"თუ ვინმე მეტყვის, რომ მარიხუანა კარგია, საპირისპიროს დავუმტკიცებ"
font-large font-small
"თუ ვინმე მეტყვის, რომ მარიხუანა კარგია, საპირისპიროს დავუმტკიცებ"
დავით ჩხენკელის საინტერესო გზავნილი

თავდაპირველად აღმოსავლური ორთაბრძოლებით დაინტერესდა, კონკრეტულად შოტოკან კარატე-დოთი - დავით ჩხენკელი საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახლავთ კარატეში. ეცნობოდა აღმოსავლურ ფილოსოფიას, ტრადიციებს, მედიტაციებს. ასევე, მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ეზოტერიკა, კოსმოლოგია და სხვა მეცნიერული თუ არამეცნიერული მიმდინარეობები. დასაქმებული იყო გეოდეზიის, არქიტექტურული დიზაინისა და იურიდიული მომსახურების სფეროში. ამჟამად მწერლობითა და ფილოსოფიური კვლევებით არის გატაცებული. ნოემბრის დასაწყისში მან მკითხველს პირველი წიგნი წარუდგინა - "სამყაროს შოკის მომგვრელი პირველსაწყისი და კაცობრიობა ადამიანის წარმოშობის დილემის პირისპირ" - ამ წიგნით ავტორი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვებს: საიდან დაიწყო ყველაფერი? რა არის არსებობა? არსებობს თუ არა ღმერთი? თუ არსებობს, როგორია ის? რამხელაა და რამდენია სამყარო და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხებს კი ეძებს ქრისტიანობაში, ისლამში, ინდუიზმში, ბუდიზმსა თუ იუდაიზმში... ამ საინტერესო ადამიანთან საუბარი არ შეიძლება, მოგწყინდეს...

- 2001-2005 წლებში მუსიკითაც ვიყავი გატაცებული, როკ-ბენდ ჭინდ წაყ-ის სოლისტი გახლდით, შემდეგ კი ბრიტანული როკჯგუფის Dეეპ Pურპლე-ის ქავერ ბენდის ვოკალისტი. პროფესიით ბიზნესის მართვის მენეჯერი და ინჟინერ-გეოდეზისტი ვარ. ამჟამად არ ვმუშაობ, რადგან ამ წიგნზე მუშაობა დიდ დროს ითხოვდა და დროებით თავი დავანებე ყველა საქმეს... როდესაც კარატეზე მივედი, მაშინ დავინტერესდი აღმოსავლური ფილოსოფიითაც. გამიჩნდა კითხვები - რა არის აზრი, რატომ მოვედით, რა არსებობს ან რა არ არსებობს... ამ ყველაფერმა განვითარება პოვა ჩემში და როცა მივხდი, რომ აღმოსავლური ფილოსოფია ყველა კითხვაზე პასუხს არ მაძლევდა, დასავლეთ ფილოსოფიაც შევისწავლე. სოკრატემდელი ფილოსოფიიდან მოვედით პოსტმოდერნისტულ ეპოქაში და ერთ რამეს მივხვდი - არსებობს ფუნდამენტური კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. ჩემს წიგნში სწორედ ასეთი კითხვებია თავმოყრილი. ეს არის ესეისტიკა, თუმცა, როდესაც ლევან ბერძენიშვილმა წარადგინა წიგნი, ასეთი რამ თქვა: არის ადგილები, რომელიც პოეტის დაწერილი მეგონაო.
- რა არის მთავარი გზავნილი, რაც გინდათ თქვათ?
- მთავარი გზავნილი, რაც ამ წიგნით მინდოდა მეთქვა, თავისუფლების შეგრძნების გამძაფრებაა. მინდა, ადამიანები იყვნენ თავისუფლები. ვიცით, რომ არსებობს გამოხატვის, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება. სხვათა შორის, ეს სამივე წინა კვირას, პარლამენტთან მიმდინარე პროცესების დროს შეზღუდული გვქონდა, პარალელი რომ გავავლოთ დღევანდელობასთან. თუმცა, თავისუფლებასაც აქვს ზღვარი, ჩემი თავისუფლებით სხვისი თავისუფლება არ უნდა შევზღუდო და კიდევ, თავისუფლება არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ან ცნობილი ადამიანების დასაცავი. ამიტომაც უნდა ავამაღლოთ სამოქალაქო ცნობიერება და ამ წიგნის მიზანიც ეს არის. ვიცი, ბევრ კითხვას გაუჩენს ადამიანს. მე რომ პასუხი მცოდნოდა, თუ საიდან შეიქმნა სამყარო, მაშინ სხვა წიგნს დავწერდი, მაგრამ მე დავწერე წიგნი, სადაც ბევრი მოსაზრებაა და მკითხველი თავად აირჩევს მისთვის მისაღებს.
GzaPress
- წერა თუ გიყვარდათ მანამდე - ერთია, რას გრძნობ, რა გაწუხებს, რა განწყობილება გაქვს, მაგრამ სხვა საქმეა ეს ყველაფერი გადმოსცე...
- თავისუფალი თემების წერა ყოველთვის მიყვარდა. ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი, დავით იაკობიძე მიკითხავდა ლექციებს, ფინანსთა ყოფილი მინისტრი 1993-97 წლებში. დღემდე მახსოვს მისი საინტერესო და შემეცნებითი ლექციები. ერთხელ თავისუფალი თემა უნდა დაგვეწერა ფულზე. ჩემი თემა რომ წაიკითხა, ამ რვეულს დავიტოვებო, - მითხრა. როგორც ჩანს, მოეწონა...
- დავით, მარიხუანას მომხმარებელი მეც ვყოფილვარო, - ღიად თქვით სოციალური ქსელის საშუალებით. ესეც საკუთარი "მეს" ძიების ხერხი იყო?
- ეს იყო 18-19 წლის ასაკში. დიახ, ვაღიარებ, რომ ვყოფილვარ მარიხუანას მომხმარებელი და პირადი გამოცდილებიდან ვიცი, ეს განაპირობებს ინიციატივის ინვოლუციას. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობის პირობებში იწვევს პასუხისმგებლობის გრძნობის პერმანენტულად შემცირებას. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება დამოუკიდებელი, მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი და ინიციატორული იმპულსებით განმსჭვალული, შედეგზე ორიენტირებული ახალი თაობა. საბედნიეროდ, ამას მალე მივხვდი, მაგრამ სხვისთვის როგორ მომეწოდებინა, თუ თავად ვერ შევძლებდი მასზე უარის თქმას? ერთხელ მაჰათმა განდისთან დედამ პატარა გოგონა მიიყვანა და სთხოვა, რომ მისთვის კანფეტების ჭამა აეკრძალა. დედა წუხდა, რომ დიაბეტი არ გასჩენოდა მის პატარას. განდიმ დედას უთხრა, რომ 3 კვირის შემდეგ კვლავ მისულიყო მასთან. დედამაც დაუჯერა და დათქმულ დროს ესტუმრა. აღარ შეჭამო კანფეტები! - მოუწოდა განდიმ პატარა გოგოს. დედას გაუკვირდა და ჰკითხა, - კი მაგრამ, არ შეგეძლოთ, რომ იგივე გეთქვათ მისთვის 3 კვირის წინ? - მაშინ მეც ვჭამდი კანფეტებსო, - ასე უპასუხა. მაგალითი თუ არ გახდი, ასე ვინ დაგიჯერებს? ადამიანი, გარდა ინტელექტუალური არსებისა, ასევე ღრმად მგრძნობიარეა და გრძნობს ტყუილს. ამიტომ, მე ვხდები მაგალითი და აღარ მოვიხმარ კანაბინოლის შემცველ ნარკოტიკულ საშუალებებს-მეთქი, დავწერე სოციალურ ქსელში, იმის მიუხედავად, მექნება ამის დიდი სურვილი თუ არა. არა მგონია, განდის კანფეტები არ მონდომებოდა, მაგრამ ის მიხვდა ცნობიერების ამაღლების გარდაუვალ აუცილებლობას და გახდა ამ პროცესის ცოცხალი მაგალითი. ვამბობ, რომ ჩემი წიგნი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება, პასუხისმგებლობის არქონა კი ერთ-ერთი კომპონენტია ამისი. ახალგაზრდები რომ მოვლენ სათავეში, მარიხუანით ჯიბეში უნდა მართონ ქვეყანა? არა, ხომ? მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ უწევს პროპაგანდას ამას "გირჩი" და ზურაბ ჯაფარიძე? თუ ვინმე შემეწინააღმდეგება და მეტყვის, რომ მარიხუანა კარგია და მარგებელი, საპირისპიროს დავუმტკიცებ.
- დავით, ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზეც უნდა გკითხოთ, ვიცი, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობთ...
- მოგვეცა შანსი, რომ ავტორიტეტულ პიროვნებებზე დამოკიდებული სახელმწიფო აღარ გვქონდეს. ამას მოიტანს პროპორციული წესით არჩეული პარლამენტი. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ამ კანონპროექტს თუ ჩააგდებდნენ და ამიტომაც გავედი ქუჩაში, ჩემი პროტესტის დასაფიქსირებლად და არა "ნაციონალური მოძრაობის" ან რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. მე ბუტა რობაქიძის ჯგუფელი ვარ, გვერდიგვერდ ვისხედით და ამით ბევრი რამ ნათქვამია. ბუტა თავისუფლებისმოყვარე ადამიანი იყო, უშიშარი, ძლიერი. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად იდგებოდა თავისუფლების მოედანზე. არავის არასდროს დაჩაგრავდა. ძალიან უყვარდათ ჯგუფელ გოგონებს, თვითონაც უყვარდა მეგობრები. ის დღე ახლაც კარგად მახსოვს: ლევან პირველი იდგა ცარიელ აუდიტორიაში. რა მოხდა-მეთქი? - გულმა რეჩხი მიყო, ლექციაზე რომ არავინ იჯდა. შემობრუნდა და, ბუტა აღარ არისო, ტიროდა. ვერ მივხვდი, რა მითხრა. გარეთ გავედი და ბავშვებმა, - ბუტა მოკლესო... მისი მკვლელები შეიწყალეს ისევე, როგორც გირგვლიანის მკვლელები და დღეს რაკი ქუჩაში ვდგავარ, მეც "ნაცმოძრაობასთან" მაიგივებენ. 2004 წელს, როდესაც ბუტა მოკლეს, მივხვდი, რომ საქმე გვქონდა ტირანიასთან და კიდევ ბევრ რამეზე წავიდოდნენ კარგის გაკეთების ფონზე, მაგრამ გააჩნია, კარგ საქმეებს რის ხარჯზე აკეთებ, რა არის ამის საფასური...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
სპექტაკლი-აქცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი