"მინდა კრივში მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სახელით გავხდე"
font-large font-small
"მინდა კრივში მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სახელით გავხდე"
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები

2020 წელს ესპანურ კლუბებს შორის კრივში ჩატარებული ჩემპიონატის გამარჯვებული 15 წლის ქართველი დავით შუბითიძე გახდა. ესპანური ცხოვრებისა და წარმატებების შესახებ დავითის დედას, ვერონიკა გოგიჩაშვილსა და თავად მოკრივეს ვესაუბრეთ.


ვერონიკა:
- უკვე 12 წელია, ესპანეთში, ქალაქ სევილიაში ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. 2008 წლის ომის შემდეგ, მეუღლესა და შვილებთან ერთად წამოვედი. დავითი 4 წლის იყო, ანა - 7-ის. გორში გვაქვს სოფელი, ომის დროს იქ ჩავრჩით 2 დღით და ძალიან შევშინდით. იმ პერიოდში გარკვეული პრობლემებიც შეგვექმნა და წამოსვლა ვამჯობინეთ. ძნელია უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება, მაგრამ დედა ესპანეთში ცხოვრობდა და სამსახური დაგვახვედრა. მალე ენის ბარიერი გადავლახეთ, განსაკუთრებით ადვილად ბავშვებმა ისწავლეს ესპანური. დათუნას ერთხანს დაავიწყდა ქართული. ბავშვებს ეზოში უცხოელებთან ჰქონდათ კონტაქტი, სკოლაში ესპანურად სწავლობდნენ, მაგრამ ვეცადეთ და მივაღწიეთ, რომ დღეს ორივე ქართულად ლაპარაკობს, წერს და კითხულობს. ჩამოვიტანეთ "დედაენა", ენციკლოპედიები, თუ რამე გვქონდა. სამწუხაროდ, აქ ახლომახლო არ არის საკვირაო სკოლა, არც ქართული ტაძარი. მადრიდში, ბარსელონაში არის, მაგრამ აქედან შორია.
- ასე შორს როგორ ახერხებთ, რომ შვილებს სამშობლო შეაყვაროთ? ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში?
- წლები ისე გავიდა, რომ საბუთები ვერ გავაკეთეთ და მხოლოდ 6-წლიანი განშორების შემდეგ დავბრუნდით. დავითი სულ ორჯერ არის ნამყოფი მანდ, ანა - სამჯერ. ახლა ეს კორონაც დაგვემთხვა და კაცმა არ იცის, როდის შევძლებთ ჩამოსვლას. ძალიან რთულია, ასე შორიდან უყვარდეთ თავიანთი ქვეყანა, მაგრამ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს არ ვივიწყებთ, ქართულად ვსაუბრობთ შინ, ვუყურებთ ქართულ ფილმებსა და გადაცემებს.
- ესპანეთში რას საქმიანობთ?
- მე და ჩემი მეუღლე ბარში ვმუშაობდით, ახლა კი ამ ვირუსის გამო, სტაბილური სამსახური აღარ გვაქვს. დღისით ხან ბავშვებთანაც ვმუშაობ, ხან - რესტორანში. გოგო სტუდენტია, ეკონომიკურ განათლებას იღებს. ადრე მუდმივად გვქონდა სამუშაო, მაგრამ ახლა ასეა პანდემიის "წყალობით". ემატება და ემატება დაინფიცირებულები, პირბადის გარეშე გასვლა უკვე ქუჩებშიც აგვიკრძალეს. ქუჩაში მოწევაც კი არ შეიძლება, ბევრი შეზღუდვაა.
- ესპანელებთან რა საერთო აღმოაჩინეთ?
- გარეგნობით ძალიან გვგვანან, ზოგჯერ საქართველოში მგონია თავი - ხმამაღალი საუბარი, სიფიცხე, ტემპერამენტი მათაც ახასიათებთ. ტრადიციების მოყვარულები არიან, ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს.
დავით შუბითიძე:
- ეზოში ფეხბურთს, კალათბურთს, ჩოგბურთს პატარაობიდანვე ვთამაშობდი. თავდაპირველად ერთი წელი ტაილანდურ ჩხუბზე დავდიოდი, რაგბიც მოვსინჯე, ფეხბურთიც, მაგრამ ამ სამი წლის წინ კრივით დავინტერესდი და მივხვდი, ჩემი იყო. სპორტის ამ სახეობაში მთავარია ფიქრი - უნდა შეგეძლოს მეტოქის მოქმედებები წინასწარ გათვალო. ადვილი არ არის, მაგრამ წარმატებისთვის ფიქრი აუცილებელია და კიდევ, ბევრი შრომა. ვარჯიშის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში ანდალუსიის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ ესპანეთის რეგიონულ ჩემპიონატზე კი მესამე ადგილის მფლობელი გავხდი. გამარჯვება დიდი სტიმულია ჩემთვის, უფრო მეტის მიღწევა მინდება. კორონას გამო შეჯიბრებები გადაიდო და ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება.
- საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავთ?
ვერონიკა:
- მე და ჩემი მეუღლე ვგეგმავთ, შვილები რას იზამენ, არ ვიცი. ორივეს სამომავლო გეგმები აქვს, მაგრამ დათუნა ისეთი ქართული სულისკვეთების ბავშვია, არაფერს გამოვრიცხავ. მე სულით აქ არასდროს ვარ. რა ვქნა, ვერ ვეგუები უცხო ქვეყანაში ყოფნას.
დავითი:
- მართალია, საქართველოდან პატარა წამოვედი, მაგრამ ქართულად ვლაპარაკობ, რაც ჩემი მშობლების დამსახურებაა. მიყვარს ყველაფერი ქართული, სულითა და გულით, ხასიათით ქართველი ვარ. მინდა, ოდესმე გავიმარჯვო და ესპანურის ნაცვლად, ჩემი სამშობლოს დროშა აფრიალდეს გამარჯვების ნიშნად; მინდა, კრივში მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ საქართველოს სახელით გავხდე!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე თათა გიორგობიანმა
ძველად ყველა დედა უმღეროდა შვილს "იავნანას", ახლაც ასე უნდა იყოს
დილას 6-საათიანი ლოცვით ვიწყებ და მას მერე სულ ვმუშაობ
აუცილებლად ჩამოვიყვან საქართველოში, ხომ უნდა გაიცნონ რძალი
მეგობრობდნენ თუ არა ცეკას ბიუროს წევრების ცოლები
როგორ მოიწვია ვახტანგ ჭაბუკიანმა ვერა წიგნაძე თბილისში
რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარება დავიწყე, უამრავმა ბავშვმა შემიყვარა
ობოლი გოგონების სევდიანი წერილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი