ხულიგნის ცოლი
font-large font-small
ხულიგნის ცოლი
3 წლის წინ ერთი ჩემი უბნელი, ხულიგანი ბიჭი შემიყვარდა. უსაქმური იყო, მთელი დღე ბირჟაზე ათენ-აღამებდა. ცოტ-ცოტას კაიფობდა და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, ქალები საერთოდ არ აინტერესებდა...
მე კი მაინცდამაინც მას დავადგი თვალი და ისე შემიყვარდა, მზად ვიყავი, მისი გულისთვის მთელი ქვეყანა მომედურებინა.  ბევრი ვეცადე, მაგრამ მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციე. დედამისი შინაურულ წამლებს აკეთებდა და ერთ ღამით, იმ მიზეით, რომ კუჭის წყლული მაწუხებდა და წამალი მჭირდებოდა, შინ მივაკითხე. ვოვაც სახლში იყო და ტელევიზორს უყურებდა. დედამისმა ყავა შემომთავაზა და აბა, უარს როგორ ვეტყოდი? საუბარშიც ავიყოლიე და მთელი 2 საათი მისი ბინიდან ფეხი არ მოვიცვალე. ვითომც აქ არაფერიო, ვოვას ჩემკენ არც გამოუხედავს. აღარც სამსახურში წასვლა მინდოდა, აღარც ჭამა, აღარც მეგობრები... ყველაფერი სულერთი გახდა, ვოვას გარდა. იმ ზამთარს თბილისში დიდი ყინვა იყო. დილით, სამსახურში მიმავალმა მეზობლის ბავშვი შევნოშნე, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა. ვთხოვე - დამსვი-მეთქი. ბავშვს გაუკვირდა, მაგრამ მაშინვე დამითმო. მოვაჯექი ველოსიპედს და სწორედ ბირჟისკენ გავემართე, - იქნებ ვოვას დავენახე და ასე მაინც მიმეპყრო მისი ყურადღება. ბიჭებს ბირჟაზე კოცონი დაენთოთ და ხელებს ითბობდნენ. მივუახლოვდი თუ არა, მკვეთრად დავამუხრუჭე, ველოსიპედი მოცურდა, ძირს გადმოვვარდი და ველოსიპედი ზედ დამემხო. ფეხი ვიღრძე. ბიჭები მომცვივდნენ, ამაყენეს, პალტოს მიფერთხავდნენ, მანუგეშებდნენ. მე კი მათ შორის ვოვას ვეძებდი თვალით, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. ცეცხლისკენ გავიხედე და რას ვხედავ? მარტო დარჩენილი ისევ იქ დგას და ხელებს ითბობს გამწარებული. კოჭლობით წავედი სამსახურში. იმ რამით, გვიან, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და ვოვას ხმა გავიგონე: - გოგო, ადამიანურად არ შეგიძლია, სიყვარული ამიხსნა? ტელეფონი მაინც ხომ არსებობს ამ დალოცვილ XXI საუკუნში, რომ დამირეკო და მითხრა, გიყვარვარო? - ყურმილი დავახეთქე და სიმწრისგან მთელი რამე ვერ დავიძინე. იმ დღის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვაგვარად წარიმართა. დღეს შეყვარებულები ვართ და მალე ალბათ უსაქმური კაცის ცოლი გავხდები. არავინ იცის, ღირს კი რისკად ასეთი კაცის ცოლობა?

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
06.05.2015
უსაქმურის ცოლობაზე უკეთესი რა არის ბირჟა გამყარებული იქნება შენი ნერვები შერყეული მიზანმიმართულად რატო ირთულებ ცხოვრებას? იცხოვრე ბედნიერად და ნორმალური ჩამოყალიბებული ადამიანი იპოვე
123
16.04.2015
მალე მოგბეზრდება მონა ცოლი რომ იქნები და გვიან იქნება. შენ იმუშავე და მაგან სერიალებს უყუროს მაგარია ძაან, ჯობია გონს მოეგო
:) :)
16.04.2015
კაი რა..... მაგაზე საინტერესო ჩემი სიყვარულის ისტორიაა :P
ანი
09.04.2015
ახლა კითხულობ, ღირს თუ არა?
თამუნა
08.04.2015
თუ გაყვები,ელოდე ძალიან ბევრ ცუდ სიურპრიზს
ხატია
08.04.2015
მიდი მიაწექი , სიყვარულია მთავარი
ის
08.04.2015
როდინდელი სტატიაა,ნაფტალინის სუნი ასდის :D
მესაკუთრე
08.04.2015
რა ვიცი რა ვიცი აბა.ისე კარგი გოგო ხარ ძალიან და მეშინია ცხოვრებამ გული არ გატკინოს. ღმერთმა ქნას კარგი კაცი დამდგარიყოს ის შენი უსაქმური შეყვარებული.
777
07.04.2015
Kარგი გოგო ხარ ,როგორ გამაცინე ბედნიერებას გისურვებტ.
მაია
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი