"ბრძოლა გადარჩენისთვის ნამდვილად ღირს"
font-large font-small
"ბრძოლა გადარჩენისთვის ნამდვილად ღირს"
როცა სიცოცხლის ძალას საყვარელი ადამიანები გაძლევენ...

იბრძოდე სიცოცხლისთვის - ეს გმირობაა, მაგრამ ორმაგად გმირობაა, უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ იბრძოლო შენი სიცოცხლის გადასარჩენად. როდესაც დედა ხარ, არ გაქვს დანებების უფლება, მით უმეტეს, თუკი შენი შვილებისთვის დედაც ხარ და მამაც. სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე უკვე მეხუთე წელია იბრძვის, დიაგნოზი მძიმეა - თავის ტვინის ანევრიზმა. "ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ძალას ვკარგავ, მაგრამ მერე მაინც ვპოულობ რაღაც ძალას, რომელიც ბრძოლის გაგრძელების საშუალებას მაძლევს, ასე გადის წლები. მე დედა ვარ და არც ერთ დედას არა აქვს სისუსტის უფლება", - მითხრა 32 წლის სოფომ, რომელსაც მძიმე ისტორიის გამო ვინაობის გამჟღავნება არ სურს.


- რა გახდა თქვენი ემიგრაციის მიზეზი?
- ევროპაში სამკურნალოდ წამოვედი იმიტომ, რომ საქართველოში ყველა მკურნალობის კურსი უშედეგოდ გავიარე. იმედი მქონდა, აქ მაინც ეშველებოდა ჩემს პრობლემას. როდესაც თვითმფრინავის ტრაპზე ავდიოდი, ვფიქრობდი, რამდენიმე თვეში ჯანმრთელი ისევ ძველ ცხოვრებას და ჩემს სამშობლოს დავუბრუნდებოდი. მაგრამ დღეები დღეებს, თვეები თვეებს მიჰყვა და უკვე 4 წელია, ემიგრანტი ვარ. ცოტა ხანში ჩემი ორი შვილიც ჩამოვიყვანე აქ, მათაც ემიგრანტები დაერქვათ. ჩემი შვილი ავად იყო, მასზე ძალიან ვინერვიულე. მადლობა უფალს, მის ავადმყოფობას გავუმკლავდი და ამასთან ჩემი ცუდად ყოფნა უკვე უმნიშვნელო გახდა.
- მკურნალობის საკმაოდ რთულ კურსს გადიხართ...
- ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილება. ორჯერ მომიწია სიცოცხლის სასწორზე დადებამ - პირველად, როდესაც ჩემი შვილის სისხლის გამოცვლას დავთანხმდი - მისი სიცოცხლის მხოლოდ ხუთი პროცენტი არსებობდა და მე მაინც გავრისკე, - მეორედ, ჩემი სიცოცხლის ათი პროცენტი არსებობდა და მაშინაც გავრისკე. თუმცა, რომ არა ადამიანები, რომლებმაც დამარწმუნეს, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, ვერ შევძლებდი; ადამიანი, რომელმაც ხელი მაშინ ჩამკიდა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა... გადაწყვეტილების მისაღებად 18 საათი მქონდა. ტელეფონი ავიღე და საქართველოში ჩემს მოძღვარს დავურეკე. ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი, თან ჩემს ადამიანზეც ვუამბე. გამაჩუმა და მითხრა, - თუ თვლი, რომ შენი სიკვდილით ერთი ადამიანი მაინც ატირდება, მაშინ იბრძოლე! არ გაქვს დანებების უფლება; თუ დარწმუნებული ხარ, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს, დანებდი, მაშინ სასიკვდილო ყოფილხარო... ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მათთვის, ვისაც ვუყვარდი, უნდა მებრძოლა. საშინელი დღე იყო. მთელი ღამის უძილომ, დილით კარი ისე გამოვიხურე, ბავშვებსაც არ დავემშვიდობე. იმ დღეს თითქოს მზეს ძალა დაეკარგა - მციოდა, ცრემლები თვალებზე მაწვებოდა, მაგრამ დაჟინებით უკან ვიბრუნებდი. მივდიოდი და ღრმად დახარბებული ვსუნთქავდი, ყველა ნაბიჯს მძიმედ ვადგამდი. საავადმყოფოში მარტო წავედი, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, რომ მარტო არ მივსულიყავი. ფიქრებში დაკარგული თითქმის ვერაფერს ვგრძნობდი და არაფერი მესმოდა. გვერდით არავინ მყავდა, ვინც ხელს ჩამკიდებდა და მეტყოდა, ნუ გეშინია, შენთან ვარო, თუმცა ეს ჩემი სურვილი იყო... გონს საავადმყოფოს კართან მოვედი. გავჩერდი, ალბათ რამდენიმე წამი, თუმცა მეგონა, რომ მთელი საათი მაინც ვიდექი და ვფიქრობდი, შევსულიყავი თუ არა. მუხლები მიკანკალებდა. ინსტინქტურად ერთი ნაბიჯი გადავდგი, მერე თავი მაღლა ავწიე და საავადმყოფოს დერეფანს თვალი მოვავლე. არ ვიცი, ვის ვეძებდი. მიმღებში თავაზიანი ღიმილის შემდეგ დაზღვევის ბარათი მომთხოვეს. ბარათი ხელის კანკალით გავუწოდე. გამიღიმა და მკითხა, ნერვიულობო? არა-მეთქი, - ვუპასუხე და ის ბურთი, ყელში რომ მებჯინებოდა და ჩემს დახრჩობას ცდილობდა, ისევ გადავყლაპე. ექთანმა ექიმის კარამდე მიმაცილა, კარი შეაღო და უთხრა, ლამაზი ქართველი მოვიდაო, მერე ხელით მანიშნა, რომ შევსულიყავი და აღარაფერი მახსოვს. თვალი რომ გავახილე, ისევ უცხო სახეები დავინახე, მაგრამ ახლა უკვე მოღიმარები, კმაყოფილი თვალებით მიყურებდნენ. საავადმყოფოდან გამოსულს, კართან ის ადამიანები დამხვდნენ, ვინც მამხნევებდნენ და დარწმუნებით მიმეორებდნენ, ერთად ყველაფერს შევძლებთო.
- თქვენს მეგობარზე ამბობთ ამას, ის იდგა თქვენ გვერდით?
- მადლობა უფალს, ჩემ გვერდით დგანან ჩემი მეგობრები და ერთი ქართული ოჯახი, რომელსაც აქ დავუმეგობრდი. მათ მიმიღეს, როგორც თავიანთი ნაწილი, ზრუნავენ შეძლებისდაგვარად, ჩემთან ერთად ეძებენ გამოცდილ ექიმებს, საუკეთესო კლინიკებს და ჩემთან ერთად გადიან კონსულტაციებს. არც ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ.
- თქვენს შვილებზე რას გვეტყვით? მათზე ხომ პირდაპირ მოქმედებს თქვენი ცუდად ყოფნა?!
- უმცროსი ვერ ხვდება, რა ხდება, მისთვის სხვა რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია, ჯერ მხოლოდ 5 წლის არის. რაც შეეხება უფროსს, 8 წლისაა და მისთვის მართლაც დიდი დარტყმაა. იცის, რა წამალი მომაწოდოს, თუ ცუდად გავხდები, როგორ მოიქცეს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ის ჩემი საჩუქარია. თუ ღმერთმა სხვა ბედნიერება წამართვა, მისი სახით კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მაჩუქა.
- მკურნალობის რა ეტაპზე ხართ?
- ოთხი დასხივება გავიკეთე, მკურნალობას ვაგრძელებ. მედალს ორი მხარე აქვს. გაგიკვირდებათ და, ავადმყოფობასაც აქვს კარგი მხარეები. ამ დროს ხვდები, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა. ბევრი მეგობარი დავკარგე და ბევრიც შევიძინე. მივხვდი, ვისი სიყვარული იყო ნამდვილი, - ვისაც ნამდვილად უყვარხარ, არ მიგატოვებს. შენს ცხოვრებაში ნამდვილი მეგობრები და ის ადამიანები რჩებიან, ვისაც წრფელი სიყვარულით უყვარხართ. ვინც დღეს მძიმე დაავადებას ებრძვით, უფლება არ გაქვთ, დანებდეთ, ბრძოლა გადარჩენისთვის ნამდვილად ღირს.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვცდილობ დავამტკიცო, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის
ერთი ფლაკონის ფასი 4.000 დოლარია, მკურნალობის კურსი 30-31 ფლაკონის მიღებას ითვალისწინებს
"თუ სალოცავად ხატთან მიდიან, მე სალოცავად თქვენთან მოვედი!.."
ფილმი მტვერსასრუტზე, რომელიც წყალტუბოში სტალინის სააბაზანოში "მუშაობს"
კახა კოჟორიძე პოლიტიკაზე, საქმიანობასა და ოჯახზე
ლანჩვალის უბნის ხედი, მარჯვნივ მარგიანების დასახლება
თავშესაფრად ქცეული პოეზია
ურთიერთობა, რომელიც სითბოს ჩაგიღვრით გულში
მსახიობობაზე მეოცნებე სამართალდამცველი ქალისა და მისი "შეგირდების" ტკბილ-მწარე ურთიერთობები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი