"მე ყველაფერს დავამარცხებ!.."
font-large font-small
"მე ყველაფერს დავამარცხებ!.."
წაიკითხა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ და მაინც მხნედ არის

22 წლის თორნიკე სხულუხიას დახმარება სჭირდება - მას რამდენიმე თვის წინ არაჰოჩკინის ლიმფომა დაუდგინდა. თორნიკე ამ დროისთვის ქიმიოთერაპიის კურსს საქართველოში იტარებს, თუმცა აუცილებელია მისი გადაყვანა თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ოჯახს კი მკურნალობისთვის საჭირო სახსრები არ აქვს - დიახ, მსგავს ამბავს, სამწუხაროდ, უკვე ხშირად ვიგებთ, თითქოს ვეჩვევით კიდეც, მაგრამ ერთად დგომა და არაერთი სიცოცხლის გადარჩენა ხომ ბევრჯერ შევძელით. ვიცი, კიდევ ერთხელ შევძლებთ და 22 წლის სიცოცხლეზე, თავის კუთხესა და სოფელზე შეყვარებულ, იმედებით სავსე ბიჭს ავადმყოფობასთან ბრძოლაში მარტოს არ მივატოვებთ.


გიორგი სხულუხია, ბიძაშვილი:
- მე და თორნიკე ბიძაშვილები ვართ, თან ნათლულია ჩემი. ყველასგან გამორჩეული ბიჭია თავისი სიხალასით, ცხოვრების წესით, იუმორით. ვინც ერთხელ შეხვდება, შეუძლებელია, არ დაამახსოვრდეს და თბილად არ გაახსენდეს. განსაკუთრებულად უყვარს პოეზია, მისი თანამესუფრეობა ერთი სიამოვნებაა. ყოველთვის სხვებზე ზრუნავდა, მის კლასელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მახსოვს, მთელი სოფელი შემოიარა ფულის ასაგროვებლად. ახლაც, ასეთ მდგომარეობაშიც სხვებზე - მშობლებზე, ახლობლებსა და მეგობრებზე ზრუნავს, არ იმჩნევს თავის მდგომარეობას, გვეხუმრება და გვამხნევებს, ყველაფერი კარგად იქნებაო. როდესაც ყველა რესურსი ამოვწურეთ და გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის გვეთხოვა დახმარება, გავაფრთხილე, არ გაჰკვირვებოდა, თუ სტატიას ან სოციალურ ქსელში პოსტს ნახავდა. პირველი სიტყვა, რაც მითხრა, იყო "მადლობა", მაგრამ ჩემ გარდა რამდენი ადამიანია, ვისაც ჩემზე მეტად სჭირდება საზოგადოების თანადგომა. უხერხულად ვგრძნობ თავს მათთან და არ მინდა ვინმეს თუნდაც ლარი მოვაკლოო... არადა, ოჯახი და ახლობლები მარტო ვეღარ შევძლებთ მკურნალობის გაგრძელებას. თუ რამ ჰქონდათ, ყველაფერი გაყიდეს. თორნიკე იმასაც განიცდის, რომ მისი ჯანმრთელობის გამო ოჯახი ფინანსურად უკან წავიდა...
- ამ ეტაპზე როგორია თორნიკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- თორნიკემ წელიწად-ნახევრის წინ ჩაიტარა კვლევა, ხერხემლის თიაქარი ეგონათ, ისეთი სიმპტომები ახასიათებდა. 3 თვე უამრავი კვლევა ჩაიტარა სხვადასხვა კლინიკაში და თიაქარი გამოირიცხა. რამდენიმე თვის წინ ელენთა ამოკვეთეს და მაშინ მეტასტაზი გამოჩნდა, ჰოლანდიაში გაიგზავნა ანალიზები და 25 დღეში გავიგეთ, რომ მას სჭირდა ჰოჯკინის დაავადება, ავთვისებიანი გრანულომა, მე-4 სტადია. თვითონ წაიკითხა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ და მაინც მხნედ არის. უხარია, როცა მასთან მივდივართ. ქიმიოთერაპიის შემდეგ პირველად რომ ვნახე, თვალს ვერ ვუსწორებდი. მიხვდა, მოვიდა და თავში წამომარტყა ხელი - იმის მანიშნებლად, ნუ გერიდება, ეს არაფერია, თმა მალე ამოვაო. მუდმივად წვერს ატარებდა და რომ ვსაყვედურობდით, რად გინდა ამსიგრძე წვერიო, ბაბუამისის ფოტოსკენ მიგვახედებდა, - ყველა ფოტოში წვერებითაა, რაღაცნაირად ქართველობასთან ასოცირდება ჩემთვისო. ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიის პირველად კურსს აქ გადის. ამბობენ, რომ აუცილებელია თურქეთში წაყვანა, განიხილება შვეიცარიისა და ავსტრიის ვარიანტიც. შანსი საკმაოდ მაღალი გვაქვს და მკურნალობის სხვადასხვა ეტაპის გადალახვის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება. თვითონ ხშირად იცოდა თქმა, თუ ერთი პროცენტიც არსებობს შანსი, უნდა გამოიყენოო. ჩვენ ერთი პროცენტი კი არა, მეტი გვაქვს. მეოთხე სტადიაა და მინიმუმ 2 წელი მაინც დასჭირდება მკურნალობა, ამიტომ არ ვიცით, კონკრეტულად რა თანხა გვჭირდება. დაახლოებით 10 დღეში წავალთ თურქეთში და გავიგებთ, ქიმიოთერაპიამ რა შედეგი მოგვცა. ყველას დიდ მადლობას ვუხდით და განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ ლარს ან 1.50 თეთრს რიცხავს. ძალიან მეამაყება, რომ ასეთ დროს ნამდვილად ვიცით ერთმანეთის გატანა. თორნიკემ მითხრა, ფინანსურად თუ ვერ შევძლებ ყველას დახმარებას, მაგრამ მინდა, თითოეული გულში ჩავიკრა და ასე მაინც გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ, ვინც გვერდში დამიდგაო.
ქრისტინე ლაშხია, მეგობარი:
- ჩვენს სოფელს სალხინო ჰქვია, ძალიან ლამაზია და თორნიკეს განსაკუთრებულად უყვარს იქაურობა. ვიდრე ამ ამბავს გავიგებდით, ერთი კვირით ადრე "გაიცანი საქართველოს" პროექტისთვის ვემზადებოდით - გეგმაში ბევრი რამ ჰქონდა, პარალელურად ფოტოგრაფიასაც სწავლობდა და უნდოდა, ჩვენი სოფელი ხალხისთვის გაეცნო. სალხინოში თითოეულმა ოჯახმა, დარწმუნებული ვარ, ბოლო თეთრი გაიღო თორნიკეს გადასარჩენად, ულაპარაკოდ გამოჰქონდათ თანხა. ერთი მოხუცი გამიბრაზდა, ჩემთან რატომ არ მოხვედით, პენსიიდან რაც დამრჩა, იმას მაინც მოგცემდითო. ყველას უყვარს თორნიკე. ამ დღეებში დავურეკე და ვუთხარი, მამაშენთან ვარ-მეთქი. არ დამალაპარაკო, უბრალოდ, უთხარი, რომ მხნედ იყოს, მე ყველაფერს დავამარცხებო...
P.S. ასეც იქნება ჩვენი თანადგომით, სიკეთე ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ოჯახსა და მეგობრებს კიდევ ერთი სიყვარულით სავსე ბიჭი დავუბრუნოთ, ქვეყანას კი - კიდევ ერთი ჯარისკაცი...

აპარატიდან ჩასარიცხად: პირადი ნომერი 29001039431 თამუნა სხულუხია
"თიბისი" ბანკი: ანაგირიში ნომერი GE30TB7055845063600056
საქართველოს ბანკი: GE51BG0000000103105363 და/ან GE60BG0000000017780800
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ისე გადავეხვიე, თითქოს და, ფრონტზე დაკარგული ბაბუა აღმომეჩინოს..."
"მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან"
ბარსელონაში მცხოვრები ქართველის გულახდილი ინტერვიუ
"ძალიან უყვართ ქართველები. ამ კეთილგანწყობას რომ არ ვგრძნობდე, მართლა ვერ გავჩერდებოდი აქ"
ფიზიკოსი, რომელიც სპეციალური მაღალტექნოლოგიური აპარატურის შექმნაზე მუშაობს
ბას-ბარიტონი ვანიკო გალუაშვილი სცენაზე და კულისებს მიღმა
"კანის ჩირქოვანი დაავადებების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი