დემოკრატია ანუ როგორ დავუდაქალდი ჩემი ქმრის ცოლს
font-large font-small
დემოკრატია ანუ როგორ დავუდაქალდი ჩემი ქმრის ცოლს
ცოტა გვიან გავთხოვდი - 27 წლის. როგორც ყველას, მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით და ვერაფერი დაგვაშორებდა მე და ჩემს ქმარს.
ბედნიერც ვიყავი წლების განმავლობაში, სანამ ერთ მშვენიერ დღეს შინ ნასვამი არ დაბრუნდა და მითხრა:
- ახლა არ ჩავარდე ისტერიკაში, ფეხების ბაკუნი არ დაიწყო, სხვა მიყვარს და სახლიდან მივდივარო. შოკში ჩავვარდი, რადგან ეჭვიც კი არასოდეს შემპარვია მის ერთგულებაში. ვერც კი წარმომედგინა, რომ სხვაზე ფიქრი შეეძლო, ღალატზე აღარაფერს ვამბობ. წარმოიდგინეთ, როგორი მსახიობური ნიჭი აღმოაჩნდა...
ხმა არ ამომიღია, ისე დავტოვე სამზარეულოში და საძინებელში გავედი. დილით სამსახურში რომ წავედი, ის ჯერ კიდევ სახლში იყო - დივანზე ეძინა. დაბრუნებულს აღარც თვითონ დამხვდა და აღარც მისი ნივთები. სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, მისი იყო, მაგრამ ჩვენ დაგვიტოვა და წავიდა...
კარგა ხანს ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა... მერე შევეგუე. მთელი 2 თვე არ გამოჩენილა. არც ბავშვები უნახავს და არც შეგვხმიანებია. შემდეგ უფროსი გოგონასთვის სკოლაში მიუკითხავს, უმცროსისთვის - ბაღში. არც ამაზე მქონია რეაქცია. მატერიალურად მანამდეც დამოუკიდებელი ვიყავი - მასზე მეტს მე გამოვიმუშავებდი და არ გამჭირვებია ქმრის გარეშე ცხოვრება. ახალი წლის ღამეს დამირეკა და სტუმრად მოსვლის უფლება მთხოვა. უარი არ ვუთხარი, მაგრამ ახალ ცოლსაც თუ მოიყვანდა, მაგას ვერ წარმოვიდგენდი.
ჩვენი დაშორებიდან 8 თვე იყო გასული და მისგან მოყენებული ჭრილობები თითქმის მოშუშებული მქონდა... უკაცრავად, მაგრამ - ფეხებზე მეკიდა თვითონაც და მისი საქციელიც. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, როგორ შემეძლო ასე ჩუმად გადამეყლაპა შეურაცხყოფა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. მისი ცოლის შესახებაც ჩემი მეგობრები იგებდნენ ამბებს და მიყვებოდნენ. დავიფიცებ, რომ არ დავინტერესებულვარ, ვინ იყო ის ქალი, ვინც მე მამჯობინა. მისი წასვლის მერე ყველაფერი სულ ერთი გახდა. აბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ლამაზი იყო თუ არა? განათხოვარი იყო თუ არა? მთავარი ის იყო, რომ ჩემმა ქმარმა მასთან ცხოვრება არჩია...
ერთი სიტყვით, ახალი წლის ღამეს სტუმრად მოვიდა და თან ცოლიც მოიყვანა. სიმართლე რომ გითხრათ, არც ამაზე მქონია რეაქცია, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი შვილები იმ ქალს იცნობდნენ და ცუდი რეაქცია აღარ ექნებოდათ - მიჩვეული იყვნენ იმ აზრს, რომ მათ მამას გვერდით სხვა ქალი ჰყავდა. მათ გარდა სხვა სტუმრებიც იყვნენ ჩემთან და ჩემი სიმშვიდით გაოცებული დარჩნენ. ძირფესვიანად შევათვალიერე ჩემი ქმრის ცოლი... მეამა, რომ ვერ მჯობნიდა. აშკარად ვჩაგრავდი გარეგნობითაც და გემოვნებითაც. თვითონ გაიხსენა, რომ თურმე ადრე ერთმანეთს ვიცნობდით... ბავშვობაში ყოველ წელს ბორჯომში დავდიოდით დასასვენებლად და იქ მყავდა გაცნობილი... პირველ წელიწადს ერთ სანატორიუმში მოვხვდით და ჩვენმა მამებმა ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს, რომ ურთიერთობა თბილისშიც გააგრძელეს. შემდეგ დასვენების პერიოდს ამთხვევდნენ და 3 წლის განმავლობაში, ყოველ ზაფხულს 1 თვით ერთად ვისვენებდით ხოლმე. მე ეს ამბავი გავიხსენე, მაგრამ თვითონ იმდენად შეცვლილი იყო, რომ ნამდვილად ვერ ვიცანი...
ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს... 1 საათს გაჩერდნენ და წავიდნენ. ჩემმა ყოფილმა კი მითხრა - არ მეგონა, სტუმრები თუ გეყოლებოდა, თორემ არ მოვიდოდიო... ამის მერე ისე მოხდა, რომ მისი ცოლი ტელეფონით მეკონტაქტებოდა. მომიკითხავდა, ბავშვებს მოკითხავდა... მერე თავისთან დამპატიჟა... მოკლედ, ბავშვობის მეგობრები ისევ დავახლოვდით... ჩემს ქმარს ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. თუ დამჭირდებოდა, ბავშვებსაც ვუტოვებდი...
მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა. ერთ ხანს საყვარლები ვიყავით. ჩემმა ქმარმა და მისმა ცოლმა პირველებმა შეიტყვეს ამის შესახებ. მერე ამ კაცს ცოლად გავყევი... თავიდანვე იცოდა, ყოფილ ქმართან და მის ცოლთან ახლო ურთიერთობა რომ მქონდა და გაოცებას ვერ მალავდა. დაქორწინების მერეც არ დაუშლია მათთან ურთიერთობა, მაგრამ თვითონ კატეგორიულად უარი თქვა მათ გაცნობაზე. ახლაც ასეა... 4 წელი გავიდა და ისევ უარობს მათთან რაიმე სახით ნაცნობობაზეც კი... ჩემი აზრით, სწორადაც იქცევა... თუმცა, ყოფილს უკვირს - რა მოხდა, თუ გავიცნობთ ერთმანეთს, შესაძლოა, ძმაკაცები ვერ გავხდეთ, მაგრამ კაი გამარჯობას მაინც ხომ ვეტყვითო...
აი, ასეთი თავგადასავალი მაქვს. ზოგი მამართლებს, ზოგი - მამტყუნებს, მაგრამ ასე მოხდა რაღაცნაირად, თავისთავად და რა ვქნა?

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (16)
09.07.2016
დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანები ბევრად ადვილად და ცივილურად ხვდებიან იმ სიტუაციებს,რასაც ძველ დროში მძიმედ იტანდნენ.ალბათ თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა ასე.თავისდაუნებურად მარტივად უყურებ ბევრ რამეს...
ნინო
15.04.2016
21 წელია გათხოვილი ვარ, მეორე ცოლი ვარ, პირველი ქორწინებიდან მისი შვილი 10 წლის ჩამოვიდა ჩემთან და განათლებულ-დავაჟკაცებული გავუშვი უკან 11 წლის შემდეგ. პირველი ცოლი სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს, მეორე ქმარი ყავს. ჩვენი "ოთხივეს შვილი" კაცია უკვე. ყოველ ზაფხულს ჩემი გოგონები ძმას თავისთან მიყავს 1-1,5 თვით, აქეთ წელიწადში 3-4 ჯერ ჩამოდის, გასულ ზაფხულს მეც ვიყავი მათთან და მშვენიერი საღამო გავატარე ჩემი ქმრის პირველ ცოლთან და ჩემი ქმრის პირველი ცოლის მეორე ქმართან ერთად...
თუთა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი