პარალელური ოჯახი
font-large font-small
პარალელური ოჯახი
მე და ჩემი მომავალი მეუღლე 17 წლისანი ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით. მაშინ გულუბრყილო ბავშვი ვიყავი და ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა.
არასოდეს ვეჭვიანობდი, მაგრამ ერთხელ ირაკლი უმნიშვნელო ტყუილში გამოვიჭირე. ამის შემდეგ ჩვევად მექცა, მისი ყველა ნათქვამი გადამემოწმებინა. რამდენჯერმე ისევ გამოვიჭირე ტყუილში. ძალზე ვნერვიულობდი, ვეძებდი მიზეზს, რის გამოც ირაკლი იტყუებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი.
წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ ირაკლისთვის არაფერი მითქვამს.
გადავწყვიტე, მეთვალთვალა მისთვის და ერთ შაბათ დღეს, შინიდან გასულს, უკან ავედევნე. დიდუბის სადგურში, მცხეთაში მიმავალ "მარშრუტკაში" ჩაჯდა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყვებოდი. შემდეგ, როცა სამსახურში "მორიგეობა" უწევდა, ისევ გავყევი უკან. ისევ მცხეთისკენ აიღო გეზი. შაბათსაც იგივე განმეორდა. მომდევნო "მორიგეობაზე" კი მის "მარშრუტკას" ტაქსით ავედევნე. საკუთარი თვალით დავინახე, მცხეთაში, ერთ-ერთ კერძო სახლის ეზოში როგორ შევიდა. ტაქსი გავუშვი, შორიახლოს დავდექი და ვუთვალთვალებდი.
რამდენიმე საათის შემდეგ, რომ არ გამოჩნდა, მივედი და ჭიშკარი შევაღე. იქვე, ასე, 5-6 წლის გოგონა სილაში თამაშობდა. ვკითხე: ირაკლი აქ არის-მეთქი? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ვთხოვე, დაეძახა. ბავშვი სახლისკენ გაიქცა და თან - მამა, მამაო! - იძახდა. მის ხმაზე კარი გაიღო და სპორტულ შარვალსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილი ირაკლი გამოვიდა. რომ დამინახა, ფერი ეცვალა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გამოვბრუნდი და გაოგნებული გავუყევი ორღობეს. მესმოდა, როგორ მეძახდა ირაკლი, მაგრამ უკან აღარ მიმიხედავს.
შინ მისული ვერც ვტიროდი, ვერც ვიცინოდი. რაღაცნაირად, გაქვავებული ვიყავი და მხოლოდ ბავშვის ხმა ჩამესმოდა ყურში, რომელიც ჩემს ქმარს მამას ეძახდა. ერთ საათში ირაკლიც დაბრუნდა. თითქოს 100 წელი მომატებოდა, ისე იყო წელში მოხრილი და გასაცოდავებული. ზედმეტად სიტყვაც არ მითქვამს, არც ახსნა-განმარტება მომითხოვია. მხოლოდ ცარიელი ჩანთა გამოვუტანე და წინ დავუდე. მიხვდა, რომ მასში თავისი ნივთები უნდა ჩაელაგებინა და შინიდან წასულიყო.
ასეც მოიქცა, თუმცა წასვლამდე მკითხა - კარგად დაფიქრდი, არ ინანებო? - ყურადღებაც არ მივაქციე. ადგა და წავიდა. აი, რას მალავდა ჩემი ქმარი - მეორე ოჯახს! არ ვიცი, მისთვის არჩევანის საშუალება რომ მიმეცა, მაინც წავიდოდა, თუ ჩემთან და ჩვენს 2 შვილთან დარჩებოდა, რომლებმაც დღესაც არ იციან, რომ უმცროსი და ჰყავთ. ან როგორ ახერხებდა ასეთი საიდუმლოს ტარებას? მანანა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (17)
16.04.2015
და უამრავი ადამიანი ცხოვრპბს ასე ჩვენს გარშემო. მთელი ცხოვრება ისე ახერხებენ რომ ოჯახს არ ანგრევენ და მეორე ოჯახიც ყავთ.როგორ დავიჯერო რომ პირველმა ცოლმა ეს არ იცის.უბრალოდ თვალს ხუჭავენ ბევრი რამის გამო,იმის გამო რომ არ უყვართ და მარჩენალი უნდათ.ნამდვილი ურთიერთობა და გრზნობა კი მაინც მეორე ოჯახშია. მე ასე მგონია. სიმახინჯეა ეს ყველაფერი მაგრამ რეალობა ჩვენი დღევენდელი საზოგადოები.
თაკო
03.04.2015
პრინციპები პრინციპები პრინციპები პრინციპები პრინციპები პრინციპები პრინციპები მტელი ცხოვრება და არამარტო.შინაგანად როგორიც ხარ ისე იქცევი ადამიანი პრინციპებს სულ რო ტავი დაანებო.და, მერე უცბათ შეიძლება ისე გადაგიტრიალდეს ტვინი მოიქცევი ისე ზუსტად რის გამოც სხვას ძალიან ამტყუნებდი,მტელი ცხოვრება ჭკუას არიგებდი სხვებს.პარალელური კი არა შეიძლება რიგიტი საყვარელი გახდე თუ ადამიანი ისე გიყვარს როგორც ღმერთი/ვინ რა იცის რა უბედურება ელის@
frozen blood
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი