ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი პირველკლასელი...
font-large font-small
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი პირველკლასელი...
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო ანუ განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვები იბადებიან და თუ მსგავსი რამეების გჯერათ, ბიჭი, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ, აშკარად ამ "ახალი რასის" წარმომადგენელია...


პირველკლასელი დავით თათვიძე ჯერ მხოლოდ ექვსი წლისაა, მაგრამ უკვე იმდენის გაკეთება მოასწრო, რომ მას არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც იცნობენ როგორც უნიჭიერეს, მოაზროვნე და პერსპექტიულ მოჭადრაკეს. ცოტა ხნის წინ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო. არც ბრატისლავაში დაუტოვა ვინმეს გამარჯვების შანსი და რვა წლამდე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მის მიერ მოპოვებულ ყველა გამარჯვებაზე რომ დაწვრილებით მოგითხროთ, ვერანაირი საჟურნალე ფორმატი ვერ დაიტევს: სასერტიფიკაციო ტურნირები იმერეთისა და სრულიად საქართველოს მასშტაბით, საჭადრაკო ფესტივალები და სხვა სახელობითი ტურნირები, მემორიალები, გუნდური ჩემპიონატები (მათ შორის, სასკოლო)... რვა წლამდე მოგებული აქვს მაია ჩიბურდანიძის თასიც ჭაბუკთა შორის და ა.შ.
არადა, როცა ჭადრაკის თამაში დაიწყო და ოთხი წლისა მამასაც კი უგებდა, მასწავლებელმა არ დაიჯერა მისი ტალანტის და არც მიღება უნდოდა თავის ჯგუფში.
ქალბატონი ნანა ჭეფხოძე, დავითის მწვრთნელი:
- თავიდან მართლა არ დავიჯერე და არ მინდოდა მისი მიღება, რადგან ისედაც ოთხ ჯგუფთან ვმუშაობ, რაც ჯამში 45 ბავშვია და ვინც ჭადრაკის სპეციფიკას იცნობს, მიხვდება, რა დიდ შრომასთანაა ეს დაკავშირებული, მაგრამ ისე დაჟინებით მთხოვა მამამისმა მენახა, უარი ვეღარ ვთქვი და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბიჭის მასწავლებელი მქვია. სამი თვის დაწყებული ჰქონდა მეცადინეობა, როცა პირველ შეჯიბრებაზე გავიყვანეთ სწრაფ ჭადრაკში, რომელიც ხონში გაიმართა და მეორე საპრიზო ადგილი აიღო. ნიჭიერი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ეს პატარა კაცი საოცრად შრომისმოყვარეა: მითითებების გარეშე წინასწარ ეძებს ინფორმაციას ინტერნეტში იმ ტურნირის და მონაწილეების შესახებ, სადაც უნდა ითამაშოს. მეტოქეების ნათამაშებ პარტიებს არჩევს და მათ შეცდომებს სწავლობს, მერე რომ გაითვალისწინოს. დიდსაც შეშურდება მისი აზროვნების მასშტაბი.
მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის ხელმძღვანელს - ბატონ გია გიორგაძეს, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს სფეროს, აფასებს ნიჭიერ ბავშვებს და დავითზეც დიდ იმედებს ამყარებს.
ახლახან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ კონკურსი ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით მწვრთნელებს შორის და ათ მწვრთნელს სახელფასო დანამატი დაგვენიშნა ერთი წლის განმავლობაში: შედეგების მიხედვით ამ ათეულში მე მესამე აღმოვჩნდი და მიუხედავად იმისა, რომ სხვაც ბევრი ნიჭიერი ბავშვი მყავს, ჩემს წარმატებაში ლომის წილი სწორედ დავითს მიუძღვის თავისი გამარჯვებებით...
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ნანამ მთხოვა, ამაზე ყურადღება არ გამემახვილებინა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ და ალბათ, მართლა ძალიან უნდა უყვარდეთ საკუთარი საქმე, რომ ერთგულად ემსახურებიან მომავალ თაობებსაც და ქვეყანასაც.
დავითი და მისი მშობლები ჩემმა მეგობარმა და მისი პირველი კლასის მასწავლებელმა - თიკო ძნელაძემ გამაცნო (დავითი ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა):
- დავიწყებ იმით, რომ დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ გამორჩეულ ბავშვთან მუშაობა. მხოლოდ ჭადრაკში კი არაა ნიჭიერი, სასკოლო საგნებსაც საოცრად იოლად მოერია და შეიძლება ითქვას, გაკვეთილებზე "ჩემი თანაშემწეა". სიამოვნებით ეხმარება კლასელებს და მეც ვაძლევ ამის ნებას, სასწავლო პროცესი მოსაწყენი რომ არ გახდეს მისთვის. კლასელებთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს და ვერც ხვდება, რომ გამორჩეულია, ამპარტავნების მარცვალიც არაა მასში. ისეთი მოაზროვნეა, არაა გამორიცხული, რომ მისგან მსოფლიო დონის მათემატიკოსი გამოვიდეს: ორიოდე თვის დაწყებული ჰქონდა სწავლა, როცა ერთ-ერთ ცნობილ სასკოლო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და პირველკლასელების შემდეგ, ბევრ მეორეკლასელზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

GzaPressშალვა თათვიძე, დავითის მამა:
- ოჯახში ყველა ვთამაშობთ ჭადრაკს. ორი წლისაც არ იყო, რომ კალთაში ჩამჯდარი თვალს არ აშორებდა უფროსების "გართობას". თვალს არ დავუჯერე, როცა ოთხი წლისამ თამაში მოითხოვა და ისე კარგად გამოუვიდა, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, ყველაფერი არ გამეკეთებინა მისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკი საკმაოდ "ძვირფასი სიამოვნებაა", ვცდილობ, ყველა შეჯიბრებაზე გავიყვანო, არც ერთი შანსი გამოუყენებელი არ დარჩეს. თურქეთშიც კი დავდივარ ჩაის საკრეფად, ფული რომ მოვაგროვო. სხვათა შორის, ასევე კარგად თამაშობს დავითზე ერთი წლით უფროსი ძმა გაბრიელი...
- ასეთ ნიჭიერ ბავშვს არავინ ეხმარება?!
- საზღვარგარეთ თითო გასვლა 7-8 ათასი ლარი ჯდება, რაც ჩვენთვის ბევრია და ასეთ დროს ყველას დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც ოჯახზე გადადის და ამიტომ არ ვთაკილობ არანაირ შრომას...
საუბარში დავითის დედა, ქალბატონი ეთო ჩაგვერთო:
- განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენგან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის ხელმძღვანელ ბატონ გია გიორგაძეს ყურადღებისთვის. მათ დააფინანსეს მწვრთნელი, რომ საზღვარგარეთ გაჰყოლოდა ბავშვს. მხარში გვიდგას იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია და მისი თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე მადლობა გვინდა ვუთხრათ თბილისის მრავალპროფილიან კლინიკას, რომლებიც საკუთარი ინიციატივით გამოგვეხმაურნენ და დედის თანხლება დააფინანსეს რუმინეთში, რასაც პატარა ბიჭისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როცა პრემიერ-მინისტრი იყო, ბატონმა მამუკა ბახტაძემაც დაასაჩუქრა დათუნა პლანშეტით...

შალვა თათვიძე, დავითის მამა:
- ის არასოდეს ჯდება კომპიუტერთან უბრალოდ სათამაშოდ, საათობით შეუძლია ჭადრაკის თამაში. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩემი შვილის დაფინანსებაში მეხმარება ან მომავალში დაგვიდგება მხარში...
- მამაიაში გამარჯვების შემდეგ უკრაინელები დაინტერესდნენ თქვენი შვილით...
- ნამდვილად ასე იყო, ბევრ სიკეთესაც დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერ პატარაა და ასე შორს მის წასვლას ვერც განვიხილავთ. თანაც, გვინდა, მისი ყველა გამარჯვება საქართველოს სახელთან იყოს დაკავშირებული...
...სკოლიდან ისე ვერ წამოვიდოდით, რომ სკოლის დირექტორიც არ მოგვენახულებინა და მისთვისაც არ გვეკითხა, თუ რას ნიშნავს ასეთი გამორჩეული ბიჭის მოსწავლეობა სკოლისთვის?!

ქალბატონი ნანა კენჭოშვილი, ქუთაისის 37-ე სკოლის დირექტორი:
- დავითი მართლაც გამორჩეულია, ასაკთან შედარებით განვითარებული და სერიოზული. ის არა მხოლოდ ჭადრაკს თამაშობს კარგად, გამორჩეული მოსწავლეცაა. რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. სამწუხაროდ, სკოლას დიდი ფინანსური შესაძლებლობები არა აქვს, რომ საჭადრაკო სკოლაში სწავლა ან გასვლითი ტურნირები დავუფინანსოთ, მაგრამ თუ შეჯიბრებების გამო გაკვეთილები გაუცდება, მასწავლებლები დამატებით ამეცადინებენ. შედეგად, ის სწავლის მხრივაც გამორჩეული ბიჭია.
გვიხარია, რომ ასეთი წარმატებული ბავშვი ჩვენი სკოლის აღსაზრდელია. დარწმუნებული ვარ, მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში.

საუბარში სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ქალბატონი ლალი ვაშაკიძე ჩაგვერთო:
- თუ ჩვენს აღსაზრდელებზე უნდა გაიგოს სრულიად საქართველომ, მინდა ისიც აღინიშნოს, რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები თავისუფალი სტილის (თუ სხვა სახეობის) მოჭიდავეები: ბექა ლომთაძე, მირზა სხულუხია, ბაგრატ გაგნიძე, შოთიკო მიშველაძე და კიდევ მრავალი წარმატებული ახალგაზრდა. დავით თათვიძე ამ სიის ღირსეული გამგრძელებელია.

P.S. ჟურნალის - "გზა" რედაქცია წარმატებას უსურვებს დავით თათვიძეს და მისი გულშემატკივრების რიგში ვეწერებით სიამოვნებით.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2213 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი