"შვილი და სამშობლო ერთნაირად მენატრებოდა, მტკიოდა"
font-large font-small
"შვილი და სამშობლო ერთნაირად მენატრებოდა, მტკიოდა"
ყალბი ღიმილი, რომელიც უნიფორმასავით აქვთ სახეზე მიწებებული

მწერალი ირმა ბეგლარიშვილი 21 წელია, ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მისი პოეზიიდან მიხვდებით, რომ უსამშობლოდ არასდროს ყოფილა... მასთან საუბარი უცნაურ განწყობაზე გაყენებს - თან სევდა გიპყრობს იმის გამო, რასაც ისმენ და თან აღტაცება: თურმე როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი ქვეყანა, ადამიანები, სიცოცხლე!..


- როგორც ბევრი სხვა ქართველი, მეც იმათ სიაში მოვხვდი, ვინც შვილების გადასარჩენად იძულებული გახდა, სამშობლო და შვილი დაეტოვებინა. შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა მაშინ, რომ წლისა და ათი თვის შვილი სამშობლოს მძევლად დავუტოვე. ბავშვის დიდ ცისფერ თვალებში გაოცება იკითხებოდა, როცა წამოსვლის დროს ატირებულმა, ჩემს დას მივაჩეჩე და უცხო ქვეყნისკენ მიმავალ გზას დავადექი. პირველი განცდა ეჭვი იყო: დავბრუნდები თუ არა? არ მიყვარს ადამიანებისთვის გულის აჩუყება, წუწუნი, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას, უკან დავაბრუნებ იმ წლებსო, უარს ვიტყოდი, - იმ ტვირთს მეორედ ვეღარ გავუძლებ... პაპუნა ამერიკაში 13 წლისა ჩამოვიყვანე, როცა მოქალაქეობა მივიღე (საქართველოს მოქალაქეობაც დავიბრუნე მალევე, მეც და ჩემმა შვილმაც). პაპუნამ რადგარის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა და მაგისტრატურაში ჩაირიცხა. კიბერდაცვა - დაახლოებით ასე ჰქვია მის მომავალ პროფესიას.
- შემოქმედი ადამიანისთვის, პოეტისთვის ალბათ განსაკუთრებულად მტკივნეული იყო როგორც შვილისა და სამშობლოს დატოვება, ასევე შეგუება განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, ქვეყანასთან...
- პირველი, რაც ამერიკაში ჩამოსვლისას შევამჩნიე, ის იყო, რომ სასწაულებრივად დაბლა მომეჩვენა ცა. 1999 წლის 7 ივნისს დავდგი ფეხი ამ ქვეყნის მიწაზე და მაშინვე სული შემეხუთა. საქართველოში ცა სასწაულებრივად მაღალი და ლამაზია, აქ კი მეგონა, ხელით შევეხებოდი. ბავშვის მომვლელად დავიწყე მუშაობა. იმ ზაფხულს მთებში წაგვიყვანეს დასასვენებლად. შევდიოდი ტყეში და ხმამაღლა ვბღაოდი. სასჯელივით მძიმე იყო - სხვის შვილს ვუვლიდი და საკუთარის სუნთქვა და სუნი მენატრებოდა. შვილი და სამშობლო ერთნაირად მტკიოდა, ტირილით მეძინებოდა და მეღვიძებოდა. ხშირად სახეზე ბალიშს ვიფარებდი, რომ ბღავილის ხმა არავის გაეგონა. თავიდან სამშობლოს ვსაყვედურობდი, რატომ მოგვექცა თავის შვილებს ასე-მეთქი?! მერე მივხვდი, რომ სამწუხაროდ, ცუდი ადამიანების ხელში სამშობლოსაც ჩვენსავით უჭირდა, სტკიოდა.
თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ 2 წლით ჩამოვედი და ეს 2 წელი თავდაყირაც რომ დავეკიდე ვინმეს, უნდა გამეძლო, რადგან სამშობლოში დაბრუნება ჩემი შვილის სიკვდილს ნიშნავდა - ქუჩაში ვიყავი დარჩენილი თოთო ბავშვით: ქალმა, რომელიც ვიზის გაკეთებას შემპირდა, მომატყუა და ბინის გირაოში აღებული ფული სულ წაიღო. ახლა, უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რამხელა ძალაა დედობა, - საკუთარი შვილის გადასარჩენად ჯოჯოხეთშიც უყოყმანოდ გადაეშვები.
ოდესელ ებრაელებთან დავიწყე მუშაობა. საშინლად მომექცნენ, მინიმალურ თანხაზე მამუშავებდნენ კვირაში 7 დღეს, უფრო სწორად, დღე და ღამე. ბავშვი ერთი წლის იყო, კბილები ამოსდიოდა და ხშირად მიწევდა ღამისთევა. ამ დროს მისი მშობლებიც ცალკე მოსავლელები იყვნენ - გარეცხვა, დალაგება, სადილის მომზადება. როცა ვუთხარი, რომ მეტი აღარ შემეძლო და უნდა წავსულიყავი, 2 თვის ხელფასიც არ მომცეს: არალეგალი ხარო, ამით დამემუქრნენ... მერე ვუვლიდი ამერიკელ ბაბუას, რომელიც დასთან ერთად ცხოვრობდა და ცუდად ხედავდა. ბაბუა სიმსივნით იყო დაავადებული, მომაკვდავი. სამი კვირის ანაზღაურება აგენტს გადავუხადე და მოხუცი მოკვდა. ხელფასი დამიკლეს და დამტოვეს ბებიასთან. სალაპარაკო ინგლისური 6 თვეში ვისწავლე.
ჩვენ, სამშობლოდან გადმოხვეწილებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი წილი საქართველო თან წამოვიღეთ: აქაურების უნარ-ჩვევებს საკუთარი ხალხისას ადარებ... არ შეიძლება, ამერიკაში არ დაგღალოს ყალბმა ღიმილმა, რომელიც ყველას უნიფორმასავით აქვს სახეზე მიწებებული. აქ არავინ არავის საქმეში არ ერევა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მე კი ჩვენი ხმაურიანი ქართველები მენატრებოდა, მეზობელთან ყავის დალევა და მეგობრებთან სულიერებაზე საუბარი.
- "მაპატიეთ, რომ ვერ ვიცხოვრე თქვენი წესებით,/ მაპატიეთ, რომ თავის პოვნის სხვა გზა ვარჩიე,/ მაპატიეთ, რომ დავიჯერე თქვენი სიკეთის,/ რომ თეთრი ფერი შავისაგან გამოვარჩიე" - ერთ ლექსში ასე ამბობთ. საინტერესოა, როგორია ცხოვრების თქვენეული წესები?
- ამერიკაში სულიერად ავადმყოფ ბებიასთან მოვხვდი. ვცხოვრობდი ტყეში და თვიდან თვემდე ფოსტალიონის გარდა, ვერავის ვხედავდი. იმ პერიოდში თუ რამემ გადამარჩინა, ეს ჩემი შემოქმედებაა. წერა ამერიკაში არ დამიწყია, ბავშვობიდან ვწერდი და გაზეთებში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. როცა ძალიან გამიჭირდა, ვწერდი და ვწერდი... თითქოს ტკივილი არ ილეოდა და ეს ერთადერთი საშუალება იყო, რომ სინამდვილეს ცოტა ხნით მაინც გავრიდებოდი. ერთ ჩანაწერში ვამბობ, ჩემი კანონები ამ ცხოვრების კანონებზე უფრო ჰუმანურია-მეთქი... წუთისოფელი მართლაც წამია და სტუმრად ყოფნის დროს, ადამიანებს ცუდად მოქცევის უფლება არ გვაქვს. ბევრჯერ მიღალატეს ახლობლებმაც, მეგობრებმაც, სისხლმა და ხორცმაც, მაგრამ ყველას ვაპატიე და გავუშვი. არავინ მძულს, რადგან სიძულვილი ისევ მე დამამძიმებს.
- "ეჰ, პატარა კაცს ტკივილიც კი პატარა ჰყოფნის,/ ისე ჩაივლის, წუთისოფელს სულაც ვერ იგრძნობს"... ესეც თქვენი ლექსიდანაა.
- ჩემთვის პატარაა კაცი, რომელსაც ბედნიერებად მხოლოდ საკუთარი ოჯახის ბედნიერება ჰყოფნის. პატარა კაცს სამშობლოც პატარა აქვს, სამწუხაროდ. მისთვის წუთისოფელი მხოლოდ თაფლის ფიჭაა, ბოლომდე რომ გამოაცალოს თაფლი. ჩემთვის კი საკუთარი თავის ძიება იყო. გამუდმებით ვეძებდი და ბოლოს ღმერთთან ერთად, ისიც ვიპოვე. როცა გარშემო უამრავი უბედურია და შენ მაინც ბედნიერი ხარ, რაღაც ვერაა რიგზე. არა მგონია, დღევანდელ სიტუაციაში ვინმე საკუთარ თავს ბედნიერად მიიჩნევდეს, რადგან მსოფლიოში ისეა ჰაერი პოლიტიკურად დამძიმებული, რომ რა იქნება ხვალ, არავინ იცის.
GzaPress
- ამერიკაში მიმდინარე მოვლენებზეც მინდა გკითხოთ - 25 მაისს აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს პროტესტი და არეულობა მოჰყვა.
- რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, მიუღებელი და სამწუხაროა. გუშინ რონალდ რეიგანის სიტყვები გავაზიარე: "თუ ოდესმე ამერიკაში შემოვა ფაშიზმი, მისი სახელი იქნება ლიბერალიზმი!" ბევრი ფერადკანიანი გამოდის მაროდიორების წინააღმდეგ. მჯერა, ეს არეულობა მალე დამთავრდება, დამნაშავეები კი პასუხს აგებენ - თავად არაფერს ქმნიან და სხვის შექმნილსაც ანადგურებენ. ეკლესია დაწვეს, მეტი რაღა უნდა ვთქვა?.. ეს ყველაფერი ტრამპის საწინააღმდეგოდაა მიმართული. რასიზმში ვერავინ დამადანაშაულებს, მაგრამ ამერიკაში მყოფი ქართველები დამეთანხმებიან, წლების წინ როგორ შეგვაშფოთა ნიუ-იორკში მომხდარმა ფაქტმა - შავკანიანთა ერთი ჯგუფი ქალაქში დაუცველ მოხუცებს ურტყამდა, მიეპარებოდნენ და ან წიხლს ჩააზელდნენ, ან თავში ჩაარტყამდნენ რამეს; რამდენიმე მოკლეს კიდეც. ვინმემ იცის, რამდენმა შავკანიანმა მოკლა პოლიციელი?! ლიფტიდან გამოსულ, ინვალიდის ეტლში მჯდარ მოხუცს ისე სცემეს, რომ ხმამაღლა ვბღაოდი. იმიტომ სცემეს, რომ თეთრკანიანი იყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანების ადგილი აღარ დარჩა დედამიწაზე. სიყვარულის დეფიციტი გვაქვს. შეხედეთ სოციალურ ქსელებს, როგორ აგინებენ უცხო ადამიანებს. ყველას ლაფს ასხამენ, პატრიარქიდან დაწყებული, უბრალო მოკვდავით დამთავრებული. მიზეზი კი ისაა, რომ განსხვავებული აზრი აქვთ. ამიტომაც ვნატრობ, დაბრუნდეს სიყვარული მიწაზე და ადამიანებმა შეიყვარონ ერთმანეთი, თორემ ამდენი სიძულვილი უკვალოდ არ დაიკარგება, ბუმერანგივით დაუბრუნდება ჩვენს შვილებს. გვეყოფა იმის თქმა, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, რომ აუცილებლად გავბრწყინდებით. იქნებ ბიზანტიაც ღვთის რჩეული იყო?!. დღეს კი აღარ არსებობს ის ქვეყანა. არ მინდა, აქამდე სისხლით მოტანილი ჩემი სამშობლო გადამთიელთა გასაქელად იქცეს. წამალი კი ერთმანეთის სიყვარულია.
- "არ ბრუნდებიან ძველ სახლებში ზოგჯერ მერცხლებიც.../ იმათმა ფრთებმა ვერ გაუძლეს გზაზე ქარიშხალს"... იმედი მაქვს, უკან დაბრუნებას აპირებთ.
- ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩვენ, ემიგრანტები, ფესვებში გადაჭრილ ხეებს ვგავართ, უცხო ქვეყანაში წაღებულს და იქ ჩაფლულს, მაგრამ ფესვების გარეშე ხეს სიცოცხლე შეუძლია?! მხოლოდ იმ იმედით ვსუნთქავ, რომ უკან უნდა დავბრუნდე. ოცდაერთი წელი სასჯელივით ჩავათავე და მინდა, დანარჩენი სიცოცხლე ჩემს პატარა სახლში გავატარო, სოფელში, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი, სადაც ჩემი ბავშვობის სურათებია შემონახული. ოცი წლის წინ ლექსი დავწერე: სოფელში პატარა სახლს ვიყიდი, ბუხარი მექნება და ტირიფის ხეს დავრგავ-მეთქი. სახლიცა და ბუხარიც მაქვს, ტირიფის ხე არ დამირგავს მხოლოდ. მეც და პაპუნაც ვფიქრობთ უკან დაბრუნებას.
- დაბოლოს, თქვენი ერთი ახალი ლექსი წაგვიკითხეთ.
- ეს არის ჩემი "ბოლო" ლექსი, "სიზმარი" დავარქვი: "ნეტავ მერცხლები თუ დაბრუნდნენ საქართველოში.../ ქარიშხლებსა და წვიმებს გზაში როგორ გაუძლეს?!/ ძაღლის ყმუილით ავსებული სიცარიელე.../ შეშინებულნი დაეძებენ ალბათ ბუდეებს./ შიშია მხოლოდ, უტიფრად რომ დაძრწის შარაზე,/ კუთხე-კუნჭული ამოავსო წყლისფერ თვალებით./ ცოდვაა მიწა, ცარიელი, კაცის გარეშე.../ მიწაზე შეგვქმნეს თიხითა და სად გავეცლებით?!/ ძაღლის ყმუილშიც დამზაფრავი შიში შიშვლდება,/ ვინ იცის, ისიც ვეღარ აგნებს თავის სახლს ალბათ,/ იმდენი ვქენით კაცთა მოდგმამ ამდენ სისხლისღვრით,/ უმრავლესობას ღმერთის ნაცვლად სატანა მართავს!/ ეს სიზმარია, გათენდება მჯერა და შიშიც,/ სადღაც დამფრთხალი, მომაკვდავი ამოიხავლებს./ მიწა, რომელიც ღმერთმა შექმნა სიკეთისათვის,/ თოთო ბავშვივით, კიდევ ბევრჯერ გაახელს თვალებს!/ მჯერა, მერცხლები იპოვიან თავის ბუდეებს,/ ჩამოშლილ ალიზს კვლავ ლამაზად ამოლესავენ,/ ახმაურდება სიყვარულით ისევ ქუჩები/ და დღევანდელ დღეს სიზმარივით დაივიწყებენ!/ ნეტავ, მერცხლები თუ დაბრუნდნენ საქართველოში.../ ქარიშხლებსა და წვიმებს გზაში როგორ გაუძლეს?!"
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა ემართება მოზარდს საკანში მოხვედრისას
რას სთხოვს საქართველოდან გაქცეული ტრანსგენდერი დედას
"ამერიკამ ბევრი მომცა, მაგრამ ჩემი "შინ" საქართველოა!"
"დაჰკარი დაფდაფებს, ჯერ ასე ძლიერად არავის უმღერია..."
ვახტანგ ჭაბუკიანის უცნაური და ცუდი შედარებები
"ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარეს და გაირკვა, რომ რაზმი ღამით კი არ გამოდიოდა, არამედ - მზიან დღეს"
რა შეიძლება ვისწავლოთ მტრისგან და როგორ გავამრავლოთ სიკეთე
"ეს იყო საოცარი სამყარო, სადაც შური და ბოროტება არ არსებობდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი