ლეგალური დასაქმება ისრაელში - გზაპრესი

ლეგალური დასაქმება ისრაელში

წლებია, რაც ხელისუფლება ისრაელთან შრომითი ბაზრის მოწესრიგებაზე აპელირებს. სოციალურ ქსელებშიც პერიოდულად ჩნდება იმედისმომცემი ფრაზები, რომ მალე ქართველები ისრაელის შრომის ბაზარზე, ოფიციალურად დასაქმების უფლებას მიიღებენ, მაგრამ დაპირებები ფუჭია და მათი ხორცშესხმის რეალური საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს. ყოველდღიურად კი ამ ქვეყნიდან დეპორტირებული ქართველების რიცხვი იზრდება. ასეთ ფონზე კიდევ უფრო გასაკვირია, რომ აღნიშნულ ქვეყანაში არაერთი ქართველი მუშაობს ლეგალურად, შრომითი ხელშეკრულებით და ფიქსირებული ხელფასით.

ისრაელის სახელმწიფო, თავის ხანდაზმულ მოქალაქეებს არა მარტო ღირსეულ პენსიას უხდის, არამედ აძლევს მომვლელი ქალის აყვანის უფლებას. საპენსიო ასაკს გადაცილებულ ავადმყოფებსა და ინვალიდებს ენიშნებათ საპენსიო დანამატი, რათა მათ შეძლონ დამხმარე ქალის ხელფასით უზრუნველყოფა. ასეთი მომვლელებისთვის დაწესებულია "B1" ვიზა, რომლითაც ძირითადად უკრაინელები, ფილიპინელები, მოლდაველები და ქართველები სარგებლობენ. ბოლო პერიოდში მათ შეუერთდნენ ინდოეთიდან ჩამოსული მამაკაცები. მათ ჰქვიათ მეტაპელეტები და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. თითქმის ყველა ქალაქში რამდენიმე დასაქმების ბიურო, ე.წ. ხევრაა გახსნილი. ისინი მეტაპელეტებსა და ოჯახებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებენ. სისტემა იმდენად კარგადაა აწყობილი, რომ ერთ მეტაპელეტზე რამდენიმე სოციალური მუშაკი მოდის. ისინი ამოწმებენ, თუ რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება, როგორია მათი საკვები, სამუშაო პირობები და ა.შ. პარალელურად მოწმდება მოხუციც, როგორ უვლის მეტაპელეტი და ხომ არ აქვს ადგილი ძალადობას.

"B1" ვიზა გაიცემა საქართველოში, ისრაელის საკონსულოში. მისი მიღება საკმაოდ რთულია და მხოლოდ ორმოცდაათ წლამდე ქალბატონებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ნიკო ბელიაშვილი, საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ისრაელში: - სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ ისრაელის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოსთვის სამუშაო ვიზების შექმნის პროცესი უნდა დაჩქარდეს. მისი მხრიდან ეს იყო მხოლოდ კეთილი ჟესტი. ისრაელში, სამუშაო კვოტების დაწესება, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ შედის. მას შეუძლია მხოლოდ თხოვნით მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაჩქარდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. რაც ყველაზე მთავარია, ისრაელის მხარე კარგად ხვდება, რომ თუნდაც ლეგალური სამუშაო ვიზის დაწესებით საქართველოდან ტურისტულად წამოსულ და არალეგალურად დამრჩენ ხალხის ნაკადს ვერ შეამცირებს. თანაც ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წლების წინ ჩაშალა. კერძოდ, ისრაელის მხრიდან იყო წამოყენებული მოთხოვნა, რომ 2017 წელს უნდა გაეყვანათ მინიმუმ 5000 არალეგალი და ამის შემდეგ დაიწყებოდა ფიქრი ლეგალურ დასაქმებაზე. საქართველოს ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

GzaPress- თუმცა ქართველები ისრაელში მაინც ახერხებენ ლეგალურად დასაქმებას...

- ლეგალური სამუშაო ადგილების შექმნა ხდება, როცა ორი სახელწიფოს შეთანხმების საფუძველზე წესდება სამუშაო კვოტა. ისრაელში ოცდათერთმეტ კომპანიას შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება. იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანია რომელი კატეგორიისთვის გასცემს ვიზას. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ვინც ასაქმებს ხალხს, ჩამოჰყავს ფილიპინელები, რადგან ისინი საუკეთესოები არიან ამ დარგში და თან იაფი მუშახელია. სამწუხაროდ, ქართველებს მხოლოდ მომვლელებად, ე.წ. მეტაპელეტებად ასაქმებენ. ეს სამუშაო ნამდვილად ლეგალურია, მაგრამ არალეგალურია ფორმა, რომლითაც ქართველი ქალები დასაქმების აღნიშნულ პროგრამაში ერთვებიან.

ისრაელის სახელმწიფო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სამუშაო ვიზას სახელწოდებით "B1", რომლის მიღებისთვის საჭირო ნებართვას გასცემენ ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. ეს რთული, ხანგრძლივი პროცესია და შედეგი ყოველთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ოდესმე რაიმე ფორმით შეხება გქონიათ კრიმინალურ სამყაროსთან, თუ თქვენი მეგობრები ან ნათესავები უკვე მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელის ტერიტორიაზე, მაშინ ამ ვიზის მიღებაზე ოცნებასაც ვერ შეძლებთ.

ანა ყიფშიძე: - სამუშაო ვიზის მისაღებად საჭირო საბუთების შეგროვება არ გამჭირვებია, მაგრამ ცხრა თვე ამაოდ ველოდი, რომ მოიძებნებოდა ოჯახი, რომელიც მე ამირჩევდა. ბოლოს, როგორც იქნა, შემარჩიეს ინვალიდ გოგოსთან სამუშაოდ. საქართველოში გამომიგზავნეს ხელშეკრულება, რომელშიც ეწერა ყველა წვრილმანი, დაწყებული ხელფასიდან, დამთავრებული დასვენების დღით, მაგრამ ავადმყოფის მამას, ხევრაში რომ მოვიდა და გამესაუბრა, არ მოვეწონე. გამხდარია, ჩემს შვილს ვერ ასწევსო და უარი თქვა ჩემზე. ეს იყო ნამდვილი შოკი. საქართველოში დიდი ვალი მქონდა. იმისი წარმოდგენაც კი არ მინდოდა, უმუშევრობა დღეების მანძილზე რომ გაგრძელებულიყო, ჩემი ოჯახი რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ხევრამ მაშინვე მომიძებნა ახალი ოჯახი და სამ საათში ჩემი პრობლემა მოგვარდა. მოვხვდი მორწმუნე ებრაელების, ე.წ. დათიმების ოჯახში. მათთან მუშაობა არ არის იოლი. თავიანთი წესები აქვთ, რომელსაც მკაცრად იცავენ. მაგალითად, პარასკევიდან შაბათ საღამომდე არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს, არ ანთებენ სინათლეს, არ რთავენ გაზს. ამ პერიოდში მთელი ისრაელის ტერიტორიაზე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ცხადია, ჩემთვის რთული იყო ამასთან შეგუება, მით უფრო, რომ არ მესმოდა მათი ენა, ერთმანეთს ინტერნეტთარჯიმნით ვეკონტაქტებოდით. თან ვუვლიდი ლოგინად ჩავარდნილ 92 წლის უმძიმესი ავადმყოფს. ის ერთ თვეში გარდაიცვალა და ისევ უსამსახუროდ დავრჩი. გარდაცვლილი ბებიის ოჯახმა ისევ ხევრაში დამაბრუნა. სამუშაო საათები დამთავრებული იყო, ოფისს კეტავდნენ. გვითხრეს, ხვალ მოდითო. ოჯახმა უკან აღარ წამიყვანა და მე ჩემოდნით დავრჩი ქუჩაში. იანვარი იყო, კოკისპირულ წვიმაში ვიდექი და ვტიროდი. ცოტა რომ დავმშვიდდი, ნაცნობებს გადავურეკე. მათი დახმარებით ვიპოვე ღამის გასათევიც და სამსახურიც. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მადლობა ღმერთს, ახლა კარგ ოჯახში ვმუშაობ. უკვე თავისუფლად ვსაუბრობ ივრითულად და თავის დაცვაც შემიძლია. ქალებს, რომლებსაც აქ წამოსვლა სურთ, ვურჩევ საბაზისო ინგლისური მაინც ისწავლონ და თავიანი ბედი მხოლოდ ერთ ფურცელს არ მიანდონ. ისრაელში ცხოვრება ძნელია. აქ უმკაცრესი კანონები მოქმედებს. როცა ამ პროგრამაში ვერთვებით, ჩვენი ოჯახის წევრები ისრაელის საზღვრის გადმოკვეთის და ამ ქვეყანაში თუნდაც სტუმრის რანგში შემოსვლის უფლებას კარგავენ. მახსოვს, სამი წლის წინ, საქართველოში ისრაელის საელჩოში გასაუბრებზე ჩემი ოჯახის წევრებიც დაიბარეს. გვითხრეს: ეს პროცედურა იმიტომ იყო გასავლელი, რომ მათ ისრაელში ჩემს სანახავად ჩამოსვლა შესძლებოდათ, მაგრამ მოხდა პირიქით: ერთი წლის შემდეგ, როცა მოვინდომე შვილი ჩამომეყვანა (თან, ებრაელებმა, ვისთანაც ვცხოვრობ და ვმუშაობ, იუსტიციის სახლში შეიტანეს განაცხადი, რომ სტუმრად იწვევენ თავიანთი მეტაპელეტის შვილს), უარი გვითხრეს.

- როგორ ახსნეს ეს უარი?

GzaPress- თუ მინდოდა შვილის ნახვა, ოჯახი ვალდებული იყო, მოეცა ჩემთვის შვებულება, რომ წავსულიყავი სახლში და შვილი მენახა. რომ არ არსებობდა ბავშვის ისრაელში ჩამოყვანის აუცილებლობა. წელიწადში ერთხელ, ერთი თვით საქართველოში წასვლის უფლება გვაქვს. შეგვიძლია ეს ოცდაათი დღე გავყოთ ორად და ორჯერ ვისარგებლოთ შვებულებით. თბილისში რომ ჩამოვდივარ, მეგობრები, მეზობლები შემომნატრიან, როგორ გაგიმართლა ისრაელში რომ მუშაობო, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ გამიმართლა. ქართველი დედისთვის შვილთან განშორება ყველაზე დიდი სასჯელია. თან ყველაფერი ისე იოლია არ არის, როგორც შორიდან ჩანს. უმძიმესი დღეები გადავიტანე. წამოსვლიდან ექვს თვეში 26 წლის ძმა დამეღუპა, შემდეგ მამა. დაკრძალვის დღეს ჩემმა "ბალაბაითმა" (უფროსმა) სტუმრად წამიყვანა. რადგან სამუშაო დღე იყო, არ მქონდა უფლება სახლში დავრჩენილიყავი და ჩემი მიცვალებული დამეტირა. ორ კვადრატულ მეტრ ოთახში, რომელშიც სარეცხი მანქანა და საშრობი გვედგა, მოვიკუნტებოდი და უხმოდ ვტიროდი. არა აქვს მნიშვნელობა, ლეგალურად მუშაობ თუ არა, სხვისი მოსამსახურე რომ ხარ, თავისუფლებას კარგავ. ხელშეკრულების ვადა რომ ამომეწურება, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები. შავი პური მქონდეს და იქ ვიყო, მირჩევნია. ჩვენს სამშობლოზე უკეთესი ადგილი არ არსებობს...

ისრაელში სამუშაოდ ჩამოსვლას ნათია სამხარაძე წლების განმავლობაში გეგმავდა. "ტკბილ ქვეყანაში" სამი შვილის დედა თორმეტი საათის განმავლობაში ამზადებდა ტკბილეულს და კომპანიისგან 31 ლარს იღებდა. ხელფასი, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომით გამოიმუშავებდა, უნდა გაენაწილებინა ბინის ქირაზე, კომუნალურ გადასახადებზე, საკვებზე და ა.შ. ბოლოს გადაწყვიტა, ქვეყანა დაეტოვებინა. ისრაელში სამუშაო ვიზის მისაღებად საკმაოდ რთული გზა გაიარა.

- აუცილებელი მოთხოვნა იყო ექთანის კურსების გავლა. სხვა ქალების მსგავსად, მეც ვასწავლე მოხუცის მოვლა, დაბანა, გამოკვება, გასუფთავება, შემდეგ დავიწყე საბუთების მოგროვება, რაც ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი აღმოჩნდა. თითოეულ საბუთს იუსტიციის სახლში უნდოდა დამოწმება და აპოსტილის გაკეთება, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. შემდეგ გაძნელდა ისრაელში ოჯახის მოძებნა, აპოსტილებს ვადა გაუვიდა და ხელახლა გახდა გასაკეთებელი. ოჯახი მხოლოდ შვიდი თვის ლოდინის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ ჩამოსვლა დავაგვიანე და ოჯახმა სხვა აიყვანა. ეს იყო ნამდვილი შოკი. ხევრა არ დამეხმარა. არც ფული მქონდა, არც ენა ვიცოდი და ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოვჩნდი. ვტიროდი, ხალხი მიყურებდა, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. აქ საომარი მდგომარეობაა და სახლში უცნობს არავინ შეუშვებს. რომ შემცივდა, სადარბაზოს შევაფარე თავი. ის ღამე კიბეზე გავათენე. ვინც იცის, როგორ მუშაობს ისრაელის პოლიცია, არ გაუჭირდება გაგება, რა საფრთხე მემუქრებოდა. იმ ღამეს რომ დავეჭირე, ციხე და დეპორტი არ ამცდებოდა. მეორე დღეს მოვძებნე ნაცნობი მეტაპელეტი. მან შემიფარა და სამსახურიც მომაძებნინა. ლოგინად ჩავარდნილ ბაბუასთან დავიწყე მუშაობა. უმძიმესი ავადმყოფი იყო. ყელში ტრაქეოსკოპია ჰქონდა ჩადგმული, საიდანაც ნახველი ამომქონდა. მუცლიდან იკვებებოდა. მოგვიანებით საავადმყოფოში ექთანები გაოცდნენ, ასეთ მძიმე ავადმყოფს მეტაპელეტი როგორ უვლისო? მაგრამ შეუძლებელი შევძელი. სრული ორი თვე საავადმყოფოში იწვა და მე თავზე ვადექი. ღამეებს სკამზე ვათენებდი. მაშინ ჩემი უფლებები არ ვიცოდი, თურმე საავადმყოფოში მხოლოდ რვა საათი უნდა გამეტარებინა. ენობრივი ბარიერი სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. ნაცნობ მეტაპელეტებს ვურეკავდი და მათგან ვარკვევდი ჩემს უფლებებს. ჩემი კონტრაქტი არ იყო ქართულად ნათარგმნი, მე კი ივრითული არ ვიცოდი. საქართველოში ისრაელის საელჩოში სანამ საბუთებს ჩავაბარებთ, გვთხოვენ, ყველაფერი ინგლისურად და ივრითულად ვათარგმნინოთ, დავამოწმებინოთ და ისე გამოვუგზავნოთ ოჯახს. ჩვენთვის იმავეს არ აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოვდივართ ბევრისთვის საოცნებო სამუშაო ვიზით, პირველ პერიოდში თითქმის ყველას გვიწევს სირთულეებთან შეჭიდება. მაგრამ მადლობა ამ ქვეყანას, რომ საშუალება მომცა, ფინანსური პრობლემები მომეგვარებინა. სახლი შევიძინე, ჩემს შვილებს უკვე საკუთარი ჭერი აქვთ.

საავადმყოფოში გატარებულ ურთულეს დღეებს ნათიასთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ექთანებმა მისი შრომა ისე დაფასეს, რომ ერთ-ერთ ექიმთან, რომელიც თავისი ავადმყოფი დედისთვის მომვლელს ეძებდა, რეკომენდაცია გაუწიეს. ასე მოხვდა ის ქართველი ებრაელების ოჯახში. მოგვიანებით ჩაჩაშვილებმა სოციალურ ქსელში ნათიას შესახებ დაწერეს და ქართველ მეტაპელეტს ერთგულებისა და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.

წლებია, რაც ხელისუფლება ისრაელთან შრომითი ბაზრის მოწესრიგებაზე აპელირებს. სოციალურ ქსელებშიც პერიოდულად ჩნდება იმედისმომცემი ფრაზები, რომ მალე ქართველები ისრაელის შრომის ბაზარზე, ოფიციალურად დასაქმების უფლებას მიიღებენ, მაგრამ დაპირებები ფუჭია და მათი ხორცშესხმის რეალური საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს. ყოველდღიურად კი ამ ქვეყნიდან დეპორტირებული ქართველების რიცხვი იზრდება. ასეთ ფონზე კიდევ უფრო გასაკვირია, რომ აღნიშნულ ქვეყანაში არაერთი ქართველი მუშაობს ლეგალურად, შრომითი ხელშეკრულებით და ფიქსირებული ხელფასით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ხშირად ირღვევა, მაგრამ ებრაელების ოჯახებისთვის დაწერილი და დაუწერილი კანონითაც, მეტაპელეტის შრომა უნდა ანაზღაურდეს. ისინი ასევე სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტით. თეა ქურდაძეს ისეთ მძიმეწონიანი მოხუცის მოვლა უწევდა, რომ თირკმელზე პრობლემა შეექმნა და ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა.

- ყველაზე მეტად შვილების დატოვება გამიჭირდა, უცხო ქვეყანასა და გარემოსთან შეგუება არ იყო იოლი. მახსოვს, დილის ექვსი საათი იყო. სანამ მოხუცი გაიღვიძებდა, შვილებს დავურეკე. ოთახში შემომივარდნენ, მუშაობ თუ ლაპარაკობო? და გამომაგდეს. ბევრი ქალის მსგავსად, მეც ჩემოდნით აღმოვჩნდი ქუჩაში.

GzaPress- არის შემთხვევები, როცა მეტაპელეტსა და ოჯახს შორის დავა სასამართლომდე მიდის?

- მე მქონდა მსგავსი შემთხვევა. მოხუცის წამლებისთვის აფთიაქში წავედი. ბებია ინვალიდის ეტლში იჯდა. პირიდან გამოიღო პროთეზი, დაუვარდა იატაკზე, უნდოდა აღება და გადმოვარდა სავარძლიდან. კარი რომ შევაღე, ძირს ეგდო, სისხლში ცურავდა. თავი რამდენიმე ადგილას ჰქონდა გატეხილი. თავიდან მეგონა, მკვდარი იყო. ისტერიკაში ჩავვარდი, ძალიან შემეშინდა. მაშინვე ქართველი მეზობლები შემოცვივდნენ, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ჭრილობა დაუმუშავეს და ორ საათში სახლში გამოგვიშვეს, მაგრამ ეს ამბავი ამით არ დამთავრებულა. მისმა ერთ-ერთმა შვილმა მიჩივლა. დამიბარეს სასამართლოში. შვილი მდებდა ბრალს, რომ დედამისს ხელი ვკარი და გადავაგდე. მოხუცმა ჩემი მხარე დაიჭირა. ძალიან დამეხმარა ბებიის რძალი და სასამართლომ ბოლოს ჩემს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მომჩივან შვილს გარკვეული დროით სახლთან 500 მეტრზე მოახლოებაც აეკრძალა. წარმოიდგინეთ, როგორია ისრაელში კანონის უზენაესობა და ისიც გაითვალისწინეთ, მე რას მიზამდნენ არალეგალი რომ ვყოფილიყავი.

- რამდენ წელს მოიცავს აღნიშნული სამუშაო ვიზა?

- მეტაპელეტებისთის სამუშაო ვიზის ხანგრძლივობა 4 წელი და სამი თვეა, მაგრამ მისი გახანგრძლივება შესაძლებელი ხდება, თუ მოხუცი ცოცხალია და მეტაპელეტის შეცვლაზე უარს ამბობს. ასეთ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ წელს, აღნიშნული მეტაპელეტისთვის ვიზის გაგრძელებაზე თანხმობას გასცემს.

- რა პროცედურაა გასავლელი, როცა მეტაპელეტი საბოლოოდ ტოვებს ისრაელს?

- მივდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტაპელეტების განყოფილებაში, რომ წარადგინოთ თვითმფრინავის ბილეთი და განცხადება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მეტაპელეტები ვსარგებლობთ დაგროვებითი პენსიის სიკეთით. მუშაობის პერიოდში დაგროვებულ პენსიას, რომელიც ჩვენთვის სულაც არ წარმოადგენს მცირე თანხას, აეროპორტში გვაძლევენ. ტერმინალს რომ გავივლით, ბოლო გასასვლელშია სალარო და იქ გვინაღდებენ. ისრაელი კანონის ქვეყანაა და აქ შრომითი უფლებები დაცულია.

საპენსიო თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში 10.000-დან 16.000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენჯერ გამოიცვალა მეტაპელეტმა სამუშაო ადგილი, როგორი ხანგრძლივობით ისარგებლა შვებულების ვადით, რამდენჯერ გამოიყენა მისთვის დაწესებული გამაჯანსაღებელი დღეები და ა.შ. პენსიის დაგროვება გრძელდება იმ შემთხვევაშიც, როცა მოხუცის მოთხოვნით, მეტაპელეტი ოთხი წლისა და სამი თვის გასვლის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთ ძალიან საყურადღებო პუნქტს: მეტაპელეტებს ეკრძალებათ, მოხუცის მოვლის პარალელურად, სხვა სამუშაოს შეთავსება, ისრაელში კი კანონის დარღვევას არ პატიობენ. მეტაპელეტს ჯერ ციხე, შემდეგ კი დეპორტი ემუქრება.

ნიკო ბელიაშვილი:

- სამწუხაროდ, არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, რამდენი ქართველი ქალი მუშაობს ისრაელში ლეგალურად, რადგან ისინი მხოლოდ პირადი კონტაქტებით ამყარებენ კავშირებს აქაურ სოციალური მომსახურეობის სახლებთან. ამიტომაც ხშირია შემთხვევა, როცა საკმაოდ მძიმე დღეების გადატანა უწევთ.

- მეტაპელეტები ხშირად მოგმართავენ დასახმარებლად?

- ადვოკატების მიმართ ქართველი მეტაპელეტები სკეპტიკურად არიან განწყობილები, რადგან ხშირად თაღლითების კლანჭებში ხვდებიან. უნდა მოინახოს ისეთი ადვოკატი, რომელიც საემიგრაციო საკითხებზე მუშაობს, სხვა შემთხვევაში მისთვის გადახდილი თანხა წყალში გადაყრილია.

GzaPressმოშე კაიკოვი, ადვოკატი:

- შარშან ვმუშაობდი ქართველი მეტაპელეტის საქმეზე. მას მოხუცი დაეღუპა და სანამ მისი დამსაქმებელი ოფისი ახალ მოხუცს და ოჯახს მოუძებნიდა, სამუშაოდ კაფეში წავიდა. მუშაობა დაიწყო თუ არა, დაიჭირეს. მისმა მეგობრებმა და ქართველმა ებრაელებმა მომმართეს დასახმარებლად. ყველანი უიმედოდ ვიყავით. იუსტიციის სახლში მომცეს ცნობა, რომ აღნიშნულმა პირმა დაარღვია ვიზის პირობები, ამიტომ კანონი მის მიმართ იქნებოდა მკაცრი. მხოლოდ ის მაძლევდა იმედს, რომ ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა, მხოლოდ ერთი დღის. ამასთან, მოხუცი დაეღუპა და მე შემეძლო აპელირება იმაზე, რომ სჭირდებოდა ფული საკუთარი თავის გამოსაკვებად, სანამ ხელახლა დასაქმდებოდა. რამდენიმე დამქანცველი სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლე დაგვთანხმდა, რომ სამუშაო ვიზის არშეწყვეტის სანაცვლოდ გადაგვეხადა ჯარიმა. საბედნიეროდ, თანხა იყო მიზერული, მხოლოდ 15.000 შეკელი, დაახლოებით 4.000 ამერიკული დოლარი. ამასთან, ორი დღის ვადაში უნდა მოგვეძებნა ოჯახი, რომელიც პირდაპირ ციხიდან წაიყვანდა მოხუცის მოსავლელად. ოჯახს ვეძებდით მთელი ისრაელის ტერიტორიაზე. პატიმრის მიღებაზე ყველა უარს ამბობდა. ბოლოს ქართველმა ებრაელმა წაიყვანა. გავიმარჯვეთ. ბოლო პროცესზე სასამართლომ დაუწესა ერთი წელი მეთვალყურეობა. მან კარგად შეასრულა მოთხოვნები და სულ ახლახან, ჯარიმის თანხა 4.000 დოლარი უკან დაუბრუნდა.

- მეტაპელეტები დაზღვევითა და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. მათ ასევე აქვთ საკმაოდ სოლიდური სიცოცხლის დაზღვევაც. რა ხდება მაშინ, როცა მეტაპელეტები ავადმყოფობენ?

- მქონდა შემთხვევა, როცა ქართველ მეტაპელეტს მკერდის კიბო აღმოაჩნდა და საჭიროებდა ხანგრძლივ მკურნალობას. ამიტომ უნდოდათ, ხელშეკრულების შეწყვეტა და ამ ქალის საქართველოში გაშვება. მოგვიწია ბრძოლამ, რომ მისთვის ისრაელში ემკურნალათ. გავიმარჯვეთ. იმკურნალა, გამოჯანმრთელდა და გააგრძელა მუშაობა.

მე მხოლოდ საადვოკატო საქმიანობით არ ვარ დაკავებული. ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სიაში მეცხრამეტე ვარ. მაქვს შანსი მოვხვდე პარლამენტში და იქაც გავაგრძელო ბრძოლა ჩამოსული ადამიანების უფლებების დასაცავად. მეტაპელეტებს აქვთ ექვსდღიანი სამუშაო კვირა. მეშვიდე დღეს უნდა დაისვენონ, არ აქვთ მუშაობის უფლება. ძალიან მინდა ამ ქალებს მიეცეთ უფლება, მეშვიდე დღეს იმუშაონ იქ, სადაც უნდათ. იმედია, არჩევნების შემდეგ პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქალებს, რომლებიც ჩვენს დედებსა და ბებიებზე ზრუნავენ, ისრაელში ცხოვრება გავუადვილო.

- იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ბოლო წელს, მათ მოხუცი დაეღუპებათ, ვიზის გაგრძელების უფლებას კარგავენ...

- სახელმწიფოს ეშინია, აქ არ დაოჯახდნენ, შვილები არ იყოლიონ და არ მოითხოვონ მუდმივად დარჩენა. ამიტომ მაქსიმალურად მკაცრად აკონტროლებენ ხელშეკრულების ვადას. მეტაპელეტებს გათხოვების უფლება აქვთ, მაგრამ ეს არის ურთულესი პროცესი, რომლის გავლა თითქმის შეუძლებელია. ამ საკითხით ჩემთვის ჯერ არც ერთ ქართველს არ მოუმართავს.

P.S. ემიგრაცია და სხვის კარზე ხელგაწვდილი დგომა, ჩვენი ყოფის მწარე რეალობად რომ იქცა, უდავოა. პრობლემა მასშტაბურია და ფართო ჭრილში განხილვას საჭიროებს, მით უფრო, დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე მდგარი ქართველი საზოგადოებისთვის. ერთი რამ ფაქტია, სახელმწიფომ უნდა შეძლოს სამუშაო კვოტების დაწესება მეგობარ ქვეყნებთან. დროა დასრულდეს არალეგალების მონურ პირობებში შრომისა და არსებობის ეპოქა. მიუხედავად ბევრი ნაკლისა, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება ჩვენი ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის შვების მომცემი იქნება. ლელა ჭანკოტაძე

wlebia, rac xelisufleba israelTan SromiTi bazris mowesrigebaze apelirebs. socialur qselebSic periodulad Cndeba imedismomcemi frazebi, rom male qarTvelebi israelis Sromis bazarze, oficialurad dasaqmebis uflebas miiReben, magram dapirebebi fuWia da maTi xorcSesxmis realuri safuZveli jerjerobiT ar arsebobs. yoveldRiurad ki am qveynidan deportirebuli qarTvelebis ricxvi izrdeba. aseT fonze kidev ufro gasakviria, rom aRniSnul qveyanaSi araerTi qarTveli muSaobs legalurad, SromiTi xelSekrulebiT da fiqsirebuli xelfasiT.

xelSekrulebiT gaTvaliswinebuli pirobebi xSirad irRveva, magram ebraelebis ojaxebisTvis dawerili da dauwerili kanoniTac, metapeletis Sroma unda anazRaurdes. isini aseve sargebloben samedicino dazRvevis sruli paketiT. Tea qurdaZes iseT mZimewoniani moxucis movla uwevda, rom Tirkmelze problema Seeqmna da qirurgiuli Carevac ki dasWirda.

- yvelaze metad Svilebis datoveba gamiWirda, ucxo qveyanasa da garemosTan Segueba ar iyo ioli. maxsovs, dilis eqvsi saaTi iyo. sanam moxuci gaiRviZebda, Svilebs davureke. oTaxSi Semomivardnen, muSaob Tu laparakobo? da gamomagdes. bevri qalis msgavsad, mec CemodniT aRmovCndi quCaSi.

- aris SemTxvevebi, roca metapeletsa da ojaxs Soris dava sasamarTlomde midis?

- me mqonda msgavsi SemTxveva. moxucis wamlebisTvis afTiaqSi wavedi. bebia invalidis etlSi ijda. piridan gamoiRo proTezi, dauvarda iatakze, undoda aReba da gadmovarda savarZlidan. kari rom SevaRe, Zirs egdo, sisxlSi curavda. Tavi ramdenime adgilas hqonda gatexili. Tavidan megona, mkvdari iyo. isterikaSi Cavvardi, Zalian SemeSinda. maSinve qarTveli mezoblebi Semocvivdnen, gamoiZaxes saswrafo daxmareba. gadaviyvaneT saavadmyofoSi. Wriloba daumuSaves da or saaTSi saxlSi gamogviSves, magram es ambavi amiT ar damTavrebula. misma erT-erTma Svilma miCivla. damibares sasamarTloSi. Svili mdebda brals, rom dedamiss xeli vkari da gadavagde. moxucma Cemi mxare daiWira. Zalian damexmara bebiis rZali da sasamarTlom bolos Cems sasargeblod miiRo gadawyvetileba. momCivan Svils garkveuli droiT saxlTan 500 metrze moaxloebac aekrZala. warmoidgineT, rogoria israelSi kanonis uzenaesoba da isic gaiTvaliswineT, me ras mizamdnen aralegali rom vyofiliyavi.

- ramden wels moicavs aRniSnuli samuSao viza?

- metapeletebisTis samuSao vizis xangrZlivoba 4 weli da sami Tvea, magram misi gaxangrZliveba SesaZlebeli xdeba, Tu moxuci cocxalia da metapeletis Secvlaze uars ambobs. aseT SemTxvevaSi, Sinagan saqmeTa saministro yovel wels, aRniSnuli metapeletisTvis vizis gagrZelebaze Tanxmobas gascems.

- ra proceduraa gasavleli, roca metapeleti sabolood tovebs israels?

- mivdivarT Sinagan saqmeTa saministros metapeletebis ganyofilebaSi, rom waradginoT TviTmfrinavis bileTi da gancxadeba xelSekrulebis Sewyvetis Taobaze. metapeletebi vsargeblobT dagrovebiTi pensiis sikeTiT. muSaobis periodSi dagrovebul pensias, romelic CvenTvis sulac ar warmoadgens mcire Tanxas, aeroportSi gvaZleven. terminals rom gavivliT, bolo gasasvlelSia salaro da iq gvinaRdeben. israeli kanonis qveyanaa da aq SromiTi uflebebi daculia.

sapensio Tanxa xelSekrulebiT gaTvaliswinebuli, daaxloebiT xuTi wlis ganmavlobaSi 10.000-dan 16.000 amerikul dolaramde meryeobs. imis gaTvaliswinebiT, Tu ramdenjer gamoicvala metapeletma samuSao adgili, rogori xangrZlivobiT isargebla Svebulebis vadiT, ramdenjer gamoiyena misTvis dawesebuli gamajansaRebeli dReebi da a.S. pensiis dagroveba grZeldeba im SemTxvevaSic, roca moxucis moTxovniT, metapeleti oTxi wlisa da sami Tvis gasvlis Semdegac agrZelebs muSaobas.

xelSekruleba iTvaliswinebs erT Zalian sayuradRebo punqts: metapeletebs ekrZalebaT, moxucis movlis paralelurad, sxva samuSaos SeTavseba, israelSi ki kanonis darRvevas ar patioben. metapelets jer cixe, Semdeg ki deporti emuqreba.

niko beliaSvili:

- samwuxarod, ar arsebobs oficialuri monacemebi, ramdeni qarTveli qali muSaobs israelSi legalurad, radgan isini mxolod piradi kontaqtebiT amyareben kavSirebs aqaur socialuri momsaxureobis saxlebTan. amitomac xSiria SemTxveva, roca sakmaod mZime dReebis gadatana uwevT.

- metapeletebi xSirad mogmarTaven dasaxmareblad?

- advokatebis mimarT qarTveli metapeletebi skeptikurad arian ganwyobilebi, radgan xSirad TaRliTebis klanWebSi xvdebian. unda moinaxos iseTi advokati, romelic saemigracio sakiTxebze muSaobs, sxva SemTxvevaSi misTvis gadaxdili Tanxa wyalSi gadayrilia.

moSe kaikovi, advokati:

- SarSan vmuSaobdi qarTveli metapeletis saqmeze. mas moxuci daeRupa da sanam misi damsaqmebeli ofisi axal moxucs da ojaxs mouZebnida, samuSaod kafeSi wavida. muSaoba daiwyo Tu ara, daiWires. misma megobrebma da qarTvelma ebraelebma mommarTes dasaxmareblad. yvelani uimedod viyaviT. iusticiis saxlSi momces cnoba, rom aRniSnulma pirma daarRvia vizis pirobebi, amitom kanoni mis mimarT iqneboda mkacri. mxolod is maZlevda imeds, rom axali dawyebuli hqonda muSaoba, mxolod erTi dRis. amasTan, moxuci daeRupa da me SemeZlo apelireba imaze, rom sWirdeboda fuli sakuTari Tavis gamosakvebad, sanam xelaxla dasaqmdeboda. ramdenime damqancveli sasamarTlo procesis Semdeg mosamarTle dagvTanxmda, rom samuSao vizis arSewyvetis sanacvlod gadagvexada jarima. sabednierod, Tanxa iyo mizeruli, mxolod 15.000 Sekeli, daaxloebiT 4.000 amerikuli dolari. amasTan, ori dRis vadaSi unda mogveZebna ojaxi, romelic pirdapir cixidan waiyvanda moxucis mosavlelad. ojaxs veZebdiT mTeli israelis teritoriaze. patimris miRebaze yvela uars ambobda. bolos qarTvelma ebraelma waiyvana. gavimarjveT. bolo procesze sasamarTlom dauwesa erTi weli meTvalyureoba. man kargad Seasrula moTxovnebi da sul axlaxan, jarimis Tanxa 4.000 dolari ukan daubrunda.

- metapeletebi dazRveviTa da samedicino momsaxurebiT sargebloben. maT aseve aqvT sakmaod soliduri sicocxlis dazRvevac. ra xdeba maSin, roca metapeletebi avadmyofoben?

- mqonda SemTxveva, roca qarTvel metapelets mkerdis kibo aRmoaCnda da saWiroebda xangrZliv mkurnalobas. amitom undodaT, xelSekrulebis Sewyveta da am qalis saqarTveloSi gaSveba. mogviwia brZolam, rom misTvis israelSi emkurnalaT. gavimarjveT. imkurnala, gamojanmrTelda da gaagrZela muSaoba.

me mxolod saadvokato saqmianobiT ar var dakavebuli. erT-erTi Zlieri opoziciuri politikuri partiis siaSi mecxramete var. maqvs Sansi movxvde parlamentSi da iqac gavagrZelo brZola Camosuli adamianebis uflebebis dasacavad. metapeletebs aqvT eqvsdRiani samuSao kvira. meSvide dRes unda daisvenon, ar aqvT muSaobis ufleba. Zalian minda am qalebs mieceT ufleba, meSvide dRes imuSaon iq, sadac undaT. imedia, arCevnebis Semdeg parlamentis tribunas gamoviyeneb imisTvis, rom qalebs, romlebic Cvens dedebsa da bebiebze zrunaven, israelSi cxovreba gavuadvilo.

- im SemTxvevaSi Tu xelSekrulebis bolo wels, maT moxuci daeRupebaT, vizis gagrZelebis uflebas kargaven...

- saxelmwifos eSinia, aq ar daojaxdnen, Svilebi ar iyolion da ar moiTxovon mudmivad darCena. amitom maqsimalurad mkacrad akontroleben xelSekrulebis vadas. metapeletebs gaTxovebis ufleba aqvT, magram es aris urTulesi procesi, romlis gavla TiTqmis SeuZlebelia. am sakiTxiT CemTvis jer arc erT qarTvels ar moumarTavs.

P.S. emigracia da sxvis karze xelgawvdili dgoma, Cveni yofis mware realobad rom iqca, udavoa. problema masStaburia da farTo WrilSi ganxilvas saWiroebs, miT ufro, demografiuli katastrofis zRvarze mdgari qarTveli sazogadoebisTvis. erTi ram faqtia, saxelmwifom unda SeZlos samuSao kvotebis daweseba megobar qveynebTan. droa dasruldes aralegalebis monur pirobebSi Sromisa da arsebobis epoqa. miuxedavad bevri naklisa, sazRvargareT legaluri dasaqmeba Cveni emigrantebis didi nawilisTvis Svebis momcemi iqneba.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4