ოცნების ქალი - პატრული
font-large font-small
ოცნების ქალი - პატრული
იარაღიან და მაგარ ქალებზე ჭკუა მეკეტება. ფილმებში რომ ვნახულობდი, ქალი პოლიციელები როგორ დასდევენ დამნაშავეებს, როგორ ისვრიან, ჩხუბობენ და კაცებს ბეჭზე დებენ, ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ კი თბილისში სწორედ ასეთი ქალბატონები გამოჩნდნენ. პირველად პატრული ქალი რომ დავინახე, ხელები სიამოვნებისგან მოვიფშვნიტე. თუ ერთია, იქ ბევრიც იქნება-მეთქი და დავტრიალდი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნაცნობი გამოვნახე და კაი შხვართი პატრული ქალის ტელეფონის ნომერი დავითრიე. თან ვფიქრობდი, - ძლივს მეღირსება, ამ ასაკში ოცნება ავისრულო-მეთქი და რომ წარმოვიდგენდი პატრულ ქალს ლოგინში, თავთან, ტუმბოზე დადებულ მის იარაღს და ოთახში უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ პატრულის ფორმას, მოუთმენლობა მიპყრობდა. ვერ მოვისვენე, ვიდრე იმ გოგოს პირადი საქმე და მასში ჩაკრული ფოტო არ ვნახე. ახლა უკვე ნათლად შემეძლო, მისი სახეც წარმომედგინა. დავიწყე მის ტელეფონზე "დაცემა" მესიჯების გზავნა. რა თქმა უნდა, ცოლისგან მალულად. პირველი 2 კვირის განმავლობაში არავითარი პასუხი არ მიმიღია, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრიდი და ჯიუტად განვაგრძობდი მის შებმას. როგორც იქნა, პასუხს ვეღირსე. მართალია, მშრალი, არაფრის მთქმელი ტექსტი იყო, მაგრამ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და გამარჯვებად ჩავთვალე. გავთამამდი და პაემანი დავუნიშნე. მართალია, პასუხი არ მიმიღია, მაგრამ დათქმულ ადგილზე მაინც მივედი. ჩემი მანქანის წინ საპატრულო მანქანა გაჩერდა. იქიდან სწორედ ის გოგო გადმოვიდა, რომელსაც ველოდი. ჩემი მანქნისკენ გამოემართა (ნომერი მესიჯით მივუთითე), კარი გამოაღო და გვერდით მომიჯდა. ხმა არ ამომიღია. მანქანა დავქოქე და პირდაპირ მივაყენე იმ კორპუსთან, სადაც დაკეტილი ბინა მქონდა (ჩემი განზრახვის შესახებაც წინასწარ მქონდა მიწერილი). მანქანიდან გადავედი, გოგოც გადმომყვა. ასევე უსიტყვოდ შევედით სადარბაზოში და მეოთხე სართულზე ფეხით ავედით. მართალია, ჩემ ქვემოთ, მესამე სართულზე ცოლის ნათესავი ცხოვრობდა და ძალიან ვრისკავდი, მაგრამ იმ წუთში ყველაფერი სულ ერთი იყო. მთავარი ის იყო, რომ ოცნების ქალი მორჩილად მომყვებოდა უკან. კარი გავაღე და პირველად ქალი გავატარე. ჩემს ზურგს უკან კარი მივხურე თუ არა, თვალებში დამიბნელდა. ფეხებსშუა კი აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. გავმწარდი და გოგოსთან ხელჩართული ბრძოლა გავმართე. ჰაერში ისე მაბურთავა, თქვენი მოწონებული. ბოლოს, დაღლილი და ნაცემი იატაკზე დავეგდე და ადგომის თავიც აღარ მქონდა. ჩემი ოცნების ქალი კი თავზე დამადგა იარაღით და, - შუბლს გაგიხვრეტ, ერთი მესიჯის გამოგზავნაც რომ გაბედოო, მითხრა. კარი გაიხურა და წავიდა. მაშინ ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ იმდენი ვქენი, რომ უკვე 3 წელია, ეს ქალი ჩემს მკლავებში კვნესის და მკერდზე თავს ნეტარად რომ დამადებს ხოლმე, სწორედ ეს დღე მახსენდება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
21.04.2015
ნაკლები :)
:-) :-) :-)
19.04.2015
შენ ვინც ამ ისტორიას ყვები, ხო შენ გეუბნები, ისე შენი დედა მო.....ნ ეგ რო მართალია, ფუ არა კაცი ხარ
dadu
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი