"ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე..."
font-large font-small
"ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე..."
ინტერვიუ კარანტინში მყოფ ჟურნალისტთან

ირაკლი ვაჩიბერაძე ათ წელზე მეტია, რაც მედიაში საქმიანობს. თითქმის ბავშვობიდან დაწყებული ტელეჟურნალისტობა მის შრომით ბიოგრაფიაში გამორჩეულია და თვლის, რომ მისი საქმიანობა რუტინულ ერთფეროვნებას ეწინააღმდეგება, თუმცა, ამჯერად ირაკლი (ვაჩი) უფრო მეტად იმიტომ მოექცა ყურადღების ქვეშ, რომ პირველი მედიამუშაკია, რომელიც საკარანტინო დაკვირვების ქვეშ მოექცა კორონავირუსის საშიშროების გამო. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით.


- საჩხერეში არსებულ საკარანტინო ზონაში ხარ და რიცხვთა სიმბოლიკის თვალსაზრისით, მართლა ვერ გავექცევით იუმორის სფეროს.

- მე ვარ პაციენტი N41 საჩხერის საკარანტინო ზონაში. თან ვარ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხის ჟურნალისტი. სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ჩემი საკარანტინო ზონაში გადაყვანა გახდა აუცილებელი, რიგით მომიწია ნომერმა 41-მა. მანამდე - 8 მარტს რეპორტაჟს ვამზადებდი. ვიყავი საჩხერეში, ერთ-ერთ სოფელში, სადაც შევხვდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოზაძეს. რეკომენდებული დისტანცია დაცული გვქონდა. მაშინ იური ნოზაძემ არ იცოდა, კორონავირუსის მატარებელი თუ იყო, ეს არ ვიცოდი არც მე, არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. ჩაწერის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, რომ მე და ჩემი ოპერატორი კარანტინში გადავეყვანეთ, რადგან შემხებლობაში მყოფ რესპონდენტს დაუდასტურდა კორონავირუსი ჩაწერიდან რამდენიმე დღეში. საკარანტინო ზონებიდან თავისუფალი ადგილი იყო საჩხერეში და აქ გამომიშვეს.
- რადგან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, მითხარი, როგორია დამოკიდებულება შენ მიმართ საჩხერის საკარანტინო ზონაში?
- არავის უგრძნობინებია ჩემთვის, რომ ვარ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხის ჟურნალისტი. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე, ვინც სამედიცინო სერვისებს მაღალი პროფესიული სტანდარტით ახორციელებს საჩხერეში. მათი სამოქალაქო და პროფესიული თვითშეგნება არის ძალიან მაღალი და მინდა მათ მადლობა სახალხოდ გადავუხადო. თუ შეიძლება ათბალიანი შეფასების სისტემა გამოვიყენოთ, აქაურ მედპერსონალს 10 ქულას მივანიჭებ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მუდამ მეკითხებიან, როგორ ვარ, რით შემიქმნან კომფორტი, რით დამეხმარონ, რა მინდა ან მესაჭიროება...
- და მაინც, როგორია ერთი დღე კარანტინში?
- ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე. არა იმიტომ, რომ ვინმე ცუდად მექცევა! წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა 15 კვადრატულ მეტრ ოთახში, რომელიც თითქმის ყოველდღე 500-კილომეტრიან გზას მაინც ფარავდა და ახლა ვერ გადის თუნდაც აივანზე...
- როგორ ებრძვი საკარანტინო დროს?
- ჩამოვტვირთე ელექტრონული წიგნები, ვუყურებ საინფორმაციო გადაცემებს, ვიმეორებ ინგლისური ენის კურსს, ვკონტაქტობ ტელეფონით სამეგობროსთან, ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან. განსაკუთრებულად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დროს პოულობს და მომიკითხავს ხოლმე.
GzaPress
- როდის არის შენი სავარაუდო "თავისუფლების დღე"?
- წესით, საკარანტინო სივრცე უნდა დავტოვო 24 მარტს, თუ ვირუსი არ აღმომაჩნდა... მინდა ვუთხრა კორონავირუსს, რომ მე თავად ვარ ანტივირუსი და თუ ჩემთან სტუმრობა გადაწყვიტა, ძალიან შემცდარა! ავი მასპინძელი ვიქნები და მოუწევს უკან დახევა, დანარჩენი ვირუსებისთვის კი იმის თქმა შემიძლია, რომ არ უნდა გამეკარონ! (იღიმის).
- როგორ წარმოგიდგენია "თავისუფლების" პირველი დღე?
- პირველი წუთები იქნება აღფრთოვანების, მერე საჩხერიდან ქუთაისამდე ორი საათის გზა ჩემი ავტომობილით, რათა ოჯახი და მეგობრები მოვინახულო. მერე აუცილებლად სამსახური. ისე, როცა მე კარანტინში გადმომიყვანეს, ზუსტად იმ დღეს დედას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და ძალიან განვიცდიდი, არ მინდოდა, ჩემ გამო ენერვიულა. ბევრი წერდა იმ დღეებში ჩემზე, რომ პირველი ჟურნალისტი, რომელიც კარანტინში მოხვდა, მე ვიყავი და ეს ადვილად შეიძლებოდა გაეგო დედას.
- საკარანტინო ზონაში გაქვთ პაციენტებს ერთმანეთთან კონტაქტი?
- არა, ჩვენ არ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ჩემი ოპერატორიც ამ საკარანტინო ზონაშია, მაგრამ ისიც არ ვიცი, რომელ სართულზეა. ბუნებრივია, შემიძლია მისი ადგილსამყოფელი გავიგო ტელეფონით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სრულად იზოლირებული ვართ ერთმანეთისგან.
- რომ არა ჟურნალისტიკის სფერო, სად შეიძლება ყოფილიყავი?
- ჩემთვის დინამიკური საქმიანობა გადამწყვეტია. ვერასდროს ვიმუშავებ რუტინულ პროფესიაში. ვერასდროს წარმოვიდგენ ჩემს თავს ბანკის თანამშრომლად ან ბიბლიოთეკარად. თუმცა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმად სიამოვნებით ვიმუშავებდი, რომელსაც ყოველ გამოძახებაზე სხვადასხვანაირი ქეისი ხვდება. მოკლედ, რუტინა და სწორხაზოვანი სამსახური ჩემთვის მიუღებელია!
- როგორ უყურებ შენს მდგომარეობას ახლა, როცა გარკვეული არაა შენი ვირუსმატარებლობის საკითხი? ნანობ ამ დაკარგულ და "გაკარანტინებულ" დროს?
- არავის სიამოვნებს თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ვუჩვენე საზოგადოებას მაგალითი, მიუხედავად აქტიური ცხოვრების წესისა, უნდა დაემორჩილო საყოველთაოდ მიღებულ წესებს და სხვას რისკი არ უნდა შეუქმნა. სამოქალაქო პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვქონდეს. არ შეიძლება თავის არიდებით საფრთხე შეუქმნა ათასობით ადამიანს. დაუშვებელია ქვეყანაში პანიკისა და ეპიდემიის საფუძველი გახდე! არ ვნანობ, რომ ამ ყველაფერში ჩემი პროფესიის გამო "გავეხვიე". ადამიანებთან კონტაქტის გარეშე როგორ უნდა ვიარსებო? ყველა პროფესიას აქვს თავისებური რისკები, არავინაა ბოლომდე დაზღვეული.
- რას გვეტყოდი საჩხერის საკარანტინო ზონიდან?
- განსაკუთრებულს არაფერს; ისედაც ყველამ იცის, რომ აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, მაქსიმალურად თავის არიდება თავშეყრის ადგილებისგან და სიმშვიდის დაცვა. ჩვენი ქვეყანა ბევრად მობილიზებული შეხვდა ამ გამოწვევას, ვიდრე ბევრი სხვა ძლიერი სახელმწიფო. აქ ყოფნამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, დრო ბევრი მაქვს. ძალიან მეცოდებიან პატიმრები, რომლებსაც წლები უწევთ თავისუფლების შეზღუდვა!
- შენი და ქუთაისელი კოლეგების ურთიერთობის შესახებაც გვითხარი...
- ბევრჯერ უთქვამთ, განსაკუთრებით იმ შეკრებებზე, რომლებზეც გვიწევს შეხვედრა სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტებს, რომ ქუთაისელებს, მიუხედავად იმისა, სად ვმუშაობთ, გვაქვს კოლეგიალობის განცდა და არასდროს ვუქმნით ერთმანეთს უხერხულობას საკუთარ მენეჯმენტთან. გამიგია, რომ სხვა მხარეებში ერთმანეთს ისეთ წინააღმდეგობებს უქმნიან კოლეგები, რაც იმერეთში წარმოუდგენელია. არ გვქონია შემთხვევა, ერთმანეთისთვის ავტომობილი დაგვეზიანებინოს, გზა გადაგვეკეტოს და ასე შემდეგ. სხვაგან ასეთი რაღაცებიც მომხდარა, სამწუხაროდ.
- ქუთაისელი იუმორის გარეშე იგივეა, რაც თევზი უწყლოდ. გაიხსენე კურიოზული შემთხვევა შენი პრაქტიკიდან.
- კურიოზული შემთხვევა ბევრჯერ მქონია. ახლა მახსენდება: გამგზავნეს თერჯოლის ერთ სოფელში სიუჟეტის გასაკეთებლად. ჯარისკაცი იყო საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი. იმერული წესის მიხედვით, გარდაცვალებულის ოჯახის ამოცნობა შეიძლება ღია ჭიშკრით და ეზოში მოფუსფუსე ხალხით. ფსიქოლოგიურად ვარ მომზადებული იმისთვის, რომ არ ესიამოვნებათ ჩემი გამოჩენა და კითხვებზე პასუხების გაცემა. თქვენ წარმოიდგინეთ, მზად ვარ იმისთვისაც, რომ შეიძლება თავი გამიტეხონ, თორემ კამერას და ავტომობილს ვინ დაეძებს... ერთ მეზობელს ვეკითხები, გარდაცვლილის მშობლებთან მინდა გასაუბრება-მეთქი. - მშობლები გარდაცვლილი ჰყავსო. გავიფიქრე, - კიდევ კარგი, საბრალოები რომ არ მოესწრნენ ამ ტრაგედიას და ეგებ ძმა მაინც მაჩვენოთ-მეთქი. - ძმაც გარდაცვლილი ჰყავსო... დავიძაბე და რაღაცების გარკვევა მოვინდომე. - ასაკის გამო გარდაიცვალა ძმაც და ამისი მშობლებიც. ესეც არაა პატარა, 94 წლის კი იყო საბრალოო, - მითხრა მეზობელმა. ამის მერე მივხვდი, რომ იმ სოფელში ორი გარდაცვლილი იყო და მისამართი შემეშალა.
- დაბოლოს, რაიმეს თქმა ხომ არ გსურს?
- მინდა ყველას ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ყველაფერი მოგვარდება. მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას ყურადღებისთვის, ასევე ჩემს სამეგობროს, თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ისე გადავეხვიე, თითქოს და, ფრონტზე დაკარგული ბაბუა აღმომეჩინოს..."
"მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან"
ბარსელონაში მცხოვრები ქართველის გულახდილი ინტერვიუ
"ძალიან უყვართ ქართველები. ამ კეთილგანწყობას რომ არ ვგრძნობდე, მართლა ვერ გავჩერდებოდი აქ"
ფიზიკოსი, რომელიც სპეციალური მაღალტექნოლოგიური აპარატურის შექმნაზე მუშაობს
ბას-ბარიტონი ვანიკო გალუაშვილი სცენაზე და კულისებს მიღმა
"კანის ჩირქოვანი დაავადებების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი