სიყვარული, რომლისგანაც ვერასოდეს გაინაპირებ...
font-large font-small
სიყვარული, რომლისგანაც ვერასოდეს გაინაპირებ...
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას

საჩხერე და გამოღმა არგვეთი - ჩემი ბავშვობის არდადეგები, დიდი სიყვარული და მოგონებების ზღვა: კაკალქვეშ დაწერილი "პოეტური შედევრები", ათასგვარი ოინბაზობა, ველოსიპედით სიარულის სწავლა თუ მეზობლების თხილსა და ხილზე "ნადირობა", ჩემი ტკბილი ბაბუდა სონია და მამიდა ფაციკო, მაია და მანქანა... რამდენიმე დღის წინ იქაურობას საქმიანად ვსტუმრობდი - ჩემი მამიდაშვილის, სწორედ მამიდა ფაციკოსა და იმ მაიას, ახლახან რომ ვახსენე, დღეს უკვე მეღვინე მარიამ ხარშილაძის ზღაპრულმა კარ-მიდამომ ხელოვანი ქალბატონის - შორენა პაპიძის შემოქმედების მიხედვით შექმნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას უმასპინძლა.


აკაკი წერეთლის 180 წლისთავის საიუბილეო წელია და საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ თარიღს ბევრ ღონისძიებას უძღვნიან. ეს ლიტერატურული საღამოც მერიის კულტურის სამსახურმა მოაწყო - მისმა წარმომადგენლებმა და ყველამ, ვისაც ხელოვნება და ლიტერატურა უყვარს. საკმაოდ ემოციური კომპოზიცია "სიყვარულისგან ვერასოდეს გავინაპირებ" ესტრადის საჩხერელმა მსახიობებმა წარმოადგინეს და იქვე გაცოცხლდა შემოქმედი შორენა პაპიძის სამყარო - ბავშვობიდან დღემდე.
"სიცოცხლევ, როგორ მიძლებ, რომ არ მაკვდები ხელში", - იყო სევდაც, ტკივილიც, სინანულიც, უსაშველო მონატრებაც, სიხარულიც, სიყვარულიც... ხოლო გარემომ - აღორძინებულმა ჩემი წინაპრების ულამაზესმა კარ-მიდამომ, უძველესმა ჭურისთავმა, საწნახლებმა, ბეღელმა; ადრეული შემოდგომის თბილმა საღამომ, იმერული ნიავით გაგრილებულმა და მთვარისა და პროჟექტორის შუქით ზომიერად განათებულმა; პოეზია-პროზით, ტკბილი მუსიკითა და სიმღერებით გარინდულმა ადამიანებმა ღია ცის ქვეშ, გასაოცარი, კამერული ატმოსფერო შექმნეს, ყველა გრძნობა ერთბაშად გაამძაფრეს და ჩვენი წილი სამშობლო გაგვახსენეს.
"მე ერთი სოფლელი გოგო ვარ და ქალაქელი ნათესავის გამოცვლილ ტანსაცმელში გავიზარდე. მოუწყობელი სახლის გამო ათ წლამდე ბებიასთან ერთად მეძინა...
თონის პურში ჩასრესილი ყველით "ხაჭაპურიც" გამიკეთებია და დაჭყლეტილი თუთის "ლიმონათიც"... ძროხებსაც ვმწყემსავდი და ქათმებსაც ვაპურებდი...
თამაშსაც გადავყოლილვარ და სახლში გვიან დაბრუნებულს შეშინებული დედისთვის ბოდიშიც მომიხდია... სამეცადინო მიმიტოვებია და მეზობელს დავხმარებივარ შეშის შენახვაში, ბარვაში, თივის გროვებაში...
მე ერთი სოფლელი გოგო ვარ და ბევრჯერ დავღლილვარ დედის მოლოდინში; ბაზარში წაღებული ყველის ფულით ნაყიდი წიგნი რომ მოეტანა და წამეკითხა...
თაკარა მზეში ფეხბურთი მითამაშია და ცხვირიდან წამსკდარი სისხლით დასვრილი სამოსი მეზობლის ონკანზე გამირეცხავს ისე, რომ შინ არავის გაეგო... წვიმაში, მუსიკიდან მომავალმა, ჩემზე უფროს ველოსიპედიან ბიჭსაც ვცემე, წვეთებისგან შეწუხებულ სახეზე რომ შემომხედა და ყველის ვაჭარივით იკრიჭებიო, - მითხრა, მაგის საფასურად... დიდი ხნის მერე ის ბიჭი რომ მოკლეს, მეც მოვკვდი...
არც ანდროს ყურძენი მომიპარავს და არც მარუსა ჩაფრის ჭყინტი ტარო, მაგრამ სხვებზე მეტად დავისაჯე, რადგან ის "სხვები" ჩემი მეგობრები იყვნენ...
ადამიანობაც იქ ვისწავლე, ჭირის და ლუკმის გაყოფაც, სევდაც და ლხინიც...
ჩემგანაც დაცლილა აღდგომას დედაქალაქი... მეც დედის საფლავთან ყოფნა მირჩევნია მაგ დროს... ჩემი კლუბიც ისაა და წითელი ხალიჩაც.
არასოდეს მომწონებია ჩემი ნამღერი, ნაწერი, ნაფიქრი თუ ნათქვამი...
ვერც ერთმა დიდმა ქალაქმა ვერ ჩამაგდო ხიბლში და ვერც მეორე - უფრო დიდმა...
ჩემს მიწას უფრო ვენდობი, მეტი სიმყარე და ერთგულება სჭირს, მეტი სიმშვიდე...
საცაა გაილევა წუთისოფელი...
უჰ, რა არხეინად გაუყვება ეს გოგო ერთი სოფლიდან მეორე სოფლად მიმავალ ბილიკს, აქ დასარჩენი და იქ წასაღები ადამიანობით სავსე ხურჯინით..."

მანამდე არც მსახიობ შორენა პაპიძეს ვიცნობდი და არც მწერალ-პოეტს. არადა, რა სიღრმე მოჩანს მის ნაწერში, რა ოსტატურად გადმოსცემს ფურცელზე თავის ფიქრებსა და გარითმულ სტრიქონებს, რა დიდი ემოცია მოაქვს! ფიქრებიც კი დაუყვია:
"ფიქრი პირველი და სამარადისო - დედა: არ მეშინია დროის და მიწის! არც მარმარილოს საფლავზე ვდარდობ./ შენს გულში ერთი ადგილი მიცდის -/ ყველა პანთეონს სჯობია, კარგო!"
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას, ამიტომ ინტერვიუც ასე ჩაიწერა - ალაგ-ალაგ. - ძალიან მადლობელი ვარ ჩემი შემოქმედების ასე წარმოჩენისთვისო, - მითხრა, ყველას მადლობა გადაუხადა და დაამატა, მადლობა ამ საოცარი გარემოს შემოქმედს, აცხონოს უფალმა იმ ქვეყნად, ვინც ეს ფუძე შექმნა. ალბათ გვიყურებს ახლა და ხარობს - ცუდ საქმეს არ ვაკეთებთო. თითქოს ეხამუშებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, - ჩემთვის ყოფნა მირჩევნია, თუმცა არც ეს არის უსიამოვნო. ყველაზე მეტად კი ის მეხამუშება, აკაკი წერეთელს რომ დაუკავშირდა ჩემი შემოქმედებითი საღამო... მკრეხელობაც კი მგონია, მაგრამ თან - ბედნიერიც ვარ. დიდი მგოსანი ძალიან მიყვარს და ჩემს შემოქმედებაშიც არაერთხელ მყავს ნახსენებიო.
"ფიქრი მეორე - ნეტავ: ამაღამ, ალბათ, საფლავზეც მოთოვს.../ გაიღვარება ღრუბელი ოფლად.../ მე კი, ვით ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს,/ ნეტავ შენს გულზე შემეძლოს ყოფნა..."

- თქვენს შემოქმედებაში სევდა და ფიქრი ჭარბობს, საღამოს მიმდინარეობის დროსაც ბევრჯერ ვერ დამალეთ ემოცია, ცრემლები... ვცდები?
GzaPress
შორენა პაპიძე:
- არადა, საერთოდ, ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, იუმორისტული ნაწერიც ბლომად მაქვს - აქაც ხომ წაიკითხეს. ისედაც - ბევრს ვხუმრობ, მაგრამ... მაინც მარტო ვარ და შემოქმედებასაც იმიტომ დაჰყვება უდიდესი სევდა. დედაც ადრე წავიდა ამ წუთისოფლიდან, მერე, 3 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ ვიყავი და ემიგრაციამ კიდევ თავისებური სევდა მოიტანა. რა ვქნა, ვერ ვძლებ ამ ჩემი მიწის გარეშე...
"ფიქრი მესამე - ნოსტალგია: "იქ... მერცხლები ყელსაბამებს კინძავენ.../ იქ... ტყემლები იკერავენ ფარჩას.../ გეხვეწებით, ვინმემ გამომიგზავნეთ, - გაზაფხული, სამშობლოში დამრჩა..."
- მანამდე, 13 წელიწადს ჭიათურის დრამატულ თეატრში ვმუშაობდი და 27-მდე როლი ვითამაშე, მთავარიც და მეორეხარისხოვანიც. ასე ვთქვათ, ჩემი სახელი დავტოვე იმ თეატრში. იქიდან წამოვედი და ერთ თვეში გავემგზავრე. საკუთარი ოჯახი არ მყავს და ძიებებში ვიყავი, თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო. პირველად ავიჩემე, ნეტავ თვითმფრინავით როგორ ვიმგზავრებ-მეთქი. გამოცდასავით მოვუწყვე ჩემს თავს და აქედანვე დავთქვი დრო - უცხოეთში 3 წელიწადს უნდა გავჩერებულიყავი. დათქმულ დროს მხოლოდ 2 თვე გადავაცილე და სამშობლოში დავბრუნდი. ერთი წელია უკვე, საქართველოში ვარ. ჯერჯერობით არსად ვმუშაობ, თეატრიდანაც პაუზა მაქვს და საკუთარი პატარა ბიზნესი წამოვიწყე. სხვა ჩანაფიქრებიც მაქვს და ვნახოთ, რა გამომივა. სხვათა შორის, პოეზიაზე მეტად, უკვე პროზისკენ მიმიწევს გული.
- თქვენს "ფიქრებს" გულისხმობთ?
- დიახ. მაქვს კიდევ მეოთხე: "ფიქრი ურიგო და უსასრულო - "სიყვარულისგან ვერასოდეს გავინაპირე" - შენ ხარ ჩემი სულის ელეგია - ჩემი სიყვარულის ქარბუქო!/ მე რომ მენატრები, შევეგუე,/ შენც რომ გენატრები - რა ვუყო?! ასევე მაქვს ფიქრი მეხუთე - "სხვადასხვა": ვიტკივებ ძარღვებს, ვითარცა ფესვებს,/ ტყუილად ველი შენგან წამლობას.../ და შვილებივით წამოზრდილ ლექსებს,/ გიტოვებ, როგორც შთამომავლობას!"
სხვათა შორის, ლექსების წერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. პირველი ლექსი, მგონი, 3 წლისამ დავწერე... უფრო ზუსტად - ზეპირად შევთხზე: "მოფრენილან მერცხლები, მოფრენილან ჩიტები,/ დათოვლილი წასულა, აღარ ჩანან ფიფქები"... არც არასდროს ჩამიწერია სადმე, ასე, ზეპირად დავიმახსოვრე და ჩავიბეჭდე გონებაში, თანაც გამორჩეულად მიყვარს, რადგან პირველია. სხვათა შორის, ჩემს ლექსებზე მუსიკასაც ვთხზავ ხოლმე, მაგრამ ამ ამბავს დიდად არ ვახმაურებ. ისე კი, სიმღერა და გიტარაზე დაკვრა ძალიან მიყვარს, ორივე ჩემით ვისწავლე.

და, ზოგადად, ფიქრი - "შორენა პაპიძე"
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში გავიზარდე და დღემდე ჩემი მანჰეტენიც და ნიცაც ის გახლავთ. ყველაფერი, რაც ჩემშია, სწორედ იმ სოფლიდან, იმ უბნიდან მოდის, მისი დამსახურებაა. მოქანდაკე გიორგი ნოზაძის ეზოში გავიზარდე, ძალიან დიდი ხელოვანის, რომელსაც "ფიროსმანას" ეძახდნენ და ფიროსმანივითაც წავიდა ამ ქვეყნიდან. ერთ წელიწადს ალექსეევკაში იყო დაკრძალული და მოგვიანებით ძმამ გადმოასვენა. თბილისში, რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალამდე ქვა რომ იდო ამოჩხაპნილით, აქ აღიმართება მემორიალიო, მისი გაკეთებულია. მერე მემორიალი გააკეთეს და ამოჩხაპნილი წაშალეს. თბილისში კომენდანტის საათის დღეებში აკეთებდა იმ ქვას, ბევრი ვართ იმ ამბების მემატიანე. საერთაშორისო სიმპოზიუმები აქვს მოგებული და სად არ დგას მისი ნამუშევრები, მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პატრონი არასდროს გამოუჩნდა. პოეზია ძალიან უყვარდა და უამრავი ლექსი იცოდა ზეპირად. მის ეზოში ყოფნა ჩემთვის შთაგონება იყო, სტიმული. საოცარი ხალხის გარემოცვაში გავიზარდე. ამქვეყნად ბევრი რამ მინახავს და ვერაფერი გამაოცებს, მაგრამ იქ მცხოვრები უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანები მუდამ მაოცებდნენ და ეს დღემდე გრძელდება. გლეხები არიან, მაგრამ გენიალური რამეები აქვთ ნათქვამი, ნელ-ნელა სწორედ მათი სიბრძნე დამიგროვდა და ამან ამოხეთქა, თორემ ჩემით არაფერი გამიკეთებია.
და ვდგავარ ასე მარტო, უშენოდ,/ როგორც უქაროდ ქარის წისქვილი.../ მინდა, ცოდვილ სულს რამე ვუშველო,/ რომ არ გავწითლდე ღმერთთან სირცხვილით.../ ვეღარც წარსული ჩამოვიტოვე,/ არც მომავლისკენ ვარ გადახრილი.../ ერთი ბაქანიც ვერსად ვიპოვე,/ რომ შევასვენო ფიქრი დაღლილი...
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე თათა გიორგობიანმა
ძველად ყველა დედა უმღეროდა შვილს "იავნანას", ახლაც ასე უნდა იყოს
დილას 6-საათიანი ლოცვით ვიწყებ და მას მერე სულ ვმუშაობ
აუცილებლად ჩამოვიყვან საქართველოში, ხომ უნდა გაიცნონ რძალი
მეგობრობდნენ თუ არა ცეკას ბიუროს წევრების ცოლები
როგორ მოიწვია ვახტანგ ჭაბუკიანმა ვერა წიგნაძე თბილისში
რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარება დავიწყე, უამრავმა ბავშვმა შემიყვარა
ობოლი გოგონების სევდიანი წერილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი