ხულიგნის ცოლი
font-large font-small
ხულიგნის ცოლი
3 წლის წინ ერთი ჩემი უბნელი, ხულიგანი ბიჭი შემიყვარდა. უსაქმური იყო, მთელი დღე ბირჟაზე ათენ-აღამებდა. ცოტ-ცოტას კაიფობდა და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, ქალები საერთოდ არ აინტერესებდა...
მე კი მაინცდამაინც მას დავადგი თვალი და ისე შემიყვარდა, მზად ვიყავი, მისი გულისთვის მთელი ქვეყანა მომედურებინა.  ბევრი ვეცადე, მაგრამ მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციე. დედამისი შინაურულ წამლებს აკეთებდა და ერთ ღამით, იმ მიზეით, რომ კუჭის წყლული მაწუხებდა და წამალი მჭირდებოდა, შინ მივაკითხე. ვოვაც სახლში იყო და ტელევიზორს უყურებდა. დედამისმა ყავა შემომთავაზა და აბა, უარს როგორ ვეტყოდი? საუბარშიც ავიყოლიე და მთელი 2 საათი მისი ბინიდან ფეხი არ მოვიცვალე. ვითომც აქ არაფერიო, ვოვას ჩემკენ არც გამოუხედავს. აღარც სამსახურში წასვლა მინდოდა, აღარც ჭამა, აღარც მეგობრები... ყველაფერი სულერთი გახდა, ვოვას გარდა. იმ ზამთარს თბილისში დიდი ყინვა იყო. დილით, სამსახურში მიმავალმა მეზობლის ბავშვი შევნოშნე, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა. ვთხოვე - დამსვი-მეთქი. ბავშვს გაუკვირდა, მაგრამ მაშინვე დამითმო. მოვაჯექი ველოსიპედს და სწორედ ბირჟისკენ გავემართე, - იქნებ ვოვას დავენახე და ასე მაინც მიმეპყრო მისი ყურადღება. ბიჭებს ბირჟაზე კოცონი დაენთოთ და ხელებს ითბობდნენ. მივუახლოვდი თუ არა, მკვეთრად დავამუხრუჭე, ველოსიპედი მოცურდა, ძირს გადმოვვარდი და ველოსიპედი ზედ დამემხო. ფეხი ვიღრძე. ბიჭები მომცვივდნენ, ამაყენეს, პალტოს მიფერთხავდნენ, მანუგეშებდნენ. მე კი მათ შორის ვოვას ვეძებდი თვალით, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. ცეცხლისკენ გავიხედე და რას ვხედავ? მარტო დარჩენილი ისევ იქ დგას და ხელებს ითბობს გამწარებული. კოჭლობით წავედი სამსახურში. იმ რამით, გვიან, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და ვოვას ხმა გავიგონე: - გოგო, ადამიანურად არ შეგიძლია, სიყვარული ამიხსნა? ტელეფონი მაინც ხომ არსებობს ამ დალოცვილ XXI საუკუნში, რომ დამირეკო და მითხრა, გიყვარვარო? - ყურმილი დავახეთქე და სიმწრისგან მთელი რამე ვერ დავიძინე. იმ დღის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვაგვარად წარიმართა. დღეს შეყვარებულები ვართ და მალე ალბათ უსაქმური კაცის ცოლი გავხდები. არავინ იცის, ღირს კი რისკად ასეთი კაცის ცოლობა?

ბეჭდვა