"თაღლითური სქემის მსხვერპლი გავხდი"
font-large font-small
"თაღლითური სქემის მსხვერპლი გავხდი"
რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე თათა გიორგობიანმა

თათა გიორგობიანს საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს, რაც მხოლოდ მუსიკას არ უკავშირდება... თათას პატარაობიდანვე შემოსავლის საკუთარი წყარო ჰქონდა და იცის, რომ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მოწესრიგებული, ინტერვიუსთვის მომზადებული, თავდაჯერებული და სირთულეებისთვის მზადმყოფი უნდა მივიდეს... შრომისმოყვარე გოგონა ერთხელ ექსპლუატაციის მსხვერპლიც კი გამხდარა, თუმცა ეს ჭკუის სასწავლად გამოადგა... დღეს სასურველ პროფესიას ეუფლება და დარწმუნებულია, რომ მას შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცევს...


- საერთოდ, ის ფუფუნება არ მქონდა, როცა ბავშვებს პატარაობიდან ათამამებენ და ყველა სურვილს უსრულებენ. მომთხოვნი თავადაც არ ვყოფილვარ, თუმცა საშუალო შეძლების მქონე ოჯახში გავიზარდე. ყოველთვის ვაანალიზებდი, რომ ადამიანს თუ სურვილის ახდენა უნდა, გარკვეული საფასური უნდა გადაიხადოს ამაში, შრომის სახით. სკოლის მოსწავლე გახლდით, როცა უკვე მოსწავლეები მყავდა: დაწყებითი კლასის ბავშვებს ინგლისურ ენაში ვამეცადინებდი და თვეში 50 ლარს ვიღებდი (იცინის). სხვათა შორის, ვცდილობდი, ჭკვიანურად დამეხარჯა. ეკონომისტების ოჯახში ვცხოვრობ და ალბათ, ამანაც მოახდინა ზეგავლენა (იღიმის)... შრომის ფასი ყოველთვის ვიცოდი. გარდა ამისა, დედას მიუსაფარ ბავშვთა სახლებში დავყავდი, პატარებს ვეხმარებოდით: მათთვის ტანსაცმელი, საკვები მიგვქონდა... ვხედავდი, ბავშვებს როგორ უხაროდათ. ამის გამო, კიდევ უფრო ვაფასებდი იმას, რომ საკუთარი ფული მქონდა და შემეძლო, ვიღაც გამეხარებინა... ბევრ ადგილას ვმუშაობდი, მათ შორის - პრომო გოგონადაც, სადაც ასევე, მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან წამოსულ და დასაქმებულ ახალგაზრდებთან - არაჩვეულებრივ პიროვნებებთან ერთად შრომა მიწევდა. მივხვდი, შეძლებულსა და გაჭირვებულს შორის არანაირი სხვაობა არ არის, რადგან ორივე ადამიანია, გრძნობები ორივეს აქვს, ხოლო შეგნების დონეს აბსოლუტურად სხვა რაღაცები განაპირობებს. ეს უფრო ცხოვრებისეული გამოცდილებაა... ასე რომ, შრომისმოყვარეობას, საკუთარი შრომით ნაშოვნის სიტკბოს პატარა ასაკიდანვე ვაფასებდი (იღიმის). სხვადასხვა კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მიმუშავია, ტანსაცმლის მაღაზიებში - კონსულტანტად... თითქმის ყველა სფერო მოვიარე (იცინის).
GzaPress
- მუშაობასთან დაკავშირებული შენი ინიციატივა მშობლებმა როგორ მიიღეს?
- დადებითად. ყოველთვის ხელს მიწყობდნენ. ალბათ, მათ მოახდინეს გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე, რადგან როცა ხედავ, ოჯახის თითოეული წევრი როგორ შრომობს, შენც ანალოგიური სურვილი გიჩნდება. მგონია, ამ საკითხში ყველა მშობელმა ბავშვს მხარი უნდა დაუჭიროს. რა თქმა უნდა, სწავლას ყურადღება არ უნდა მოაკლდეს, მაგრამ რომ იმუშაოს, ბევრ ახალ და საჭირო უნარს გამოიმუშავებს. საზღვარგარეთ ეს ცნობილი პრაქტიკაა: თითქმის ყველა მოზარდი მუშაობს, მათ შორის - მილიონერების შვილებიც. ისინი მიმტანობიდან ან საკმაოდ დაბალი რანგის სამსახურებიდან იწყებენ შრომას. ეს ქილიკის საგანი არ არის. არ მიიჩნევა, რომ დამამცირებელია, რადგან შრომა ადამიანს ბევრ უნარს უვითარებს, თუნდაც - დროის მენეჯმენტს, პასუხისმგებლობის შეგრძნებას, ყაირათიანად ხარჯვის, გამოზოგვის უნარს და ა.შ.
- პირველი ჰონორარი რაში დახარჯე, გახსოვს?
- თავდაპირველად ერთი მოსწავლე მყავდა, მერე კი - სამი და უკვე თვეში 150 ლარს ვიღებდი. ჭკუაზე არ ვიყავი (იცინის)!.. სადაქალო კინოში დავდიოდით, სამოსს ვყიდულობდით...
- შენი საქმიანობის მიმართ თანატოლებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?
- სხვათა შორის, გოგონებს ძალიან მოსწონდათ. ბიჭების მხრიდან კი რაღაცნაირი, "როგორ გეკადრება" დამოკიდებულება იყო. თითქოს მუშაობაში რამე სამარცხვინო ან ქალისთვის შეუფერებელი იყო... ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. არასდროს მიმაჩნდა, რომ შრომაში რამე სათაკილო იყო. ამიტომ უარყოფით კომენტარებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი...
- დღეს დასაქმებულები ხშირად საუბრობენ დამსაქმებლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არასახარბიელო გასამრჯელოზე... როგორც მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონეს, გკითხავ: ექსპლუატაციის მსხვერპლი გამხდარხარ?
- გავმხდარვარ: სკოლა რომ დავამთავრე და ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ერთ კერძო კომპანიაში მუშაობა დავიწყე, სადაც კომპიუტერულ მომსახურებას ვყიდდით. მგონი, რაღაც "აფიორებში" იყვნენ გახვეულები. ისე მოხდა, რომ ხელფასის მოცემა რამდენიმე თვით დამიგვიანეს, შემდეგ კი საერთოდ გაქრნენ. ასე ვთქვათ, თაღლითური სქემის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ საერთოდ, მგონია, რომ ყველა ცუდ მოვლენას დადებითი მხარეც აქვს: მაშინ ჭკუა ვისწავლე - ხელშეკრულების გარეშე მუშაობა არსად არ უნდა დაიწყო და რაც გეკუთვნის, აუცილებლად დროულად უნდა მოითხოვო, ამაში სამარცხვინო არაფერია. თუკი შენს ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებ, ისინიც ანალოგიურად უნდა მოიქცნენ.
- დღეს შენი შემოსავლის მთავარი წყარო რა არის?
- ჩემი ძირითადი შემოსავალი კერძო დაკვეთებიდან შემოსული მოგებაა (2 ბენდში ვარ).
- სიმღერა შემოსავლის წყარო როგორ გახდა?
- საკმაოდ გვიან ავმღერდი. ყოველთვის მორიდებული ვიყავი და ვერ ვრისკავდი. რაღაცას ვღიღინებდი, როცა მეგობარმა ბენდში მისვლა მირჩია - მოდი, აბა, მოსინჯეო... შემდეგ სხვა ბენდიც იყო (გაუმჯობესებული ვერსია). ერთხელ, ამ ბენდთან ერთად ქორწილში ვმღეროდი, როცა გელა გნოლიძემ მომისმინა და შოუში მისვლა შემომთავაზა... ჩვენს გუნდს დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს, კარგად ვმუშაობთ. ალბათ, ეს იგრძნობა კიდეც... ეს ყველაფერი დამთხვევებისგან აეწყო. რა თქმა უნდა, ამას ვაფასებ. თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. იღბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ მგონია, რომ ისე პოზიტიურად განწყობილი ვიყავი, ეს სიტუაცია ქვეცნობიერად მოვიზიდე კიდეც. დღესდღეობით, ამ სიტუაციაში კომფორტულად ვგრძნობ თავს... შემდეგ უკვე იმდენმა ადამიანმა შეგვიყვარა, რომ ბევრი შეკვეთაც "წამოვიდა" და რაღაცნაირად, ჩვენი შემოსავლის წყაროდაც იქცა, თუმცა პირველ რიგში, ჩვენთვის თითოეული კონცერტი დღესასწაულია. ისეთი საზეიმო სიტუაციაა, ერთად მუშაობა ისე გვიხარია, რომ ეს შემოსავლის წყაროცაა და გართობაც.
GzaPress
- როგორც ვიცი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობ...
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და ტურიზმის მენეჯმენტში მაქვს. მაშინ ილიას უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოვხვდი და აღფრთოვანებული ვიყავი. საინტერესო პროფესიაა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ბოლომდე "ჩემი" არ იყო. მერე რამდენიმეწლიანი შუალედი მქონდა - გაურკვევლობაში ვიყავი... როცა სკოლას ამთავრებ, შეიძლება, კარგად გააზრებული არ გქონდეს, მთელი ცხოვრება რისი კეთება გინდა, საკუთარი თავის გამოვლენას ყველაზე უკეთ რომელ პროფესიაში შეძლებ... რამდენიმეწლიანი ფიქრის შედეგად (ფსიქოლოგიის მიმართულებით გარკვეული ტრენინგებიც გავიარე) მივხვდი, რომ ნამდვილად ეს მინდოდა: ისევ ილიას უნივერსიტეტში ჩავაბარე, სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით (მაგისტრატურაზე). საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, უკვე სპეციალობაში, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ზუსტად ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომ კონცერტების გამო, ბათუმში ხშირად მივდიოდით. ავტომობილში გელა საჭესთან იჯდა, მე კი უკან, წიგნით ხელში და ვკითხულობდი. თვალების ტკივილით, წვალებით, მაგრამ მაინც ჩავაბარე, როგორც იქნა (იცინის)! საკმაოდ კარგი ქულები მივიღე...
- ფიქრობ, რომ ფსიქოლოგობა შენი შემოსავლის მთავარი წყარო გახდება?
- აუცილებლად. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ეს ჰობი პროფესიად მექცია. რაც მეტს ვსწავლობ, ეს სფერო კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს. ძალიან "ჩემია", ბედნიერი ვარ... მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც აბედნიერებს.
- ფსიქოლოგის მომსახურება საქართველოში დიდად პოპულარული არ არის, ზოგს ეთაკილება კიდეც... მაინც ფიქრობ, რომ შენი პროფესია შემოსავლიანი იქნება?
- ჩვენთან ეგ სტიგმა ნამდვილად იყო, რომ თუ ადამიანი ფსიქოლოგთან მიდიოდა, "დალაგებული" ვერ იყო. არადა, "დალაგებული" ადამიანი არ არსებობს, ხალხო (იცინის)! გარკვეული ხარისხით, "სიგიჟეები" ყველას აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიჟია. პირიქით, ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ (განსაკუთრებით - მოზარდმა) ფსიქოლოგს უნდა მიაკითხოს. ეს არის ბიძგი უკეთესი მხარისკენ და რაღაცების გაანალიზებისკენ...მგონია, შემოსავლიანი ნებისმიერი პროფესია იქნება, თუკი საქმის პროფესიონალი იქნები...
- მას შემდეგ, რაც შემოსავლის საკუთარი წყარო გაქვს, ფინანსური კრიზისი შეგქმნია?
- არა, რადგან "შავი დღისთვის" გადადებული თანხა ყოველთვის მაქვს. კარანტინის პერიოდში სწორედ ამან გადამარჩინა. გეგმა "ბ" ყოველთვის არის (იღიმის)...
- ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის შესახებ ვიცით: ზოგისთვის შეთავაზებული სამსახური და გასამრჯელო ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასეთ სამსახურს უნდა დათანხმდნენ, შენი აზრით?
- რა თქმა უნდა, ამ მხრივ სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს - ბევრი ქვეყნის მსგავსად, დასაქმების პრობლემა ჩვენთანაც არის, მაგრამ ასეთი ძველი, ქართული ანდაზა არსებობს - სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო. რისი საშუალებაც არის, ვფიქრობ, რომ სასურველი ვარიანტი იქიდან უნდა ავარჩიოთ. თავდაპირველად (განსაკუთრებით - კარიერის დასაწყისში) დიდ გასამრჯელოს და მაღალ თანამდებობას არავის სთავაზობენ. ყველაფერს გამოცდილება და დამსახურება სჭირდება. ამიტომ ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ზედმეტად ამბიციურები ნუ იქნებიან და რაღაცნაირად, არსებულ რეალობას მოერგონ... ნათქვამია, უქმად ჯდომას უქმად შრომა ჯობიაო. ალბათ, ხშირ შემთხვევაში, შრომის ანაზღაურება გაწეული სამსახურის შეუსაბამოა, მაგრამ უქმად ჯდომას და ოცნებას ჯობს, რაღაც აკეთო და მინიმალური შემოსავალი მაინც გქონდეს, რომ დაეხმარო ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას... ყველა სფერო ვითარდება. თუნდაც, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, ადამიანს კერძო ბიზნესის შექმნა შეუძლია...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის ხშირად იდგა ეზოში და ცას უყურებდა..."
"ციდან ბევრჯერ გამოვიქცევი, სიკეთე რომ გავაკეთო"
ჩემი ოცნება იყო, მეთამაშა დიდი ფეხბურთი
"ხან ფერმაში ვმუშაობდ, ხან ცხვათ ძროხის ჯერში ვიარიდ, იმაშ ერთ დღეს რო ძროხაში გამგზავნიდეს, 5 ლარს მიხდიდნენ"
"ძალიან მინდა, ჩემი ნახატები საკუთარი თვალით ვნახო"
რა საქმე გააკეთებინა ერეკლე მეფეს ხელმომჭირნე ხიზაბავრელმა
"ჯადოებით და ლოცვებით გამოჭერილი მამაკაცი საბოლოოდ მაინც გაგექცევათ"
ანუ სახლი, სადაც დავით სარაჯიშვილის სიცოცხლე დასრულდა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი