მონანიება
font-large font-small
მონანიება
პირველად თბილისში რომ ჩამოვედი და ტექნიკუმში ჩავაბარე, შუბლზე მეწერა, რომ სოფლის მატარებელს 5 წუთის წინ ჩამოვყევი.
მახსოვს, აგვისტოს თვე იდგა, ცხელოდა, მე კი ბამბის რეიტუზი და დახეულ-დაკერებული "ბათინკი" მეცვა. რეიტუზი დედამ ძალით ჩამაცვა, - ქალაქში შიშველი ფეხის გამოჩენა არ შეიძლებაო, კოლჰოტი კი არ მქონდა. მგზვრობისას რეიტუზი დაიბრიცა, წვივებზე ჩამომეჩაჩა, ნაწნავები ამებურდა... მოკლედ, სწორედ ასეთ ფორმაში გამოვცხადდი ტექნიკუმის მიმღებ კომისიაში საბუთების შესატანად. იქიდან რომ გამოვედით, დედამ სურათიც გადამიღო, - სამახსოვროდ დაგრჩებაო. სწორედ ამიტომ მახსოვს კარგად, როგორ გამოვიყურებოდი მაშინ. გამოცდები ჩავაბარე, სასწავლებელში ჩავირიცხე და პირველი სექტემბერიც მოვიდა. პირველსავე დღეს ჩემი ჯგუფელების დაცინვის ობიექტად ვიქეცი. ბიჭები მომაძახებდნენ ხოლმე: - რეიტუზი აიწიე, გოგო... კაბა გაისწორე, სოფლელო... - ჩემ გარდა კიდევ უამრავი გოგო და ბიჭი იყო ჩამოსული რაიონიდან, მაგრამ ჩემსავით გოიმურად არავინ გამოიყურებოდა. ალბათ ამის გამო იყო, რომ ჯგუფელებთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე. თბილისში ჩემს შორეულ ნათესავთან ვცხოვრობდი. მათ 23 წლის ბიჭი ჰყავდათ. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ბიჭი ნაშვილები იყო, მაგრამ გაფრთხილებული ვიყავი, არ წამომცდენოდა. ლერიმ თავიდანვე კარგი თვალით შემომხედა და დავმეგობრდით კიდეც. საახალწლოდ სასწავლებელში კარნავალს აწყობდნენ. მე წასვლა არ მინდოდა. ლერიმ მიზეზი რომ მკითხა, არ დავუმალე და დაწვრილებით მოვუყევი, როგორ დამცინოდნენ და მაქილიკებდნენ სტუდენტები. - მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთო, მითხრა და მირჩია, უარი არ მეთქვა კარნავალზე წასვლაზე. ახალი წლის წინა დღეებში თავისი მეგობარი გოგო გამაცნო. ფული მისცა და უთხრა, - ისე გამოაწყვე, მტერს თვალი დაუბრმავოსო. ნინო დამეხმარა. ვიყიდეთ ქსოვილი, მივედით მკერავთან და კაბის შეკვეთა მივეცით. მე გრძელი კაბა მინდოდა, მაგრამ ნინომ არ დამანება და ბოლოს ისეთი მოკლე კაბა შევაკერინეთ, რომ ფაქტობრივად, შიშველი ვიყავი. ვიყიდეთ კოლჰოტი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. კარნავალის დღეს კი ნინო ჩვენთან მოვიდა, ოქროსფერი ნაწნავები დამიშალა, თმა გამაშლევინა, გამომაწყო და სარკეში რომ ჩამახედა, მეგონა, იქიდან კინოვარსკვლავი მიყურებდა. ლერი გარშემო მივლიდა და - მაგარიაო, - გაიძახოდა. საღამოს ტაქსიში ჩამსვა და სასწავლებელში მიმიყვანა. სტუდენტები გარეთ შეკრებილიყვნენ. ლერიმ მანქანის კარი გამიღო, გადმოსვლაში დამეხმარა, ხელზე მაკოცა და ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. ჯგუფელებს რომ მივუახლოვდი, ვხედავდი, როგორი გაოცებით მიყურებდნენ და გული სიამაყით მევსებოდა. სულ რამდენიმე სათი დავრჩი მეჯლისზე და წამოვედი. იმ დღიდან გარდერობი განვაახლე, სტილი შევიცვალე, ერთი სიტყვით, მაგარი ქალი დავდექი. ჩემი პირველი მამაკაცი კი ლერი გახლდათ... შემდეგ მან ცოლი მოიყვანა, მე კი ცალკე გადავედი საცხოვრებლად. გამიჭირდა თავის რჩენა და მდიდარი საყვარელი მოვძებნე. ის სხვამ შეცვალა და ასე გავიდა წლები... მამაკაცები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ჩემი ცხოვრება კი უკეთესობისკენ არ მიდიოდა. ერთხელ, წვეულებაზე გავიცანი მღვდელი, რომელიც მაშინ ლურჯ მონასტერში მოღვაწეობდა. დამიმარტოხელა და საუბარი ზნეობაზე ჩამომიგდო. იმდენი მელაპარაკა, რომ დამითანხმა, ეკლესიაში მივსულიყავი. ამის შემდეგ კარგა ხანი დამჭირდა, რომ ძველი ცხოვრება მიმეტოვებინა და ახლი დამეწყო. მაინც ვძლიე ეშმაკს და ყველა კაცს ზურგი ვაქციე. უკვე 4 წელია, მონაზონივით ვცხოვრობ, მაგრამ ძველი ნაცნობები ვერ ივიწყებენ ჩემს წარსულს. ვგრძნობ, როგორ დამცინიან და ჭორაობენ ჩემზე. ახლა ერთი კარგი ადამიანი შემიყვარდა. ისიც იმავე ეკლესიის მრევლია. ბუნებრივია, მან ჩემს წარსულზე არაფერი იცის. მინდა, ოჯახი შევქმნა, მაგრამ თან მეშინია, -  ვინმემ რომ ამბავი მიუტანოს? ეს ბედნიერება რომ დავკარგო, ცხოვრებისკენ ვეღარაფერი მომაბრუნებს. უსახელო და უგვარო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (12)
06.04.2015
ტყუილებს ნუ წერთ,უცხოეთსი კაცებს არ იცვლიან.აქ ჰყავთ ერტი ,რომელზეც ქორწინდებიან კიდდეც.ისე არავინ არავის გაჰყვება საწოლში ,ეს როგორც ჩვენტან არის და ღოგორც რუსეთსია.
იიი
05.04.2015
კიდევ ერტი სიდებილე.არ მოგბეზრდატ ამდენი ტყუილი.
მარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი