ესეც მეშვიდე და არა - უკანასკნელი!
font-large font-small
ესეც მეშვიდე და არა - უკანასკნელი!
გურული ბიჭი ვარ, ჩოხატაურში გავიზარდე და ახლაც აქ ვცხოვრობ. სულ თბილისში ცხოვრებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეგეც ბედის ირონიაა ალბათ, რომ თოხი და ბარი ვერ გამიგდია ხელიდან.
ცოლი პირველად 17 წლისამ მოვიყვანე. ჩემი კარის მეზობელი, ჩემი თანატოლი გოგონა იყო. ისე მიყვარდა, მეგონა, უიმისოდ ვერ გავძლებდი.ერთი წელი ვიცხოვრეთ მე და ნაირამ.  შემდეგ გამექცა, თუმცა არც მე დამიხევია კაბის კალთები - არ წახვიდე, დარჩი-მეთქი. 18 წლისამ გადავწყვიტე, რომ ცოლს აღარასოდეს მოვიყვანდი, მაგრამ ისევ ბედის ირონია; ზაფხულში ჩემს მეზობლად, სტუმრად ჩამოვიდა ქუთაისელი გოგონა. დავიწყე მისი შებმა. ჩემს ყოფილ ცოლს შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს და ერთხელ ღვარძლიანად მითხრა: - ყველა ჩემნაირი სულელი ხომ არ გგონია? ტყუილად ცდილობ მაგ გოგოს მოხიბვლასო. გავბრაზდი და უფრო მოვიწადინე. ნაირასთან განშორების მე-7 თვის თავზე ისევ მოვიყვანე ცოლი. მეორემ წელიწადი და 4 თვე გამიძლო. თუმცა, არ ვიცი, გასაძლები რა მჭირს. თავს ვევლებოდი ყველა ცოლს, ცივ ნიავს არ ვაკარებდი, საქმესაც კი არ ვაკეთებინებდი, მაგრამ მაინც არ მაფასებდნენ. მეორეც რომ გაიქცა, დედაჩემმა თავში ხელი შემოირტყა - დიდუუ! დავიღუპე და დავიქეციო! - მაგრამ დავამშვიდე: ვიდრე 30 წლის არ გავხდები, რძალს აღარ მოგიყვან-მეთქი. ჩემი პირობა მალე დამავიწყდა და 23 წლის ასაკში მესამე ცოლი შევირთე, რომელიც სულ 6 თვე მყავდა და ძალით გავაგდე. რაც მართალია - მართალია, თვითონ წასვლა არ უნდოდა, მაგრამ გადამიყვარდა და რა მექნა?.. ჩემი მეგობრების უმეტესობა ჯერაც არ დაქორწინებულა, მე კი იცით, რამდენი ცოლი მყავდა? - 7! მეოთხე ცოლი იმ პირობით გამომყვა, რომ ქალაქში წავიდოდით საცხოვრებლად. შევპირდი, მაგრამ რომ შეატყო, ვერ ვუსრულებდი დანაპირებს,  ქალაქელ ბიჭს გაეკიდა და ცოლი გამითხოვდა. დაბოღმილი ვიყავი, თბილისში წამოვედი ცოტა ხნით, ბინიანი გოგო მოვძებნე და ცოლად მოვიყვანე, მაგრამ მის საყვედურებს ვეღარ გავუძელი; მომბეზრდა ეს ყველაფერი და ჩემი ბარგი-ბარხანიანად ჩოხატაურში დავბრუნდი, ოღონდ - თან ერთი ქერა ლამაზმანი წამოვიყვანე და ჯვარი "ვიფსკვენით". ესეც - ექვსი!.. მალე ისიც გამექცა. 3 წლის წინ კი მეშვიდედ დავქორწინდი და 2 თვის წინ ისიც გამექცა. ახლა მართლა მტკიცედ გადავწყვიტე, რომ 50 წლამდე ცალად ვივლი... თუმცა, სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
05.05.2015
დედა ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. ეს მე მგონი გურული იუმორია. გაიხარე.
777
21.04.2015
7 ქალი დაგიკერია, მართლა საღოლ.
არჩილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი