ერნა წიფურია: "აგვისტოში 150 დევნილი ბავშვის დახმარებას ვაპირებთ" - გზაპრესი

ერნა წიფურია: "აგვისტოში 150 დევნილი ბავშვის დახმარებას ვაპირებთ"

ერნა წიფურია მუსიკოსი და საბავშვო მუსიკალური სტუდია "გვირილას" დამფუძნებელია. მის აღზრდილებს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე იხილავთ. ფილარმონიის წინ გახსნილია მისი სახელობის "ვარსკვლავი". მსახიობმა და მწერალმა გივი სიხარულიძემ მის შემოქმედებასა და ბიოგრაფიაზე წიგნიც გამოსცა. არის არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. რაც შეეხება თავად "გვირილას", მან არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალზე ისახელა თავი, გამართა საქველმოქმედო კონცერტები...

- მუსიკოსი გახლავართ. მუსიკალურ ოჯახში გავიზადე - დედა ოპერის მომღერალი იყო, დიდ ბაბუას მომღერალთა გუნდი ჰყავდა. დღეს კი ჩემი ქალიშვილი ნინიკო ჩიხლაძე "გვირილაში" აგრძელებს მუსიკალურ საქმიანობას.

- გზა კულისებიდან დიდ სცენამდე - წარმატება, პრობლემა, დაძლეული სირთულეები, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, აღიარება - ეს ყველაფერი გამოცადეთ.

- 25 წელია, სტუდია დაარსდა. "გვირილა" იმიტომ დავარქვი, რომ პირველი სიმღერა, რომელიც მოიტანეს, ნუნუკა არჩვაძის გახლდათ და სწორედ გვირილას შეეხებოდა.

- პანდემიის პირობებმა როგორ შეცვალა თქვენი რეჟიმი?

- პანდემიის დროს ჩვენც ონლაინმუშაობაზე გადავედით და ონლაინკონკურსებშიც მივიღეთ მონაწილეობა.

- თქვენს გარდერობზე რომელიმე დიზაინერი ზრუნავს?

- ჩემს გარდერობსა და ჩაცმულობაზე ცნობილი დიზაინერები ზრუნავენ და სამოსსაც მჩუქნიან. თავის მოვლა, დასვენება და ძილი - ესაა ჩემი გარეგნობის, სილამაზის შენარჩუნების აუცილებელი პირობა. აგრეთვე, 7 საათი სუფთა ჰაერზე ყოფნა და ჯანსაღი კვება.

იცით, მიყვარს ნიჭიერი ახალგაზრდობა და მათთან კომუნიკაცია. მე მათ ვენდობი და მათი სიყვარულით ბევრი საინტერესო პროექტი გამიკეთებია. ყოველთვის მაქვს უფლის იმედი. აგვისტოში ვგეგმავთ საქველმოქმედო პროექტს ბათუმში, სადაც აჭარაში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს და 150 დევნილ ბავშვს უნდა დავეხმაროთ. გვინდა მათ ერთი ლამაზი დღე მოვუწყოთ. იმედია, ყველაფერს წარმატებით გავართმევ თავს.

როლანდ ხოჯანაშვილი