თუშური დიალექტის მცველი ახალგაზრდა პოეტი - გზაპრესი

თუშური დიალექტის მცველი ახალგაზრდა პოეტი

გიორგი რამაზაშვილი ემიგრანტია. ის იტალიაში ცხოვრობს და უკვე მესამე წიგნის გამოსაცემად ემზადება. ბუნებრივია, 21-ე საუკუნეში აღარავის უკვირს წიგნების გამოცემა, თუმცა ამჯერად სხვა და გამორჩეული სიტუაციაა. დიალექტების გაქრობის საშიშროების შესახებ არაერთხელ დაწერილა, მაგრამ არაფერი კეთდება ქართული ენის დიალექტების დაცვისთვის. ენათმეცნიერება აღიარებს, რომ სალიტერატურო ენის გამდიდრება-შევსების უნიკალური შესაძლებლობა დიალექტების წყალობით ხდება. ქართული სიტყვიერი ხელოვნების მრავალფეროვნების ერთ-ერთი განმაპირობებელი საქართველოს მთის დიალექტებია და გიორგის მონათხრობი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ძირითადად ემსახურება თუშური დიალექტის პოპულარიზაციას. აქვე დავძენ, შესაძლოა, ბეჭდვის დროს რამდენიმე შეცდომა დავუშვათ, რის გამოც ბოდიშს ვიხდით:

"რაიც თავ მახსოვს, ჩემ ცხოვრება დიიწყვ სალმით, თურმე მეტა მიყვარდ ბალღობასაც გამარჯობის თქმა. დედამ მითხრის, ხანავ დღეში ცხრაჯერ გამარჯობა სთქვიდივ. როდუთაიც მახსოვრობა მიეც ჩემ ცხოვრებას, იქითა მივესალმ ლექსით სამყაროს, არ მახსოვს რამდენ წლისაიმ ვიყავ, პირველ ლექს რო დავწერ, მაგრამ ვიც რო მეტა პატარა ვიყავ, ჩემ პირველ ნაბიჯებ პოეზიის წიაღში შესვლისა სუ რელიგიასად, მიცვალებულებს ეძღვნებოდ.

ძალიან მრცხვენოდის ხალხში თქმად, ბალღსაც რო ლექსებს ვსწერდ, დავწერიდიდ, დავხიიდ, ხან დავწვიდ, აგრ ვიყავ დამცინებენავ. არ მქონდ ცხვა ბალღებსავით მხნე ბალღობა არ, სოფელ ფშაველში ვცხოვრობდეთ. სკოლაშიაც რა თქმა უნდ, ფშაველში დავდიოდ, მეტა მიყვარდ, მიდრეკილება მქონდ ბალღობითივ სცენისაკ.

კლასში რო შევიდიდეთ დასვენებითა, სანამდ მასწავლებელ შემოიდოდ, მთელ კლასს ავიყოლიებდედ, სკეტჩებს დავდგამდ ხოლმ. მახსოვს, ერთხელ ქართულის გაკვეთილზე შევედით, ჩვენ დამრიგებელ ქართულის მასწავლებელ გვყვანდ, ახლ დიიღუპ, აცხონოს უფალმ, ძალიან ტკბილ პედაგოგ ლალი ივანიშვილი. სანამდ ლალი მასწავლებელ შემოვიდოდ კლასში, უცბად მერხებ დავასწორეთ, ჩემ კლასელ დავაწვინეთად, თავსთან სულხან-საბა ორბელიანის სურათ დუდევით, ვითომ ის სულხან-საბა იმ მომკვდარისა მამა იყვ. მე კიდევ ვიჯდიდიდ, ვიტირიდ მით, იმ თავის ვითომ მამასთან სამზეოთ ამბებ ვაბარიდ, მთელ კლას ავიყოლიიდ. შემოვიდ მასწავლებელიდ, არ იუცხოვ ის ამბავ, ჩვეულებრივ მოვიდ, მოგვისამძიმრად. მე რო ხმამაღლ ვიტირიდ, ის მართლ ტირილად შედგ, აგრ იყვ, რო მითომ მართლ სამძიმარზე ვარივ. ეეჰ, რამდენ აგთა ამბებ მქონდ.

14 წლისა ვიყავ, დედა რო მომიკვდ. ორ და მყავ დაოჯახებულებ, მეად მამა დავრჩით თავადაებ. მემრ რაგვერც ჰხდებ ხოლმე, ის ახალგაზრდა კაც იყვ, წავიდ, ცხვა ცოლ შიირთვ. მე კიდევედ ჩემ ბებომ გამზარდ ზემო ალვანში, დედის დედამ თებრო ბებომ. ჩემ დედეულებ ბასხაჯაურებ არიან, ძალიან ძვირფას ხალხი, მე თუ დღეს ადამიან ვარ, მე თუ დღეს შემდგარ ვარ რაგვერც გიორგი რამაზაშვილი, ეს ჩემ ბებოსიდ, ჩემ დედეულთ დამსახურებაი.

GzaPress

მეად ბებომ ვიცხოვრეთ მემრ დანარჩენ წლებს, ერთკვად ვამხნევიდით, რო დაბიმდდებოდად, შინ შევიდოდეთ, დამსვის ბებომ ხოლმე, მამღერის, ლექსებ მაკითხვიის, მემრ თავად მიამბის თავის ჯელილობინდელ ამბებ, ემ ძალიან ტკბილად მახსენდებ. ჩვენ ცხვა შემომტან არავინ არ გვყვავდ, მეად ბებო ვიყავით, ნაკვეთს ვამუშაებდით. მე თანთანა წამოვიზარდ, ტყითა ფიჩხიდ შეშა მომქონდის ვირის ტაჭკით, ხან წისქვილ წავიდნიდით შუა ღამ, სინათლე რო მოვიდოდ, საფქავ წავიღიდით.

ხან ფერმაში ვმუშაობდ, ხან ცხვათ ძროხის ჯერში ვიარიდ, იმაშ ერთ დღეს რო ძროხაში გამგზავნიდეს, 5 ლარს მიხდიდნენ. მეტა მიხაროდ ის ფულ, თავის ნაშრომ.

რა თქმა უნდ, ლექსებს ვსწერდ თან. 2003 წელს დავიწყ ახმეტაში მუშაობა, გაზეთ "ერთობის" კორესპონდენტად. იმ გაზეთში იბეჭდებოდ ხოლმე ჩემ ლექსებ.

2004 წელ იყვ, რო ჩემ პირველ შემოქმედებით საღამო ჩატარდ ჩვენ სოფლის, ზემო ალვანის კულტურის სახლში, აქითა არ გასულ დიდ დრო, რო "ლიტერატურული კახეთის" თაოსნობით ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსის მონაწილეობით გავხდ ბრინჯაოს მედლის მფლობელ...

გაზაფხულ რო მოდიოდ, ჩვენ უკვე მზადებას ვიწყებდეთ თუშეთ წასვლად, იქ მანქანის გზა გვიანა გადის, გაზაფხულიც ივნისში დგებ თუშეთ. ჩვენ ცხენებით წავიდნიდით ადრეან გაზაფხულ. საქონ რო წაგყავ, სამ დღე უნდ მგზავრობას. ის სამ დღე ბედნიერების სამ დღე იყვ. პირველ ღამებას ტყის თავ ვბინავდებოდეთ, ცეცხლ ავანთიდით, ნაბდებში დავწვებოდეთად, აგრ ვიძინებდეთ, მეორე ღამ, ფიცრის ჭალა ჰქვიან იმ ადგილს, იქ დავბინავდებოდეთად. მესამე დღეს წავიდოდეთ ადგილზე..."

"დართლო ჰქვიან ჩემ სოფელს თუშეთ, იქ მეტა ტკბილი ცხოვრებაა, იქ მთელ სოფელ ერთ ოჯახი, არავინ არ გაგიჯავრდებ, ჩემ ცხენზე არ დაზჯდევ. გათენება გვიხარის, რომ ერთად ვნახოთ, თავადა ჭამას არ შეგაჭმევენ, ის სტუმარიცად მასპინძელიც ერთნ ვსხდებით. ღამ მთელ სოფელ გამოვალთ შუ სოფელ, ცეცხლს ავანთებთ, უკრავთ გარმონს, ვლხინობთ, ვცეკვავთ, ვმღერივართ. წინავ უფრვ კაი დრო იყვ, ახლ თაობებთან ერთად ყველაფერ იცვლებ, მაგრამ წესიდ ადათ არასოდს არ შიიცვლებ. მთელ სოფლის ბალღებ წავიდნიდით ხოლმე ტყეშიად, საღამოსად შეშა მოვიტანიდით, რო საჯარე აგვენთვ. იმ ადგილს საჯარე ჰქვიან, შუა სოფელში რომ ცეცხლს ვანთებთ. მე გარმონის დაკვრა სეტკიან საწოლზე ვისწავლ, არ ჰქონდ ჩვენებს საშუალება, მე ვინ მიყიდდ გარმონს? არად, მინდოდ, რო დამეკრ, ლოგინს ავსწევდ, იიმ სეტკას ქვედა მხარეს რკინაზე ვაწკარუნებდედ, მელოდია გამომყვანდ, მემრ რო სიდმე წავიდიდ სტუმრად გარმონიან ოჯახში, მოვითხოვიდ ხოლმე გარმონიღ დამაკვრევიეთაოდ. იიმ სეტკაზე დაკრულ მელოდია კლავიშზე გადამქონდ, აი აგრ ვისწავლ დაკვრა..."

"კახეთ წასვლა არ მწადის არასოდეს, როცა თუშეთ ვარ. ლექსების წერა თურმე ბალღობითაივ თუშურად დამიწყი, ლიტერატურულ ქართულითაც ვწერ, მაგრამ ძირითადად მაინც სუ თუშურად. ზოგ ამბებ აღარც მახსოვს, სიდ რაებს ჩავდიოდ, ბევრგან ვარ ნამუშევარ, სიდ აღარ მიმუშაი. ბევრჯერ მომიწყვეს პერსონალურ საღამოებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, აგრევ ჩატარდ თურქეთში, სტამბოლში, ჩემ შემოქმედებით საღამოებ, ქართულ კულტურის ცენტრშიად, ქართულ ხელოვნების სახლში. ორ კრებულ მაქვ გამოცემულ ლექსებისა...

სათავეშიავ ვახსენ, რო სამ დედმამიშვილნ ვართ, ორ და მყავად, მესამე მე ვარ ნაბოლარა, ჩემ უფროს და რო გათხოვდ, მე მეტა პატარა ვიყავ, არ მახსონს, რამდენ წლისიმ ვიქნებოდ, შვიდ, რვისაიმე, ვეღარ ვიც. სოფელ მაღამრაანში გათხოვდ ნანა. ჩვენ შუათანა დას ინგა ჰქვიან, ის სოფელ ფშაველში არის გათხოვილ. ზოგნ იტყვიან, დებ რო დამითხოვდნესავ, თავადა დავრჩიოდ, ბედნიერ ვიყვიდივ, მშობლებივ სუ ჩემდ ყიდულობდესავ ყველაფერსავ, მე არ მქონი ეგ შეგრძნება, მე სუ თავადაობას ვჩიოდ. ძმა ვინატრიდ, ნეტა ძმა მყვანდესაოდ, გინდ კოჭლ ყოფილიყოვ... აი, რა უჭკო ფიქრებ აქვ ბალღს. ახლ კი ვიც, რო შეიძლებ ძმა რო მყვანიყოც, არ მქონიყვ, იმის იმედ იგრ, რაგვეც ჩემ დების იმედ მაქვ ახლ. დედა გვყვანდ მეტა ტკბილ. შეიძლებ, ხალხმ თქვას, რო დედა ყველა ტკბილი, ჰოო, მართალიცა დედა ყველათად ტკბილი.

ეჰ, სიკვდილს ვეღარაფერს უშველს კაც, თორე დანარჩენ ეშველებ, იჩივლოს მომკვდარმ.

ჩვენ ბებერ მეზურნეებიც გვყვავდნენ უბანში. ჩემ ბებო, სათავე მხარეზდ ცხოვრობდ საბედა ბებო, შიდ ბოლოზე კიდენედ კასინე ბებო, სამნივ სწორებ იყვნიან, ცოტაით დიდ-პატარებ, სუ ერთად ისხდნიან შარაში, სკამეინკაებზე სამნივ. კასინე ბებო იყვ მომღერალ ლელა თათარაიძეს დედა, ეს თებრო ბებო ჩემ ბებო იყვ, საბედა ბებო ძალიან თავისებურ დიაც იყვ, სუ იჯავრის, მაგრამ სუ სიყვარულით ჯავრობდ. იმას ცხვანაერ ყოფა არ შეეძვლვ.

საოცარ ტკბილებ იყვნიან, ნეტა იმ დროს, ისენ რო სააქაოს იყვნენ... სამნივ დიიხოცნენ, აცხონოს უფალმ..."

"დღევანდელობას მივნატრ ჩემ კლასელებ, ჩემ ყრმობის მეგობრებ, ქვეყნას მირჩიავ. ალვანში ძალიან ტკბილ იყვ ყველაფერ, მადლობა, უფალო, რო ალვაში ცხოვრებაიდ მარგინ.

მე აუცილებლად თუშეთ დავცხოვრდებ, ცოტა რო გადავაბიჯებ მწვანე ჯეილობას, დართლო მეტა მებრალებ თავადა გაწირულ. ჯვარ-ხატთაც უნდ იქ მლოცველიდ, მკვდართაც უნდ სანთლის ამნთებ. თქვენ გინახავთა პოეტ კაბინეტში დამჯდარ? მე არ მინახავ. ჰოად, პოეტ კაცს მწყემსობა უხდებ, დავაქუჩებ ცხვარ-ძროხას, წავალიდ, დავბინავდებ თავის დართლოში.

ლექს ჩემდ არის სულის სიმღერა, საკვები, ლექსით ვიკვებებ.

ძალიან მიხარის, რო არ ვავიწყდებ ჩემ მკითხველს, მსიამოვნებს რო საქართველოში განსაკუთრებით მომავალ თაობას ჭარბად აინტერესებს დიალექტურ შემოქმედება, ჩემ თუშურად დაწერილ ლექსებ ახალგაზრდებთ ზეპირად იციან, ქეიფებში სულებზე ამბობენ, მე მეტა ბედნიერ ვარ, რამდენიმე ჩემ ლექსი ამღერებულ, ეს უკვე ცალკ სასიხარულო წყაროი, რო ხედავად, გესმის შენ შექმნილის ყოფიერება.

მე არ ვარ საზღვარგარეთისიდ ქალაქის კაც, მე სიდაც გავიზარდ, იქ მაქვ ჩემ სამყოფ, სოფელ ქვეყანას მირჩიავ...

...ვიცხოვრებ ჩემ ერისად, დავწერ ჩემ ქართველების მოფერებისად, ვიჯარისკაცებ საქართველოსად, უფალმ დალოსლცის სრულიად საქართველო..."

P.S. სტატიის ბეჭდვისწინა ვერსია ვაჩვენე თუშური დიალექტის ერთ-ერთ მცოდნეს, სოფელ ფშაველის მცხოვრებს, რომელმაც აღნიშნა, რომ "ასეთი" თუშურით მხოლოდ ხანდაზმული თუშებიღა საუბრობენ და გიორგიც მონატრებით გაიხსენა, როგორც კაი ყმა, რომელიც მშობლიურ დართლოსა და თუშეთს არა მარტო ტკბილთუშური დიალექტის გაცოცხლებით შეეხიდება, არამედ საქმითაც...

როლანდ ხოჯანაშვილი