"ჩვენ დედა-შვილი კი არა, მეგობრები უფრო ვართ"
font-large font-small
"ჩვენ დედა-შვილი კი არა, მეგობრები უფრო ვართ"
მხიარული ოჯახი, რომლის წევრებიც სხვების კარგ განწყობაზე ზრუნავენ

45 წლის ია სურმანიძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, გინეკოლოგიის უფროსი ექთანია. თავის უფროს ვაჟთან, დათუნასთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა სახალისო ვიდეოებს იღებს და სოციალურ ქსელში ტვირთავს. თითქოს განსაკუთრებული არაფერი - დედა-შვილი ცეკვავს, მაგრამ იმხელა სითბო და სიყვარული, იმდენად ჯანსაღი დამოკიდებულება იგრძნობა ერთმანეთის მიმართ, რომ შეუძლებელია, სიხალისე შენც არ გადმოგედოს და განწყობა არ გამოგიკეთდეს. როდესაც ვკითხე, როგორი ხასიათი გაქვს-მეთქი? ჯერ დათუნამ მიპასუხა, როგორიც ვიდეოებში ჩანს, ასეთივე მხიარულია შინო, მერე კი ოჯახის უფროსი, მურადი მიქელაძეც ჩაერთო საუბარში.


- ცოლის ხასიათს ქმარს ეკითხებიან. მეუღლის მხიარულების დოზა უმეტესად ქმრებზეა დამოკიდებული (იცინის). 16-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში ყველა პრობლემას ერთად ვუმკლავდებით. თავიდან, როდესაც ვიდეოების გადაღებისა და სოციალურ ქსელში ატვირთვის შესახებ მითხრეს, საკმაოდ კრიტიკულად განვეწყვე. იმ პირობით დავთანხმდი, თუ ცეკვა იქნებოდა სიყვარულით, სითბოთი სავსე და ნაკლებ კრიტიკას გამოიწვევდა. ერთ გაკიცხვას, ერთ მკაცრ კომენტარსაც კი მოჰყვებოდა მოთხოვნა, შეეწყვიტათ ვიდეოების გადაღება. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში დეფიციტი ყოფილა დედისა და 14-15 წლის შვილის ასეთი ახლო ურთიერთობა. ამან გამოიწვია უზარმაზარი დადებითი მუხტი და ყოველი ახალი ვიდეოს ატვირთვას ინტერესით ელოდებიან. ამ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ცეკვაში იმოდენა სიტკბოა ჩაქსოვილი, ყველას მოსწონს... მახსოვს, 20 წლისა სამხედრო სამსახურიდან რომ დავბრუნდი, დედა შემეგება, გვერდით მივუჯექი და თავი კალთაში ჩავუდე. მეზობელი შემოვიდა იმ დროს და მითხრა, ძალიან მიხარია, რომ დედა ასე გიყვარს, მაგრამ მაინტერესებს, ასეთივე სიყვარული თუ გექნება 20-30 წლის შემდეგ, როდესაც ცოლი და შვილები გეყოლებაო? მაშინ არ დავფიქრებულვარ მის სიტყვებზე, მერე დავფიქრდი. როგორც უნდა გიყვარდეს დედა და რამდენსაც უნდა ეფერებოდე მას, შეიძლება, დიდობაში მართლაც არ დაგრჩეს იმდენი დრო, რამდენიც ცოლისა და შვილებისთვის.
ია:
- 20 წელი გახდება აპრილში, რაც დავქორწინდით, სამდიპლომიანი მეუღლე მყავს (იცინის) - ისტორია-გეოგრაფიის პედაგოგია, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სამხედრო არმიის რიგებში მსახურობდა. მეუღლე მიყვარს და შესაბამისად, მიყვარს მისი მშობლებიც, რომელთაც დედას და მამას ვეძახი. პირველად სწორედ მეუღლეს ვაჩვენეთ გადაღებული ვიდეო. 2 ვაჟი გვყავს, დათო 16 წლისაა, ლევანი - 14 წლის. ლევანი ვიდეოს და ფოტოებს გვიღებს, გამოჩენა არ უყვარს.
GzaPress
დათუნა:
- მე-11 კლასში ვარ. 12-13 წლიდან ვიღებ ვიდეოებს, დედასთან ერთად კი უკვე წელიწადზე მეტია. ეს გვერდი 7 თვეა, არსებობს და საკმაოდ ბევრი მნახველიც გვყავს, ნახევარ მილიონზე მეტი. თავიდან მხოლოდ ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე ვდებდი ვიდეოებს, რამდენიმეში დედიკოც გამოჩნდა და დამიკომენტარეს, - დედასთან ერთად კიდევ გადაიღეო. გადავწყვიტე, გამეკეთებინა გვერდი, სადაც მხოლოდ ჩვენს ერთობლივ ვიდეოებს ავტვირთავდი. "დედა-შვილი" - ასეთი სახელწოდება არავის არ ჰქონდა. ნამდვილად არ მეგონა, ასეთი პოპულარულები თუ გავხდებოდით და ასეთ სიყვარულს დავიმსახურებდით.
- ცეკვა გიყვარდა?
- 6 წელი დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, ძალიან მიყვარდა, მაგრამ სწავლის გამო დავანებე თავი. დედაც ცეკვავდა ბავშვობაში. ერთი დღით ადრე ვვარჯიშობთ, რადგან უცებ დადგმული საყურებლად კარგი ვერ გამოვა. სხვათა შორის, ქართულ "განდაგანას" მაინც ყველაზე მეტი გამოხმაურება და "ნახვა" ჰქონდა.
- კარგად ვსწავლობო, მითხარი. ვინ გინდა გამოხვიდე?
- მსახიობობა მინდა, მაგრამ გადაწყვეტილი არ მაქვს. სახლში ექიმს მეძახიან, ბებიას წყალობით კარგად ვერკვევი ამ სფეროში. ნემსის გაკეთებაც ვისწავლე.
ია:
- ორივე ბიჭს ვასწავლე ნემსის გაკეთება. იციან, როდის რა წამალი უნდა დაალევინონ მოხუცს და ჩემს მოსვლამდე მართლაც კარგად უვლიან ბებიას, წნევასაც უზომავენ, წამლებსაც ასმევენ. მე, დათუნა და დედა ერთ ვიდეოში ერთადაც ვცეკვავთ, მალე 80 წლის გახდება.
- ადვილად დათანხმდით დათუნას თავისი იდეის განხორციელებაზე?
- გამიჭირდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. მანამდეც სულ ვიღებდით ვიდეოებს, ოღონდ ისე, ოჯახში. რომ მითხრა, რას გეგმავდა, ეჭვი გამოვთქვი, არ ვიცი, ხალხი რას იტყვის-მეთქი. მოვსინჯოთო. ახლა ხშირად გვცნობენ ქუჩაში, მცნობენ პაციენტებიც და მეკითხებიან, - ვაიმე, თქვენ ის დედა-შვილი არ ხართ, რომ ცეკვავთო? ბევრჯერ ისიც უთქვამთ, სამშობიაროდან ბავშვს რომ გავიყვანთ, ერთად ვიცეკვოთო. ამას წინათ მაღაზიაში ქალმა გვიყურა, გვიყურა და მოცეკვავე დედა-შვილი არ ხართ თქვენ? მოდი, უნდა ჩაგეხუტოთო. ბიჭების მასწავლებლებიც უყურებენ და ყველა მეკითხება, ახალ ვიდეოს როდის დავდებთ. მსიამოვნებს, რომ გვიყურებენ. მიყვარს სიცოცხლე, სიხალისე, ამ ცხოვრებაში ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები არიან და მინდა, მათთან ვიყო, სიყვარული, მეგობრობა ვასწავლო, დიდი დრო დავუთმო მათ. იშვიათად, მაგრამ მაინც გვწერენ უარყოფით კომენტარსაც; ადამიანებს უჭირთ იმის გაგება, რა გვიხარია. აი, სწორედ დღეს ვიღაც წერდა, ამას ეტყობა, მეტი საქმე არ აქვსო. მეტი საქმე როგორ არ მაქვს? ოჯახი, მეუღლე, მისი მშობლები, ბავშვები, სამსახური, სტუმარი, ავადმყოფობა - კარგსა და ცუდს რა დალევს, მაგრამ საჯაროდ ხომ არ დაიწყებ პრობლემებზე საუბარს? ახლა ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას აღარ ვაქცევ.
- გარდატეხის ასაკში მოზარდთან ურთიერთობა რთულია. ეს ვიდეოები თუ დაგეხმარათ შვილებთან ურთიერთობის "დალაგებაში"?
- სხვათა შორის, კი, ჩვენ დედა-შვილზე მეტად, მეგობრები ვართ. შეიძლება ითქვას, დათუნა ამის შემდეგ უფრო მომენდო, არაფერს მიმალავს. გახსნილი, თბილი ურთიერთობა მაქვს ორივესთან. მიხარია ყოველი დღის გათენება, რადგან ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვხედავ. რა ვქნათ, ისეთი ცხოვრება გვაქვს, თუ არ ვიცინეთ და ვიმხიარულეთ, არაფერი გამოვა. ბევრი ბედნიერი და სიკეთით სავსე დღე გაგვთენებოდეს ყველას.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარკუს მეტრეველის გულახდილი ინტერვიუ
ინტერვიუ კარანტინში მყოფ ჟურნალისტთან
"ბევრი უსინათლო ადამიანი კარგად რეალიზებულია"
"გაზრდილია როგორც ძაღლის ჯიშების მრავალფეროვნება, ისე მათ მიმართ ინტერესი"
რა საწამლავს გვაწვდიან ქართველებს - ბექა ქურხულის თვალით დანახული რეალობა
რას ჰყვება უმცროსი ჯაბა ბაბუასა და "მხედრიონზე"
წაიკითხა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ და მაინც მხნედ არის
"არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი