"აქედან უფრო ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ საქართველოსთვის..."
font-large font-small
"აქედან უფრო ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ საქართველოსთვის..."
"არ წახვიდე, არ დამტოვო" - რას საქმიანობს გოგიტა გეგიძე ამერიკაში

გოგიტა გოგიძე ამერიკაში ცხოვრობს და იქაურ ბობოქარ დღეებზე გვიყვება. როგორც ამბობს, ახალი გამოწვევები სჭირდებოდა და ამიტომ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა.


- სურამში დავიბადე და გავიზარდე. დავამთავრე მუსიკალური ათწლედი, ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, რაც ხაშურსა და სურამში იმართებოდა. მქონდა ჩემი მუსიკალური სტუდიაც და მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, წარმატებით ვხელმძღვანელობდი. 14 წლისამ სურამში, "ზურაბობის" ღონისძიებაზე უამრავი ადამიანის წინაშე ვიმღერე ტოტო კუტუნიოს სიმღერა "იტალიანო" - ხალხის დიდი მოწონება დავიმსახურე და ძალიან გახარებული ვიყავი. საოცარი განცდა იყო, როდესაც სცენაზე ვიდექი და ამდენი ადამიანი ტაშს მიკრავდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი.
- ოთხმოციან წლებში ბიჭი რომ ფორტეპიანოზე ან ჩასაბერ ინსტრუმენტზე უკრავდა, თანატოლებისგან დაცინვის ობიექტი ხდებოდა. ასეთი შემთხვევა გქონიათ?
- ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა. როდესაც თანატოლები მეძახდნენ ფეხბურთის სათამაშოდ, უარს ვეუბნებოდი, რადგან სამეცადინო მქონდა. ცოტა არ იყოს, ირონიით უდგებოდნენ ამ საკითხს. როდესაც გავიზარდეთ, მერე კი ნანობდნენ, რომ მათაც არ ისწავლეს, მით უმეტეს, რომ სიმღერისა და დაკვრის გამო ყოველთვის გოგონების ყურადღების ცენტრში ვიყავი. ბევრი სასიყვარულო ურთიერთობაც მქონდა. მოკლედ, ვიყენებდი ჩემს ასეთ პოპულარულ ახალგაზრდობას. გორში დავამთავრე მუსიკალური, შემდეგ კი თბილისის კონსერვატორია. ბევრი პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი, ვმღეროდი თბილისის თითქმის ყველა დიდი რესტორნის გახსნაზე.
- ასეთი აქტიური ცხოვრების შემდეგ, რატომ დაადექით ემიგრაციის გზას?
- გაჭირვება არ იყო ჩემი ემიგრაციის მიზეზი, სივრცე და ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ ბევრი ნიჭიერი მომღერალი და მუსიკოსია. ამიტომ ყველას არ ჰყოფნის სივრცე, აკეთოს თავისი საქმე. ამერიკაში კი მეტი შესაძლებლობებია, ვიდრე საქართველოში, ამიტომაც წამოვედი.
- როგორი იყო ემიგრანტობის პირველი დღეები?
- მეც მქონდა რთული დღეები, ენის ბარიერი ბევრ პრობლემას მიქმნიდა. ამერიკაში ბევრია ისეთი ემიგრანტია, რომლებიც წლებია, საქართველოში არ ჩასულან და არც ჩემი სახელი სმენიათ. ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ერთი კონცერტი, რომელიც გაცნობითი ხასიათის იქნებოდა. 3 თვეში გავაკეთე პროექტი "დუეტი გოგიტასთან ერთად", რომლის საშუალებითაც უამრავი ადამიანი გავიცანი. ამ პროექტმა ემიგრანტებს საშუალება მისცა, სახლიდან გამოსულიყვნენ და საკუთარ თავზე ეზრუნათ, გადავიღეთ კლიპები. შემდეგ იყო პროექტი "იმღერე რამე", რომელშიც ბევრმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. 4 სეზონი წარმატებით ჩავატარე და ახლა მეხუთე სეზონისთვის ვემზადები. ველოდებით პანდემიის გადავლას და შეზღუდვების მოხსნას. ასევე, გავაკეთე ონლაინარხი ჩემს შვილთან ერთად. ვაშუქებთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს, მაქვს პროექტი "10 მუსიკალური თვე", ყოველთვე ვტვირთავ ჩემს ახალ სიმღერას.
GzaPress
- რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- იცით, ასაკის მატებასთან ერთად, სინანულიც მოდის - დროის დაკარგვას ვნანობ. კიდევ უფრო მეტი უნდა მესწავლა და უფრო წარმატებული ვყოფილიყავი. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არც ერთ წამს არ დავკარგავდი და მუსიკალურ განათლებას მოვახმარდი.
- როგორი მამა და მეუღლე ხართ?
- ვფიქრობ, კარგი მამა და მეუღლე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი. მალე მე და ჩემს მეუღლეს ერთად ცხოვრების 30 წელი შეგვისრულდება. მთელი ჩემი რესურსი შვილების განათლებაში ჩავდე. მათთან ერთად მეც ვსწავლობდი და ამით მაგალითს ვაძლევდი. განსხვავებულად თბილი დამოკიდებულება და ურთიერთობა უმცროს გოგოსთან მაქვს. 8 წლის არის და რომ ვეუბნები, რა გეშველებოდა უჩემოდ-მეთქი, იმავე კითხვას მიბრუნებს, შენ რა გეშველებოდა უჩემოდო?
- თქვენი სიმღერები, რომელიც ყველამ აიტაცა - "არ წახვიდე, არ დამტოვო" და "რად წახვედი, რად დამტოვე", ვის ეძღვნება?
- ეს სიმღერები არავის ეძღვნება. უბრალოდ, ერთის გაგრძელება გახდა მეორე, ანუ ორი სერია შევთავაზე მსმენელს.
- ხომ არ უნდა ველოდოთ მესამე, დაბრუნების სერიასაც?
- კი, ამაზე უკვე ვმუშაობ, რადგან მე ყოველთვის ბედნიერი დასასრული მიყვარს. გარდა ამისა, "იმღერე რამეს" მეხუთე სეზონზე და კიდევ ერთ საბავშვო პროექტზე ვმუშაობ. მინდა ეს პროექტი ქართველი ემიგრანტი პატარებისთვის გავაკეთო. ვგეგმავ ევროპულ ტურს, ვწერ სამ სიმღერას, რომლებიც ზუსტად ვიცი, მსმენელის დიდ მოწონებასა და სიყვარულს დაიმსახურებს.
- სამშობლოში დაბრუნებას თუ აპირებთ?
- ვერ დავბრუნდები, აქ ბევრ საინტერესო პროექტს შევეჭიდე. ჩემმა შვილებმაც აქ დაიმკვიდრეს თავი და საკმაოდ წარმატებულები არიან. უფროსი ფოტოგრაფია, უმცროსი - გაყიდვების მენეჯერი. აქედან უფრო ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ საქართველოსთვის...
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი