რაში დაეხმარება ბავშვებს "ტელესკოლა" და ონლაინგაკვეთილები
font-large font-small
რაში დაეხმარება ბავშვებს "ტელესკოლა" და ონლაინგაკვეთილები
გია მურღულია: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთავარი აუდიტორიის ნდობა შევინარჩუნოთ"

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი დისტანციური გახდა. გარდა იმისა, რომ სკოლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმით გააგრძელეს საქმიანობა, სასწავლო პროცესის უწყვეტობისათვის შემოგვთავაზეს "ტელესკოლაც". აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა გია მურღულია, საავტორო გადაცემა "ჩვენი სკოლის" ავტორი და წამყვანი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (განათლების სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის), დამხმარე სახელმძღვანელოს "საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე" თანაავტორი, არაერთი საგანმანათლებლო პროფილის წიგნისა რესურსისა თუ პროექტის ავტორი და ა.შ. გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე საკითხის უკეთ გასარკვევად, ბატონ გიას მივმართეთ.


- როგორ შეაფასებდით "ტელესკოლის" იდეას და რა პოზიცია გაქვთ "ტელესკოლაში"?
- "ტელესკოლის" იდეას თავიდანვე მივესალმე მრავალი მიზეზის გამო. მე ამ პროექტის ერთი რიგითი წევრი ვარ (ვატარებ გაკვეთილებს XI-XII კლასების მოსწავლეთათვის). ვფიქრობ, ეს საქმე (მით უმეტეს, "პირველი არხი - განათლების" დაფუძნებისა და ამოქმედების კონტექსტში) არსებითად გამოხატავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიზანს, ინტერესსა და ამოცანებს. საზოგადოების განვითარება, მისი საგანმანათლებლო და შემეცნებითი წყურვილის განჭვრეტა, გააზრება და დაკმაყოფილება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
- რა პრინციპით შეირჩა "ტელესკოლის" მასწავლებლები?
- პედაგოგებს, პროფილის შესაბამისად, არჩევდნენ განათლების სამინისტრო და პირველი არხი. სამინისტრო ამოდიოდა პედაგოგთა კომპეტენციიდან, ხოლო ტელევიზია აფასებდა კანდიდატის ეკრანთან ურთიერთობის კულტურასა და უნარს. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული საქმე იყო. განსაკუთრებით უკიდურესად შეზღუდული დროის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ერთი-ორი პრობლემაც გაჩნდა, ზოგადი შეფასებით, შედეგი ურიგო არ იყო და არის.
- რას გვეტყოდით "ტელესკოლაზე", როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე?
- ეს არის დამხმარე და თანაც რეალური, "ცოცხალი" სკოლისგან განსხვავებული პლატფორმაც და ინსტრუმენტიც. დისტანციური სწავლების სხვა მოდელებისაგან (ვირტუალური სკოლები ან უნივერსიტეტები აკადემიური უკუკავშირით) განსხვავებით, ის ჩვეულებრივ სკოლას ვერ ჩაანაცვლებს. "ტელესკოლა" ამას არც ისახავს მიზნად. ჯერჯერობით (მომავალში ეს ვითარება შეიძლება მკვეთრად უკეთესობისაკენ შეიცვალოს) ეს ფორმატი გულისხმობს საკუთრივ თემისა თუ საკითხის ახსნის სეგმენტს და მეტწილად, სალექციო ხასიათს ატარებს. თუმცა "ტელესკოლის" მასწავლებლები, საუკეთესო შემთხვევაში, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს საუბრის შინაგანი დიალოგურობის მიღწევას ესწრაფვიან. ამ შემთხვევაში პედაგოგის "უბედურებაცა" და "ბედნიერებაც" მცირე დროსა და ლაკონიურობას გულისხმობს. ერთი მხრივ, 15-20 წუთში პრაქტიკულად შეუძლებელია ყველა მნიშვნელოვანი საკითხისა თუ დეტალის განხილვა და შეფასება, მეორე მხრივ კი, ეს არის გამოწვევა, რომ პედაგოგმა არსებითი სისტემური "სურათი" დახატოს და თეზისებისა თუ კითხვებისა და დავალებების მეშვეობით არ გამოტოვოს ყველაზე საჭირო "სამიზნეები".
- და მაინც, რა არის "ტელესკოლისთვის" არსებული გამოწვევები, პრობლემები და მიღწევები?
- გამოწვევებზე მეტ-ნაკლებად, ზემოთაც მოგახსენეთ, თუმცა, სისტემურობისათვის რამდენიმე მომენტს შევეხოთ: მნიშვნელოვანია, რომ ტელეგაკვეთილებმა მეტ-ნაკლები სისრულით მოიცვას სასკოლო პროგრამის ის ნაწილი, რომელზეც სკოლებმა, შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოასწრეს სათანადო რეაგირება; აუცილებელია ამ გაკვეთილების დატვირთვა "დიალოგურობით" - ეს გულისხმობს ბავშვებისათვის ისეთი კითხვების, დავალებებისა და სასწავლო რესურსების მიწოდებას, რომლებიც გაცნობიერებული სწავლის მოტივაციას დაბადებს; სასურველია "ტელესკოლის" პედაგოგთა კორპუსმა საზოგადოებას უჩვენოს საკმარისად კარგი პედაგოგიური კულტურა, მეთოდოლოგიური განსწავლულობა და ამასთან ერთად - საგანმანათლებლო გემოვნებაცა და საეკრანო ბუნებრიობაც; ნებისმიერი სასკოლო გაკვეთილი გულისხმობს იმას, რომ თუ რამე დააკლდა წინა შეხვედრას, შეიძლება გამოსწორდეს მომდევნოზე. ამ შემთხვევაში, ეს თითქმის მთლიანად გამორიცხულია, ამიტომ მასწავლებელმა, შეძლებისდაგვარად, უნდა დასძლიოს არსებითი სათქმელის "გამორჩენის" პრობლემა; განსაკუთრებით ჰუმანიტარულ დისციპლინებში შესაძლოა გამოიკვეთოს განსხვავებული ხედვის ან ინტერპრეტაციის პრობლემაც, რაც აკადემიზმის ფარგლებში უნდა წყდებოდეს. რაც შეეხება მიღწევებს: ვფიქრობ, "ტელესკოლამ", უკვე თავისი დაბადებით, ხარისხობრივად გაზარდა ინტერესი ჩვენი სკოლისა და ზოგადი განათლების მიმართ.
"ტელესკოლის" დაგეგმვა და ამოქმედება მოხერხდა უპრეცედენტოდ მცირე დროში. საზოგადოებამ უფრო ახლოს და კარგად გაიცნო პედაგოგები, რომლებიც (რა თქმა უნდა, სხვა ჩვენს მასწავლებლებთან ერთად) თანამედროვე ქართული სკოლის სახეს ქმნიან. ჩვენ დავინახეთ, რომ მეტ-ნაკლები კრიტიკის (რაც სჭირო და მნიშვნელოვანია) პირობებში ჩვენმა საზოგადოებამ "ტელესკოლისა" და "პირველი არხი - განათლების" მიმართ არსებითად კეთილი, პოზიტიური განწყობა გამოამჟღავნა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა კვალიფიციური პედაგოგების გაკვეთილების ხილვა და მოსმენა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც არ აქვს ინტერნეტი.
GzaPress
- "ტელესკოლას" პლუს ონლაინსწავლება - რა შედეგს ელოდებით?
- ვფიქრობ, ეს ორი მიმართულება შესაძლებლობას მოგვცემს, შედარებით უმტკივნეულოდ დავძლიოთ დღეს არსებული (ძალიან სერიოზული) კრიზისის გამოწვევები. უცილობელი ფაქტია, რომ სკოლებს მეტ-ნაკლებად ეძლევათ შესაძლებლობა ბავშვებთან იმუშაონ და შეაფასონ კიდეც ისინი, როგორც ე.წ. განმავითარებელი შეფასებით, ისე - ნიშნებითაც. რა თქმა უნდა (გავიმეორებ), ეს ჯერჯერობით, სრულად ვერ ცვლის რეალურ სკოლას, მაგრამ კარგ ფუნდამენტს ქმნის პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით.
- არაქართული ლიტერატურის შედევრები "ტელესკოლის" "ფეისბუკის" გვერდზე, არის თუ არა ფარული მიზანი, "გავიდეს" ბავშვის ცნობიერება ხელოვნების უსაზღვროებისა და "ხელოვნებას ეროვნება არ აქვს" გაგებამდე?
- რაც შეეხება უცხოური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშების სწავლებას, ეს არის ნაწილი ჩემი საგანმანათლებლო პროექტისა "მცირე პროზა", რომელსაც რამდენიმე წელიწადია ვაცნობ რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს. ცნება "ზოგადი განათლება", ჩემი აზრით, ამგვარი (თუნდაც მინიმალური) ცოდნის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. ამ პროექტის ფარგლებში შევარჩიე საქვეყნოდ აღიარებულ ავტორთა შედარებით მცირე მოცულობის ტექსტები, რომელთა წაკითხვა, აღქმა, გააზრება და შეფასება შეიძლება ერთ გაკვეთილზეც მოესწროს. ეს შესანიშნავი მოთხრობებია, რომლებიც თემატური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევიან (დააფიქრებენ ჩვენს მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროსა და ადამიანისთვის აქტუალურ თემებზე) და მაღალი სამწერლო კულტურითაც. შესაძლოა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს პროექტი სკოლის მესამე საფეხურზე არჩევით საგნადაც შეიტანოს. მე უკვე ათობით (თუ ასობით არა) მასწავლებელს გადავუგზავნე ამ პროექტის სრული შინაარსის ელექტრონული ვერსია და ახლაც მზად ვარ, ნებისმიერ მსურველს მივაწოდო. აქ არის მოკლე ანოტაცია მწერლის შესახებ, საკუთრივ მისი მოთხრობა და ჩემ მიერ დაწერილი, ასევე მოკლე გზამკვლევიც. "ტელესკოლის" ჯგუფის წევრებსაც ამიტომ შევთავაზე ამ პროექტის ცალკეული ამონარიდები.
- ყველა შემოქმედებით პროცესს ახლავს უხერხულობები, გვაქვს ალბათ ტელესკოლის კურიოზებიც...
- კურიოზები ძალიან მიყვარს, ისევე როგორც, ზოგადად იუმორი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ვერაფერს ვიხსენებ - მოდი, პირველი კურიოზი ეს იყოს.
- როგორია "ტელესკოლის" მსმენელთა (მშობელი, მოსწავლე) რეფლექსია?
- ამის შესახებაც მოგახსენებდით ზემოთ. ძალიან მახარებს ის, რომ მშობელთა და მოსწავლეთა გამოხმაურება, ძირითადად, პოზიტიურია; ზოგჯერ გამახარებლად კეთილგანწყობილიც. თუმცა, ცხადია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთავარი აუდიტორიის ნდობა შევინარჩუნოთ. თუკი სადმე შეცდომა მოგვივა ან ხარვეზი გაგვეპარება (ეს კი საქმის კეთებისას ხანდახან გარდაუვალია), უნდა ვაღიაროთ, რაციონალური რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და მომავალი მუშაობისას, შეძლებისდაგვარად გამოვრიცხოთ.
- ფორსმაჟორის გაგრძელებისას, ფიქრობთ, რომ სიტუაციურად განათლების სისტემა შეძლებს გამოწვევებზე პასუხის გაცემას?
- ჩვენ უკეთესზე ვფიქრობთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ მწვავე გამოწვევებისთვისაც. ვიცი, რომ როგორც განათლების სისტემა, ისე პირველი არხი, ინტენსიურად ფიქრობენ და მუშაობენ მოვლენათა განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარზე. ამავე თემას, ბუნებრივია, გვერდს ვერ აუვლიან სკოლებიც, ადმინისტრატორებიც, პედაგოგებიც. ვერ ვიტყვი, რომ საქმე იდეალურად აეწყობა (ამ კრიზისამდეც ჩვენ არა ერთი რთული პრობლემა გვქონდა და გვაქვს გადასაწყვეტი), მაგრამ ვფიქრობ, მეტ-ნაკლები ხარისხით შევძლებთ ვიმუშაოთ და გავიდეთ სისტემის განვითარების პოსტ-კრიზისულ გზაზე.
- დაბოლოს, რას იტყვით "ტელესკოლაზე", როგორც დინამიკურ პროექტზე?
- "ტელესკოლა" სისტემისთვის უმძიმეს დროს, მართლაც, გასაოცარი სისწრაფით შეიქმნა. ამ პროექტის წარმატებულ მუშაობას არაერთი ადამიანის ფიქრი, დაძაბული ყოველდღიური მუშაობა და პროფესიული პასუხისმგებლობა განაპირობებს. მათ გარჯას საზოგადოება, იმედი მაქვს, სათანადოდ დააფასებს. კრიზისმა ჩვენ ყველა დაგვარწმუნა, რომ ჯანდაცვის სისტემის გარდა, განათლების სფეროშიც არიან ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმი პატივისცემას იმსახურებს. ეს ჩვენი საზოგადოების სიმდიდრეა და გაფრთხილება სჭირდება. უნდა იყოს პრინციპული კრიტიკაც (შესაძლოა მძაფრიც, მაგრამ სასურველია - ობიექტური), რათა მართებულად ვიაროთ ამ ვითარებაში შესაძლო მაქსიმალური წარმატებისკენ. იმედი მაქვს, გონივრულ ვადაში "პირველი არხი - განათლება" მძლავრ პლატფორმას შექმნის საქართველოს საგანმანათლებლო პოტენციალის სარეალიზაციოდ და ჩვენს საზოგადოებას ორიგინალური თუ შეძენილი პროდუქტებით ჰარმონიული განვითარების ინტერესებს დაუკმაყოფილებს.
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტკივილით სავსე გზა გამარჯვებამდე
"წლობით რომ დატოვებ, იმ ბავშვმა აღარ იცის დედის სიყვარული"
"მესმოდა აივნებიდან ტაში, ტირილი შეძახილთან ერთად - "ადიო ფელიჩე"
"ისე გადავეხვიე, თითქოს და, ფრონტზე დაკარგული ბაბუა აღმომეჩინოს..."
"მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან"
ბარსელონაში მცხოვრები ქართველის გულახდილი ინტერვიუ
"ძალიან უყვართ ქართველები. ამ კეთილგანწყობას რომ არ ვგრძნობდე, მართლა ვერ გავჩერდებოდი აქ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი