპინალური ამიოტროფიაა, ჩვენს ენაზე კუნთების განლევა. ექიმის აზრით, ფეხმძიმობისას რომელიღაც ვირუსმა იმოქმედა ნაყოფზე. 5 თვისაც არ იყო, როდესაც შევამჩნიეთ. მას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს... მას შემდეგ მოვდივართ წვალებით, მაგრამ ნუცა ფარ-ხმალს არ ყრის, არ ნებდება. 5 წლიდან სკოლაში დადის, ძალიან აქტიური და შრომისმოყვარეა, ჩვენც ვეხმარებით. დამოუკიდებლად მას არაფრის კეთება არ შეუძლია, დავალებებსაც მკარნახობს და მე ვუწერ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ხატავს, ხელები არ ემორჩილება, მაგრამ მაინც. ძლიერი გოგო გვყავს, ძალზე თბილი და მოსიყვარულეა, მორწმუნეც. მდგომარეობის გართულების გამო წელს გაგვიჭირდა მისი სკოლაში ტარება, მაგრამ რაკი თვითონ უნდოდა, სკოლაშიც და სახლშიც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. კარგი კლასელები ჰყავს, არასდროს ტოვებენ მარტოს, რაც შეუძლიათ, ეხმარებიან. ბევრი მეგობარი ჰყავს და თვითონაც ცდილობს, კარგი მეგობარი იყოს მათთვის.
- ყველაზე მეტად, მაინც ვინ უყვარს?
- დედიკო და მამიკო, მაგრამ მამა - განსაკუთრებით. ჩემი მეუღლე ჩვენგან შორს მუშაობს და ნუცას სულ ენატრება, წუხს ამის გამო.
- ნუცა, საუბრის დასასრულს შენი რომელიმე ლექსი წაგვიკითხე.
- ამ ლექსს "წუთისოფელი" დავარქვი: "დრო გადის, წინ მიისწრაფვის/ და ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით,/ სად მიდის? საით მივყავართ?/ გვაწუხებს ჩუმი ფიქრები./ გავა ზამთარი, ზაფხული/ თმას შეერევა ჭაღარა,/ ყლორტები დამჭკნარ ფოთლებსაც ხომ ჩაანაცვლებს, აბა რა?!/ ცაზე ინთება ვარსკვლავი,/ მოიჭედება კამარა./ შთამომავლობა წინაპრებს დატოვებს კუბოს ამარა./ ზოგი იცხოვრებს განცხრომით/ ზოგი კი - უფლის იმედად,/ ვის რა ეკუთვნის, მიიღებს/ სამარადისოდ, იმ ქვეყნად./ ამ ცხოვრების გზა მოკლეა,/ ცხოვრების ჭაპანს ვეწევით,/ დრო გადის, საათის ირგვლივ/ ისრებს ხომ ვერ დავეწევით".
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი