დეპრესიის გამომწვევი მიზეზები ჩვენს რეალობაში და მიზნისა თუ იდეოლოგიის გარეშე დარჩენილი თაობა
font-large font-small
დეპრესიის გამომწვევი მიზეზები ჩვენს რეალობაში და მიზნისა თუ იდეოლოგიის გარეშე დარჩენილი თაობა
ბავშვი ოჯახის გავლით ეცნობა დანარჩენ სამყაროს

"ბავშვის განწირული ყვირილი, რომელიც ჩვენ ვერ გავიგეთ" - ასეთი ფორმულირება მისცა საზოგადოების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რამაც გარკვეული მიზეზების გამო, უფროსებთან ერთად, იმ ბავშვის თანატოლებიც აღაშფოთა, რომელმაც სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა. ამ ამბავიდან სულ რაღაც ორ დღეში 17 წლის გოგონას საქციელმაც აგვატირა. გავრცელებული ინფორმაციით, მან წერილი დატოვა, რომელშიც ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდიდა...


მსგავსი ფაქტები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემაა... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ 40 წამში, მსოფლიოში ერთი ადამიანი სიცოცხლეს ასე ტრაგიკულად ასრულებს. თვითმკვლელობის ფაქტების შეჩერება ევროკავშირის სამმა ქვეყანამ: შვედეთმა, ფინეთმა და ავსტრიამ შეძლო, რასაც დარგის სპეციალისტები ამ სახელმწიფოების მიერ დროულად გატარებული სოციალური პროგრამებით ხსნიან. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დგანან ჩვენი მოზარდები და როგორ პასუხობს ამ პრობლემას ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები, ამის შესახებ ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე გვესაუბრა.
- თინათინ, თქვენი შეფასებით, როგორი გარემოა დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ბავშვებისთვის, მათი განვითარებისთვის?
- მე მაინც მგონია, ბავშვის განვითარების, მისი მომავლის მთავარი განმსაზღვრელი მაინც ოჯახია. ბავშვი ოჯახის გავლით ეცნობა დანარჩენ სამყაროს. ხშირად საუბარია სოციალურ ქსელებში არსებული ნეგატიური ინფორმაციის მავნე ზეგავლენაზე. თუ ჩვენ მოზარდს ამ მიმართულებით გავაკონტროლებთ, მის დაცვასაც შევძლებთ მავნე ზეგავლენისგან.
- ნეგატივი მხოლოდ სოციალურ ქსელში ხომ არ არის. ნეგატიურია ხშირად გარემო, რომელშიც ბავშვებს უწევთ ყოფნა, მაგალითად: ბაღი, სკოლა...
- დიახ, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია მშობლების როლი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს, რა უხარიათ, რა სწყინთ, როგორ მოქმედებს მათზე ესა თუ ის ამბავი. უნდა მივუდგეთ მათ, როგორც თანატოლები და გამოვარკვიოთ, რაიმე ხომ არ აწუხებთ.
- მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცდილობენ მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ბავშვის სწორად აღზრდის შესახებ, ჩვენ გაცილებით ლოიალურები ვართ ჩვენი შვილების მიმართ, ვიდრე ჩვენ მიმართ იყვნენ ჩვენი მშობლები, ეს თაობა თითქოს უფრო დეპრესიულია. როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- დღეს ნეგატიური ამბები სრულიად უაპელაციოდ საჯაროვდება. დღეს ჟურნალისტებისთვის ცუდი ამბავი "კარგია", რადგან კარგად იყიდება. ადრე ინფორმაცია, ვიდრე ის ფართო მასების ყურამდე მივიდოდა, გარკვეულ ფილტრს გადიოდა. ამასთან, დღეს ზოგადად სოციალური ფონი უფრო დამძიმებულია, უფროსებიც დაძაბულები არიან, შფოთავენ. ეს შფოთი და დაძაბულობა თავისთავად გადადის ბავშვებზე, მოზარდზე. მე ბავშვობა მძიმე ოთხმოცდაათიან წლებში გამოვიარე. თითქოს მაშინ სოციალური ფონი უფრო მძიმე იყო, მაგრამ მე და არც ჩემ გარშემო მყოფ ბავშვებს თითქოს არ გვქონდა დეპრესიული განწყობა. შესაძლოა, ჩვენამდე ბევრი ინფორმაცია არ აღწევდა. პირადად მე, არ მახსოვს, ბავშვობაში სუიცდის ფაქტის შესახებ გამეგოს.
GzaPress
- ეს დეპრესიული განწყობა იმითაც ხომ არ განპირობებული, რომ ქვეყანაში არ არსებობს იდეოლოგია, თითქოს მოზარდებს არ აქვთ მოტივაცია, მიზანი...
- რა თქმა უნდა, იდეოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ავტორიტეტიც. როდესაც მოზარდი სოციუმში თავის დამკვიდრებას ცდილობს, ჰბაძავს მას, ვინც პოპულარულია. მოდი, დავაკვირდეთ, ვინ არიან დღეს პოპულარული ადამიანები? სპორტსმენები, ომის გმირები, მეცნიერები, მწერლები, პოეტები? არა, პოპულარულია ადამიანი, რომელიც არაადეკვატურად მოიქცევა, არაადეკვატურ განაცხადს გააკეთებს, უცნაურად ჩაიცმევს ან რაიმე სიგიჟეს ჩაიდენს. მედიაც მთლიანად სკანდალების გაშუქებაზეა გადასული... ხან შემთხვევით, ხან სოციალური ქსელიდან შევიტყობ ხოლმე, რომ ქართველმა სპორტსმენმა ან ხელოვანმა უცხოეთში საოცარ წარმატებას მიაღწია. აქ არავინ არაფერს ამბობს ამის შესახებ. რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკში" ვნახე, როგორც ხვდებოდნენ გამარჯვებულ სპორტსმენს - ეს არასწორი მიდგომაა. მოზარდებს რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ; წარმატებული ადამიანები ისე უნდა დავაფასოთ, რომ ბავშვებს მოტივაცია მივცეთ, მიზნები დავუსახოთ. ძალიან არასწორია, როდესაც იმ ადამიანების რომანტიზებას ვახდენთ, ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათ მიმართ, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა უნდა გამოვხატოთ და იმ პრობლემებზეც ვისაუბროთ, რამაც ტრაგედია გამოიწვია, მაგრამ საჯაროდ, ბავშვების გასაგონად გამუდმებით ამაზე საუბარი მართებული არ არის. ეს ნეგატიური ინფორმაცია სხვაგვარად უნდა მივაწოდოთ. ის კი არ უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილებს, რომ ცხოვრება საშინელია და ამ ცხოვრების დედაც... არა, მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ცხოვრებაში გარკვეული ბარიერები არის და მათი გადალახვა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანია. თვითმკვლელობა სისუსტეა, მარცხია; ჩვენ შვილებს ბრძოლისკენ უნდა ვუბიძგოთ, სირთულეების დაძლევის მოტივაცია მივცეთ.
- ლუკა სირაძის ამბავში თქვენ რა დაინახეთ, რისი თქმა შეგიძლიათ?
- მე ამ ამბავში მთლიანი სურათი ვერ დავინახე. ვხედავ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებს და არ ვიცი, მანამდე რა ხდებოდა ამ ბავშვის ცხოვრებაში, რამ შეუწყო ხელი მის დეპრესიას. შესაძლოა, საგამოძიებო უწყებაში მართლაც გარკვეული სირთულე შეხვდა, მაგრამ ამ ერთი შემთხვევის გამო ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. შესაძლოა დროთა განმავლობაში დაგროვდა სხვადასხვა მიზეზი და ბოლოს მომხდარმა ამბავმა ბიძგი მისცა.
- სულ მალე იგივე გაიმეორა 17 წლის გოგონამ, რომელიც თავისი ქმედებით თითქოს ლუკას ტრაგედიას გამოეხმაურა.
- მე არა მგონია, რომ ის გოგონა, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, მხიარული და ბედნიერი ყოფილიყო. ბედნიერი ბავშვი თავს არ მოიკლავდა. უთუოდ იყო მასში რაღაც, რაც სხვებმა ვერ შენიშნეს. როდესაც ადამიანს რაღაც აქვს განზრახული, ის სამყაროს, გარშემო მყოფებს გარკვეულ მინიშნებებს აძლევს. განსხვავებულად იქცევიან, განსხვავებულად იწყებენ საუბარს, ჩაკეტილები ხდებიან - ერთი სიტყვით, ამა თუ იმ ფორმით ქცევის წესს იცვლიან. ზოგადად, მოზარდი ბევრ რამეს განიცდის მწვავედ. მას შესაძლოა არ მოსწონდეს საკუთარი სხეული, არ მოსწონდეს გარემო... მძიმედ განიცდიან საყვარელ ადამიანთან დაშორებას, მეგობრის დაკარგვას, მისდამი დამოკიდებულებას მეგობრების ან ოჯახის წევრების მხრიდან. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდება და მერე შესაძლოა ამოხეთქოს. ამიტომ, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს... მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ადამიანისგან შექმნი იმას, რაც გინდა. ადამიანი რომ იბადება, უკვე ინდივიდია. რა თქმა უნდა, მერე გარემო პირობები და აღზრდის მეთოდი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ უმთავრესი მაინც მისი ინდივიდუალიზმია.
- დეპრესიის გარდა, აგრესიულობაც ხომ არ არის დღევანდელი თაობის პრობლემა?
- ვერც ამაში დაგეთანხმებით, ესეც ინდივიდუალურია და ამ მხრივაც ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, პირველ რიგში, ოჯახზე. ბავშვი თავისი ქცევის მოდელს იღებს მშობლებისგან. აგრესიული ბავშვი ან მშობლების საქციელს იმეორებს, ან ის ოჯახში დაჩაგრულია და მერე გარეთ ცდილობს დანაკარგის შევსებას, სხვისი დაჩაგვრით.
- იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ქალების დიდი ნაწილი იძულებულია, ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გასაუჯობესებლად უცხოეთში წავიდეს, ძალიან ბევრი ბავშვი დედის გარეშე იზრდება. ეს გარკვეულ კვალს ხომ არ ტოვებს თაობაზე?
- ბავშვის უდედოდ გაზრდა, რა თქმა უნდა, კომფორტი არ არის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ამის გამო შეიძლება ბავშვი აგრესიული ან თუნდაც, დეპრესიული გახდეს. შესაძლოა მის გვერდით არ იყოს დედა, მაგრამ იყო მზრუნველი ბებია, დეიდა ან სხვა ნათესავი. ომების დროს საერთოდ უმამოდ რჩებოდნენ ბიჭები, მაგრამ მაინც ვაჟკაცები ხდებოდნენ. ასე რომ, ყველაფერი ინდივიდუალურია და ბევრი რამ ოჯახზეა დამოკიდებული.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2213 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი