რა დაპირება შეუსრულა ვარლამ წიკლაურმა ემიგრანტ დედას
font-large font-small
რა დაპირება შეუსრულა ვარლამ წიკლაურმა ემიგრანტ დედას
"საცოლეს თითზე ისეთი ბეჭედი გავუკეთე, ვერ მოიხსნის!"

რამდენიმე წლის წინ, ჟურნალისტებისთვის ქუთაისში ტარდებოდა რამდენიმედღიანი ტრენინგ-კურსი საარჩევნო თემატიკაზე. საქართველოს ათეულობით მედიამუშაკს ახალციხიდანაც დაგვემატა ერთი ჭაბუკი, რომელმაც პირველივე დღეს მიიპყრო ყველას ყურადღება თავისი გამორჩეულობით. ვარლამ წიკლაური მაშინ რეგიონულ მედიაში მუშაობდა, თუმცა მისი პერსპექტიულობა აშკარა იყო და მალე თბილისში მიიწვიეს ტელეჟურნალისტის პოზიციაზე. ბოლო დროს ვარლამი არაერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში კვალიფიციურობის გამო, ასევე, რეზონანსული აღმოჩნდა მისი დაქორწინებაც, თუმცა რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან დღემდე, ძალიან ცოტამ იცის...


- ვარლამ, მოგვიყევი შენს ბავშვობაზე.
- ბავშვობის გახსენება მიყვარს. ძალიან აქტიური ვიყავი. ყველა უნდა გამეცნო და გამომეკითხა, ვინ იყო, სად მუშაობდა და სამომავლოდ რას გეგმავდა. თუკი ახალციხეში რაიმე საბავშვო წრე არსებობდა, ყველგან დავდიოდი. ვიყავი ახალციხეში არსებული ყველა ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრი. არაერთი კარგი ღონისძიება გვაქვს მოწყობილი, მათ შორის უმეტესი იყო საქველმოქმედო. ახლა ვფიქრობ, ამდენს როგორ ვასწრებდი? ყველგან მოვსინჯე ძალები, სად რა გამომივიდოდა. არ მიყვარდა ცეკვა. ბავშვობაში მსუქანი ვიყავი და მოძრაობა მიჭირდა. დედის ხათრით დავდიოდი 8 წელი ცეკვის წრეზე. ახლაც არ მიყვარს. სხვას, რომ ვუყურებ და ცეკვავს, ძალიან მომწონს, თუმცა მე არ შემიძლია. არ ვცეკვავ!..
გავიხსენებ ჩემს ქუჩას, სადაც გავიზარდე - ახალციხე, ვარძიის ჩიხი 45. ეს დასახლება დღემდე ძალიან მიყვარს. იქ მცხოვრები ყველა ადამიანი ჩემთვის ძვირფასია... განსაკუთრებით, ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებთანაც ძალიან კარგი, ტკბილი მოგონებები მაკავშირებს.
- ვიცი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს ოჯახის წევრებთან. გვითხარი რამე მშობლებისა და ბებოების შესახებ...
- დედას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ნომერი პირველი ქალია. ძალიან ძლიერია და ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის. სამწუხაროდ, მამასთან ერთად დიდი დრო არ მაქვს გატარებული, გარკვეული მიზეზები გამო, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან კარგი მამა მყავდა. ის დღემდე ყველას ახსოვს, ვისაც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ შეხვედრია! მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნის თანაცხოვრება გვქონდა, საოცრად მახსოვს ყველა წამი და წუთი, რომელიც მამასთან მაკავშირებდა. ის 14 წლის წინ გარდამეცვალა, 11 წლის ვიყავი მაშინ. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, თუ ვინ დავკარგე. მამას ადამიანები ძალიან უყვარდა. მეუბნებიან, რომ ამით მე მას ვგავარ. მისი გარდაცვალების შემდეგ გვქონდა რთული პერიოდი... ბებოებისთვის მე პირველი შვილიშვილი ვიყავი და ძალიან მათამამებდნენ. ცირა და ანა ბებო! იცით, როგორ მიყვარს ორივე?! ძალიან და უფრო მეტად რომ არ შეიძლება, ისე! დედასთან ერთად ისე მზრდიდნენ, რომ ჩემს ბავშვობას უტკბესი გემო აქვს... ბებოზე ტკბილი არავინ არის. ზოგადად, ვფიქრობ, ბებოებისთვის, ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანი შვილიშვილია. ყველა მოხუცი მიყვარს, ყველა მოხუცში ჩემს ბებოს ვხედავ და ვეძებ - ანა ბებოს! გვქონდა მძიმე პერიოდი ოჯახში და იმისთვის, რომ მესწავლა, დედა იძულებული იყო, ემიგრაციაში წასულიყო. ყველაზე მძიმედ გადავიტანე ეს პერიოდი, როცა ის იტალიაში მუშაობდა... ვპირდებოდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ დაგაბრუნო ჩემთან-მეთქი და დაპირება ავასრულე - დედა ახლა ჩემ გვერდითაა.
GzaPress
- გაიხსენე პირველი ნაბიჯები პროფესიაში...
- ტელევიზორის ყუთში სულ მინდოდა შეძრომა. მეგონა, შიგნით ისხდნენ ადამიანები და ისე მიჰყავდათ გადაცემა. ვფიქრობდი, თუ სხვები მოთავსდნენ ყუთში, ჩემი ადგილიც გამოჩნდება-მეთქი... ბავშვობიდან მქონდა სურვილი გავმხდარიყავი ჟურნალისტი. ახალციხეში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. აქვე გეტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად ისწავლით, მთავარი მონდომებაა და კიდევ ის, როგორ ისწავლით. პირველი კურსიდანვე ვიყავი სტაჟიორად ადგილობრივ ტელეკომპანიაში. შემდეგ იყო "სამხრეთის კარიბჭე" და ძალიან მაგარი გუნდი, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს...
- ვიცი, რომ თეატრს შენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს და ბუნებრივად თამაშობდი როლებს, რომელსაც ახლაც იხსენებენ ახალციხეში...
- თეატრით და ფაქტობრივად, თეატრში ვცხოვრობდი 13 წელი. ლია სულუაშვილი მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მამა დადიოდა მასთან და მეც მიმიყვანეს ბავშვობაში. ჩემი ბავშვობა და თეატრი განუყოფელია. ქალბატონმა ლიამ მასწავლა, როგორ უნდა იყო კარგი ადამიანი. ძალიან ბევრ სპექტაკლში ვთამაშობდი. ხელფასიც მქონდა. პირველი ხელფასი 15 წლისამ ავიღე. თეატრის გასვლითი სპექტაკლებიდან შემოსული თანხიდან 40 ლარი მერგო... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონმა ლიამ ჩემი თაობის ახალგაზრდები შემოიკრიბა და ჩვენი მეგობარიც იყო, დედაც, მასწავლებელიც და დამრიგებელიც. ძალიან მიყვარს და ვერასდროს დავივიწყებ ამ ადამიანს! იმედია, ტრაბახში არ ჩამომართმევთ და ვიტყვი, რომ მიღებული მაქვს "მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის" არაერთი პრიზი. ერთხელ ფესტივალის "აღმოჩენაც" კი გავხდი 180 კონკურსანტს შორის და განსაკუთრებული ჯილდოც მივიღე. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ხაზი გავუსვა ქალბატონ ლიას დამსახურებას!
- როგორი იყო შენი პირველი ტელეეთერი?
- ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა, ჩემს თავს ვეუბნებოდი: "შენ ეს შეგიძლია! შენ ამას შეძლებ!" პირველი ეთერი არასდროს დამავიწყდება.
- დაასახელე კოლეგა, რომელმაც შენს პროფესიულ განვითარებაში დიდი წვლილი აქვს...
- თამარ მერაბიშვილი. ორივე ახალციხელები ვართ. თაკოს რეკომენდაციით მოვხვდი ტელემედიაში. რომ არა თაკო, არ ვიცი, რა მოხდებოდა ჩემს პროფესიულ კარიერაში. ის ხშირად მიბრაზდება, ასე ნუ ამბობო, მაგრამ მისი დამსახურება ნამდვილად დიდია ჩემს შრომით ბიოგრაფიაში!
- რა არის პროფესიული მაქსიმუმი, რაც მიზნად გაქვს დასახული...
- ერთ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს. ჩემი მიზანი მუდმივი განვითარებაა.
- დაქორწინდი უჩვეულოდ...
- აი, ეს იყო კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე ჩემს ცხოვრებაში. მინდოდა, განსაკუთრებულად მეთხოვა ხელი ჩემი მომავალი მეორე ნახევრისთვის და მგონი გამომივიდა. აეროპორტში, პასპორტ-კონტოლისთვის დავხვდი პოლიციელის ფორმით და პირბადით. წარმოიდგინეთ, ვერ მიცნო. ხატიამ პასპორტი მომაწოდა, მე სასაზღვრო კონტროლის ბეჭედი პასპორტში ვერ ჩავურტყი, მაგრამ ისეთი ბეჭედი გავუკეთე თითზე, რომ ვერ მოიხსნის (იღიმის)...
- რას ეტყვი საჯაროდ შენს მეუღლეს?
- ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და მინდა, სულ ერთად ვიყოთ.
- შენი წარმატების საიდუმლო რაშია?
- ძალიან მიზანდასახული ვარ და მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
- მოგზაურობა შენი ჰობია.
- მოგზაურობაზე ვგიჟდები. ყოველი მოგზაურობისას ახალ რაღაცებს ვსწავლობ. ეს ის არის, რაც არასდროს მომბეზრდება.
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
"ჯობას" საკვირაო სკოლა და საინტერესო აქტივობები
ნაგანით შეიარაღებული და თეთრ ცხენზე ამხედრებული ყოჩაღი ქალის ამბავი
ვის სახელს ატარებს მუსიკისა და დრამის თეატრი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი