შემსრულებელი ანუ რა სურთ ქალებს
font-large font-small
შემსრულებელი ანუ რა სურთ ქალებს
ძალზე კარგი გარეგნობის მამაკაცი ვარ და ყოველთვის განებივრებული ვიყავი ქალების ყურადღებით. მეც, მეტი რა მინდოდა? ხან ერთი მეჯდა კალთაში და ხან მეორე.
შარშან ერთი პატარა გოგო გავიცანი - 18 წლის. მისმა ბავშვურმა სილამაზემ მომხიბლა და იმ წუთიდანვე დავუწყე შებმა, მაგრამ ნურას უკაცრავად - ყურადღებასაც არ მაქცევდა. გაბზეკდა თავის პაჭუა ცხვირს და ისე ჩამივლიდა, თითქოს ვერც მამჩნევდა. აჩრდილივით დავდევდი, ხან ინსტიტუტთან ვხვდებოდი, ხან მეგობრის სახლთან, ტელეფონზე ხომ საათში ერთხელ ვურეკავდი, მაგრამ შეხვედრაზე ვერა და ვერ დავითანხმე. უკვე სპორტულ ინტერესად მექცა ამ გოგოს გულის დაპყრობა. ზუსტად ვიცოდი, რომ შეყვარებული არ ჰყავდა, მაგრამ ვერ გამეგო, რატომ არ მელაპარაკებოდა. აღმოვაჩინე, რომ მის ახლო ნათესავს ვიცნობდი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დახმარებაც სწორედ მას - ალიკას ვთხოვე. როგორც იქნა, ნათესავს შეხვედრაზე დათანხმდა და მასთან ერთად შემხვდა. საუკეთესო კაფეში დავპატიჟე. პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი. მზად ვიყავი, მისი გულისთვის ათასი სისულელე ჩამედინა. მაგიდასთან დავსხედით, მიმტანს შეკვეთა მივეცი და დავიწყე სიყვარულის ახსნა. უაზროდ ვლუღლუღებდი, ვბლუყუნებდი და მიკვირდა - სად წავიდა ჩემი თავდაჯერება და რიხი, რომელიც სხვა ქალებთან ურთიერთობისას არასოდეს მღალატობდა? ათასი რამ მივკიბ-მოვკიბე და გავჩუმდი. - ე.ი. გიყვარვარ? - მეკითხება ლიზი. - ჰო, - თავი დავუქნიე. - ჩემი გულისთვის რას გააკეთებო? - რასაც მეტყვი, ყველაფერს-მეთქი, - ვთქვი იმედმოცემულმა და ერთგული გოშიასავით მივაჩერდი თვალებში. - შეგიძლია, ეს თეფში გატეხოო? - მიმითითა ჩემ წინ დადებულ თეფშზე. თვალებში ჩავაშტერდი, მზერა არ მომიშორებია, ისე ავიღე თეფში და მივანარცხე კედელზე. ნამსხვრევები თავზე გადმოგვეყარა. - ჭიქაც! - მიბრძან მან. ისიც კედელს მივაფშვენი. დაცვის თანამშრომელი თავზე წამოგვადგა. - ყველაფერი რიგზეა, ზარალს ავანაზღაურებ-მეთქი, ვუთხარი და მაგიდაზე დალაგებული დანარჩენი თეფშები და ჭიქებიც იმავე გზას გავუყენე. მაგიდა დაცარიელდა. კაფეში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ რას დავეძებდი? მერე ლიზი მეუბნება, - შეგიძლია, სკამზე დადგე და იმღეროო? - მეგონა, მომესმა-მეთქი, მაგრამ მეორედაც იგივე თხოვნა გამიმეორა. - რომელი სიმღერა შევასრულო-მეთქი? - "შავლეგოო", - მიპასუხა. მეც სკამზე დავდექი და ომახიანად შემოვძახე - "შავლეეეგ, შენიიი, შააავი ჩოხააა, შავლეეეგოოო"... წარმოიდგინეთ, როგორი დასანახი ვიქნებოდი, მაგრამ სიმღერა ბოლომდე ისე შევასრულე (ადრე ანსამბლში ვმღეროდი), რომ თვალიც არ დამიხამხამებია. ბოლოს კი დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტებიც დავიმსახურე. საზოგადოებას თავი დავუკარი და რომ მოვიხედე, ლიზი უკვე კაფედან გადიოდა. გავეკიდე, მოვაბრუნე და ვკითხე, - რატომ მიდიხარ, რაც მთხოვე, ხომ ყველაფერი შევასრულე-მეთქი? - ჰოდა, ასეთი მაგარი შემსრულებელი და შტერი რომ ხარ, იმიტომ მივდივარო. უკან მოვბრუნდი, დანახარჯი გადავიხადე და ნაცემი ძაღლივით დავტოვე კაფე. კარი რომ გამოვაღე, დაცვის თანამშრომელმა თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მომითათუნა და გამიღიმა. მერე ლიზის ნათესავმა ამბავი მომიტანა, - თურმე ლიზისაც მოსწონდი, მაგრამ შენმა საქციელმა შთაბეჭდილება გაუფუჭაო, - თურმე, მორჩილების ნაცვლად, მის თხოვნაზე თვალები უნდა დამებრიალებინა და თავის ადგილზე მომესვა... არ უნდა აჰყვე ქალის ჭკუას, რა...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
17.04.2015
ამ 'საოცარ' ისტორიებს თვითონ იგონებთ თუ თავს გადაგხდენიათ?
სკეპტიკოსი
15.04.2015
ra ar wamikitxavs magram es dzz magari iyo. yochag lizis :D
tamta
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი