"ივანიშვილს გავესაუბრებოდი, "სტრანნი" კაცია, ხეებს ეფერება... რაც შეეხება სააკაშვილს..."
- თუ რა კითხვებს დაუსვამდა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, რომელი როლის გადათამაშებას ისურვებდა და რატომ გადაწყვიტა სკოლის შემდეგ სამედიცინო განათლების მიღება, რა არის მისთვის კარალეთი, რატომ უნდა ნახოს სოფელი ყველა ბავშვმა და ა.შ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"კარალეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. საერთოდ, ვთლი, რომ თუ გინდა,
ადამიანად გაიზარდო, ადამიანური გრძნობები, განცდები, ემოცია გქონდეს, აუცილებლად უნდა "გაიარო" სოფელი. იქ ბევრ ისეთ მაგარ რამეს ისწავლი, რაც შენს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდ როლს ითამაშებს..."
"ბანალური იქნება, რომ ვთქვა, მაგრამ ომი ყველაზე დიდ ტკივილთან ასოცირდება. მხოლოდ ტ
კივილიც არ არის... ეს ის საშინელებაა, რის გამოც მხოლოდ მიწებს კი არა, გარდაცვლილ და ცოცხალ ადამიანებს, ადამიანურ ურთიერთობებს კარგავ. თანაც - რის გამო?!. მსოფლიოში, სამყაროში არაფერი ღირს იმად, რომ ცოცხალი ადამიანები დაკარგო! განა, რა უნდა იყოს ასეთი?! ჩემთვის წარმოუდგენელია. ომი იდიოტობაა!.."
"რუსი მეგობრები მყავს, ისინი მიყვარს, მათაც ვუყვარვარ. როცა ერთად ვსხედვართ, ოფიციალურად, მტრები ვართ, თუმცა, როცა ვსაუბრობთ თემაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ მტრები, პასუხს ვერ ვპოულობთ. შესაბამისად, ეს მტრობა ჩვენნაირი მოქალაქეებისგან არ მოდის. რაც ხდება, ბოროტი ადამიანების ქმედებაა და იმაზეა დამოკიდებული, ვის მეტი ძალაუფლება აქვს..."
"ამ წინასაარჩევნო სისულელეებს საერთოდ ვერ ვიტან - პლაკატომანია და პოლიტიკოსების გამოსვლები რომ იწყება, - მე ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მე ეს ვარ, ის ვარ, - დამღლელია. რაც დავიბადე, სულ არჩევნებია, ერთი დამთავრდება, მეორე იწყება, ტვინი წაიღეს. ბევრი "ვაზელინი" ტიპი და ბევრი აფერისტი რომაა, თან ყველა გაშიფრული, ეგრევე რომ ეტყობათ... ტელევიზორისკენ გახედვაც არ მინდა ხოლმე..."
"ბიძინა ივანიშვილს! ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი რამ მაინტერესებს, მართლა! ვკითხავდი, ხომ ნამდვილად ადამიანი ხარ-მეთქი? ძალიან "სტრანნი" ტიპია... ვიცი, ბუნება უყვარს, ფლორაც და ფაუნაც, ხეებს ეფერება. ვკითხავდი, ამდენი ფული როგორ მოაგროვა? მოკლედ, "სტრანნად" საინტერესო ტიპია ჩემთვის.
- მიშა სააკაშვილს რას ჰკითხავდი?
- როდემდე უნდა იყოს ასეთი? არ დაიღალა, რომ ეგეთია? ეგ ხომ ჩვეულებრივი ტვირთია. მე დავიღალე მაგის ყურებით..."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 29 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
თამთა დადეშელი