გაუმართლა
font-large font-small
გაუმართლა
რაც თავი მახსოვს, სულ გაჭირვებაში ვცხოვრობ. მხოლოდ დედა მყავს, რომელიც საკუთარი შრომით დღიდან დღემდე თავის გატანას ძლივს ახერხებდა.
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც ჩვენთან მეზობელი ქალი შემოვიდა და გავიგონე, საუბრისას დედამ როგორ უთხრა: ახლა ვცხოვრობ ასე გაჭირვებით, თორემ სულ მალე დიდ მემკვიდრეობას მივიღებ და მერე აღარაფერი გამიჭირდებაო. წლების განმავლობაში ველოდი მემკვიდრეობას, წლების განმავლობაში ეუბნებოდა დედა ყველას ამის შესახებ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არა და არ ჩანდა მდიდარი ნათესავი, რომელიც თავის ქონებას ჩვენ გვიანდერძებდა. ახლობლები საფეთქელთან თითს ატრიალებდნენ, როცა მემკვიდრეობის შესახებ დედაჩემის მორიგ ნათქვამს მოისმენდნენ. ის კი თავისას არ იშლიდა. თუ წერილს მივიღებდით, მაშინვე იტყოდა ხოლმე - აი, ახლა კი გვეშველაო, - მაგრამ ამაოდ. თუმცა, იმედს არასოდეს კრგავდა და ხელი არ ჩაუქნევია. ამ რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ფირმაში. რას ვაკეთებდი? მაღაზიებისა და სალონების ვიტრინებს ვწმენდდი. გამოგვიძახებდნნ ბრიგადას, შევიარაღდებოდით საჭირო აღჭურვილობით და ვაპრიელბდით მინებს. დედაჩემი ვერ ეგუებოდა ჩემს სამსახურს. სულ მეუბნებოდა, - შენთვს შეუფერებელ საქმეს თავი დაანებეო. ერთხელ ისევ მეზობელს შესჩიოდა: დღეს თუ ხვალ, მემკვიდრეობას მივიღებთ, გავმდიდრდებით, ეს კი მინების მწმენდავად მუშაობსო. ერთხელ ამ მეზობელმა დამიმარტოხელა და მითხრა: - დედას მიხედე, მგონი, ცოტა... - და ამანაც თითი საფეთქელთან დაიტრიალა. იმდენად გახშირდა ასეთი რჩევები, რომ გადავწყვიტე, მართლაც ექიმთან წამეყვანა. ფსიქიატრი შინ მოვიყვანე და ჩემს მეგობრად გავაცანი. ბუნებრივია, დედას არ დავიწყებია, რომ მისთვისაც მოეთხრო მემკვიდრეობის ამბავი. - განდიდების მანია! - ასეთი დაიგნოზი დასვა ექიმმა და დაიწყო მისი მკურნალობა. დედა მეწინააღმდეგებოდა, წამლებს არ სვამდა, მაგრამ ვაიძულებდი, რომ ყველა აბი თავის დროზე მიეღო. თითქოს აგრესიული გახდა, ხანდახან მთელი დღეები ჯიუტად დუმდა და ხმას არ იღებდა. რამდენჯერმე, ჩემი სამსახურში ყოფნის დროს შინიდან გაიპარა და შინ გვიან დაბრუნდა. გადავწყვიტე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამეწვინა, რომ მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. ერთ თვეში გამოეწერა იქიდან და თავი შინ დაიგულა თუ არა, მითხრა: - ერთ კაპიკსაც ვერ მიიღებ მემკვიდრეობიდანო. გული შემიწუხდა... მაგრამ გულის შეწუხება მაშინ უნდა გენეხათ, როდესაც ერთი კვირის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავი გეძებთო. მრე ის ნათესავი საქართველოში ჩამოვიდა, გვესტუმრა... დედის ბიძა აღმოჩნდა, ჩია, სათვალიანი, მოხუცი კაცი, რომელმაც მთელი თავისი "მოკრძალებული" ქონება, სულ რაღაც მეოთხედი მილიონი დოლარი, სახლი პარიზში და აგარაკი პარიზის მახლობლად - ჩვენს საკუთრებად გამოაცხადა იმ პირობით, რომ სიკვდილამდე ჩვენთან იცხოვრებდა და მერე საქართველოში დავმარხავდით... ღმერთო! ამას არ ველოდი ნამდვილად. ამხელა ქონების განმკარგავი გავხდი! მაგრამ რა ვუყო იმ ერთ თვეს, რომელიც დედამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა? სინდისის ქენჯნა მაწუხებს. თურმე, ქალს წინათგრძნობა ჰქონია, მე კი გიჟად გამოვაცხადე. ახლა ის ამაყად თავაწეული დადის და ყველას ეუბნება: - აბა, რას ვამბობდი? გამართლა ჩემი სიტყვა თუ არა? კიდევ არ გჯერათო?! ყველა ჩვენი ნაცნობი შოკში იყო, მე კი 7 წლის წინ მომხდარ ამბავს ახლაც ძლივს ვიჯერებ.

ბეჭდვა