ვირზე შემჯდარი
font-large font-small
ვირზე შემჯდარი
ვარ 30 წლის და მქვია ელისო. წლებმა ისე გაირბინა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. გვიან დავფიქრდი იმაზე, რომ დროა, ოჯახი შევქმნა...
თაყვანისმცემლები არასოდეს მაკლდა, მაგრამ ჯერ სწავლას გადავყევი. ორი უმაღლესი განათლების დიპლომი რომ დავიგულე კომოდის უჯრაში, ვიფიქრე, ახლა კი დროა, გავთხოვდე-მეთქი, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში ჩემი უფროსი და მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა და თავისი 2 შვილი მე და დედას დაგვიტოვა. დედა ვერ შეძლებდა ბავშვების მოვლას. ამიტომ ჩემი გათხოვების ამბავი გადავდე და დისშვილების აღზრდას მივყავი ხელი. ისე არ იფიქროთ, თითქოს ვწუწუნებდე. მათზე ძვირფასი არავინ მყავს. ამ 2 წლის წინ ჩემი და დაბრუნდა. ტვირთი მომეხსნა. ჰოდა, უკვე მართლა გადავწყვიტე, გავთხოვილიყავი. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ შესაფერისი ვერავინ ვნახე. თუ მანამდე, სამსახურში ხანდახან "გმირი" დედასავით პირდაუბანელიც კი მივდიოდი ხოლმე, ახლა გავიპრანჭე, დიეტაზე დავჯექი და მშვენიერი ქალი დავდექი. ბევრმა მამაკაცმა შემნიშნა უცებ. მეც მათ შორის საუკეთსო შევარჩიე და დავიწყე პაემნებზე სიარული. დათო უზომოდ პატივს მცემს, ვუყვარვარ და დღე-დღეზე ქორწილიც უნდა დავგეგმოთ, მაგრამ საოცარი ამბავი შემემთხვა და უკვე დილემის წინაშე ვდგავარ. ამ 2 თვის წინ, ჩემს მეგობარს, რომელიც კასპშია გათხოვილი, დედამთილი მოუკვდა და გასვენებაში წავედი. დათო მეხვეწებოდა, - ჩემი მანქანით წაგიყვანო, მაგრამ "შევჯექი ვირზე" და აღარ ჩამოვედი. "მარშრუტკით" გავემგზავრე. იქიდან მეგობრის მეუღლემ ცენტრალურ გზამდე მიმიყვანა და დასავლეთიდან მომავალ "მარშრუტკას" გამომაყოლა. თბილისამდე ისე ჩამოვედი, გვერდითაც არ გამიხედავს. მეორე დღეს ისევ ის მოსაცმელი ცავიცვი, რომელიც წინადღეს მეცვა და სამსახურში წავედი. ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, ქაღალდის ნაგლეჯი მომხვდა. ფულს ჯიბით არასოდეს ვატარებდი... ჯიბიდან კი ათლარიანი ამოვიღე, რომელიც შავი კალმით იყო გადაჭრელებული. დავიწყე კითხვა: "ძალიან მომეწონე, ჯიბეში სხვა ქარალდი არ აღმომაჩნდა, ამიტომ ათლარიან კუპიურაზე გიმხელ ჩემს სიმპათიას. ბედნიერი ვიქნები, თუ დამირეკავ", - და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი. მივხვდი, რომ წერილი კასპიდან მომავალს, გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ჩამიდო ჯიბეში, მაგრამ მისი გარეგნობა ვერაფრით აღვიდგინე. მერწმუნეთ, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და არ დარეკო იმ ადამიანთან, ვინც ასეთი ორიგინალური ხერხით მოგაწოდა კოორდინატები. ერთი კვირა ისე გავიდა, ძალდაუტანებლად ვამბობდი უარს, მისთვის დამერეკა. მერე უკვე ბრძოლა დამჭირდა საკუთარ თავთან, მაგრამ მაინც დავმარცხდი და 2 კვირის შემდეგ დავრეკე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს მამაკაცი შემიყვარდა. სწორედ მან დამანახვა, რა არის ცხოვრება, როგორი უნდა იყოს მამაკაცი... მისი ქცევებისა და თვისებების აღწერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად ასეა. აღარ ვიცი, დათოს რა ვუყო.... ვითომ ჭკუა დამჯდარი ქალი მქვია და ხედავთ, რა მომივიდა? ვიცი, რომ ახლა დათო ზედმეტია, მაგრამ თვითონ არ უნდა, რომ ასე იყოს. რაც არის, არის! მომავალი გადაწყვეტს ყველაფერს!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
07.04.2015
წარმომიდგენია 50 ლარიანზე , რომ დაეწერა რა ამაღელვებელი იქნება , გაუფრთხილდი შენს საქმროს მასე შეიძლება სხვა გასვენებებშიც მოგიწიოს წასვლა და ყველგან ვინმე მოგიჯდება გვერდით :(((
იაკო
05.04.2015
გულს მოუსმინეეეეეეე!!!!!!!!!!!!!
პეტრე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი