რესტორანში ცოლის გარეშე
font-large font-small
რესტორანში ცოლის გარეშე
დედას გეფიცებით, ერთ სიტყვასაც არ მოგატყუებთ. თუმცა, სულერთია, დამიჯერებთ თუ არა... უკვე 16 წელია, ოჯახის უღელი დავიდგი და მართლა მთელი მონდომებით ვეწევი ჭაპანს.
ერთი სამსახურიდან მეორეში გავრბივარ, მერე - შინ, ცოლს ვეხმარები, გვიან ვიძინებ და უთენია ვდგები. ძალზე იშვიათად მივდივარ სტუმრად ან ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ და მაშინაც ცოლი მახლავს. ამ რამდენიმე ხნის წინ საკმაოდ ბლომად ვიოვე ფული. გადავწყვიტე, თანხის ნაწილი ჩემს გემოზე, გართობაზე დამეხარჯა. ეს რომ მოვიფიქრე, უკვე საღამოს 9 საათი იყო. მივხვდი, შინ საკმაოდ გვიან მომიწევდა მისვლა და ცოლის საყვედურების მოსმენა, მაგრამ დავიკიდე და ორ მეგობართან ერთად რესტორანში წავედი. ვიქეიფეთ, მერე ქალებში წასვლა მოგვინდა. ერთ-ერთმა სადღაც დარეკა და მერე გამოაცხადა - ახლა სამი მშვენიერი არსება შემოგვიერთდებაო. მართლაც, ცოტა ხანში სუფრასთან უკვე ექვსნი ვისხედით. მერე ამ ქალებს პატივისცემა ხომ უნდოდათ? ჰოდა, სასტუმროში წავედით და შინ რომ მივედი, უკვე დილის 6 საათი იყო... კარი საკუთარი გასაღებით გავაღე და შემოსასვლელში შუქი რომ ავანთე, პირველი, რაც დავინახე, ჩემი ცოლის დოინჯშემოყრილი სილუეტი იყო. - აი, მეც მოვედი, - ჩავიბურტყუნე დამნაშავესავით. მეუღლე კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით მიყურებდა. ახლა აუცილებელი იყო, დაგვიანების მიზეზი ამეხსნა. - პოლიციამ დამიჭირა, მთელი ღამე განყოფილებაში გავატარე და ახლა გამომიშვეს, - ამოვილუღლუღე და მივხვდი, რომ დიდი სისულელე ვთქვი. ცოლმა წარბი ასწია... - ხომ იცი, ჩემო სიცოცხლევ, რომ ყოველთვის ვჩქარობ შენს ნახვას, მაგრამ სამსახურიდან გამოვედი თუ არა, დამირეკეს, რომ ჩემი თანამშრომელი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გავიქეცი-მეთქი, - შეცვალე ჩვენება და შევხედე. თვალებში რისხვა გაუკრთა. - მომავალ თვეში ორმაგ ხელფასს გადამიხდიან, - მივაწოდე ინფორმაცია, მაგრამ მას სულაც არ გახარებია. - იცი, გზად სამი ქალი შემხვდა და სასტიკად გამაუპატიურეს-მეთქი, - მივაწოდე შემდეგი ინფორმაცია. - ვაი, შე უბედუროო, - მომაძახა ცოლმა და პირსახოცი მესროლა, რომ შუბლზე მომსკდარი ოფლი მომეწმინდა. სააბაზანოში შევედი და იქ დავიძინე, რადგან სახლში ეს ერთადერთი ოთახია, რომლის კარიც იკეტება. დილით კი ისე გავიპარე სახლიდან, რომ არავის გაუგია. ჩემს დაბრუნებამდე კი მოულბა გული და საღამოს შევრიგდით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
26.04.2015
უჰ რამდენი რისხვა დაგატყდა.ასეთ რამეს მხოლოდ დედა გაგიგებს.არ არსებობს ცოლი ,რომელიც ამას შეგარგებს.ისე კი ძალიან თბილი წერილია.ისეა დაწერილი თითქოს ფილმი ნახე .ყოჩაღ.
დედა
25.04.2015
რქები რქები, რამდენი ქმრიანი ქალები ვიცი, რომ ვითომ დაქალებთან რჩებიან და ორივე ერთად თავის პორნო ფანტაზიებს იკმაყოფილებენ სხვის ქმართან.
გივი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი