გახშირდა ქალების მხრიდან კაცებზე ძალადობის შემთხვევა
font-large font-small
გახშირდა ქალების მხრიდან კაცებზე ძალადობის შემთხვევა
"ისწავლეთ შვილებთან საუბარი..."

კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველი მერვე ქალი ძალადობის მსხვერპლია. ტრადიციებსა და სოციალურ მდგომარეობას მიღმა დარჩენილი ქართველი ქალები იძულებული ხდებიან, აიტანონ ძალადობა ოჯახისა და ნათესავების მხრიდან.


საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, არსებობს ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა.
იმის დასადგენად, თუ რა მდგომარეობაა ქალთა ძალადობის მხრივ საქართველოში, ადვოკატ ნინო გიგაურს ვესაუბრეთ.
- ქალბატონო ნინო, თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ, რომ ქმარმა ცოლი მოკლა და ყოველდღიურად ფიქსირდება ქალებზე ძალადობა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის რეალური მიზეზი?
- ამის რეალური მიზეზი არის ტრადიციები - იმის შიშით, თუ რას იტყვის მეზობელი, ქალები იძულებულნი ხდებიან, აიტანონ ძალადობა. ხშირად, მათ არ აქვთ ოჯახისა და ნათესავების თანადგომის იმედი. იციან, რომ ოჯახის დანგრევის შემთხვევაში მარტო აღმოჩნდებიან.
- ხომ არსებობს საქართველოში ორგანიზაციები, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლი ქალი შეიძლება დაუკავშირდეს?
- სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება. არსებობს კრიზისული ცენტრი - "ქალთა მიმართ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი", რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. ასევე შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა. თუ გოგონას არა აქვს პროფესია, მას შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს პროფესიას, რომელიც მის მომავალს უზრუნველყოფს.
GzaPress- რა პრინციპით ენიჭება ქალს მსხვერპლის სტატუსი?
- მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფს, ასევე არსებობს მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი: მეზობლების გამოკითხვის, ასევე ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჩვენების საფუძველზე დგინდება და გადაწყდება, არის თუ არა ნამდვილად ძალადობის მსხვერპლი. თუ დგინდება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია არა მხოლოდ ქმრის მხრიდან, არამედ დანარჩენი ოჯახის წევრების მხრიდანაც, მას მცირეწლოვან შვილებთან ერთად თავშესაფარში გადაიყვანენ.
- რა პირობებში უწევთ ბავშვებს დარჩენა თავშესაფარში?
- ბავშვებს მართლაც აქვთ შექმნილი ყველანაირი კომფორტი, ასევე ჰყავთ ძიძა იმ შემთხვევაში, თუ დედა სწავლობს ან მუშაობს. საქართველოში ამგვარი ხუთი დაწესებულება გვაქვს: თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში.
- თუ არის შემთხვევები, როდესაც ამ ქალბატონებს მოძალადესთან დაბრუნება სურთ და რა არის ამის მიზეზი?
- დიახ, არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ბრუნდება მოძალადესთან. ამის მიზეზი ხშირად, მარტო დარჩენისა და შვილების დაკარგვის შიშია. ეშინიათ, რომ ოჯახი უარს იტყვის მათზე. ასევე ჰგონიათ, სასამართლო შვილს მამას მიაკუთვნებს იმ მიზეზით, რომ თვითონ შვილის რჩენის უნარი არ შესწევთ. რა თქმა უნდა, ასე არ არის, დედა-შვილს ამის გამო არავინ დააშორებს.
- როგორ განისაზღვრება ალიმენტის რაოდენობა?
- ალიმენტის გადახდის ვალდებულება მამას ეკისრება ნებისმიერ შემთხვევაში, აქვს შემოსავალი თუ - არა, და ის განისაზღვრება საარსებო მინიმუმის მიხედვით. ეს არის დაახლოებით 150 ლარი ერთ ბავშვზე, რაც, რა თქმა უნდა, ბავშვის აღზრდისთვის საკმარისი არ არის.
- ძალადობის მსხვერპლები არიან მამაკაცებიც. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები თქვენს პრაქტიკაში?
- ბოლო წლებში გახშირდა ქალების მხრიდან კაცებზე ძალადობის შემთხვევა. შეიძლება, ისინი არიან არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი.
- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მეურვე ხდება მამა?
- იგივე, რაც დედის შემთხვევაში: დედას ეზღუდება უფლებამოსილება და ეკისრება ალიმენტის გადახდის ვალდებულება.
- ვის უნდა მიმართოს ქალმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია?
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს/სავარაუდო მსხვერპლებს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის როგორც პირადი, ასევე სატელეფონო/ონლაინკონსულტაციით (ცხელი ხაზი: 292.00.55 ან შსს).
ოჯახში ძალადობა პირდაპირ მოქმედებს შვილებზე - ბავშვები ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან და უკვე ზრდასრულ ასაკში ეს ცუდად იჩენს თავს. "ასეთი ბავშვები პოტენციური მოძალადეები არიან და ასეთ ადამიანებად მათი ჩამოყალიბება თავიდან რომ ავიცილოთ, მშობლები აუცილებლად უნდა დაელაპარაკონ შვილებს", - ამბობს ფსიქოლოგი ხათუნა მირუაშვილი.
- ქალბატონო ხათუნა, როგორ ფიქრობთ - რა არის მიზეზი ძალადობის გახშირებული შემთხვევისა?
- უპირველეს ყოვლისა, ეს მაინც ტრადიციების შედეგია - იმის, რომ მშობელი ვალდებულს ხდის შვილს, აიტანოს მასზე განხორციელებული ძალადობა, რადგან მნიშვნელოვანია, რას იტყვის მეზობელი ან ნათესავი.
- ეტყობათ თუ არა ბავშვებს, რომ ისინი იზრდებიან დანგრეულ ან ისეთ ოჯახებში, სადაც არ არის სიმშვიდე?
- რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ბავშვების ორი ტიპი: ბავშვები, რომლებიც არ ურთიერთობენ გარე სამყაროსთან, ყველასი ეშინიათ და ამით თავს იცავენ, და ბავშვები, რომლებიც აგრესიას გამოხატავენ და ცდილობენ დაჩაგრონ მათზე სუსტები. ასეთი ბავშვები ხშირად, ცხოველების მიმართ ძალადობას სჩადიან. ყველაზე რთული პერიოდი მაინც გარდატეხის ასაკია და მშობლები ამ დროს უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ. ამ ასაკში უჭირთ ყველაფრის გაანალიზება და მშობლების კონფლიქტში თავს იდანაშაულებენ, რაც ხშირად ფატალური შედეგითაც სრულდება.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში, რა არის გამოსავალი?
- მშობლებმა უნდა ვისწავლოთ შვილებთან საუბარი. ჩვენ გაგვზარდეს ისე, რომ ყველაფერი ავიტანოთ ოჯახის გამო, მოვითმინოთ სიდუხჭირე და ძალადობა იმიტომ, რომ ჩვენი მშობლებიც ასე გაიზარდნენ და მათი მშობლებიც, მაგრამ გვავიწყდება, რომ თუ დედა არ არის ბედნიერი, ვერც შვილი იქნება ბედნიერი.
- ნიშნავს თუ არა ეს, რომ ასეთ ოჯახში ბავშვი მოძალადედ აღიზრდება?
- ჯერ უნდა აღვზარდოთ საკუთარი თავი და შემდეგ - შვილები. შვილი ყოველთვის მშობელს ემსგავსება. მათ ჰგონიათ, რომ ეს არის ნორმა და ასე უნდა იყოს.
- განათლების სისტემა როგორ უდგება ასეთ ბავშვებს, თუ არსებობს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პროგრამები?
- არანაირი პროგრამა არ არსებობს და ვთვლი, რომ ეს სისტემა მოსაწესრიგებელია.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, როგორც ფსიქოლოგი?
- ისწავლეთ შვილებთან საუბარი. დაინტერესდით, რა უჭირთ და ნუ იქნებით მიმართული მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე. საჭიროა ვისწავლოთ შვილების გაგება და დავიმახსოვროთ, რომ მთავარი მათი ბედნიერებაა და არა ის, "რას იტყვის ხალხი". ხალხი იტყვის რაღაცას და მალევე დაივიწყებს, ჩვენი შვილები კი მსხვერპლებად იქცევიან.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვცდილობ დავამტკიცო, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის
ერთი ფლაკონის ფასი 4.000 დოლარია, მკურნალობის კურსი 30-31 ფლაკონის მიღებას ითვალისწინებს
"თუ სალოცავად ხატთან მიდიან, მე სალოცავად თქვენთან მოვედი!.."
ფილმი მტვერსასრუტზე, რომელიც წყალტუბოში სტალინის სააბაზანოში "მუშაობს"
კახა კოჟორიძე პოლიტიკაზე, საქმიანობასა და ოჯახზე
ლანჩვალის უბნის ხედი, მარჯვნივ მარგიანების დასახლება
თავშესაფრად ქცეული პოეზია
ურთიერთობა, რომელიც სითბოს ჩაგიღვრით გულში
მსახიობობაზე მეოცნებე სამართალდამცველი ქალისა და მისი "შეგირდების" ტკბილ-მწარე ურთიერთობები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი