წითელბაბთიანი გოდორი
font-large font-small
წითელბაბთიანი გოდორი
ფერადი ამბავი შავი ჭიათურიდან

ჭიათურაში მაია ტყემალაძეს ყველა იცნობს. ვიღაც ნატიფი ნაკეთობებით, ზოგსაც მისი თაოსნობით შექმნლი ხელნაწერი წიგნთა წიგნი "ვეფხისტყაოსანი" არ ავიწყდება, ზოგსაც თვალებიდან არ ამოსდის მისი სცენარით შექმნილი ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი. თუნდაც ეს ყველაფერი არ იცოდეს ადამიანმა, მაინც ყურადღებას იქცევს სამთოელთა ქალაქში მოკრძალებულად, ფრესკის ანგელოზის თვალებიანი ტანადი ქალბატონი, რომელსაც შეუძლია ბუნებაში იპოვოს ბევრი ფერი, ჟრიამულ-სიხარულიანი ნაკეთობები რუდუნებით შექმნას და ეს კიდევ არაფერი, ამბების გადმოცემა შეუძლია საოცარი ოსტატობით. მერე რა, რომ ზოგჯერ ინტერპრეტაციით გადმოსცემს რეალობას. დარწმუნებით გეტყვით, არაფერი ისე არ უხდება ჭიათურაში მკაცრ, შავ რეალობას, როგორც მაია ტყემალაძის ფერადი ამბები თუ მინიატიურული კომპოზიციები...


"პროფესორ ჯაფარიძის სახლიდან რომ სულისშემძვრელი შეკივლება რამდენჯერმე მოისმა, მეზობლები ძალიან შეშფოთდნენ. თუ არა განსაკუთრებით ცუდ ამბავს, სხვას რას უნდა გამოეწვია დარბაისელი, თავშეკავებული, მომხიბვლელი ქალბატონის ასეთი შეძრწუნება?!
ჯაფარიძეების სახლში შესულ მეზობლებს არასასურველი სურათი დახვდათ:
სავარძელში ჩასვენებული, გულშეღონებული დიასახლისი უგონოდ იყო. გვერდზე გადავარდნილი ტელეფონის ყურმილით მიხვდნენ, ვიღაცს ცუდი ამბავი ემცნო მისთვის. დილით, რამდენიმე მეზობელმა დაინახა, ხანშიშესული, თუმცა სრულიად საღსალამათი პროფესორი და მისი ულამაზესი, ერთადერთი ქალიშვილი, როგორი ბედნიერები ჩადიოდნენ კიბეზე. მაინც რა უნდა მომხდარიყო?! მალე ყველაფერს ნათელი მოეფინა.
მარტო უბნის კი არა, მთელი თბილისის მშვენება, შვლის ნუკრივით ყელმოღერილი, პირველკურსელი გოგონა, პროფესორის ერთადერთი ქალიშვილი გაპარულიყო და თავისი ნებით, სადღაც გადაკარგულ სოფელში, ობოლ, ღარიბ-ღატაკ სტუდენტს, მისსავე თანაკურსელს, ცოლად გაჰყოლოდა.
- ან უკან დავაბრუნებ, ან არა და, თავს მოვიკლავ! - შეუვალი იყო გაგულესებული დედის ხმა...
იქ კი, შორეულ სოფელში, მუხის ხით ნაგებ მარანში, ღვინით გალიცლიცებულ ჭურებშუა დადგმულ ჯორკოზე ჩამჯდარიყო უსინათლო, თეთრწვერა, ბრგე მოხუცი და ჩიბუხს აბოლებდა. თავისი ობოლი შვილიშვილის ნაჩქარევ, მოულოდნელ ნაბიჯზე ფიქრობდა. დარდი და სიხარული ერთმანეთში არეოდა მრავლისმომსწრეს. გუმანი კარნახობდა, ამ საქმეს კარგი არაფერი მოჰყვებოდა.
სუფრის სამზადისში გართული, გახარებული ნათესავები და მეზობლები კი მხიარულად გარბი-გამორბოდნენ. ყველას უყვარდა ობოლი ბიჭი, კარგი ვაჟკაცი. საპატარძლოს უშურველი ღიმილით, უზადო გარეგნობითაც მოხიბლულები იყვნენ და მეტი რა უნდოდათ... ავი მოლოდინის ზარებმა კი როდი დააყოვნა! უზარმაზარი მუხით დაჩრდილული, ხასხასაბალახიანი, დიდი, მყუდრო ეზო უცხოთა არეულმა ხმებმა აავსო. სასიძო-საპატარძლოს ღიმილი სახეზე შეეყინათ. ბრგე ვაჟი მთელი ტანით აღიმართა, ძლიერ კედლად აეფარა სანუკვარ არსებას.
მხოლოდ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისანი იყვნენ და ლამაზი ზღაპრების სჯეროდათ.
შფოთვასა და აურზაურში, ყველასგან განსხვავებით, უსინათლო მოხუცი იჯდა, თითქოსდა მშვიდად.
GzaPress- მკვდარს თუ წამიყვანთ, თორემ ჩემი ნებით არ წამოგყვებითო! - შეუვალი იყო საპატარძლოს ხმა. მერე, რომ დაინახა მოთმინებადაკარგული ახლობლების მუქარა და მისკენ წასული გაავებული დედა, თითქოსდა, უსინათლო ბაბუა იხსნისო, საპატარძლო მისკენ გაიქცა, მაგრამ უცებ, გვერდი აუარა, იქვე მარანში შევარდა. განრისხებული დედა უკან გაედევნა და რაც ხელში მოჰყვა, ლამაზტუჩიანი თიხის დოქები, ფიალები, პატარა ჭინჭილები, ერთიანად დაამსხვრია. შეშინებულმა ქალიშვილმა ხის საწნახელთან ჩამოკიდებული დიდი გოდორი ჩამოხსნა და წინ აიფარა. აქ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. გაოგნებული ქალი ლამაზად მოწნულ გოდორს და მის სახელურზე შებმულ დიდ, წითელ ბაფთას მიაჩერდა, მერე უსინათლო მოხუცს მიაპყრო მზერა და... დაბლა გულშეღონებული დავარდა...
პაწაწინა გოგონამ ფეხი აიდგა თუ არა, ახლობლები სულ უკან დასდევდნენ.
ოჯახის ნანატრი შვილი, დედ-მამისა და ბებია-ბაბუების იმედი, ნუგეში იყო. ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მისით ცხოვრობდნენ, სუნთქავდნენ. გვიან დაქორწინებულ პროფესორ ჯაფარიძის ოჯახში, მესამე წელი იყო, ულამაზესი დარი იდგა. პაწაწინა გოგონას სუნთქვით ცხოვრობდნენ, მის გარდა, თითქოს სხვა საზრუნავი არ ჰქონდათ. ერთ კვირა დღეს, როდესაც ოჯახის ყველა წევრი შინ იყო, სადილობისას, ვერავინ გაიგო, როგორ გაუძვრათ, მაგიდის ქვეშ, ფეხებსა ფეხებს შუა ცქნაფა გოგონა, როგორ გააღო აივნის კარი, ოდნავ ღრიჭოდ დარჩენილი. იქ, გისოსსა და გისოსს შორის როგორ გაძვრა მთელი ტანით და მეშვიდე სართულის აივნიდან გადაეშვა...
ქალების სულისშემძვრელმა კივილმა, მამის და ბაბუის ხმამაღალმა გოდებამ მაშინ მარტო ის ქუჩა კი არა, ახლომდებარე უბნებიც შეძრა.
მათზე ორი სართულით დაბლა მცხოვრებ მეზობლებთან კი, ამ ამბიდან ცოტა ხნით ადრე, სოფლიდან მოხუცი ბაბუა და მისი ობოლი შვილიშვილი სტუმრად ჩამოსულიყვნენ. ბაბუას აივანზე გაეტანა ბრუსკუნა ყურძნით ნახევრულად სავსე გოდორი და გისოსებს გარედან მიმაგრებულ რკინის კაუჭაზე ჩამოეკიდებინა. ყვირილისა და ალიაქოთის გამო აივანზე გასულებს, უცნაური სურათი დახვდათ: რკინის კაუჭზე დაკიდებული, ყურძნით ნახევრად სავსე დიდი გოდრისათვის იქით-აქეთ ჩაეჭიდნა ხელი წითელბაფთიან, ანცად მოღიმარ გოგონას და თითქოს, საწნახელში დგასო, სიხარულით ბუქნაობდა, უდარდელად იცინოდა.
მერე კი, დედის განწირული კივილით თავადაც შეშინებული, გულამოსკვნილი ქვითინებდა დედისსავე კალთაში. ქალი გულში იხუტებდა გადარჩენილ სიცოცხლეს და ცრემლი ღვარად სდიოდა.
დეიდასთან სტუმრად ჩასული, პატარა, ოთხიოდე წლის ობოლი ბიჭი კი იქვე მორცხვად ჩამუხლულიყო. გოგონას ტირილზე ლამის, ისიც ხმამაღლა აქვითინებულიყო.
მაშინ იყო, უსინათლო მოხუცის წინ რომ დაიჩოქა სასწაულის ძალით შვილგადარჩენილმა დედამ, ხელები დაუკოცნა და შეჰღაღადა, მთელი სიცოცხლე თქვენთვის მლოცველი და თქვენი მოვალე ვიქნებიო. ბრგე მოხუცმა ფეხზე ვაჟკაცურად წამოაყენა აღელვებული ქალი, დიდ მკერდზე მიიხუტა, დაამშვიდა, ბედნიერი გეყოლებათო. მერე პაწაწინა გოგონა ხელში აიყვანა, გრძელი თითები მიუსვ-მოუსვა სახეზე. ლამაზი ბავშვი ყოფილაო, ყველა განსაცდელისაგან ღმერთი იხსნის, ქუდბედიანი დაბადებულაო. ჩემო შვილებოო, თუ შეელევით, აი, ეს წითელი ბაფთა (მხოლოდ წითელ ფერს აღიქვამდა ომში დაშრეტილი მისი თვალები) მისაჩუქრეთო. ამ ზაფხულს გასაყიდად შვიდი ასეთი გოდორი მოვწანი. სხვებისგან რომ გამოვარჩიო, სახელურს ამ ბაფთით მოვულამაზებ, უბრალო გოდორი ხომ არ არის, ბავშვი სიკვდილისაგან იხსნაო.
მაშინ ქალმა, თავისი ხელით მოხსნა პაწაწინას ჩაკულულებული თმიდან დიდი, წითელი ბაფთა და გოდრის სახელურზე ლამაზად, სასოებით განასკვა. მერე მკლავები ძლივს შემოაჭდო სანუკვარ გოდორს, ცოცხალი არსებასავით მიეფერა. პროფესორმა კი ფულის შეხვეული შეკვრა ჩამოიტანა სახლიდან, ეს მცირედი თქვენო, დაბნეულად ჩაუდო მოხუცს ხელებში, თქვენს ვალს სიცოცხლითაც ვერ გადავიხდითო. ბაბუამ იგუმანა რაც იყო. როგორ გეკადრებათ, ეგ როგორ იფიქრეთო, უკანვე დაუბრუნა...

ამ ამბიდან მალევე, პროფესორის ოჯახი სხვა უბანში გადასახლდა...
და აი, ახლა?! გონსმოსულმა ქალმა ძლივსძლიობით, ხმის ცახცახით, ჩურჩულით აღმოთქვა:
- ეს, ეს წითელბაფთიანი გოდორი, საიდან?!
- უბრალო გოდორი არ გეგონოთ, შვილო. ამან სამი წლის გოგანა სიკვდილისაგან იხსნა! - მშვიდად მიუგო მოხუცმა. - ეს წითელი ბაფთა კი იმ დღის სახსოვარია! - ღიმილითვე დასძინა.
ქალი რის ვაივაგლახით წამოდგა, მოხუცს ნაჯაფ ხელებზე ეამბორა, მის წინ ჩაიჩოქა. ტიროდა, მოთქვამდა! პროფესორი გაფითრებული იდგა. გაოგნებული გარშემო მყოფები ვერაფერს მიმხვდარიყვნენ, შეყვარებულებიც გაკვირვებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს...
ამბავი სინამდვილიდანაა აღებული, ოღონდ, გოდრის ნაცვლად, მაღალი სართულიდან გადავარდნილი ბავშვი სიკვდილს თოკზე გაფენილმა, ქარისგან გაბერილმა შალითამ გადაარჩინა"
P.S. როგორც ასი წლის წინ, ახლაც შავია ჭიათურა. როგორც ასი წლის წინ, ახლაც აცოცხლებს და აფერადებს ზემო იმერულ ქალაქს ინტელიგენტების ძალისხმევა. ამ ცივ დროში, ჭიათურის ქუჩებში შეხვდებით ფრესკიდან გადმობრძანებული მზერის ქალბატონს, მაია ტყემალაძეს, რომელიც ბევრზე ბევრს მოგიყვებათ თავის ქალაქსა და ქალაქელებზე, მაგრამ საკუთარ თავზე ხმას ვერ დააძვრევინებთ. თითქოს ანგარიშსწორება მომინდა და ათასზე კეთილად მოსაუბრე ქალბატონზე ვთქვი მცირეოდენი...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი