როცა წინააღმდეგობებს მოტივაციად აქცევ...
font-large font-small
როცა წინააღმდეგობებს მოტივაციად აქცევ...
"ეს სახლი ეტლით მოსარგებლეების თავშეყრის ადგილი იქნება"

გიგა აბულაძე ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა თავის დროზე უწყებაში სამუშაოდ მიიწვია. დღემდე ამ სამინისტროს თანამშრომელია. ის ეტლით მოსარგებლეა (დიაგნოზი თანდაყოლილი სპინალური ამიოტროფია), საინტერესო იდეებითა და გეგმებით. ამბობს, რომ ბრძოლისთვის დაიბადა, მიზანი ყოველთვის ერთი აქვს, - იცხოვროს საინტერესოდ და შინაარსიანად. ეს კი მოდუნების საშუალებას არასდროს აძლევს. ყველა სირთულე, რომელსაც სხვადასხვა ეტაპზე გადააწყდა, მთავარ მოტივაციად აქცია.
ახლა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა და ოჯახზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო. ჰყავს დედა და 15 წლით პატარა ძმა, რომელიც იმავე დიაგნოზით დაიბადა. ეს პერიოდი გიგას ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა, სხვაგვარად ფიქრი დაიწყო. არ უნდოდა, იმ სირთულეებს, რომელსაც წლების განმავლობაში თავად აწყდებოდა, მისი ძმა დაეთრგუნა.



"წარმატების მისაღწევად აუცილებელია განათლება და მოტივაცია. შშმ პირებს უნდა გვქონდეს სურვილი, დავუმტკიცოთ სამყაროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. არ არსებობს ქვეყნად იმაზე მძლავრი ტკბობა, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც შეძლებ, გააკეთოთ ის, რასაც მთელი სამყარო გიმტკიცებდა, რომ ვერ შეძლებდი", - ეს სიტყვები ჩვენი პირველი შეხვედრისას მითხრა, მას შემდეგ კი მის აქტივობებს სულ თვალს ვადევნებ და მიხარია. ახლა იდეა აქვს, ააშენოს კერძო სახლი, რომელსაც საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქცია ექნება და ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.
- მრავალსართულიან სახლში ვცხოვრობ, რომელიც არ არის ადაპტირებული და არც ადაპტირდება. დიდი ხანია, კერძო სახლის აშენებას ვგეგმავ, სადაც მე და ჩემი ძმა დამოუკიდებლად შევძლებთ ცხოვრებას და გარეთ გასვლისას არავის შეწუხება არ დაგვჭირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება საზოგადოებრივი ცენტრი. სახლს ექნება საკონფერენციო დარბაზი, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანები შეიკრიბებიან, მათ ჩემს გამოცდილებას გავუზიარე, ჩემზე მეტად წარმატებულ ადამიანებს შევახვედრებ, სტიმულს მივცემ. სახლში გამოკეტვა და იმაზე ფიქრი, ვინ როდის და რით დაგვეხმარება, დიდი შეცდომაა. ყველა ჩვენგანს შეგვიძლია რაღაც ვაკეთოთ, საზოგადოებას გამოვადგეთ.
ამ სახლის დაპროექტების ეტაპზე რომ გადავედი, მასშტაბი დიდი აღმოჩნდა. სპეციალურ ხელსაწყოებს დიდი ფართობი სჭირდება. მაგალითად, საძინებელი 20 კვადრატამდე უნდა იყოს. საწოლის გარშემო, ეტლისთვის სივრცეა საჭირო. დამხმარე ხელსაწყო უნდა დაუკავშირდეს საწოლს და ეტლზე გადამსვას. აბაზანაშიც იგივე ხელსაწყოებია საჭირო. ეს პროექტი მსგავსი საჭიროებების გათვალისწინებით, 200 კვადრატამდე გამოვიდა.
- მშენებლობა დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. თანხის მოძიებას რა გზით აპირებ?
- შავი კარკასის სავარაუდო ღირებულება 60. 000 დოლარია. ვყიდი კუთვნილ ბინას და ამ თანხას მთლიანად ამ საქმეში ვდებ. გარდა ამისა, ძალიან ბევრს ვმუშაობ. დასაქმებული ვარ, როგორც საჯარო, ასევე - კერძო სექტორში. ჩემი შრომით, 3-5 წელში მშენებლობის სრულად დასრულებას შევძლებ. მეგობრებისა და საზოგადოების ჩართულობის იმედიც მაქვს, ამ შემთხვევაში, პროცესი დაჩქარდება. თქვენი მკითხველიდან ვინმეს მხარდაჭერის სურვილი თუ გაუჩნდება, შეუძლიათ დამიკავშირდნენ. კარგი იქნება, სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებიც თუ გამომეხმაურებიან. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.
ადაპტირებული მანქანები ძალიან ძვირია. ამიტომ "მინი ვენი" შევიძინე, სავარძლები მოვხსენი. ამ მანქანას აქვს პანდუსი, რომელიც ეხსნება და ელექტროეტლით დამოუკიდებლად ასვლას ვახერხებ. ამ მანქანით ჩემამდე სხვა ეტლით მოსარგებლე ადამიანებს მოვიყვან, შევთავაზებ ერთად დავგეგმოთ აქტივობები. ადაპტირებული გარემოს მოწყობაზე სახელმწიფო წინ ძალიან ნელი ტემპით მიიწევს. ყველაფერი ისე რომ მოეწყოს, რომელიც გაეროს კონვენციის მიხედვითაა გაწერილი, ამისთვის კიდევ არაერთი წელია საჭირო.
- ამჟამად თავდაცვის სამინისტროში რას საქმიანობ?
- თავდაპირველად ამ სამინისტროში პიარის დეპარტამენტში ვიყავი. ვწერდი ქართველ გმირებზე, რომლებიც 2008 წელს და სამხედრო მისიებში მსახურებისას დაიღუპნენ. ამ ნაშრომების საგანმანათლებლო ლიტერატურაში შეტანაც იყო დაგეგმილი. ამჟამად ჯარისკაცებისა და მათი შშმ შვილებისთვის პროგრამირების შექმნაზე ვმუშაობ.
- კერძო სექტორში რა მიმართულებით მუშაობ?
- ჩემი საჯარო სამსახური კერძო სექტორში მუშაობის უფლებას არ მიკრძალავს. ერთ-ერთი საერთაშორისო აკადემიის ქართული ფილიალის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ვარ.
- შშმ პირებს შორის მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ არიან. ზოგიერთს სმენის პრობლემა აქვს, ზოგიერთს - მხედველობის. შენი საზოგადოებრივი ცენტრი ამ ადამიანების საჭიროებებზეც იქნება მორგებული?
- თავს ვიკავებ დაპირებებისგან, ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. ამ ცენტრში ყველას სიხარულით მივიღებთ, მაგრამ პირველ ეტაპზე, სრულად ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეებისთვის იქნება. იმედია, მომავალში მეტად განვითარებას მოვახერხებთ.
- შენს ძმაზე, მიქაელზე მიამბე.
- მიქაელი 15 წლის არის. შინ სწავლების პროგრამაშია ჩართული. მასთან დღის განმავლობაში 4 მასწავლებელი მოდის. მოსვლა კი ყველას ძალიან უხარია, რადგან მათ ყოველთვის მომზადებული ხვდება. სულ მეცადინეობს, ბევრს კითხულობს. ის ჩემზე ბევრად მაგარი ბიჭია, რუსულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად საუბრობს. დიდი სურვილი მაქვს, ამ ცენტრში არა მხოლოდ შშმ პირები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც გვესტუმრონ, განსაკუთრებით - დედები, რადგან დედის წვლილი და როლი ნებისმიერი შშმ პირის ცხოვრებაში უდიდესია. მშობლებს უნდა დავეხმაროთ გახსნაში და ვუთხრათ, რომ საკუთარი შვილებისთვის სტიმულის მიმცემნი უნდა იყვნენ.
- დღეს რომ ასეთი ძლიერი ხარ, ეს დედის დამსახურებაა?
- რა თქმა უნდა. მან იმუშავა სწორი მიმართულებით. თავად რომ დათრგუნვილიყო, სტიმული რომ არ მოეცა, თავდაჯერებულობა რომ არ განევითარებინა, ჩემს განათლებაზე რომ არ ეზრუნა, სწორი მესიჯები რომ არ გამოეშვა, დღეს ასეთი ძლიერი ვერ ვიქნებოდი. იმავე მეთოდით მუშაობს მიქაელთან. მჯერა, მიქაელი ბევრ რამეს შეცვლის.
მამა გარდაიცვალა, მეოთხე წელია, ოჯახს ვინახავ, მყავს ფიზიკური ასისტენტი და მძღოლი. ახლა მთლიანად სახლის მშენებლობაზე ვარ გადართული, ყველასთან ცემენტზე, არმატურასა და ბლოკზე ვლაპარაკობ. განაშენიანების სამოქმედო გეგმა, ფართო სახლის აშენების უფლებას არ გვაძლევს. ამიტომ იძულებული ვარ, ორსართულიანი სახლი ავაშენო. მიხარია, რომ გარშემო ადაპტირებული სკოლებია. ჩემი ძმა ვერ ურთიერთობს და არ იცნობს კლასელებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებთანაც ვირტუალური მეგობრობა აკავშირებს. იქნებ კლასელებთან ბოლო წელს მაინც გავიდეს და დღეები მათთან ერთად, უფრო ლაღად და მხიარულად გაატაროს. ყველა ადამიანი თანასწორია!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარკუს მეტრეველის გულახდილი ინტერვიუ
ინტერვიუ კარანტინში მყოფ ჟურნალისტთან
"ბევრი უსინათლო ადამიანი კარგად რეალიზებულია"
"გაზრდილია როგორც ძაღლის ჯიშების მრავალფეროვნება, ისე მათ მიმართ ინტერესი"
რა საწამლავს გვაწვდიან ქართველებს - ბექა ქურხულის თვალით დანახული რეალობა
რას ჰყვება უმცროსი ჯაბა ბაბუასა და "მხედრიონზე"
წაიკითხა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ და მაინც მხნედ არის
"არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი