გოჩა გაიოსის აუკინძავი "ხელოვანის წიგნები"
font-large font-small
გოჩა გაიოსის აუკინძავი "ხელოვანის წიგნები"
გოჩა შათირიშვილი ბოლო 25 წელია, არგენტინაში ცხოვრობს. პროფესიით ფილოლოგი რამდენიმე წლის წინ მხატვრობით დაინტერესდა და შექმნა არაერთი საინტერესო ხელნაწერი წიგნი, რომელსაც "ხელოვანის წიგნს" უწოდებენ. ეს წიგნი არ იკინძება, თითოეული ფურცელი კი მხატვრულად არის გაფორმებული. გოჩა გაიოსმა (ასეთია მისი ფსევდონიმი) ამით კიდევ ერთხელ გაახსენა მკითხველს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, მივიწყებული ფრაზები.


- 1986 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, 4 კურსი დავხურე და სამაგისტრო ნაშრომზე ცნობილი ქართველოლოგის, პროფესორ იან ბრაუნის ხელმძღვანელობით, ვარშავის უნივერსიტეტში ვიმუშავე - ეს იყო "ვეფხისტყაოსნის" თარგმანის ისტორია პოლონურ ენაზე. მანვე შემომთავაზა, სადოქტოროც იქ დამეცვა. ასე დავრჩი ვარშავაში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ეს იყო 90-იანი წლების დასასრული. სადოქტორო თემად ავირჩიე საქართველოს შესახებ ცნობები 19 საუკუნის პოლონეთის ისტორიოგრაფიასა და ლიტერატურაში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში მივიღე დოქტორის ხარისხი და ამის შემდეგ გადავწყვიტე არგენტინაში წასვლა. ბედმა გამიღიმა და არგენტინის კონსულმა ვარშავაში მომცა ვიზა, როგორც ემიგრანტს, ერთი წლით ცხოვრების უფლებით. ამ ქვეყანაში მყავდა რამდენიმე მეგობარი, მაგრამ უცხო ქვეყანაში ვერავის იმედად ვერ იქნები. ინგლისური კარგად ვიცოდი და კერძო კლასები მყავდა. პოლონეთში გავიცანი არგენტინის ყოფილი ელჩი, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდი ჰქონდა და როგორც მკვლევარი, მიმიწვია. ბერლინის კედლის ნგრევის შემდგომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში ინტეგრაციისა და გაერთიანების საკითხებზე ვმუშაობდი. 3 წელში, 1999 წლის დასაწყისში, უკვე მოქალაქეობა მივიღე და საბოლოოდ, იქ დარჩენა გადავწყვიტე, ბუენოს-აირესში ვცხოვრობ. ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში დედაჩემისა და ახლობლების სანახავად.
GzaPress
- მხატვრობით როდის დაინტერესდით?
- 2003 წელს დავიწყე ხატვა. შეიძლება ითქვას, სკოლაში იმდენად ცუდად ვხატავდი, ლამის გაველახე მასწავლებელს. დღესაც ვერ დაგიხატავთ, რომ მითხრათ, აბა, ეს ძაღლი ან სკამი დახატეო. კლასიკური მხატვრობა, რა თქმა უნდა, შეუდარებელია, მაგრამ მე ჩემეული აღქმა მაქვს. არგენტინაში პატარა გალერეა ვიქირავე და სწორედ ამ პერიოდმა დამაკავშირა ფერწერასთან, საერთოდ ხელოვნებასთან. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი: პოლონელი ფერმწერი გაბრიელა აბერასტური, მხატვარი ხუან ეიშლერი, რომელიც შემდეგ ჩემი მასწავლებელი გახდა და შავ ფერს უარყოფდა. როდესაც პირველად ჩემთან მოვიდა და შავ-მუქ ფერებში შესრულებული ნამუშევრები ნახა, ყველა გაანადგურა.
- რაც შეეხება "ხელოვანის წიგნებს", საიდან გაჩნდა ამის გაკეთების იდეა?
- დაახლოებით 5 წლის წინ დაიბადა იდეა და უკვე 150 წიგნი მაქვს შექმნილი. მთელი ხიბლი ის არის, რომ ასეთი წიგნები არ უნდა იყოს აკინძული ან თუ იქნება, მხოლოდ ნემსითა და ძაფით. ყდის შემდეგ ერთი ფურცელი მაინც უნდა ჰქონდეს სუფთად დატოვებული, ამას პატივსაცემ ფურცელს უწოდებენ. ამა თუ იმ ავტორის რომელიმე ლექსს ვწერ და თითოეულ ფურცელს მხატვრულად ვაფორმებ. ვმუშაობ აკრილით, ტემპერათი, აკვარელით და გრაფიკული მელნით. ბოლო ფურცელი კი არის კოლოფონი - ანუ ცნობები ავტორის, გამოცემის ადგილისა და დროის შესახებ. არაერთი ქართველი მწერლის წიგნი გავაფორმე. ჩემთვის საინტერესოა ტერენტი გრანელი თავისი სიღრმით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით, ასევე ტიციან ტაბიძე, მაგრამ გამორჩეული მაინც გალაკტიონია. ტიციანის 23 ფრაზაზე შევქმენი კოლაჟები, რაც იოლი არ იყო, დაახლოებით 6 თვე მოვუნდი მუშაობას. მის ხსოვნასვე მივუძღვენი წიგნი, რომელიც დალუქულია და არ უნდა გადაიშალოს - ამით კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ არასდროს დავუბრუნდეთ წარსულს, იმ შავბნელ დღეებს.
GzaPress
- თბილისური გამოფენის შესახებ რას მეტყვით?
- გუშინ, 6 ნოემბერს გაიხსნა გამოფენა და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 60-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, აქედან 40-ს საჩუქრად ვუტოვებ ეროვნულ ბიბლიოთეკას. უმეტესობა სწორედ საქართველოში დაიდებს ბინას. მიზანი ისიც არის, რომ ახალგაზრდა თაობამ შეიყვაროს პოეზია, ზოგისთვის ეს რაღაც ახლის კეთების ინსპირაციაც შეიძლება გახდეს.
- დაახლოებით ერთი თვის წინ შვეიცარიაშიც გქონიათ გამოფენა.
- შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში მქონდა გამოფენა არგენტინელ ფერმწერთან ერთად, რომელმაც ბევრი იმუშავა ჩემს გამოცემებზე. მანამდე არ ვფიქრობდი გამოფენაზე. არგენტინაში გავიცანი ცოლ-ქმარი, რომელთაც შვეიცარიაში გალერეა და ანტიკვარული წიგნების მაღაზია ჰქონდათ. როდესაც ჩემს სახლში ნახეს ნამუშევარი "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი", ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და შემომთავაზეს, რომ მათ გალერეაში გამოფენა გამეკეთებინა. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთმა ცნობილმა შვეიცარიულმა ფონდმა, რომელიც "ხელოვანის წიგნებით" არის დაინტერესებული, ბევრი ჩემი ნამუშევარი შეიძინა. ჩემი მიზანია, ქართულ კულტურას უფრო მეტი უცხოელი ხელოვანი ეზიაროს და მეტმა გაიცნოს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი