ეკლიან გზაზე მოარული ბედნიერი კაცი
font-large font-small
ეკლიან გზაზე მოარული ბედნიერი კაცი
"ბედნიერებას ციხის ოთხ კედელშიც ადვილად პოულობ"

ბავშვობისას ხშირად მესმოდა ჩემი მოგვარის სახელი, რომლის შესახებ ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ხანგრძლივი პატიმრობა, რამდენჯერმე დაქორწინება, არაორდინალური ქცევები, რომელიც სისტემური წყობის რადიკალურად საწინააღმდეგო იყო, ერთგვარ შიშსა და პატივისცემას იწვევდა არა მარტო ბავშვებში, არამედ უფროსებშიც. ბოლო აკორდი, რითაც საგვარეულო (და არა მარტო ჩვენ) გაგვაკვირა ლაშა ხოჯანაშვილმა, აღმოჩნდა თავის ადვოკატზე დაქორწინება. მისი რთული, საინტერესო, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები რამდენიმე წიგნისთვისაც კი იქნება საკმარისი, თუმცა ამჯერად ლაშას მონათხრობს წარმოგიდგენთ, რომელიც მისი ცხოვრების ერთგვარ რეზიუმეს წარმოადგენს და მისი გაცნობის მერე, სულ სხვა შთაბეჭდილება შეექმნება ადამიანს პიროვნების პროგრესირებისა და წინსვლის შესაძლებლობებზე.


GzaPress"ხშირად მიფიქრია, რასაც უფალი ჩვენთვის იმეტებს, ყველაფერს უკეთესობისკენ მივყავართ, ამიტომ დიდად არაფერს ვდარდობ. მყავს სამი შვილი, მოსიყვარულე მეუღლე და ბედის მადლობელი ვარ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი პატიმრობაში გავატარე - 22 წელზე ცოტა მეტი. არ ვიტყვი, რომ ანგელოზი ვიყავი და ყოველთვის ტყუილად მაპატიმრებდნენ, თუმცა, ასეც მომხდარა, რომ ტყუილად მომიხდია სასჯელი. პირველად ექვსი წელი მომისაჯეს. სტუდენტი ვიყავი მაშინ. ხუთი წლის შემდეგ გავმართლდი, ჩემმა მშობლება წარმოადგინეს საალიბო დოკუმენტები. როდესაც ის დანაშაული იყო მომხდარი, მაშინ ოჯახთან ერთად სოჭში ვისვენებდით. გავმართლდი, მაგრამ ხუთი წელი ვიხდიდი სასჯელს უდანაშაულო და ამან ჩემს ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა. მეორედ მეგობრებთან ერთად ვიყავი დაჭერილი. უდანაშაულო გახლდით და მიშვებდნენ, მაგრამ მეგობარი ახალდაქორწინებული იყო, ბავშვს ელოდებოდა და თვითონ შევთავაზე, დაუბრუნდი ოჯახს, მე ავიღებ ჩემს თავზე ყველაფერს-მეთქი. ხუთი წელი მომცეს მაშინ და მერე რამდენიმე წელი კიდევ გაქცევისთვის დამიმატეს, იმ ჩემს მეგობარს კი აღარც გავხსენებივარ. როგორც მერე მივხვდი, ადამიანების უმადურობას საზღვარი არ აქვს... მესამედ იარაღი ჩამიდეს ახალგამოსულს. ამ დაკავებისთვის მადლობელიც კი ვარ, რადგან სწორედ მაშინ გავიცანი მომავალი მეუღლე - ჩემი ადვოკატი მერი ცინარიძე. მოწმედ ჩემი მასპინძელი ჰყავდათ, იარაღი ჰქონდაო. არა და, არც მქონია. მოკლედ, კიდევ 4 წელი მომისაჯეს. ამ ბრალდებისგან მერი მიცავდა. ყოველთვის გულწრფელი ვიყავი მასთან, არასოდეს არაფერი დამიმალავს, არაფრით შემილამაზებია ჩემი წარსული. მიმიღო ისეთი, როგორიც ვიყავი და ვარ. მერე დაიწყო სამოთხე ჯოჯოხეთში. ყოველდღე ადვოკატი მაკითხავდა, რომელსაც ვუყვარდი და მალე დავქორწინდით კიდეც. ძალიან ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის და მას ციხის ოთხ კედელშიც ადვილად პოულობ. ციხეში სულ ვკითხულობდი. ყოველთვის სწავლის წყურვილი მქონდა. ჩემს ცხოვრებას ვაანალიზებდი და იმედს არ ვკარგავდი. ახლა სამი შვილი გვყავს, უმცროსი ვაჟი ხუთი წლისაა, უფროსი - თერთმეტის, გოგონა კი - 10 წლის. აქტიური ცხოვრება მაქვს, მეც ვმუშაობ და ჩემი მეუღლეც. მეუბნება, რომ ჩემგან ბევრი რამ ისწავლა, უფრო ბრძოლისუნარიანი და თავდაჯერებული გახდა.
ვერ ვიტან ძალადობას. არასდროს გავამართლებ მოძალადეს ოჯახში. ჩემთვის ქალი ყველაფერია. სადაც მამაკაცს უჭირს, იქ ყოველთვის ქალია ხელის გამომწოდებელი ან დედა, ან ცოლი, ან და.
რა არის ჩემი აზრით მთავარი? მთავარი ოჯახია, ბედნიერებაც ოჯახშია. ოჯახი ის წრეა, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ზრუნავენ, სისხლით ნათესაობაც კი არაა საჭირო.
მახარებს უმნიშვნელო ამბები, თუნდაც ქუჩაში გაგონილი ბავშვის სიცილი, საბავშვო ბაღის გზაზე ერთად მიმავალი დედა-შვილი. სხვისი სიხარული მეც გამხარებია, სხვა რა გითხრათ... ჩემი ბედის მადლობელი ვარ. დიდხანს ვიარე ეკლიანი გზებით და თუნდაც მალე დამთავრდეს ეს გზა, მე მაინც ბედნიერი ვარ..."
P.S. ოდესმე ლაშაზე ვრცლად აუცილებლად დავწერ...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
"ჯობას" საკვირაო სკოლა და საინტერესო აქტივობები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი