"სწავლის ქირას ვერ მიხდიდნენ და გავთხოვდი..."
font-large font-small
"სწავლის ქირას ვერ მიხდიდნენ და გავთხოვდი..."
პირად ცხოვრებაში პრობლემები მაქვს და ძალიან მაინტერესებს, ჩემს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით, ოღონდ გთხოვთ, არ დამცინოთ...
საქმე ის არის, რომ ოჯახი უსიყვარულოდ, მაშვლობით შევქმენი. იმის გამო, რომ ჩემს მშობლებს მატერიალურად უჭირდათ და იმიტომაც, რომ კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სწავლის ქირას ვერ მიხდიდნენ, გადავწყვიტე, გავთხოვილიყავი. აქვე გეტყვით, რომ სახლიც არ მქონდა ნორმალური და მამის სახელითაც ვერ ვამაყობდი.
ერთხელ, როცა დეიდას ვესტუმრე, მითხრა: კარგი ბიჭი მყავს შენთვის შერჩეული და უნდა გაგაცნოო. მისით მეც დავინტერესდი და ვითომ, რაღაც წიგნი გვინდოდა, მის ოჯახში მივედით. მასთან მისულს, თვალიერება დამიწყეს, ანკეტა შემავსებინეს და მეც, ყველა დასმულ კითხვას ალალ-მართალ პასუხს ვცემდი. ისიც ვთქვი, - სწავლა აუცილებლად უნდა გავაგრძელო-მეთქი. ცნობისათვის, ფარმაცევტულზე ვსწავლობდი და უკვე მესამე კურსზე ვიყავი; ისიც ვაღიარე, რომ ღარიბი ოჯახის შვილი გახლდით, რომ ჩემს მშობლებს მატერიალურად უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვიყავი და დედაჩემი წელზე ფეხს იდგამდა, რათა ჩემთვის არაფერი მოეკლო, მაინც ბევრი რამ მაკლდა...
კარგი გარეგნობა მქონდა და ძალიან ბევრს მოვწონდი, ვუყვარდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის კომპლექსი, რომ შეძლებული ოჯახის შვილი არ ვიყავი, ვერც ვერაფრით დავიკვეხნიდი და ვამბობდი, - მომავალი ქმრის ოჯახის წევრებს ჩემ შესახებ ყველაფერს წინასწარ ვეტყვი, რათა მერე სათქმელი არაფერი ჰქონდეთ-მეთქი...
ჩემი მეუღლე ჩემზე 11 წლით უფროსია. გარეგნულად და გონებრივადაც მასზე უკეთესი კაცი მეკუთვნოდა, მაგრამ... მას რომ გავყევი, ეს ამბავი ბევრს გაუკვირდა და დღემდე მეკითხებიან, - ასე რატომ მოიქეციო?.. ჰოდა, იმ დღეს მომავალი მეუღლის ოჯახის წევრები - ჩემი მული (რომელიც ვითომ გათხოვილია, სინამდვილეში კი სულ ჩვენთანაა), დედამთილი და მამამთილი შემპირდნენ, - სწავლის ქირას ჩვენ გადაგიხდით, ქორწილი კი ერთ კვირაში უნდა გავმართოთ. რად გვინდა შენი რამე, მეორე სახლი გაქირავებული გვაქვს, აქეთ შენი სამამამთილო დღეში 50 ლარს მაინც შოულობს და ყველაფერში ხელს შეგიწყობთო. მერე ჩემმა სადედამთილომ ხატის წინ დაიჩოქა, ცრემლები გადმოსცვივდა და თქვა: ამ გოგოს თან გადავყვები, სხვის შვილს როგორ დავჩაგრავო?! დაახლოებით, ერთი თვე "გაქაჩეს", მერე კი პირობა დაარღვიეს...
ახლა მყავს 3 წლის გოგონა და 35 წლის უმუშევარი მეუღლე, რომელიც არანაირად არ მიზიდავს. მირჩევნია, კაცის სახელი საერთოდ არ ვახსენო და მარტოხელა დედა მერქვას, ვიდრე მის გვერდით ვიცხოვრო, მაგრამ ზუსტად აქ "ვიჭედები" - ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე. გთხოვთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარეთ. წინასწარ გიხდით მადლობას, სულ სიყვარულით გეცხოვროთ. უფალი გფარავდეთ. ნათია
ნათია:

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (21)
05.03.2015
იქნებ დაფიქრდე მეუღლე და ოჯახის წევრები თუ ცუდად არ გექცევიან, აგდებული დამოკიდებულება თუ არ აქვთ, მდგომარეობა კიდებ გასაძლებია, ამ ეტაპზე, როცა არ გაქვს სამსახური, შემოსავალი მარტო ცხოვრება უფრო გაგიჭირდება, დამიჯერე დედამთილიც და ქმარიც ხედავენ შენს განწყობას და ეჭვიანობენ, ამიტომ ჯობია დაათბო მათთან ურთიერთობა და ქმარიც მიხედავს ცხოვრებას. მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე გამოაფხიზლო ქმარი
ანო-ს
04.03.2015
არჩილის სიტყვებს დავეთანხმები როცა ოჯახს ქმნი პირადი სიმოვნება გვერდზე გადადე. მე არ გიცნობ ვინ ხარ მაგრამ ერთი ვიცი ადამიანი ხარ ხვთის შვილი და დახმარება გჭირდება, ღმერთი ახსენე შენ ბოლო სიტყვებში მამა შვილურად გთხოვ ღმერტს მიენდე ილოცე და ყველაფერი თვითონ მოგვარდება. მოძღვარი თუ გყავს დაელაპარაკე. თუ არა და აიყვანე მოძღვარი. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს.
იმედა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი