"ადამიანების მართვაც კარგად გამომდის"
font-large font-small
"ადამიანების მართვაც კარგად გამომდის"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში

დომენიკ მანგოს საქართველოშიც და ემიგრაციაშიც იცნობენ აგრესიული ვიდეოებით. ეკრანს მიღმა ძალზე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, ბევრი საქველმოქმედო აქციის ავტორი გახდა.


- ვინ არის დომენიკ მანგო?
- ვარ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ძალიან დიდხანს ჩუმად იყო და ვერ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. მერიდებოდა და მაინტერესებდა სოციუმის აზრი, რადგან მეც ამ სოციუმის ნაწილი ვიყავი და არ მინდოდა, მისგან აგრესია წამოსულიყო, თუმცა, გავიზარდე და მივხვდი, რომ სიჩუმით ვერაფერს შევცვლიდი. ახლა ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა.
- თქვენ ვიდეოებში პირდაპირობით გამოირჩევით - ამბობთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ. რეალურად ასეთი ხართ თუ ეს უბრალოდ, მორგებული ნიღაბია იმისთვის, რომ ბევრი "გამომწერი" გყავდეთ?
- არასოდეს მიმუშავია "გამომწერების" რაოდენობაზე. ჩემთვის ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. მე ასეთი ვარ - ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს და რომ ვბრაზდები, მიჭირს თავის კონტროლი, ვამბობ იმას, რასაც იმწამს განვიცდი და არასოდეს ვთამაშობ. მოკლედ, ის ვარ, რაც ვარ, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას - არა. მყავს ბევრი ფანი და მათთანაც ასეთი პირდაპირი ვარ.
- თქვენ მიმართ ძალზე დიდი აგრესიაა, რომელზეც თითქოს რეაგირებას არ ახდენთ. რა ხდება რეალურად - არ ამჟღავნებთ სიბრაზეს ამ აგრესიის გამო, თუ მართლა არ განიცდით ამ ყველაფერს?
- რა თქმა უნდა, არ განვიცდი. ეს ჩემთვის მართლა უმნიშვნელოა და გეტყვით, რატომ: ვთვლი, რომ ადამიანები, ვინც მაგინებენ და მლანძღავენ, ძალიან დაბალი დონის არიან, მათ არა აქვთ სიტყვის მარაგი და ფართო აზროვნება, არ შეუძლიათ დასხდნენ და ჩემთან დებატებში ჩაერთონ. თუ ამ ადამიანებისგან ეს მეწყინება და მეც დავუწყებ ლანძღვა-გინებას, მათ დავემსგავსები და ეს საშინელება იქნება. უვიცისგან არაფერი მწყინს და არაფერს განვიცდი, მაგრამ რომ მოვიდეს განათლებული ადამიანი, ისეთი, რომელმაც ჩემზე მეტი იცის და ერთი გადაბრუნებული სიტყვა მითხრას, შეიძლება ნერვიულობისგან მოვკვდე, ანუ ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ადამიანების დონეს.
- როგორი რეაქცია აქვს დედას, როდესაც თქვენს ვიდეოებს ნახულობს და იმასაც კითხულობს, როგორ გაგინებენ?
- დედას ყველა ახლობელსა და ნათესავს ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს სიგოიმეა და არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დღეს, როდესაც დაინახეს, რამდენ კარგ საქმეს ვაკეთებ, მიიღეს ეს ყველაფერი ისე, როგორც არის. ყურადღებას აღარ აქცევენ.
- რაზე ოცნებობ?
- ახლა არაფერზე ვოცნებობ, ბავშვობაში კი ბევრი რამე მინდოდა - მსურდა ჩემი სახლი მქონოდა და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა შემძლებოდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი მაქვს, ჩემი ცხოვრება მაგიურია და რაზეც ვოცნებობ, მისრულდება. მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება და ბედნიერი ადამიანი ვარ ამით.
GzaPress
- ამჟამად კარანტინში ხართ. რა ხდება რეალურად საკარანტინო სასტუმროებში?
- ნანუკა ჟორჟოლიანი გამოვიწვიე დებატებში და იმედი მაქვს, დამთანხმდება - რასაც აშუქებდა, ეს იყო სრული სიცრუე, რადგან მსგავსი არაფერი ხდება. საუკეთესო გარემოა, საუკეთესო კვებითა და მომსახურე პერსონალით. აქ რომ რამე ხდებოდეს, გაშუქებას ვერავინ დამასწრებდა და დამეთანხმება ყველა, ვინც მიცნობს.
- როგორ ფიქრობთ - ემიგრანტებს უნდა შეეხოთ თუ არა კარანტინი? ეს ძალზე აქტიური თემაა დღეს.
- თუ ოდესმე ემიგრანტები საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, ეს უნდა გააკეთონ ახლა, ორი კვირა დაწვნენ და დაისვენონ. ემიგრანტებს, რომლებიც ოცდაოთხი საათი შრომაში არიან, აქ შეუძლიათ დასვენება. ქართველებს რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოგვეჩინა, კარანტინის გავლა საჭირო არ გახდებოდა, მაგრამ უპასუხისმგებლო ხალხი ვართ, თვითიზოლაციაშიც კი არ ვრჩებით, ქორწილსა და გასვენებას არ ვტოვებთ და კიდევ - ათას ნათესავთან მისვლას. აი, ბატონო, ამის შედეგია ეს კარანტინიც. ახლა ნუღარ წუწუნებთ.
- სასტუმროში, სადაც კარანტინს გადიხართ, ორკესტრი მიიყვანეთ. ამისთვის საჭირო თანხა 6 საათში შეგროვდა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. ტყუილში გადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ეს თანხა სახელმწიფომ ჩარიცხა და თქვენ ზურგს გიმაგრებენ ცნობილი ბიზნესმენები. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ემოციურად ძალიან დაღლილი ვარ. ეს მართლაც საოცრება იყო. მე შევძელი ის, რაც ვერავინ შეძლო. ბედნიერი ვარ, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს ერთი საღამო მაინც გავულამაზე. ეს თანხა მართლაც, ორმოცდაათი ცენტობითა და თითო ლარობით შეგროვდა. ზუსტად ექვს საათში თანხა მქონდა - მადლობა ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში მხარი დამიჭირა. მკვდარი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ერთ ლარს ვერ გაიმეტებდა, კარანტინში მყოფი თანამემამულეებისთვის ერთი საღამო რომ გაელამაზებინა. მე არავინ მაფინანსებს. მსურველი ბევრია, მაგრამ დახმარებას არ ვიღებ - მერყევი ხასიათი მაქვს და ის, რაც დღეს მინდა, შეიძლება ხვალ არ მომინდეს. ამიტომაც, ყველას უარს ვეუბნები და მართლა "კაპიკ-კაპიკ" ირიცხება ჩემს ანგარიშზე თანხები, რომლებიც სიკეთეს ხმარდება. ხარჯები და ჩარიცხვები ყოველთვის გამჭვირვალეა და ჩემს გვერდზე ვდებ.
- საიდან გაგიჩნდათ კარანტინში ორკესტრის მიყვანის იდეა?
- ჩემმა მეგობარმა, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს, გამომიგზავნა ძალიან დიდი ნამცხვარი და ეს ნამცხვარი მივეცი მომსახურე პერსონალს. მე მხოლოდ პატარა ნაჭერი ავიღე. მერე დავფიქრდი, - თუ მომსახურე პერსონალს პატივი ვეცი, რა დამიშავეს იმ ადამიანებმა, ვინც სასტუმროს ნომრებში არიან გამოკეტილები-მეთქი?! ამას დაემატა ისიც, რომ სასტუმროს რომელიღაც ნომერში, ბოლო ხმაზე ირთვებოდა რუსული მუსიკა. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაერთო და იდეაც გაჩნდა. ქალაქ ქუთაისის ოპერის სიმფონიურმა ორკესტრმა ცხრა სიმფონია შეასრულა და გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლებით" დახურა კონცერტი. ორგანიზება 2 დღეში მოხერხდა, სულ 3.100 ლარი შეგროვდა. თანხის შეგროვებაში მონაწილეობა მიიღო ასობით ადამიანმა, მათ შორის, ემიგრანტებმაც.
- ამის შესახებ კლიპიც გადაიღეთ. თუ გაშუქდა სადმე?
- ჟურნალი "გზა" ერთადერთია, ვინც საქართველოში დაინტერესდა, რისთვისაც მადლობას გიხდით. დაინტერესდნენ სხვა ქვეყნები და მათთან გვაქვს მოლაპარაკებები. ამ ეტაპზე საბერძნეთი და იტალია რომ გააშუქებს, ეს ზუსტად ვიცით. ქართველი ჟურნალისტები დღეს პიარს მკვლელობების გაშუქებით იკეთებენ. ქვეყანაში შექმნეს სამგლოვიარო განწყობა და სხვა აღარაფერი აინტერესებთ. ერთი შეკითხვა მაქვს მათთან: ნუთუ მხოლოდ მკვლელობა ხდება საქართველოში, არც არავინ იბადება, არც ლიტერატურული და კულტურული საღამოები ეწყობა?.. თუმცა, ასეთი განწყობის შექმნაში მხოლოდ ჟურნალისტები არ არიან დამნაშავე, საზოგადოებას უფრო ტრაგედიები აინტერესებს. ეს არის კოლექტიური დანაშაული.
- შესაძლებელია, რომ პოლიტიკაში გიხილოთ?
- იყო შემოთავაზებები, მეუბნებოდნენ, რომ შემეძლო, კარგი პოლიტიკოსი გავმხდარიყავი, რადგან მაქვს სათანადო განათლება, კარგი მეტყველება და ადამიანების მართვაც კარგად გამომდის, მაგრამ უარი ვთქვი - ჯერ ამისთვის პატარა ვარ, თუმცა მომავალში რა იქნება, არ ვიცი.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე თათა გიორგობიანმა
ძველად ყველა დედა უმღეროდა შვილს "იავნანას", ახლაც ასე უნდა იყოს
დილას 6-საათიანი ლოცვით ვიწყებ და მას მერე სულ ვმუშაობ
აუცილებლად ჩამოვიყვან საქართველოში, ხომ უნდა გაიცნონ რძალი
მეგობრობდნენ თუ არა ცეკას ბიუროს წევრების ცოლები
როგორ მოიწვია ვახტანგ ჭაბუკიანმა ვერა წიგნაძე თბილისში
რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარება დავიწყე, უამრავმა ბავშვმა შემიყვარა
ობოლი გოგონების სევდიანი წერილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი