მოგზაურობა ბარსელონაში და დაუვიწყარი "ფლამენკო"
font-large font-small
მოგზაურობა ბარსელონაში და დაუვიწყარი "ფლამენკო"
"ტიბიდაბოზე, ანუ ბარსელონის ფუნიკულიორზე წასვლა განვიზრახეთ"

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ციოდა და ხალხი ქუჩებში ქოლგებთან ერთად "დაფრინავდა", ამინდს არ შევუშინდით და საგრადა ფამილიას ვეწვიეთ. ტაძარი ტურისტებით იყო სავსე. ვიდრე შიგნით შევიდოდით, დაცვასთან კონტროლი გავიარეთ. ქურთუკები გაგვახდევინეს... საგრადაში შესვლა მინიმუმ 27 ევრო ღირს. თუ ვინმეს ამის გადახდის საშუალება არ აქვს, არ დადარდიანდეთ, ეს ტაძარი გარედან ბევრად გრანდიოზული და აღმაფრთოვანებელია...
ოთხშაბათს ცოტა უკეთესი ამინდი იყო. ქარი ჩადგა. ამიტომ ამ დღეს ქალაქის განაპირას, დიზაინის მუზეუმში წავედით. ბარსელონაში ჩასული ქართველები (და არა მხოლოდ ისინი) ამ მუზეუმს ნაკლებად სტუმრობენ, თუმცა სულ ტყუილად. მართალია, პირველ სართულზე რადიოს, გაზეთისა და წიგნის დიზაინის თემა იყო, რამაც დიდად არც დამაინტერესა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დიზაინერი ირმა დიდი ენთუზიაზმით გვიხსნიდა, ნახეთ როგორი ძველი წიგნებია და რა ორიგინალური დიზაინისო, მაინც ერთი სული მქონდა, სხვა სართულებზე გადაგვენაცვლა... მეორე სართულზე ბინის დიზაინს გაეცნდობოდი, მესამეზე ძველი საოჯახო ნივთები გამოეფინათ, მეოთხეზე კი ტანსაცმლის ხაზი გახლდათ. ამ ბოლო სართულებით ნამდვილად ვისიამოვნე...
დიზაინის მუზეუმიდან ტრამვაით პიკასოს მუზეუმისკენ გავემართეთ. ამ მუზეუმთან პატარ-პატარა ქვაფენილიანი ქუჩებით მიდიხართ. ბილეთის ფასი 15 ევროდან იწყება. მუზეუმი საკმაოდ დიდია, რამდენიმე განყოფილებიანი, ამიტომ იქ ყოფნა 2 საათზე მეტხანს მოგიწევთ. შესასვლელში პიკასოს ახალგაზრდობის ფოტოსესიაა გამოფენილი, სადაც მხატვარი ოხუნჯობს და სასაცილო სახეს იღებს. გვერდით დარბაზში კი მისი აღვირახსნილი ცხოვრების აღმბეჭდავი ფოტოები შეგხვდებათ. გამოფენილია, თუ როგორ ერთობა მეგობრებსა და შიშველ ქალებთან ერთად.
GzaPress
მუზეუმიდან გამოსულებს ლიკას ყვირილი შემოგვესმა. უცებ სიტუაციაში ვერც კი გავერკვიეთ. აღმოჩნდა, რომ ვიღაც ყმაწვილს მისი ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოუღია, თუმცა საბედნიეროდ, ლიკამ ეს მალევე გაიგო და ქურდს საკუთარი ტელეფონი ხელიდან გამოჰგლიჯა, მერე კი "ლამაზი სიტყვებითაც" შეამკო. იქვე კაფეში ჩამოვსხედით, რომ სული მოგვეთქვა. ცოტა რომ დავმშვიდდით, პორტისკენ მიმავალ გზას ფეხით გავუყევით. ბარსელონის პორტი მართლაც სანახაობრივია. იქ ძალიან ბევრი იახტა თუ გემი დგას, თანაც ისეთი გრანდიოზული, რომლის მსგავსიც მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს. პორტიდან გამოსვლისთანავე კრისტეფორე კოლუმბის უშველებელ ძეგლს საპატიო წრე დავარტყით და ლა რამბლას გამზირზე ავედით, რათა იქ არსებული ბოუქერიას (ქართველები ბოკერიას ეძახიან) ბაზარი გვენახა. ბაზრის წინ, ზუსტად მოპირდაპირე მხარეს, მეორე სართულიდან მერილინ მონრო გვიქნევდა ხელს და ჰაეროვან კოცნას გვიგზავნიდა. თავიდან ვერ გავერკვიეთ, რა ხდებოდა და ლეგენდარულ ქალბატონს ჩვენც გულთბილად მივესალმეთ, მერე კი აღმოვაჩინეთ, რომ იქ ეროტიკის მუზეუმი ყოფილა, რომელიც ჩვენი ინტერესის სფეროში არ ყოფილა და ამიტომ ვერ გეტყვით, მისი მონახულება ღირს თუ არა. ბაზარი კი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ, მით უმეტეს, თუ ზღვის პროდუქტები ჩემსავით გიყვართ... ბაზარში ზღვის პროდუქტის გარდა, ნაირ-ნაირი ხილისა თუ შოკოლადის ასორტიმენტიც არის, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს.
ხუთშაბათს დილითვე ტიბიდაბოზე, ანუ ბარსელონის ფუნიკულიორზე წასვლა განვიზრახეთ... ჯერ მეტროთი ვიმგზავრეთ, იქიდან საბაგიროზე გადავჯექით, შემდეგ კი ავტობუსში ჩავსხედით, რომელიც წრიული გახლავთ და საბაგიროდან ფუნიკულიორამდე აჰყავს მგზავრები... ტიბიდაბოზე უშველებელი ტაძარია, რომელსაც ქრისტეს დიდი ქანდაკება ამშვენებს. ამ ქანდაკებამდე ლიფტით ასვლა 4 ევრო ღირს. თუ ამ თანხას გადაიხდით, შეძლებთ ბარსელონის არაჩვეულებრივი ხედით დატკბეთ. სამაგიეროდ, ტაძრის ორივე სართულზე ასვლა უფასოა და იქიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძარი კათოლიკურია და რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, ეს ელექტრონული სანთლებია: ჩააგდებ 20 ან 50-ცენტიანს და ელექტროსანთელი თვითონ აინთება. ასევე საოცარი იყო საკურთხევლის გვერდით წარმოდგენილი შობის სცენა. იმდენად გულისამაჩუყებელი გახლდათ, რომ თვალზე ყველას ცრემლი მოგვადგა. ტაძრიდან გამოსულები ატრაქციონების პარკს მიადგებით. როგორც გვითხრეს, აქ ძველი, წინა საუკუნის დროინდელი ატრაქციონებიც არის, რომლებიც რასაკვირველია, არ მუშაობს...
ტიბიდაბოდან წამოსვლის შემდეგ, გოგოები ხუან მიროს მუზეუმის სანახავად გაეშურნენ, მე კი გამოვაცხადე, ერთი წელი მუზეუმი აღარ მიხსენოთ-მეთქი და ლა რამბლაზე თამუნას შევხვდი. ბიძაშვილები მყუდრო კაფეში განვცალკევდით და ესპანური ტკბილეული დავაგემოვნეთ. საღამოს კი კახამ ქალაქგარეთ, აუთლეტების სავაჭრო ცენტრში წაგვიყვანა, სადაც არაერთი ცნობილი ბრენდის ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის საკმაოდ იაფად შეძენა შეგიძლიათ...
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სტუმართმოყვარე მასპინძლების წყალობით, მეზობელ ქვეყანაში - ანდორაშიც ამოვყავით თავი: კვირა დღეს ჩემი სიძე არ მუშაობდა და დაგვპირდა, მონსერატის მონასტერში წაგიყვანთო. თუმცა, საუბრისას თამუნამ ახსენა, რომ კახა არც ანდორაში წაყვანაზე გვეტყოდა უარს. მოგეხსენებათ, ანდორა ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვრებს შუა მდებარეობს. ეს წინადადება უფრო მაცდურად მივიჩნიეთ და გადავწყვიტეთ, ამჯერად ანდორა გვენახა, ხოლო მონსერატის ნახვას ბარსელონაში სხვა ვიზიტისას შევძლებდით... გავიარეთ ესპანეთის ულამაზესი სოფლები, სადაც თურმე, ადამიანებს ბევრნაირი ოფისი ემსახურება და ადგილობრივებიც დასაქმებულები არიან. ცოტა არ იყოს, შეგვშურდა ეს ამბავი...
GzaPressკახამ თქვა, სადაცაა პირველი საათი გახდებაო და ერთ-ერთ სოფელში, მთის წვერზე მდგომ შენობასთან მანქანა გააჩერა. მერე აგვიხსნა, ეს რესტორანია, სადაც არაჩვეულებრივი კერძები მზადდება. მხოლოდ პირველი საათისთვის გაიხსნება და რადგან ზუსტად ამ დროს აქ ვართ, კერძებს დაგაგემოვნებინებთო. თან ეზოში მდგომი გალიებისკენ მიგვითითა, სადაც არაერთი სახეობის ფრინველი თუ ცხოველი დადიოდა. აქ ყველაფერი ნატურალურია, რესტორანს თავისი მეურნეობა აქვსო... შიგნით შევედით და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მოვკალათდით, რადგან წინ საუკეთესო ხედი იშლებოდა. თურმე ამ რესტორანში შაბათ-კვირას შეგიძლია გადაიხადო 7 ევრო და დახლზე გამოდგმული კერძებიდან რაც და რამდენიც გინდა, მიირთვა. შუა კვირაში კი ეს სიამოვნება კაცზე 3 ევრო ღირს. ამჯერადაც, პაელია მივირთვი, კიდევ რამდენიმე სახეობის კერძი დავაგემოვნე, რომელთა სახელებიც ვერ დავიმახსოვრე. ესპანური წითელი ღვინოც გავსინჯეთ და ალბათ, ესპანელები არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ ქართული წითელი ღვინო გაცილებით არომატული და გემრიელია...
ესპანური სოფლები დასრულდა. საზღვარი ისე გავიარეთ, არავის არანაირი საბუთი არ მოუთხოვია, არც კი შეგვაჩერეს. ანდორას ტერიტორიაზე გადასვლისთანავე ჩვენს წინ არაჩვეულებრივი ხედი გადაიშალა. მთებს შორის ჩაფლული პატარა სახელმწიფო ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყურება. ამჯერადაც არაერთი არქიტექტურის ნიმუშით მოვიხიბლეთ, თუმცა ლიკამ აღნიშნა, ყაზბეგის მერე აქაურობას მთები ვუწოდოთ, ცოტა სასაცილოაო და აბსოლუტურად ვეთანხმები. კლიმატი კი ნამდვილად ყაზბეგის ჰქონდა. ბარსელონისგან განსხვავებით, იქ საკმაოდ ციოდა და ცოტა ხანში თოვაც დაიწყო. ანდორაში ჩასულები ბევრ საინტერესოს ვერაფერს ნახავთ, გარდა იმისა, რომ ერთ დიდ სავაჭრო ქალაქში მოხვდებით, რომელიც პირადად ჩვენ, ბოლომდე ვერ დავათვალიერეთ. აქ ბარსელონასთან შედარებით, ნამდვილად ყველაფერი იაფია, განსაკუთრებით კი სუნამოს ფასებით მოვიხიბლეთ... უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როცა გეზი კვლავ ესპანეთისკენ ავიღეთ. წინ რამდენიმესაათიანი მგზავრობა გველოდა, ამიტომ კახამ გვითხრა, სადმე გავჩერდები და ყავა დავლიოთო. ყავახანა დაკეტილი დაგვხვდა. უნდა აღვნიშნო, რომ ესპანეთმა ამ მხრივ ძალიან გამაოცა. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო დაწესებულება შუადღის 2 საათამდე მუშაობს, კვირა დღეს კი, შიმშილითაც რომ მოკვდე, კაფე კი არა, უბრალო მაღაზიასაც ვერსად ნახავ ღიას, რომ პური მაინც იყიდო. იქ კვირა დღეს ყველა ისვენებს... მოკლედ, ისევ მანქანაში დავბრუნდით. თამუნამ გვითხრა, ნაგავს გადავყრი და ახლავე დავბრუნდებიო. მის დაბრუნებამდე კახამ მანქანა სადგომიდან გამოიყვანა და მეუღლის მოლოდინში იქვე გაჩერდა. ყველა ერთად ვუყურებდით, როგორ მორბოდა თამუნა მანქანისკენ და ჩვენ წინ მდგომ ავტომობილში როგორ ჩახტა. თვითონ კი ახარხარებული გადმოხტა მალევე უკან, მაგრამ იმ მძღოლის სახე არასოდეს დამავიწყდებაო, თვალებზე ცრემლმომდგარმა გვითხრა... შესაძლებელია ადამიანს ერთი და იმავე ფერის ან მარკის მანქანები აერიოს ერთმანეთში, მაგრამ კახას შავი მანქანა ჰყავს, ოთხკარიანი, ის კი პატარა, ორკარიანი თეთრი ავტომობილი იყო და ვერაფრით ამოვხსენით, როგორ შეეშალა...
იმავე საღამოს, თამუნას რეკომენდაციით, ბარში წასვლა გადავწყვიტეთ, სადაც ნახევარსაათიანი "ფლამენკოს" შოუ იმართება. ამ ბარში შესვლა 17 ევრო ღირს, მაგრამ დამერწმუნეთ - თუ შეხვალთ, არ ინანებთ. ისე ცეკვავენ და მღერიან, ტანში ჟრუანტელი დაგივლით. ფლამენკო ყოველთვის მომწონდა, ინტერნეტშიც არაერთხელ მინახავს, მაგრამ ცოცხლად შესრულებული სულ სხვა ყოფილა. განსაკუთრებით, ქალი სოლისტის მიერ შესრულებული ცეკვა მომეწონა. ისეთი "ცეცხლი დაანთო", იმხელა ემოცია გადმოგვცა, სიტყვებით ვერ აღვწერ. თვითონაც ისეთი ემოციური იყო, რომ თითქმის მთელი ცეკვის განმავლობაში გულწრფელად ტიროდა. სამწუხაროდ, შოუ სულ ნახევარი საათით გაგრძელდა. მაყურებლები მათი ბისზე გამოსვლას ვითხოვდით, მაგრამ ამ დროში იმხელა ენერგია დახარჯეს, მეეჭვება, ცეკვა კიდევ შესძლებოდათ... თუ ბარსელონაში მოხვდებით, ეს სიამოვნება არ მოიკლოთ. მთელი კვირის მანძილზე შთაბეჭდილებებით სავსე დღეები მქონდა, მაგრამ "ფლამენკო" დაუვიწყარია...
GzaPress
პარასკევს დღის პირველი ნახევარი ბარგის ჩალაგებას მოვანდომეთ, მერე კი ტაქსი გავაჩერეთ და აეროპორტისკენ გავემგზავრეთ. 36 ევრო რომ დაიწერა მონიტორზე, გაგვიხარდა, არც ისე ძვირი დაგვიჯდა მგზავრობაო, თუმცა ნურას უკაცრავად, ავტომობილიდან გადმოსულებს მძღოლმა მოგვახსენა, ეს თქვენი მგზავრობა დაწერა 36 ევრო, ბარგმაც ხომ იმგზავრა და იმის საფასური - 10 ევროც ემატებაო. ბევრი ვეკამათეთ მძღოლს, მაგრამ ვინ მოგვისმინა?..
აეროპორტში შესვლისთანავე, თავი სამშობლოში ვიგრძენით, რადგან ირგვლივ სულ ქართველები იყვნენ. როცა გვეგონა, სამშვიდობოს გავედით და აღარაფერზე უნდა გვენერვიულა, ერთმა ფერადკანიანმა პოლიციელმა რიგიდან გამომიყვანა, ცალკე დამაყენა და მითხრა, შენ სპეციალური კონტროლი უნდა გაიაროო. სხეულზე რაღაც აპარატი გადამატარა, საგულდაგულოდ დამითვალიერა ხელისგულები და მხოლოდ ამის შემდეგ დამემშვიდობა. 200-ზე მეტი ადამიანიდან ასეთი კონტროლი მხოლოდ მე გავიარე. როგორც ჩანს, არ უნდოდა ესპანეთს ჩემი სამშობლოში გამოშვება, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. არა უშავს, ბარსელონა, მე კვლავ დავბრუნდები!..
ნათია ჟივიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარკუს მეტრეველის გულახდილი ინტერვიუ
ინტერვიუ კარანტინში მყოფ ჟურნალისტთან
"ბევრი უსინათლო ადამიანი კარგად რეალიზებულია"
"გაზრდილია როგორც ძაღლის ჯიშების მრავალფეროვნება, ისე მათ მიმართ ინტერესი"
რა საწამლავს გვაწვდიან ქართველებს - ბექა ქურხულის თვალით დანახული რეალობა
რას ჰყვება უმცროსი ჯაბა ბაბუასა და "მხედრიონზე"
წაიკითხა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ და მაინც მხნედ არის
"არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი