ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მებრძოლი ხელისუფლება და ქვეყანა "ახალ რელსებზე" გადასვლის იმედად
font-large font-small
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მებრძოლი ხელისუფლება და ქვეყანა "ახალ რელსებზე" გადასვლის იმედად
მსახიობი, რეჟისორი, მეთოჯინე და ანიმატორი - ბახვა წერედიანი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნას უჭერს მხარს. მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნებით ქვეყანაში ეკონომიკა უცებ არ აყვავდება და არც სამაგალითო დემოკრატია დაისადგურებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანა "ახალ რელსებზე" გადავა და მას კონკრეტული "საძმაკაცოები" აღარ მართავენ...


- ყველაზე მეტად ჩაკეტილი წრე მადარდებს, რომელზეც გაუთავებლად დავდივართ: ხელისუფლებაში მოსული ხალხი, მმართველობის პირველი-მეორე ვადის გასვლის შემდეგ, სკამებს ვერ თმობს. ეს არის ჩვენი "შავი ჭირი", ჩემი გაღიზიანების მთავარი მიზეზი: ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, მით უმეტეს - თუ მმართველობის დასაწყისში რამეს აკეთებდნენ, როცა გრძნობენ, რომ ხალხის ისეთი მხარდაჭერა აღარ აქვთ, როგორიც თავდაპირველად ჰქონდათ და ნორმალური არჩევნებით ძალაუფლებას დაკარგავენ, ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, შემდეგ კი ყველანი ისეთ დღეში ვართ, როგორშიც - ახლა. თავისთავად, არსებულ სოციალურ ფონში "ვიხარშებით" ადამიანები, ვინც დღე და ღამე ვირებივით ვშრომობთ, სახლში დაბრუნებულებს ადამიანურად დასვენების საშუალებაც კი არ გვაქვს. ყოველდღე ახალ-ახალი, სისულელემდე და იდიოტიზმამდე მისული "სიურპრიზი" გვხვდება. ამ ყველაფრით ხალხი დაიღალა. მათი სოციალური ფონი, რომელსაც ყოველდღე ებრძვიან, ეჭიდავებიან, საკმაოდ მძიმეა. ისინი ტელევიზიით და პრესით ისეთ ინფორმაციას იღებენ, რაც მორალურად მათზე კარგად არ მოქმედებს, არც შრომის უნარზე, წინსვლაზე ახდენს დადებით ზეგავლენას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ისეთ სიტუაციას ქმნის, როგორშიც ახლა ვართ. შემდეგ ეს გადაეცემა თუნდაც მეცნიერების, ხელოვნების, თეატრალურ სფეროს, ანუ ყველაფერი გამოუვალ სიტუაციას ქმნის: დაბოღმილი ადამიანები ერთმანეთს გაუთავებლად აგინებენ. კომპიუტერთან ჯდომა და სტატუსების წერა დიდ ვაჟკაცობად იქცა. პოლიტიკური პარტიების წევრებიც ერთმანეთს აგინებენ. სიტყვამ მოიტანა და, ახლახან პარლამენტის თავმჯდომარემ გვითხრა, - გინება ნორმალური ფორმააო. თურმე, როცა გაღიზიანების ტონუსი მაღლა იწევს, პოლიტიკოსს შეუძლია, ვინმეს დედა შეაგინოს. როდესაც ადამიანები ასეთ რამეს ისმენენ და მათ საკუთარი აზრის გამოსატანად, პოზიციის დასაფიქსირებლად ინტელექტი და ნამუსი დიდად არ ჰყოფნით, ვიღებთ ასეთ სიტუაციას: გატეხილი თავები, დალეწილი შენობები, ქუჩაში გაწამაწია...
ზოგჯერ პირად შეტყობინებებს მწერენ - ხელოვანი ადამიანი ხარ, შენს საქმეს მიხედეო. ხელოვანი ამ ქვეყნის ისეთივე შვილია, როგორიც დურგალი, ტაქსის მძღოლი თუ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი. არსებული სიტუაცია მათ გაცილებით მეტად ადარდებთ (რადგან ამ პოლიტიკური სისულელეების შედეგს საკუთარ ტყავზე გრძნობენ), ვიდრე იმ პირებს, ვინც ტელეეკრანზე ჩანან. მით უმეტეს, ხელოვან ადამიანს, ვინც რაღაცას ქმნის და თავისი ემოციით, შეგრძნებებით, ინტუიციით ცხოვრობს, შეუძლებელია, ირგვლივ არსებული მარაზმი არ ეხებოდეს. უბრალოდ, ადამიანები განსხვავებულები ვართ, აზრს განსხვავებულად გამოვხატავთ. ზოგიერთები საკუთარ აზრს ხმამაღლა არ აფიქსირებენ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ამ თემაზე საუბარი არ შეუძლიათ. პირველ რიგში, იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვისიც ასე თუ ისე, ხალხს ჯერ კიდევ სჯერა - რაღაცის და ვიღაცის იმედი ხალხს ხომ უნდა ჰქონდეს? ადამიანებს ეკლესია აღარ შეარჩინეს, წარსული გაუბითურეს, მომავალი აღარ მისცეს... თურმე, პოლიტიკაზე პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ!..
ეს ფრაზა - "გადასახადების გადამხდელი არის ქვეყნის მმართველი" - ვერაფრით გავითავისეთ. ამომრჩეველი არის დამკვეთი, დამქირავებელი, ქვეყნის მმართველი, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. ალბათ, დიდხანს ვერც მივაღწევთ, რადგან არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმე დარჩა, ვინც ისე შრომობს, რომ თავადაც ერგოს და ქვეყნისთვისაც გაიღოს. ისეთ ადამიანებს აზრს ნუ ვეკითხებით, რომლებსაც ვითომ რაღაც ევალებათ. არადა, ამ დროს მათი ინტერვიუ არავისთვის არაფრის მომცემია, არანაირი შედეგი არა აქვს. იმ ადამიანებს რატომ არაფერს ეკითხებიან, ვინც რაღაც თქვეს, ისაუბრეს და გაჩუმდნენ? ვისაც ქვეყანაში ჭკუა მოეკითხება ან აქედან გარბის, ან - გაჩუმებას ამჯობინებს.
GzaPress
- სოციალურ ქსელში თქვენს სტატუსებს თვალს ვადევნებ. თქვენს პროტესტს სხვა ფორმითაც გამოხატავთ?
- აბსოლუტურად გულახდილი ვიქნები და გეტყვით: 9 აპრილს ჯერ გაგრაში ვცხოვრობდი, მაგრამ სოხუმში რა მიტინგიც ჩატარებულა, თითქმის ყველგან ვიყავი. ერთხელ თბილისშიც წამიყვანეს. მამაჩემი, ჩემი ძმებიც აქტიურები იყვნენ. ამ პროცესში მეც თავისთავად ჩავერთე და ჩვევადაც გამომყვა - ყველგან დავდიოდი... სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ ვინანე, რომ პრინციპში, 2003 წლის შემდეგ, მიტინგებზე არ დავდიოდი. სულ ვჩხუბობდი, ჩემს ძმას (რომელსაც მაშინ გარკვეული თანამდებობა ეკავა) ხშირად ვეკამათებოდი, მაგრამ თითქოს მიტინგებზე სიარული მაშინ შევწყვიტე. მერე მივხვდი, რომ რამდენჯერმე ჩემი ინდეფერენტულობით დავაშავე. მაშინ მიხეილ სააკაშვილს ბევრი ვაპატიეთ. იმ დროზე რომ ვფიქრობ, როცა 80-90%-ით ხალხმა 37 წლის კაცი პრეზიდენტად ავირჩიეთ, ერი ინტელექტუალურად მზად უნდა ყოფილიყო, რომ შეიძლება, ამ ასაკში ადამიანს თანამდებობამ მინიმუმ, ცოტათი თავბრუ დაახვიოს და ხალხმა ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადაადგმევინოს, რაც არ ეპატიება... ხელისუფლების სათავეში მყოფი როცა გრძნობს, ბევრი რამ ეპატია, ხედავს, რომ ერთი არჩევნები "გადაგორდა", ფიქრობს - მეორე, მესამე რატომ ვერ "გადაგორდებაო"? ჩემი აზრით, ხელისუფლებას ასეთი რაღაცები არ უნდა გავაბედინოთ. რომ არ დაგიმალოთ, ცოტათი ახლაც ვპასიურობ. თან, უცხოეთში საქმეები დამიგროვდა...
როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოს რუსთაველზე გამოსულ 150 ათას კაცს მიიღებენ, მერე უკვირთ, როგორ მოხდა, რომ ამდენი ხალხი ერთად შეიკრიბაო? თავისთავად, ასე მოხდება, რადგან დაუმთავრებელი და მუდმივი არაფერია, 1 დღეს ყველაფერი დასრულდება. სოლიდარობას ვუცხადებ იმ ახალგაზრდებს, ვინც აქციაზე არიან და იმ ხალხს, ვინც თავს მოტყუებულად გრძნობს. დედას არავის ვაგინებ. არავის მიმართ პირადი მტრობა და ზიზღი არ მაქვს... მაგრამ თითქოს დანაშაულს ვგრძნობ - ალბათ აქციაზე უნდა ვიყო. ერთი ზებრა (მარიონეტი) მყავს. ვფიქრობ, წამოვიკიდებ და აქციაზე მივალ-მეთქი. ამაზე პოლიტიკური რა შეიძლება, იყოს (იღიმის)?
- თქვენი ზებრის შექმნის ამბავი პოლიტიკურ თემას უკავშირდება?
- არა, ეს "მადაგასკარის" ზებრა - მარტია, ჩემი საყვარელი მარტი (იცინის)... უბრალოდ, პოლიტიკური და ფილოსოფიური დატვირთვა შეიძინა...
GzaPress
- მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხალხის საპროტესტო აქციებზე გასვლისგან იმ მიზეზის გამო ხომ არ იკავებდით თავს, რომ თქვენი ძმა თანამდებობის პირი გახლდათ?
- არა, არა. მერე ისეთ რამეს მივხვდი, რასაც ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების მომხრეები ვერ ხვდებიან: როდესაც 90-იანების ბაკქანალიიდან "გამოვიხედეთ", როცა ქვეყანაში გარკვეული რეფორმები ხდებოდა, ადამიანებს იმედი გვქონდა და თითქოს რაღაცებზე თვალი დავხუჭეთ. "საიდან მოვდივართ არ გახსოვთ?" - ვამბობდით... თითქოს იმ ყველაფერმა იმოქმედა და მიტინგებზე სიარულს მაშინ შევეშვი. ვაღიარებ, საპროტესტო აქციაზე არც 26 მაისს ვყოფილვარ, არც - 7 ნოემბერს, არც - მერე... ახლაც არ ვყოფილვარ. ამის გამო შეიძლება დამძრახონ - თუ თბილად ხარ, თბილად იყავი, რა გაჩხუბებსო? შეიძლება, მაშინდელი შეცდომის მეშინია, რადგან მერე მართლა ვიგრძენი, ბევრჯერ კარგად არ მოვიქეცი: იმიტომ კი არა, რომ 7 ნოემბერს აუცილებლად იქ უნდა ვმდგარიყავი? საერთოდ, განათლებული, ჩამოყალიბებული ერი იმ პოზიციაზე უნდა მდგარიყო, რომ მაგალითად, კრიმინალთან, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა - გასაგებია, მაგრამ მოდი, ბრძოლის ფორმებზეც შევთანხმდეთ-თქო. მაშინ ასეთი რაღაცები არ მითქვამს და თითქოს საკუთარი თავის წინაშე დანაშაულს ვგრძნობ... ახლაც ასეთ სიტუაციაში ვართ: პერსონაჟები იცვლებიან, მაგრამ ისევ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების დათმობა არ უნდა. გაუთავებლად ამ წრეში ვართ და ძალიან დავიღალეთ...
- საზღვარგარეთ საქმეები ახსენეთ. თქვენს კარიერაში რა ხდება?
- ისეთი ჯიუტი ვარ, რომ რაც უნდა მოხდეს, იმ საქმეს ვერ დავთმობ, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ. საერთოდ, მშიშარა არ ვარ, მაგრამ ეს სიტუაცია მაშინებს - ამათ სისულელეებს თუ ვუყურე, ვშიშობ, იმის გაკეთება არ დავაგვიანო, რაც მინდოდა. საზღვარგარეთიდან გარკვეული შემოთავაზებები მაქვს. ცოტა ხნით, ოჯახით საქართველოდან გამგზავრება მომიწევს. ვცდილობ, არ ვიჩქარო, თუმცა გამგზავრების დღეც და რეისიც განსაზღვრულია. იმაზე ვფიქრობ, რა პერიოდით გავემგზავრები. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი იცით, რაზე ფიქრობს? წლები გადის, ადამიანი ასაკში შედის, მაგრამ სრულფასოვნად ის არც თავის ქვეყანას არგია, რადგან იმდენს ვერ გამოიმუშავებს, სახელმწიფოს იმდენ გადასახადს ვერ უხდის, რამდენიც მის პიროვნებას, მის პოტენციალს შეესაბამება. საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს, თუნდაც - ფინანსურად. ამით სახელმწიფოც ზარალდება და თავადაც. ამაში მყარი ლოგიკაა: თუკი შენს სამშობლოს აქ არაფერში არგიხარ და იქიდან (საზღვარგარეთ მყოფი) უფრო გამოადგები, ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდით უნდა წახვიდე...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ოჯახის სამი წევრი ერთ ფილმში
"არჩევანის საშუალება არ მქონდა, დედა ემიგრანტი მყავდა"
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი