ვალში გაცვლილი ცოლი
font-large font-small
ვალში გაცვლილი ცოლი
"ნაადრევად - 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ქმარი 23 წლის იყო. ჯაბა უზომოდ მიყვარდა, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა...
ძალზე ლამაზი ვიყავი და მშობლები სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ - სულელს არ გადაეყარო, ვიდრე ნაბიჯს გადადგამ, კარგად დაფიქრდიო, მაგრამ ჯაბა ისე შემიყვარდა, რომ დაფიქრების კი არა, აზროვნების უნარიც დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი - ნარკომანი იყო, მაინც გავრისკე და გავიპარეთ. დედაჩემმა ლამის თავი მოიკლა, მაგრამ რაღას უშველიდა? თავიდან, თითქოს ცდილობდა, განკურნებულიყო, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია... როდესაც ცოლად გავყევი, პოლიციაში მუშაობდა. შემდეგ, იქიდან დაითხოვეს და უმუშევარი დარჩა. თავის შენახვა გვიჭირდა. ბავშვს არ ვაჩენდი, რადგან მეშინოდა, მახინჯი არ დაბადებულიყო. ფული რომ აღარ ჰქონდა, ხასიათი გაუფუჭდა და სულ ვჩხუბობდით. ეჭვიანობდა, რადგან თვეობით არ გვქონდა ფიზიკური ურთიერთობა და მეუბნებოდა: ასეთ ლამაზ ქალს ვინ გაგაჩერებს, სამსახურში რომ დადიხარ, იქ საყვარელი გეყოლება და თუ გინდა, რომ გაპატიო, ფული გამოართვი, ვალები მაქვს და "ბარიგა" წამალს აღარ მაძლევსო... მევალე ისე აწუხებდა, რომ უკვე იმალებოდა, მოსაკლავადაც დასდევდნენ. ვთხოვე, იმ კაცის მისამართი მოეცა და მას მოველაპარაკებოდი, რომ თავი დაენებებინათ, ვალს კი ახალს აღარ დაამატებდა, ხოლო ძველს ნაწილ-ნაწილ გავისტუმრებდი. მისამართს არ მაძლევდა, მეუბნებოდა: იქ მისვლა არ გაბედოო, მაგრამ არ დავიშალე, მისამართი მისი მეგობრისგან გავიგე და მაინც მივედი. ის კაცი რა ეროვნების იყო, ვერ გავარკვიე. საშინელი გარეგნობა ჰქონდა. გაქონილი და ბინძური გახლდათ. ყურადღებით მომისმინა და მითხრა: შენს ქმარს უთხარი, ჩემთან მოვიდეს და პირობას ვაძლევ, არაფერს დავუშავებო. გახარებული დავბრუნდი და ჯაბას ახალი ამბავი ვახარე. ის ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახავს - მისი ყვირილისგან ლამის ჭერი ჩამოიქცა. კარგა ხანს ბობოქრობდა, მერე კარი გაიხურა და წავიდა. უკან გვიან ღამით დაბრუნდა, საწოლიდან წამომაყენა, გარეთ ღამის პერანგით გამიყვანა და ეზოში მდგარ მანქანაში ძალით ჩამტენა. მანქანა ადგილს დიდი სისწრაფით მოსწყდა და მალე, იმ ეზოში შევიდა, სადაც დილით ვიყავი მისული. გაირკვა, რომ ჩემმა ქმარმა ვალის გასაქვითად, იმ კაცს 3 თვით მიმაქირავა. სამაგიეროდ, ნარკოტიკს ყოველდღე უფასოდ იღებდა. დაწვრილებით აღარ ვწერ - იქ ყოფნის დროს რა გადავიტანე. მთელი 2 თვე ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ის საზიზღარი კაცი ყოველდღე მაუპატიურებდა. 2 თვის შემდეგ, გამოვიპარე. ისე მოვახერხე, რომ ფულიც მოვიპარე და იმავე საღამოს ბათუმში ჩავედი. მეორე დღეს კი, თურქეთში გადავედი. საქართველოში 4 წლის განმავლობაში არ ჩამოვსულვარ, მშობლებს მხოლოდ ბათუმიდან შევეხმიანე და ვთხოვე - არ ენერვიულათ. 3 თვის შემდეგ, თურქეთიდან საბერძნეთში ამოვყავი თავი და იქ ვცხოვრობდი. 4 წლის შემდეგ, სამშობლოში შეცვლილი სახელითა და გვარით დავბრუნდი. აღმოჩნდა, რომ ის კაცი დაუჭერიათ, ჩემი ქმარი უგზო-უკვლოდ დაკარგულა და მე არავითარი საფრთხე აღარ მემუქრებოდა. შვებით ამოვისუნთქე და საქართველოში დავრჩი. აი, ასეთი საბედიწერო შეხვედრა მქონდა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
04.04.2017
2 თვე მშობლემა არ მოიკითხეს სიძე სახლში და შვილი დაკარგული, მერე საბუთების გარეშე თბილისდა ვინ გაუშვა და მერე ევროპაში ,კარგით რა ,თუ ბარგში ჩასვეს ეგ არ ვიცი.
კატო
23.12.2016
მართალი ამბავია მაგ გოგოს შენახვედრი ვარ საბერძნეთში,მართლაც ულამაზესი გოგოა
ბუბუ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი