აზრზე მოსული
font-large font-small
აზრზე მოსული
28 წლის მამაკაცი ვარ. ცოლი მე არ მყავდა, შვილი, მშობლები და დედმამიშვილები. სრულიად მარტო ვიყავი ამქვეყნად და საით მივდიოდი, არ ვიცოდი.
19 წლის ასაკში პირველად გავუსინჯე გემო ღვინოს. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ დედამიწა ბრუნვს... დავიწყე სმა. თითქმის გავლოთდი. მერე შევუძახე ჩემს თავს და როგორც იქნა, აზრზე მოვედი. მთელი თვე ისე გავიდა, წვეთი არ დამილევია, მაგრამ მერე დამეწყო `ზაპოი~. მივხვდი, რომ გადაბმული სმით ყველგან სახელს ვიფუჭებდი. აღარავის უნდოდა ჩემთან ერთად ყოფნა, ყველა თავს მარიდებდა, ჯუჯღუნა და აუტანელი გავხდი. ამას რომ ვაცნობიერებდი, ვანებებდი ლოთობას თავს. მერე ისევ ვიწყებდი. ამასობაში ერთ გოგოს შევუყვარდი (რა შესაყვარებელი მე ვიყავი?!). ისე თბილად მექცეოდა, ისე მევლებოდა თავს, რომ მეც შემიყვარდა. ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით, თუმცა, ცოლ-ქმარი არ ვიყავით. მივლიდა, მეფერებოდა, მიყვავებდა, მაგრამ ვერ გამომასწორა. საკმაოდ დიდხანს მებრძოლა, მაგრამ რომ ვერ მოერია ჩემს მავნე სენს, მიმატოვა და წავიდა... იმ საღამოს შინ ნასვამი დავბრუნდი. ზამთარი იყო, ციოდა. ოთახში რომ შევედი, ჩვეული სითბო და სიმყუდროვე ვეღარ ვიგრძენი. ბარათი დამხვდა - მშვიდობითო, - მწერდა. ნამდვილი, დიდი ცრემლებით ვიტირე. წავედი, კიდევ ერთი ბოთლი არაყი ყიდე და მარტომ დავლიე. თან ვტიროდი, თან ვსვამდი. თითქოს ქვეყანა თავზე დამემხო. გადავწყვიტე, თავი მომეკლა. დავიწყე მეთოდის შერჩევა... ჯერ ვიფიქრე, მეტროს მატარებელს შევუვარდები-მეთქი, მაგრამ რაღაც, ეს იდეა არ მომეწონა. შემდეგ გადავწყვიტე, თერმომეტრს გავტეხ და ვერცხლის წყალს დავლევ-მეთქი, მაგრამ თერმომეტრი ვერ ვიპოვე. ბოლოს გადავწყვიტე, მტკვარში დამეხრჩო თავი. ტაქსით მივედი ხიდთან, შემდეგ, კარგა ხანს ვიყოყმანე, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე და... გადავხტი. როგორც ხვდებით, გადავრჩი, რადგან მკვდარი ამ ამბავს ვეღარ მოგწერდით. კარგად ვცურავ და გადარჩენის ინსტინქტმა მაინც თავისი ქნა. ცივ წყალში რომ აღმოვჩნდი, გამოვფხიზლდი და მკლავები მოვუსვი. ამასობაში ვიღაც გადმოხტა ჩემს გადასარჩენად, დამეხმარა და ამოვედი წყლიდან. ისეთი გაყინული ვიყავი, კბილს კბილზე მაცემინებდა. არც გავცივდი, არც რამე წამომტკივებია. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. იმ დღიდან დავანებე თავი სმას. ჩემი ელისო მოვძებნე, ცოლად მოვიყვანე და ბედნიერად ვცხოვრობთ. ბადრი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
16.04.2015
კარგი ისტორიაა, მარა ალბათ მოგონილი :)
ანი
16.04.2015
მალადეც! :)
დეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი