"კარგია თუ მეკვლე შავგვრემანი, სიმპათიური მამაკაცი იქნება"
font-large font-small
"კარგია თუ მეკვლე შავგვრემანი, სიმპათიური მამაკაცი იქნება"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ახალ წელსა და შობას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. როდის იწყება წინასაახალწლო მზადება და რა რიტუალები თუ ადათ-წესები აქვთ მათ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მოგვიყვებიან. ერთადერთი უცხოელი რესპონდენტი ესპანელი ბეგონა დომინგუესია.



ბეგონა დომინგუესი, ესპანეთი:
- ესპანელების უმეტესობა კათოლიკეები ვართ, ასე რომ, კათოლიკური ტრადიციები გვაქვს. 24 დეკემბრის ღამეს აუცილებლად ვვახშმობთ ოჯახთან ერთად, 25-ში კი, შობას ოჯახთან ერთად ვსადილობთ. ვიცვამთ წითელი ფერის ტანსაცმელს, მივირთმევთ წითელ ღვინოს. შემდეგ, 31-მდე მნიშვნელოვანი აღარაფერი ხდება, 31 დეკემბრის ღამეს კი ვატარებთ მეგობრებთან ერთად. ზუსტად 12 საათზე ყველა მივირთმევთ ყურძნის 12 მარცვალს და ჩავუთქვამთ 12 სურვილს წელიწადის 12 თვის გათვალისწინებით. ყურძენი ჩვენთანაც ხვავისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდაა მიჩნეული. 5 იანვარს დგება "კეთილი ჯადოქრობის ღამე": ჩამოივლიან ჯადოქრები და ქუჩაში ყრიან კანფეტებს, 6-ში დილით ვხსნით საჩუქრებს და საუზმეზე ცხელ შოკოლადსა და ტკბილეულს მივირთმევთ.
პიანისტი ქეთი უარდი ამ ახალ წელს პირველად ხვდება საზღვარგარეთ ბრიტანელ მეუღლესთან, მაიკთან და შვილებთან ერთად:
- სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ერთი ეგ არის, ბევრ პუდინგს აცხობენ, რა თქმა უნდა, საჩუქრებითაც ანებივრებენ ახლობლებს. ამბობენ, რომ ახალი წლის პირველ სტუმარს, ანუ ჩვენებურად მეკვლეს დიდი ძალა აქვს და კარგია, თუ ის შავგვრემანი, სიმპათიური მამაკაცი იქნება, საჩუქრად კი მონეტას, პურს ან ნახშირის ნატეხს მიიტანს, რათა ოჯახს იმ წლის განმავლობაში ყველაფერი უხვად ჰქონდეს. იმასაც ამბობენ, წელიწადი ცუდის მომტანი იქნება, თუ სახლში ქერათმიანი ქალბატონი შემოვაო.
ბავშვები "შობის მამას" უგზავნიან წერილს, სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი სასურველი საჩუქრების ნუსხა. ახალი წლის ღამეს მაგიდაზე თეფშებს ალაგებენ, რათა სანტამ მათზე საჩუქრები დადოს. ასევე, ინგლისში, ძველი ტრადიციის თანახმად, ღამის 12 საათზე აღებენ სახლის მთავარსა და უკანა შესასვლელს - სჯერათ, რომ ძველი წელი უკანა კარიდან ტოვებს სახლს, მთავარი შემოსასვლელიდან კი ახალი შემოდის. შობის ღამეს გამორჩეულად რთავენ ბუხარს, იქვე დაკიდებულ წინდებში კი სანტას საჩუქრები ხვდებათ.
GzaPress
ელენე ბუჩუკური, ბელგია:
- საახალწლო მზადება აქ ნოემბრის ბოლოდან იწყება. ქალაქში საშობაო ბაზრობას აწყობენ, ქუჩებს რთავენ. რადგან ამათი თოვლის ბაბუა წმინდა ნიკოლოზია, ამიტომ 6 დეკემბერს, ნიკოლოზობას მოდის თოვლის ბაბუა, მოაქვს საჩუქრები და კართან დადებულ ფეხსაცმელში ტოვებს. სუფრას კი 25-ში ამზადებენ. თოვლის ბაბუას დამხმარეებიც ჰყავს - ელფები, რომლებსაც "შავ პიტებს" ეძახიან. თუ არ ვცდები, ამერიკიდან შემოვიდა ეს ჩვეულება და 2 წელია კამათობენ, სწორია თუ არა. ამაზე რელიგიის გაკვეთილზეც ხშირად ვკამათობთ. ნოემბრის ბოლო პარასკევს სკოლაში მე-12 კლასელები "შავი პიტები" ხდებიან, ჩვენც შავად გვღებავენ და ასე დათხუპნილები დავდივართ იმ დღეს. 24 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში აღარ მუშაობენ და ყველა ამზადებს სუფრას, განსაკუთრებულ ვახშამს. ძირითადად, სახლში ხვდებიან ან მიდიან ბებია-ბაბუებთან, ოჯახის წევრები ერთად იყრიან თავს. შობის დღეები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 31 დეკემბერი, ნაკლებად აღნიშნავენ ახალ წელს. იანვრის პირველ კვირას ბევრი საზღვარგარეთ მიდის დასასვენებლად. ბედობა, მეკვლეობა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ იციან. ასე რომ, მშვიდად ჩაივლის ახალი წლის დღეები.

GzaPressმაკა ცინცაძე, საფრანგეთი:
- აქ 25 დეკემბერსაა ახალი წელიც. სამზადისი ნოემბრის დასაწყისიდან იგრძნობა. ცენტრში დგას პატარა ჯიხურები, სადაც ხარშავენ უგემრიელეს ღვინოს - ცხელი ღვინო და ბლინები შოკოლადით აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, თუ წელიწადის ამ დროს საფრანგეთში მოხვდებით. ლიონში იმართება სინათლის ფესტივალი - არც ერთ სხვა ქალაქში არ არის მსგავსი განათება, როგორიც ლიონშია. ეიფელის კოშკთან იმართება კონცერტები, სავაჭრო სოფლები, უამრავი ფეიერვერკია. საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი ინდაური და ხამანწკები. საერთოდ, შობა-ახალი წელი საფრანგეთში კულინარიული ფანტაზიების დღესასწაულია.
GzaPress
მარიკა მეტრეველი, აშშ:
- საშობა მზადება ამერიკაში მადლიერების დღის შემდეგ იწყება, ანუ რამდენიმე კვირით ადრე. დეკორაციებით ირთვება ყველა დაწესებულება, ქუჩები, მაღაზიები, თითქმის ყველა სახლს აქვს საახალწლო გარე განათებები, რაც სასიამოვნო და საახალწლო განწყობას ქმნის. სტუდენტები სახლში ბრუნდებიან, სხვადასხვა შტატში გაფანტული ოჯახის წევრები ერთად იყრიან თავს. ძალიან ხშირად დაწესებულებებში დგას ნაძვის ხე, რომელზეც შეგიძლია შენი შემოწირულობა დატოვო ან ყუთი, რომ დაეხმარო სხვებს. ამას სკოლებიც ხშირად აკეთებენ, მიაქვთ სხვადასვა პროდუქტი შეჭირვებული ხალხისთვის. ყველა ოჯახში ცხვება საახალწლო ღვეზელები - ლამაზად შეფუთავენ და ერთმანეთს ჩუქნიან. ყველა ბავშვიან ოჯახში ამ ტკბილეულისგან აწყობენ სახლს, რომელსაც ბავშვები სხვადასხვანაირი შოკოლადით რთავენ. სუფრაზე ძირითადად აქვთ ჰემი (ეს არის ღორის ხორცის შებოლილი დიდი ნაჭერი), რომელსაც ღუმელში წვავენ და თხლად ჭრიან. ამასთან, აუცილებლად აქვთ ჩვენებური პიურეც. ზოგი ინდაურს წვავს. შობის წინაღამეს სანტასთვის დგამენ ჭიქა რძეს და ღვეზელს, - ამაღამ მოვა და შეჭამსო. მერე მშობლები მოსვამენ რძეს, მოკბეჩენ ღვეზელს, ვითომ სანტა მართლა იყო (იცინის). ერთად უყურებენ კინოს, თამაშობენ და დროს ატარებენ. ყველა ოჯახის წევრს აქვს საკუთარი წინდა, რომელშიც ბებია-ბაბუები და დედ-მამა საჩუქრებს უყრიან.
GzaPress
ქეთი ზაალიშვილი, ინდოეთი:
- ამ დღესასწაულს ინდოეთში ისეთი ენთუზიაზმით არ აღნიშნავენ, როგორც სხვა ქვეყნებში. შობა კი ჩვეულებრივ, 25 დეკემბერსაა. პირველად 5-6 წლის წინ შევხვდი ახალ წელს ინდოეთში და მოლოდინი მქონდა, რომ ნაძვის ხეს მორთავდნენ, მაგრამ შევცდი. მაღაზიაშიც კი იშვიათად ნახავდი ნაძვის ხეს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ბოლოს რომ ვიყავი, შევამჩნიე, გაყიდვაში იყო სანტას ფორმებიც, მოსართავებიც. გარდა ამისა, დიდ სავაჭრო ცენტრშიც დადგეს ნაძვის ხე და ერთობოდა ხალხი.

GzaPressნანა ჯუღელი, საბერძნეთი:
- ბერძნები 31-შიც შლიან სუფრას და ოჯახის წევრები იკრიბებიან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი თარიღი, რა თქმა უნდა, ქრისტეშობაა, 25 დეკემბერი. სავალდებულოა, რომ შობის სუფრაზე ყველაფერი წითლად იყოს გაფორმებული. შობის ვარსკვლავს უწოდებენ, ქრისტესისხლასაც ეძახიან ბერძნები, წარმოუდგენელია, რომელიმე ოჯახმა ქრისტეშობა ამ ყვავილის გარეშე აღნიშნოს. ბევრ კერძს არ ამზადებენ, მაგრამ აუცილებლად წვავენ ინდაურს, რომელსაც ბრინჯითა და სხვადასხვა სანელებლებით ამოავსებენ, გარშემო კი შემწვარ პატარა კარტოფილებს უწყობენ. ნაძვის ხესთან საჩუქრები აწყვია და როგორც კი 12 საათი ჩამოჰკრავს, დაილოცებიან, ერთმანეთს გადაკოცნიან, მიულოცავენ შობას და საჩუქრებს ხსნიან. ახალ წელს უფრო ახალგაზრდები აღნიშნავენ, ძირითადად, კლუბებში ერთობიან. სტუმრიანობა იციან, ოღონდ წინასწარ თანხმდებიან დროზე. მეკვლეობა არ იციან, სამაგიეროდ, 25 დეკემბერს ყველა ოჯახში ცხვება "მეფური ღვეზელი". კალკის ქაღალდში დებენ მონეტას და ისე აცხობენ. მერე ჭრიან და ვისაც შეხვდება, იმას ექნება წარმატებული წელი.

GzaPressხათუნა კიბაბიძე, იტალია:
- იტალიელებს ბევრი საშობაო ტრადიცია აქვთ. დავიწყებ პრეზეპეთი, ანუ ქრისტეშობის სცენით, რომელსაც სხვადასხვა ფიგურით რთავენ. თავად სიტყვა "პრეზეპე" ლათინურიდან მოდის და ითარგმნება როგორც საბძელი, ბაგა. ყველა მთავარ მოედანზე თუ ტაძარში იხილავთ შობა-ახალი წლის დღეებში ამ ულამაზესსა და ყოველი ქრისტიანისთვის უმთავრეს სცენას. მე პირადად მინახავს საგვარეულო პრეზეპეები, სადაც ულამაზეს და რუდუნებით შექმნილ ფიგურებთან ერთად გაიგონებთ წყლის ჩხრიალს და ეს შეგიძლიათ მოისმინოთ ხელოვნურად შექმნილი დილის, საღამოს თუ ღამის განათების თანხლებით. პირველი პრეზეპე სან ფრანჩესკოს ინიციატივით შეიქმნა 1223 წელს. აქაც ისე, როგორც ჩვენთან, არსებობს ალილოს ტრადიცია. ბავშვები თუ მოზარდები კარდაკარ დადიან მოწყალების სათხოვნელად და მერე უპოვარ ბავშვებს ეხმარებიან, რომლებიც, რა თქმა უნდა, იტალიაშიცაა. ამ ტრადიციას წმინდა ნიკოლოზს მიაწერენ, რომელიც თავისი სიკეთით არის ცნობილი - ის ღარიბთა კარზე აკაკუნებდა და ტკბილეულით სავსე ხონჩას უტოვებდა მათ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2213 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი