ადვოკატი, მუშა, მეუღლე და საყვარელი
font-large font-small
ადვოკატი, მუშა, მეუღლე და საყვარელი

18 წლის დავქორწინდი. სად მქონდა ჭკუა, რა მინდოდა "წვენებში"? იმის მერე ძილიც დავკარგე და მოსვენებაც: "აბა, ლექსო, რძე მოიტანე, აბა, მაწონი, კარტოფილი გაგვითავდა... პამპერსი აღარ აქვს ბავშვს...

ლექსო, პალტო დამიძველდა, ბავშვს ფეხსაცმელი სჭირდება, კარის საკეტი ჩაიშალა, ადექი, სამსახურში გაგვიანდება, რომ მოხვალ, პური მოაყოლე, არ დაგავიწყდეს! დღეს დედაჩემი გვესტუმრება, ხორცი იყიდე, ჩემო ლექსუკა... ხომ არ დაგავიწყდა, ხვალ რომ ჩემი დაბადების დღეა?.." - აი, დაახლოებით ასეთი ფრაზების ფონზე მიდის ჩემი ცხოვრება. საკუთარი თავი მებრალება... ჰოდა, ვიფიქრე, ერთ კარგ ქალს მოვძებნი და საღამოობით თავს შევიქცევ, ეს ნამდვილად დავიმსახურე-მეთქი. დავიწყე კანდიდატურის შერჩევა. სამსახურში ერთ ბინიან და მარტოხელა ქალს დავადგი თვალი, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა, - ვინ დატოვებდა ისე? მერე გვერდით სადარბაზოში, ქვრივ მარინას მივეძალე, მაგრამ მკვდარი ქმარი არჩია ჩემს თავს... მერე მაღაზიის გამყიდველს შევთავაზე ხელი, გული და დაუოკებელი ტემპერამენტი, მაგრამ აქაც სხვას დაუსწრია... მერე ერთი ჩემი კლიენტი (ადვოკატი გახლავართ) მომეწონა... მერე შემიყვარდა... მაგრამ რომ გავიგე, მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ცალკე ბინა არც მას აქვს, საგონებელში ჩავვარდი. კი იცით თქვენ, ადვოკატებს რა შემოსავალიც გვაქვს, ბინის დაქირავებას ვერ შევძლებდი. ერთი კი დავაპირე, მაგრამ ჩემი ცოლის სახე წარმომიდგა თვალწინ: - ლექსო, ჩექმა მიყიდე; ლექსო, ბავშვს პალტო დაუპატარავდაო, - რომ ამბობს... უმალ გადავიფიქრე და გამოსავლის ძებნა დავიწყე. ერთი აზრი დამებადა. მამაჩემი ხელოსანი იყო და ბავშვობაში ვეხმარებოდი ხოლმე, ამიტომ ყველანაირი ხელობა ვიცოდი. გადავწყვიტე, საღამოობით ფიზიკურად მემუშავა. ეს ჩემს ბიუჯეტსაც წაადგებოდა და შეხვედრის ადგილიც მექნებოდა. ინტერნეტში გამოვაქვეყნე განცხადება და სულ მალე, პირველი კლიენტიც გამოჩნდა. თუ ბინის პატრონს რემონტის დროს იქვე უნდა ეცხოვრა, ასეთ კლიენტს უარს ვეუბნებოდი. მარტო ისეთ საქმეს ვიღებდი, სადაც ბინის გასაღებს მაბარებდნენ და პატრონი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოდიოდა. ერთი პატარა ბიჭი დამხმარედ ავიყვანე და ჩემი რომანიც გაჩაღდა: ნინოს ვაძლევდი ბინის მისამართს. ისიც მოდიოდა და ხან იატაკზე ვკოტრიალობდით და ხან - დივანზე. ერთხელ თაროზე მდგარი საღებავიც კი გადაგვევლო თავზე. ბინიდან ბინაში გადავდივართ და ორივენი კმაყოფილები ვართ. ჩემი ცოლი იმით არის კმაყოფილი, რომ ოჯახის ბიუჯეტი გაიზარდა, მე კი იმით, რომ ნინოს ვხვდები და ცოლს ეჭვიც არ ეპარება, რომ ვღალატობ. ახლა ნინო მეუბნება, - დამხმარე ბიჭი გაუშვი და მე ვიმუშავებ შენთან ერთადო. წარმოიდგინეთ, რა მაგარი საქმეა: დღისით მე ადვოკატი ვარ, ის - ექთანი, საღამოს - ორივე მალიარი, ღამით კი საყვარლები. ჩემი ცოლი კი დილა-შუადღე-საღამოს მარტო დედა იქნება და იძახებს: - პური მოიტანე, შაქარი გაგვითავდა, ინგლისური ისწავლე, ქართული წაიკითხეო... ნახვამდის. პატივისცემით, თქვენი ლექსუკა.

 

 

ცოლიც მყავს და საყვარელიც.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (23)
25.04.2015
გასკდით გულზე ბოზანდარებო, მაგრად ვიცინე.არადა ბოზანდარებს როგორ შეშურდათ.
გივი
25.04.2015
იობარგლადიატორი შენ ყოფილხარ
იობარგლადიატორი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი