ხანმოკლე ბედნიერება
font-large font-small
ხანმოკლე ბედნიერება
"მე უკვე აღარ ვარ იმ ასაკში, რომ თქვენთან მესიჯები ვგზავნო, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემი თავგადასავალი მოგიყვეთ.
უკვე 34 წლის ვარ. 14 წლის ვიყავი, როდესაც მეგობარ გოგონასთან სტუმრად მივედი. იქ მათი ნათესავი დამხვდა, რომელსაც მოვეწონე. ის მაშინ 35 წლის იყო. მე კი, ჩემს ასაკთან შედარებით უფროსად გამოვიყურებოდი - თითქმის ჩამოყალიბებული ქალის ფორმები მქონდა. ჩვენ შორის გრძნობა გაჩნდა. ძალიან მომწონდა მისი ჩემდამი დამოკიდებულება. მათამამებდა, საჩუქრებს მიძღვნიდა, სასეირნოდ დავყავდი, ყველა სურვილს მისრულებდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არავინ იცოდა (იმ ოჯახმაც კი, ვისთანაც ერთმანეთს პირველად შევხვდით). ერთ მშვენიერ დღეს, ეს ამბავი, როგორღაც მამაჩემის ყურამდე მივიდა. მათ შორის ჩხუბი მოხდა. მამა მასზე უფროსი მხოლოდ 1 წლით გახლდათ. ბეჟანი უმტკიცებდა, რომ ვუყვარდი, რომ სუფთა და უმწიკვლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მამას არაფრის გაგონება არ სურდა. ამის შემდეგ, მამა მე დამელაპარაკა. ვუმტკიცებდი: მიყვარს-მეთქი, ვტიროდი, თავს ვიკლავდი. ჰოდა, ამიტომაც გამომკეტეს სახლში. მიუხედავად დედის, მამისა და ბიძების კონტროლისა, შინიდან მაინც გავიპარე და ბეჟანს სახლში მივადექი, სადაც მხოლოდ დედამისი დამხვდა. მას სცოდნია ჩვენი სიყვარულის შესახებ. როგორც კი დამინახა, მიხვდა, ვინც ვიყავი. შინ შემიყვანა, დამიყვავა და დამამშვიდა. ბეჟანი საღამომდე არ მოვიდა. იმ დღეს, ჩემი ნათესავები 4-ჯერ მოვიდნენ, მაგრამ დედამისმა გადამმალა^- ის მათ კარს უღებდა და ეუბნებოდა: ბეჟანი არ არისო და ისინიც მიდიოდნენ. როგორც იქნა, სახლამდე ბეჟანმაც მოაღწია. ოთახში რომ შემოვიდა და დამინახა, სიხარულით ლამის გადაირია. გულში ჩამიკრა და ტირილი დაიწყო. თბილისი იმავე ღამეს დავტოვეთ და დასავლეთში, მის მეგობართან გავემგზავრეთ. მე მისი ცოლი გავხდი. მაშინ 16 წლის ვიყავი. მაღალმთიან სოფელში მთელი თვე ვიმალებოდით. მისი მეგობრები გვაკითხავდნენ, საჭმელ-სასმელი მოჰქონდათ და ქალაქის ამბებსაც გვაგებინებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩემმა მშობლებმა შემოგვითვალეს, რომ აღარ ბრაზობდნენ და შერიგებას აპირებდნენ. ჩემი ბიძაშვილი მოგვიგზავნეს და შესარიგებელ სუფრაზე დაგვპატიჟეს. გახარებული წამოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ჯერ ბეჟანის სახლში მივიდოდით, ხოლო საღამოს, დედამისთან და მის რამდენიმე მეგობართან ერთად, ჩემს ოჯახს ვეწვეოდით. ჩვენ უკანა სავარძელზე ვისხედით. ბეჟანს გულში ვყავდი ჩაკრული და ყურში სასიყვარულო სიტყვებს ჩამჩურჩულებდა, როდესაც მანქანა ხევში გადაეშვა. ვიდრე ძირს დავენარცხებოდით, ბეჟანმა ჩემი სავარძელზე დაგდება მოასწრო და თვითონ ზევიდან გადამეფარა. თან, წამჩურჩულა: არ შეგეშინდეს, პატარავ, ღმერთი არ გაგვწირავსო. ავარიის შედეგად, მხოლოდ მე გადავრჩი, ისიც - ბეჟანის წყალობით; ნაკაწრიც კი არ მეტყობოდა. მანქანის ხევიდან ამოყვანა მხოლოდ მეორე დღეს მოახერხეს - გულაღმა ვიწექი, ზემოდან კი მომაკვდავი ქმრის სხეული მესვენა. მან რამდენიმე საათიღაE იცოცხლა, ბოლო 3-4 საათი გონზე იყო. ვერ ვინძრეოდით. მომაკვდავი მეფერებოდა, მკოცნიდა და ბედნიერი იყო, რომ გადავრჩი. მისი სისხლით ვიყავი მოსვრილი, ვტიროდი, იმედი მქონდა, რომ არაფერი დაუშავდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ გონი დაკარგა და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. როდესაც მაშველები მოვიდნენ, ის უკვე კაი ხნის გარდაცვლილი იყო და მისი გაცივებული მკლავები ძლივს შემომხსნეს... აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ყველას უკვირდა - როგორ შევინარჩუნე ბავშვი. ჩვეულებრივად, 9 თვის მერე ვიმშობიარე, მაგრამ ბავშვი დაიღუპა. მაშინ ბეჟანი ჩემთვის მეორედ მოკვდა... მას შემდეგ, ბევრი წელი გავიდა. ჩემი საბედისწერო შეხვედრა მარცხით დამთავრდა და სურვილიც აღარ მაქვს, რომ ის გზა ხელმეორედ გავიარო. ნონა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
04.04.2015
ნატელსი გიმკოფოს მეუგლის სული კარგი ადამიანი კოფილა დ. სამოტხესჰი დაიმკვიდრებს სულს.სენ კი მიხედე პირად ცხოვრებას ცოდო ხარ.ცხოვრება გრზელდება.ბედნიერებას გისურვებ
ლალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი